თბილისი XIX საუკუნეში ბურჟუაზიული ქალაქი

1801 წელს რუსეთის იმპე-რატორის ბრძანებით ქართლი და კახეთი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. თბი-ლისი კარგავს დედაქალაქის სტატუსს და იმპერიის საგუ-ბერნიო ქალაქი ხდება. XIX საუკუნეში თბილისი თანდა-თან კავკასიის რეგიონალურ დედაქალაქად გადაიქცა. აქვე გახლდათ კავკასიის მეფის-ნაცვლის რეზიდენციაც.XIX საუკუნის თბილისი ტიპიური ბურჟუაზიული ქალაქია. ვითარდება ვაჭრობა და მრეწველობა. იზრდება საკუთრივ ქალაქის ტერიტორიაც. ქალაქს უერთდება სოლოლაკი, კუკია, ჩუღურეთი, ხარფუხი და დიდუბე. ძველ, ფეოდალურ თბილისს თავისი ბუნებრივი დომინანტები, შემკვრელი ხუ-როთმოძღვრული აქცენტები ჰქონდა: ნარიყალა და მეტეხი. ხუროთმოძღვრული ღერძი კი მტკვარი იყო. XIX საუკუნეში ქალაქის დომინანტი გოლო-ვინის პროსპექტი ხდება.XIX საუკუნეში თბილისი აქტიური კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრებით ცხოვრობს. ძლიერდება ქართული პრესა. ცოცხლდება თბილისის თეატრალური ცხო-ვრებაც. იხსნება საგანმანათ-ლებლო და სამეცნიერო დაწე-სებულებები. ამუშავდა პირვე-ლი საქალაქო რკინიგზა "კონკა". 1887 წელს მწყობრში ჩადგა ავჭალის პირველი წყალსადენი. 1893 წელს კი მუშაობა დაიწყო თბილისის საქალაქო სატელეფონო სად-გურმა. ამავე პერიოდში ქალაქში გამოჩნდა პირველი კერძო მსუბუქი ავტომობილები. XIX საუკუნის თბილისი ძალზედ თავისებური, კოლორიტული, ევროპულ-აზიური ქალაქი იყო.  თბილისი იყო ქალაქი-ბოჰემა. აშუღები და საზანდარები... გოგირდის აბანოები... კინტოები და ყარაჩოღელები... გოლოვინის პროსპექტზე მოსეირნე ევროპულად ჩაცმული ქალბატონები და ჩოხა-ახა-ლუხში გამოწყობილი თავა-დები...თბილისური გართობა: ყეენობა და ნაღლი... თბილისი იყო სტუმართმოყვარე, საო-ცარი ქალაქი, რომელიც ხში-რად პოეტებისა და მწერლების შთაგონების წყარო ხდებოდა. ასე გვიახლოვდებოდა XX საუკუნე...


bedava film izle hd film izle oyun oyna cocuk oyunlari edevlet web tasarim yabanci dizi izle astroloji yemek tarifleri sohbet spor