თბილისის თვითმმართველობის ისტორიის მოკლე მიმოხილვა
თბილისმა ქალაქის სტატუსი ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს მიიღო, ხოლო მისმა მემკვიდრემ დაჩიმ თბილისი დედაქალაქად გამოაცხადა.
თბილისს დამოუკიდებლობის დროს ქართველი მოხელეები განაგებდნენ, მე-6-ე საუკუნის 30-იან წლებში ქალაქს ირანელი მარზპანი, ხოლო VIII-X საუკუნეებში ამრაბთა ამირა მართავდა, რომლის ბატონობას თბილისელებმა თავი 1082 წელს დააღწიეს. არაბთა ამირას ბატონობის პარალელურად თბილისში ვაჭარ- ხელოსანთა დამოუკიდებელი ხელისუფლება_თვითმმართველობა ჩამოყალიბდა, რომელსაც სათავეში თბილელი ბერები_ქალაქის უხუცესები ჩაუდგნენ. ისინი განსაკუთრებით ამირას ხელისუფლების დასუსტების პერიოდში გააქტიურდნენ. სწორედ უხუცესთა 12 კაციან საბჭოს ებარა ,,ქალაქის კლიტენი”. ამირა ჯაფარ ალის ძის გარდაცვალების შემდეგ ,,ტფილისის ბერებმა” ქალაქის მფარველად ბაგრატ V მოიწვიეს, რომელმაც 1051 წელს თბილისი იძულებით დატოვა. მას შემდეგ ბერები თბილისს 10-12 წლის მანძილზე მართავდნენ.
ამ პერიოდიდან მოყოლებული 40 წლის მანძილზე თბილისი დამოუკიდებელი ქალაქი იყო და მას 12 ადამიანისგან შემდგარი საბჭო მართავდა, რომლის თვითოეული წევრი თითო თვით, რიგრიგობით განაგებდა ქალაქს. ასეთ დროებით გამგებელს ,,ქალაქის თავადი” ეწოდებოდა. მას შემდეგ, რაც დავით აღმაშენებელმა თბილისი ბრძოლით აიღო, ე.წ. ქალაქი რესპუბლიკა გაუქმდა, თუმცა თვითმმართველობა შენარჩუნებული მაინც იქნა.
მოგვიანებით, საქართველოს ყველა ქალაქი, მათ შორის თბილისიც, მეფისა და მთავრობის მმართველობის ქვეშ მოექცა. თბილისის მოურავს მეფე ნიშნავდა.
თბილისის პირველი მოურავი გიორგი სააკაძე იყო, (1609წ.) რომლის სამხედრო და სახელ-მწიფოებრივი მოღვაწეობა განსაკუთრებით ლუარ-საბ II მეფობის დროს წარმოჩინდა. ხალხმა მას ,,დიდი მოურავი” შეარქვა. სააკაძის მომხრეთა დასი ძლიერი პოლიტიკური დაჯგუფება იყო, ამას ხელი იმანაც შეუწყო, რომ ლუარსაბ II-ემ ცოლად გიორგი სააკაძის და შეირთო. მოურავმა მომხრეთა დახმარებით ცენტრალური ხელისუფლების აღდგენა შეძლო, თუმცა დიდ თავადთა ფარსადან ციციშვილისა და შადიმან ბარათაშვილის დაჯგუფე-ბების სახით, მას ძლიერი მოწინააღმდეგეებიც ჰყავდა. მათ შეძლეს მეფის მიმხრობა და სააკაძის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა, თუმცა დიდმოურავი გადარჩა და თავი ოსმალეთს შეაფარა, სადაც სპარსების წინააღმდეგ, საქართველოს გასათავისუფლებლად განაგრძობდა ბრძოლას.
რუსეთის მმართველობის პერიოდი და თბილისის სათათბიროს პირველი თავკაცები
XIX საუკუნის დამდეგს საქართველო რუსეთმა დაიპყრო და თბილისის მართვა პოლიციას და მის შეფს დააკისრა. ქართველი ხალხის წინააღმდეგობის შედეგად, რუსეთი საოკუპაციო რეჟიმი სამოქალაქო მმართველობით შეცვალა, თბილისი კი მეფისნაცვლის რეზიდენციად გამოაცხადა. შემუშავდა დებულება, რომლის თანახმად, მოსახლეობის ძლიერ ფენას უფლება მიეცა შეექმნა სათათბირო ქალაქის თავისა და ექვსი ხმოსნის შემადგენლობით, თუმცა ამ საკრებულოს უფლება-კომპეტენცია ვიწრო იყო.
სათათბიროს პირველი თავკაცები
• 1849-1850წწ. თომა პრიდონოვი (ფრიდონაშვილი)
• 1851წ. ზაქარია ამირაგოვი (ამირაღაშვილი)
• 1852-1853წწ. იოსებ მირიმანოვი (მირიმანაშვილი)
• 1854წ. ავეტიკ სვეჩნიკოვი
• 1855-1858წწ. ანდრო მანანოვი (მანანაშვილი)
• 1859-1861წწ. ვართან არშაკუნი
• 1862-1867წწ. სოლომონ მირიმანოვი (მირიმანაშვილი)
• 1869წ. ერემია არწრუნი
• 1870წ. ნიკოლოზ ალადატოვი (ალადათაშვილი)
• 1871-1875წწ. იასონ თუმანოვი (თუმანიშვილი)
1870 წლის 16 სექტემბერს ალექსანდრე II-ემ საქალაქო დებულება დაამტკიცა, რომლის მიხედვით, საქალაქო თვითმმართველოვის განმკარგულებელი ორგანო იყო სათათბირო. მის კომპეტენციაში შედიოდა თანამდებობის პირთა არჩევა, ბიუჯეტის დამტკიცება, საქალაქო საქმეთა განხილვადა სხვა.
დედაქალაქის აღორძინება, ძირითადად, 1875 წლიდან იწყება. ეს ის პერიოდია, როდესაც ქალაქის თვითმმართველობას სათავეში ცნობილი საზოგადო მოღვაწე დიმიტრი ყიფიანი ჩაუდგა.
1875_1878წწ
1874 წლის ნოემბერში თბილისის ცენზიანმა მაცხოვრებლებმა საქალაქო სათათბიროს 72 ხმოსანი აირჩიეს. 1875 წელს კი ქალაქის თავის არჩე-ვნები გაიმართა, რომელშიც ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ დიმიტრი ყიფიანმა გაიმარჯვა.
დიმიტრი ყიფიანი თბილისის თვითმმართველობის ორგანოს სამი წელი მეთაურობდა და არა-ერთი მნიშვნელოვანი წამოწყე-ბის ინიციატორიც გახლდათ. მან ქალაქის მშენებლობის გან-ყოფილება გამგეობას შეუერთა, ნაწილობრივ გადაწყვიტა სა-კითხი სამხედროების საცხოვ-რებლით უზრუნველყოფის შესახებ, მოახდინა მოსახლეობის აღწერა, გააუქმა რიგი წესებისა, რომლებიც ახალ წყობილებასთან შეუსაბამობაში მოდიოდა, შემოიღო სწორი ადმინისტრაციულ-სამეურნეო სისტემა.
დიმიტრი ყიფიანის მმართვე-ლობის პერიოდს უკავშირდება ყოფილი ერევნის მოედნის (თავისუფლების მოედანი) კეთილმოწყობა, შუამდგომლო-ბა ახალი სახაზინო თეატრის აგებისათვის, თბილისში წყალ-სადენის პროექტის დასამუ-შავებლად საჭირო თანხების მოძიება; ამავე პერიოდში და-იწყო დაბალჩინოსანთა ოჯახე-ბისთვის დახმარების გაწევა, უპატრონო ძაღლების განადგუ-რება, მოხდა ქალაქის გაზის ნათურებით განათება, გაიაფდა საწვავი და სხვა.
საქართველოს წმინდა სინოდის განჩინებით, 2007 წლის 26 აპრილს XIX საუკუნის ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მესვეური დიმიტრი ყიფიანი წმინდანთა დასში შეირაცხა და მას წმინდა დიმიტრი ყიფიანი სამშობლოსთვის წამებული ეწოდა.
1878-1890წწ.
1878 წელს თბილისის მეორე მოწვევეის სათათბიროს არჩევნები ჩატარდა და ქალაქის თავის თანამდებობაზე დასახე-ლები 17 კანდიდატთაგან ალე-ქსანდრე მატინოვმა გაიმარჯვა.
მისის მმართველობის პერი-ოდში არქიტექტორ ოზეროვს დაევალა მერიის შენობის სა-რეკონსტრუქციო პროექტის შემუშავება (1878-1881წწ.) 1880 წელს სახაზინო თეატრის მშენებლობა დაიწყო, გაიხსნა სამწლიანი შვიდი დაწყებითი სკოლა, მდინარე მტკვარზე გაიხსნა ლითონის ვერის ხიდი, ამოქმედდა ბათუმი-თბილისი-ბაქოს რკინიგზის ხაზი.
1878 წელს ამუშავდა პირველი თბოსადგური, შეიქმნა სანიტა-რული ექიმის თანამდებობა. მატინოვის სახელს უკავშირ-დება ელექტრო ტრამვაის პრო-ექტი, უდედმამო ბავშვები-სათვის თავშესაფრის აგება და სხვა. პარიზში ცხოვრებისას, სიკვდილის წინ მან დატოვა ანდერძი, რომლის თანახმად, თბილისს 200 000 მანეთი უსახსოვრა.
1892-1904წწ.
ქალაქის სათათბიროში წინააღმდეგობის გამწვავების შედეგად, ოპოზიციამ 45 ხმოსნის მხარდაჭერა მოიპოვა, რის შედეგაც მატინოვი გადადგა და მოგვიანებით, ინტელიგენციამ ქალაქის თავად ნიკოლოზ არღუთაშვილი (არღუთინსკი) აირჩია.
მისი მმართველობის პერიოდში ათარბეგოვის ქუჩაზე უმაღლესი სასამართლოს შენობის მშენებლობა დაიწყო (1892წ.), 120 აბონენტის მოსამსახურებლად საქალაქო სატელეფონი სადგური გაიხსნა (1893), ამოქმედდა ელექტრო განათების ქსელი (1897), გაიხსნა სპილენძის ასატკეცი ქარხანა (1904), დაიწყო სკვერებისა და მოედნების კეთილმოწყობა, გაიხსნა ვიწროლიანდაგიანი ელექტრო ტრამვაი და სხვა.
1905-1906წწ.
1905 წელს ვასილ ჩერქეზიშვილი (ჩერქეზოვი) ქალაქის თავად იქნა არჩეული.
ის ქალაქს სათავეში რევოლუ-ციის პირველ წლებში ჩაუდგა. მისი ენერგიული მოქმედების წყალობით, თბილისში ფართო-მაშტაბიანი შეტაკებების თავი-დან აცილება მოხერხდა.
ჩერქეზიშვილის მმართველო-ბის პერიოდში დედაქალაქში არაერთი მნიშვნელოვანი პრო-ექტი განხორციელდა. მათ შორის: 1905 წელს ამუშავდა თბილისის ფუნიკულორი,
დასრულდა ქაშუეთის ეკლესიის მშენებლობა, მუშტაიდის ბაღში პირველი კინოთეატრი გაიხსნა, 1907 წელს აიგო ვ. ზუბა-ლაშვილის სახელობის სახალხო სახლი (მარჯანიშვილის თეატ-რის შენობა), თბილისის ტერიტორიას შეუერთდა ვაკე, 1908 წლის 22 ნოემბერს დაიწყო და 1911 წელს დასრულდა მტკვარზე მუხრანის ლითონის ხიდის მშენებლობა, 1910 წელს გაიხსნა ქალაქის პირველი კლინიკა, ე.წ. არამიანცის საავადმყოფო, 1911 წელს თბილისის ქუჩები განათებული იყო 54 ელექტრონათურით, 1911 წელს საფუძველი ჩაეყარა კავკასიის საოფიცრო ეკონომიკური საზოგადოების სახლს (ახლანდელი თBშ ბანკის შენობა) და ა.შ.
ვასილ ჩერქეზიშვილის სახელი წლების მანძილზე ეწოდებოდა ქუჩასა და მოედანს, რომელსაც მოგვიანებით, ბოლშევიკებმა საბჭოს ქუჩა და მოედანი დაარქვეს.
1917-1919წწ.
ჩერქეზიშვილის შემდგომ მცირე ხნით ქალაქის თავად ტიგრან ენკიციანი იქნა არჩეული. მოგვიენებით, 1917 წლის 25 აპრილს რუსეთის დროებითმა მთავრობამ საქა-ლაქო სათათბიროს არჩევნების ახალი წესები გამოაქვეყნა, ჩატარდა არჩევნები, რის საფუძველზეც, შექმნილ ახალ სათათბიროში სამი ძირითადი ფრაქცია ჩამოყალიბდა: სო-ციალ-დემოკრატების, დაშნაკებისა და ესერების.
ამ პერიოდში ქალაქის თავად ალექსანდრე ხატისოვი აირჩიეს, რომლის მმართველობის პერიოდს შემდეგი მოვლენები უკავშირდება: 1917 წელს თბილისში შეწყდა არსენალიდან ზარბაზნის ყოველდღიური გასროლით 12 საათის შეტყობინება, რომელიც თბილისში XIX საუკუნის მეორე ნახევარში იქნა შემოღებული, გაიხსნა ქალაქის მეორე საავადმყოფო, ამოქმედდა ელექტრო სადგური,
გაიხსნა სათავადაზნაურო ბანკი, 1917 წელს დაარსდა თბილისის პი-რველი კონსერვატორია, ამავე წლის 4 მარტს შეიქმნა თბი-ლისის მუშათა დეპუტატთა საბჭოები, 1918 წლის 8 თებერვალს დაარსდა თბი-ლისის სახელმწიფო უნივერ-სიტეტი, 1919 წლის 26 მაისს კი პირველი ქართული მარკა გამოვიდა.
დედაქალაქის მმართველობითი და თვითმმართველობითი ორგანოები
1919-1998წწ.
1918 წლის 26 მაისს გამოქვეყნდა საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაცია და დაიწყო ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობა. თბილისის თვითმმართველლობა სახელმწიფო წყობილების მართვის სისტემის განუყოფელი გახდა.
1919 წლის 17 თებერვალს ახლადარჩეული საქალაქო სათათბიროს პირველი სხდომა შედგა, რომელზეც ქალაქის თავად ბენიამინ ჩხიკვიშვილი იქნა არჩეული.
1921 წლის თებერვალში საქართველოს ანექსიის შედეგად სახელმწიფო ძალაუფლება ხელში რევკომმა ჩაიგდო, რომელმაც სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ჩამოყალიბება თბილისის რევკომის შექმნით დაიწყო.
1991 წელს აღდგა დემოკრატიული საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია, რის შემდეგაც ძალაში შევიდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი კანონი ,,საქართველოს დედაქალაქის_თბილისის შესახებ”. ამ კანონით საკრებულო სახელმწიფო ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოდ იქცა, ხოლო მმართველობის ორგანოდ მერია და პრეფექტურა. ეს უკანასკნელი 1992 წლის 4 იანვრის ბრძანებით გაუქმდა და სამოქალაქო ომის შემდგ ძალაუფლება საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს დროებით საგანგებო რწმუნებულებს გადაეცათ.
1992 წლის 19 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა დებულება, რომლის მიხედვით, თბილისის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ხელისუფლების ორგანოს არჩევნებამდე მისი უფლებამოსილების შესრულება მერიის საქალაქო კოლეგიას დაევალა.
1998 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი ,,საქართველოს დედაქალაქის_თბილისის შესახებ”, რომლის მიხედვითაც, თბილისში თვითმმართველობას ახორციელებს წარმომადგენლობითი ორგანო_თბილისის საკრებულო, ხოლო ადგილობრივ მმართველობას _ მერია.
თბილისის მმართველობა
1998-2002წწ.
1998 წლის 9 დეკემბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების შედეგად ქ. თბილისის საკრებულო შვიდი პოლიტიკური პარტიით დაკომპლექტდა. (,,მოქალაქეთა კავშირი’’, ,,ლეიბორისტული პარტია’’, ,,სოციალისტები’’, ,,სახალხო”, ,,ედპ”, ,,აღირძინება” და ,,ტრადიციონალისტები”.)
საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეული იქნა პროფესიით ექიმი ვლადიმერ კახაძე, ხოლო მდივნად ნანა დევდარიანი (,,სოციალისტური პარტია”).
აღნიშნულ პერიოდში საკრებულოს ძალისხმევით პერსონიფიცირებისაკენ სვლა დაიწყო, ანუ დაწესდა ინდივიდუალური შეღავათები. მიღებულ იქნა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 5 წლიანი სტრატეგია, რომელშიც შედიოდა ურბანისტიკა, ქალაქის ზონირება, დროებითი რეგლამენტი.
პირველად მოხდა დედაქალაქის 3 ზონად და 56 ქვეზონად ზონირება, რის შესაბამისად 1 კვმ. მიწის ფასი დადგინდა. ამავე დროს განისაზღვრა წითელი ზოლები, შეიცვალა დედაქალაქის ინფრასტრუქტურა. თბილისში არსებული 10 რაიონი გაერთიენების შედეგად 5 მდე შემცირდა. ამავე პერიოდს უკავშირდება ადგილობრივი და ფედერალური ქონების გამიჯვნა და ქალაქის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების გამიჯვნის შესახებ მსჯელობის დაწყება.
შენარჩუნდა თეატრალური ქსელი და გაიხსნა ვაკის თეატრალური სარდაფი. თბილისში სასტუმროების მშენებლობისთვის მსხვილი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო და დასრულდა საერთაშორისო კატეგორიის ,,მარიოტის” ქსელის ორი სასტუმროს მშენებლობა.
2002-2004წწ.
ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის მიხეილ სააკაშვილის არჩევის შემდეგ, დედაქალაქის თვითმმართველობაში ახალი ეპოქა დაიწყო. ამ პოსტზე მოღვაწეობისას სააკაშვილმა მოსახლეობას დაუმტკიცა, რომ სავსებით შესაძლებელი იყო ქვეყნის დემოკრატოზაციის, წესრიგის დამყარებისა და კორუფციასთან შეურიგებელი ბრძოლის იმ პრინციპების განუხრელი განხორციელება, რომელიც მან ჯერ კიდევ იუსტიციის მინისტრად და დეპუტატად ყოფნისას დაისახა.
სააკაშვილის პირადი ინიციატივით, დედაქალაქის საკრებულომ აქტიური ბრძოლა გამოუცხადა უკანონო მშენებლობებს და მიწის განკარგვაში არსებულ განუკითხაობას. ქალაქს დაუბრუნდა 30 მიწის ნაკვეთი და შეჩერდა ნორმების დარღვევით მიმდინარე 80-მდე მშენებლობა. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, შეჩერდა დიღმის ტყე-პარკში მიმდინარე უკანონო მშენებლობა და მწვანე საფარის განადგურება. მეტროების მიმდებარე ტერიტორიები გათავისუფლდა სავაჭრო ჯიხურებისაგან. მოსახლეობის სოციალურად დაცულობის პროგრამის განხორციელება_ეს სწორედ ის მიმართულება იყო, რომელიც საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ უპირველეს ამოცანად დაისახა. პროგრამის განხორციელება კი იმით დაიწყო, რომ საკრებულოს წევრებმა სააკაშვილის ინიციატივით ხელფასები გაინახევრეს, დაზოგილი თანხებით კი თბილისელ პენსიონერებს პენსია 3 ლარით გაუზარდეს. ეს კი იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც ქვეყანაში წლობით დაგროვილი, გაუცემელი და ,,გაყინული” ხელფასები და პანსიები არსებობდა.
სააკაშვილის ძალისხმევით დაიწყო და დღემდე წარმატებით ხორციელდება მრავალსართულიან კორპუსებში ლიფტებისა და სახურავების შეკეთების პროგრამა. ამავე პერიოდში თბილისის მისახლეობას საშუალება მიეცა წელიწადში სამჯეს ესარგებლა უფასო სასწრაფო დახმარების მომსახურეობით, ხოლო თბილისელ პირველკლასელებს სასწავლო წლის დაწყებისას უფასოდ დაურიგდათ სახელმძღვანელოების სრული კომპლექტი, რვეულები, ჩანთები და ეს არ იყო მხოლოდ ერთჯერადი აქცია. ერთდროული დახმარების სახით ახალშობილთა მშობლებს სამშობიაროშივე ეძლეოდათ თანხა 50 ლარის ოდენობით.
მიხეილ სააკაშვილის თაოსნობით, 2003 წლის 9 აპრილის ბაღში სკულპტურული კომპოზიცია დაიდგა, ხოლო გმირთა მოედანზე აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ომებში დაცემულ გმირთა მემორიალური კედელი გაკეთდა, სადაც მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად მარადიული ცეცხლი აინთო.
2004-2008წწ.
მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ბეგაშვილი გახდა. ამ თანამდებობაზე მისი მუშაობის პერიოდში დედაქალაქის ბიუჯეტი 328744.6 ლარიდან 574807.2 ლარამდე გაიზარდა. (2004-2008წწ.)
პრიორიტეტად საქალაქო მეურნეობისა და სოციალური სფეროს დაფინანსება განისაზღვრა. თანხები გამოიყო ავარიული საბინაო ფონდისთვის, გზების შესაკეთებლად, გარე განათებისა და შუქნიშნების მოსაწესრიგებლად. გაიზარდა საპატრულო პოლიციის დაფინანსებაც. აიკრძალა გარე ვაჭრობა, გაიზარდა განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში დასაქმებულთა ხელფასები, ასევე თბილისში მცხოვრებ პენსიონერთა პენსიები, თანხები გამოიყო როგორც მარტოხელა პენსიონერებისათვის, ასევე უმწეოთა დახმარებისათვის და 2003 წელს გაუცემელი ხელფასების დასაფარავადაც. სკოლამდელ დაწესებულებებში მშობელთა შესატანისგან გათავისუფლდნენ მარტოხელა დედები, მრავალშვილიანთა და ლტოლვილთა ოჯახები. დაფინანსდა უმწეო მდგომარეობაში მყოფთა სოციალური დაცვის პროგრამა.
2007 წელს განხორციელდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის ფორმირება. 70000-ზე დაბალი ქულის მქონე თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობაზე გავრცელდა შეღავათები. ამ კატეგორიის ადამიანებისთვის დაწესდა 50% - იანი ფასდაკლება როგორც მეტროთი და ავტობუსით მგზავრობისას, ასევე წყლისა და დასუფთავების მოსაკრებელზე.
ზაზა ბეგაშვილის ამ პოსტზე მოღვაწეობას უკავშირდება 03-ის უფასო გამოძახება, უფასო აღზრდა-განათლება საბავშვო ბაღებში, სამუსიკო და სპორტულ სკოლებში, ხელშეწყობა ფასიან უმაღლეს სასწავლებლებში კრედიტის ასაღებად და სხვა. 100%-ით გაუქმდა ბავშვთა შენახვისათვის დაწესებული მშობელთა გადასახადი 5 ლარი და 40 თეთრი.
2008 წელს დედაქალაქის ბიუჯეტი 574807.2 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრა. გაიზარდა ფულადი დახმარებები მრავალშვილიანი ოჯახებისთვის_18 წლამდე ასაკის ბავშვებზე 20 ლარის ოდენობით. მე-3, მე-4, მე-5 და მეტი შვილის დაბადებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიზარდა და შესაბამისად 600, 800 და 100 ლარი გახდა. 100 წლიანი მოხუცებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარება 600 ლარით განისაზღვრა.





