თბილისი ერთ-ერთი უძველესი ქალაქი

არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ თბილისის ტერიტორია დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულში. უძველესი წყაროსეული მოხსენიება განეკუთვნება IV საუკუნის II ნახევარს, როცა ამ ადგილებში მეფე ვარაზ-ბაკურის დროს ციხე ააგეს. IV საუკუნის დასასრულს თბილისი სპარსეთის მოხელის — პიტიახშის რეზიდენცია გახდა. V საუკუნის შუა წლებიდან კვლავ ქართლის მეფეთა ხელში გადავიდა. ვახტან გორგასალმა აღადგინა და გააშენა, ამიტომ იგი მიჩნეული ქალაქის დამაარსებლად. ზოგიერთი ისტორიკოსის მტკიცებით მეფე ვახტანგ გორგასალი (რომელიც V საუკუნის მეორე ნახევარში მეფობდა) სინამდვილეში ქალაქის აღორძინებასა და აღმშენებლობაშია პასუხისმგებელი, მისი დაფუძნების ნაცვლად.
V საუკუნის მეორე ნახევრიდან, ქართლის მეფის, ვახტანგ გორგასლის ბრძანებით იწყება თბილისის შემდგომი შენება, მისი ქართლის სატახტო ქალაქად გადაქცევის მიზნით. ვახტანგის დაწყებული საქმე, მისმა მემკვიდრემ, დაჩიმ დაასრულა.ისტორიამ შემოგვინახა არაჩვეულებრივი თქმულება თბილისის დაარსების შესახებერთ დროს თბილისი და მისი მიდამოები ტყით ყოფილა მოცული. ერთხელ აქ ვახტანგ გორგასალი ნადირობდა. მეფისა და მისი ამალის მწევრებმა ხოხობი ააფრინეს. მეფის მიმინო ხოხობს გამოედევნა და ორივე ფრინველი მალე თვალს მიეფარა. დიდი ხნის ძებნის შემდეგ, მეფემ და მისმა მხლებლებმა ნახეს, რომ ორივე ფრინველი ცხელ გოგირდოვან წყაროში ჩავარდნილიყო. ამ ტერიტორიაზე ბევრი ასეთი სამკურნალო წყარო იყო. ვახტანგ მეფეს მოეწონა ეს ადგილი და ქალაქის აშენება გადაწყვიტა. სახელად კი თბილი წყლების გამო თბილისი უწოდა.


bedava film izle hd film izle oyun oyna cocuk oyunlari edevlet web tasarim yabanci dizi izle astroloji yemek tarifleri sohbet spor