თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავარი დოკუმენტი დაამტკიცა

საკრებულომ დღეს დედაქალაქის ის მთავარი დოკუმენტი დაამტკიცა, რომელსაც თბილისელები 38 წელია ელიან. დედაქალაქის განვითარების გენერალური გეგმა ბოლოს 1971 წელს იქნა შემუშავებული და მას შემდეგ თბილისს მსგავსი დოკუმენტი არ მიუღია. დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობა თბილისის მერიამ ორი წლის წინ დაიწყო და მასში არქიტექტორები, დეველოპერები და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულენი. გენერალური გეგმის საჯარო წარდგენა თვენახევრის წინ თბილისის საკრებულოში შედგა, რის შემდეგაც მისი პირველადი ვარიანტის განხილვა კომისიებში ექსპერტების დონეზე მოხდა.

"ეს არის გეგმა, რომლის მიხედვითაც დედაქალაქი უნდა გაშენდეს. ამ გეგმის სწორად განხორციელებაზეა დამოკიდებული თბილისის თვითოეული მოქალაქე. ეს არის ქალაქის კონსტიტუცია”, – განაცხადა ზაალ სამადაშვილმა.    
ახალი გენგეგმის მიხედვით, დედაქალაქის უპირველესი პრობლემა - საწარმოო ზონების საკითხი მოგვარდება. თბილისში არსებული საწარმო ზონები ქალაქგარეთ, ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე გადავა. თანაბრად განიხილება საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და სატრანსპორტო ზონებიც. შენარჩუნდება ქალაქის ისტორიული ნაწილი. მწვანე საფართან ერთად მოწესრიგდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. სიახლეა ისიც, რომ სავარაუდოდ, რამდენიმე წელიწადში რკინიგზას ცენტრიდან გადაიტანენ და ქალაქის ერთ ბოლოს მეორესთან თბილისის ზღვის გავლით დააკავშირებენ. კვლავ ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება ძეგლების რესტავრაცია. ახალ გენერალური გეგმა საკრებულოს განსახილველად თბილისის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელმა მიხეილ ავალიანმა წარუდგინა. დოკუმენტი ძალაში დამტკიცებისთანავე შევა.

თბილისის საკრებულომ დღეს დედაქალაქის მთავარი დოკუმენტი დაამტკიცა

News/sxdoma gengegma 05-06-09/IMG_6096_-_800.jpg
News/sxdoma gengegma 05-06-09/IMG_6098_-_800.jpg
News/sxdoma gengegma 05-06-09/IMG_6129_-_800..jpg
News/sxdoma gengegma 05-06-09/IMG_6134_-_800.jpg

bedava film izle hd film izle oyun oyna cocuk oyunlari edevlet web tasarim yabanci dizi izle astroloji yemek tarifleri sohbet spor