მნიშვნელოვანი მოვლენები
თბილისის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გეგმას ხელი მოაწერეს
დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა თბილისის საკრებულოს შენობაში დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალურ გეგმას ხელი მოაწერეს. ახალი გენგეგმის მიხედვით, დედაქალაქში ბევრი ცვლილებაა დაგეგმილი, მათ შორის, სხვადასხვა გზატკეცილსა და მაგისტრალზე უწყვეტი მოძრაობის უზრუნ-ველყოფის მიზნით, ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობა.
01.07.2009
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავარი დოკუმენტი დაამტკიცა
საკრებულომ დღეს დედაქალაქის ის მთავარი დოკუმენტი დაამტკიცა, რომელსაც თბილისელები 38 წელია ელიან. დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალურ გეგმაზე არქიტექტორები, დეველოპერები და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულენი.
05.06.2009






