საკრებულო და საზოგადოება
თბილისის საკრებულომ სოციალურად დაუცველ ბავშვებს გიორგობის დღესასწაულზე გასართობ ცენტრში უმასპინძლა
თბილისის საკრებულოს ინიციატივით, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისთვის საქველმოქმედო ღონისძიება მოეწყო. პატარებს გიორგობა საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა და საკრებულოს დეპუტატებმა პირადად მიულოცეს და მათ საჩუქრები გადასცეს.
საკრებულოს თავმჯდომარემ არასრულწლოვან პატიმრებს საჩუქრად წიგნები გადასცა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, მწერალი ზაალ სამადაშვილი და პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი დიმიტრი შაშკინი არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებას ესტუმრნენ.
თბილისის საკრებულოში სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის შემეცნებითი პროექტი დაიწყო
თბილისის საკრებულოში სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სამთვიანი შემეცნებითი ღონისძიება სახელწოდებით "საუბრები მუსიკაზე”დაიწყო. მოზარდები მუსიკის ისტორიასთან ერთად ცნობილ კომპოზიტორთა ცხოვრებასა და შემოქმედებას გაეცნობიან, ასევე მოისმენენ კლასიკურ მუსიკას.
საკრებულოს თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს
საქართველოში დონორთა რიცხვის შემცირების შესახებ რუსთავი 2-ის ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ, საკრებულოს წარმომადგენლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სისხლის ჩაბარება გადაწყვიტეს. მათ დღეს დ. იაშ-ვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში მყოფი ბავშვებიც მოინახულეს და საჩუქრები გადასცეს.
დღეს 25 ივლისს, თავისუფლების მოედნიდან 300 უნარშეზღუდული ბავშვი დასასვენებლად გაემგზავრა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა და თბილისის მერიის სოციალური მომსახურეობისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ დღეს უნარშეზღუდული ბაშვები დასასვენებლად გააცილეს.
ჩუღურეთის რაიონს კიდევ ერთი კომბინირებული სტადიონი შეემატება
თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ანდრო ალავიძის ინიციატივით, ბუხაიძის ქუჩაზე ახალი სათამაშო მოედანი და სკვერი შენდება.
დღეს საკრებულოს თავმჯდომარე ,,ბრიტანულ დაწყებით სკოლას'' ეწვია
"ბრიტანულ დაწყებით სკოლაში” ბვშვთა დაცვის საერთაშორი-სო დღესთან დაკავშირებით, აქცია "გარემო ბავშვების თვალით” გაიმართა. აქციაში მონაწილეობა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ მიიღეს.
საკრებულოს თავმჯდომარემ გამარჯვების დღე ორ უხუცეს ვეტერანს მიულოცა
საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა და საკრებულოს დეპუტატმა სოსო ეგუტიამ სამამულო ომის მონაწილე ორ ყველაზე ხანდაზმულ ვეტერანს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს.
25 თებერვალი მთელი საქართველოს მაშტაბით საპროტესტო აქციით აღინიშნა
25 თებერვალს სამუშაო დღე ყველა კერძო თუ სახელმწიფო სტრუქტურაში წუთიერი დუმილით დაიწო. რუსული ოკუპა-ციისადმი პროტესტის გამოსახატავად აქცია დედაქალაქის საკრებულოს შენობის წინ, საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით გაიმართა. თბილისში 11 საათზე გაბმული სიგნალების ხმა გაისმა. პროტესტის ამ ფორმამ მასიური ხასიათი მიიღო და ქვეყნის ყველა რეგიონი მოიცვა.
საკრებულოს თავმჯდომარე საზოგადოებას რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 88 წლისთავთან დაკავშირებით აქციისკენ მოუწოდებს
დღეს ზაალ სამადაშვილმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 88 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.,,ამ დღეს თბილისში რუსული არმია შემოვიდა და ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა. მე მოვუწოდებ საზოგადოებას, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ეს საბედისწერო დღე, გამოვხატოთ შეურიგებლობა ოკუპანტებისა და ზოგადად, ოკუპაციის წინააღმდეგ'' – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ





