საკრებულოს თავმჯდომარე საზოგადოებას რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 88 წლისთავთან დაკავშირებით აქციისკენ მოუწოდებს
დღეს ზაალ სამადაშვილმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 88 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:
"1921 წლის 25 თებერვალი საქართველოს გასული საუკუნის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული დღეა. ამ დღეს თბილისში რუსული არმია შემოვიდა და ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა. მე მოვუწოდებ საზოგადოებას, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ეს საბედისწერო დღე, გამოვხატოთ შეურიგებლობა ოკუპანტებისა და ზოგადად, ოკუპაციის წინააღმდეგ, ვინაიდან თემა, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია, დღესაც არსებობენ საქართველოს დაჩოქების მოსურნენი. ამიტომ ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს 25 თებერვალი და ხვალ 11.00 საათზე გაბმული სიგნალებით პატივი მივაგოთ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს. ხვალინდელი აქცია იქნება იმის ნიშანი, რომ როგორც საკრებულოს შენობის, ასევე მთელი საქათველოს თავზე ხუთჯვრიანი დროშა მუდამ იფრიალებს’’, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.





