დღეს 25 ივლისს, თავისუფლების მოედნიდან 300 უნარშეზღუდული ბავშვი დასასვენებლად გაემგზავრა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა  და თბილისის მერიის სოციალური მომსახურეობისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ დღეს უნარშეზღუდული ბავშვები დასასვენებლად გააცილეს. სამასიდან 200 უნარშეზღუდული ახალგაზრდა ურეკში, ხოლო 100 ბორჯომში დაისვენებს. ეს იმ ბავშვების მეხუთე ნაკადია, რომლთა 12 დღიანი დასვენება მერიის სპეციალური პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.
"ჩვენ ამ პატარებს გვინდა ბედნიერი მგზავრობა ვუსურვოთ. ბავშვები მათი დაავადებებიდან გამომდინარე ბორჯომსა და ურეკში გავამგზავრეთ. მოგეხსენებათ, ურეკში მაგნიტური ქვიშაა, რომელიც ცერებრიალური დამბლით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდაა სასურველი. ამიტომ იქ, ძირითადად, ასეთი დაავადების მქონე ახალგაზრდები გაემგზავრნენ. ამ პროგრამას თბილისის მერია უკვე მეოთხე წელია ახორციელებს და ის მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება”, – განაცხადა ზაალ სამადაშვილმა.
პროგრამა მთელი ზაფხულის განმავლობაში კიდევ 1300 უნარშეზღუდული ბავშვისა და მათი მშობლების უფასო დასვენებას ითავალისწინებს.

დღეს 25 ივლისს, თავისუფლების მოედნიდან 300 უნარშეზღუდული ბავშვი დასასვენებლად გაემგზავრა

News/unarshezgudulebi/IMG_6374.jpg
News/unarshezgudulebi/IMG_6382.jpg
News/unarshezgudulebi/IMG_6392.jpg
News/unarshezgudulebi/IMG_6398.jpg
News/unarshezgudulebi/IMG_6415.jpg
News/unarshezgudulebi/IMG_6419.jpg
News/unarshezgudulebi/IMG_6426.jpg
News/unarshezgudulebi/IMG_6445.jpg

bedava film izle hd film izle oyun oyna cocuk oyunlari edevlet web tasarim yabanci dizi izle astroloji yemek tarifleri sohbet spor