მთაწმინდა
მთაწმინდას ადრეულ პერიოდში ,,მამა დავითის” და ,,განდეგილის “ მთასაც ეძახდნენ, რადგან ამ მთაზე სიცოცხლეს საფუძველი განდ-გომილმა ბერმა დავითმა ჩა-უყარა. მამა დავითი ერთ-ერთი იყო ცამეტ ასურელ მა-მათაგან. ის იოანე ზედაზ-ნელმა ლუკიანესთან ერთად გარეჯის უდაბნოში სამოღ-ვაწეოდ გაგზავნა. სწორედ აქედან წარმოსდგება მისი სახელი _ ,,გარეჯელი”.
გარეჯში მისვლამდე, მამა დავითი მთაწმინდაზე ავიდა, აქვე პატარა სენაკი და სამლოცველო ააშენა და მთაწმინდის პირველი მცხოვრები გახდა. სამწუხაროდ, თბილისელი ღვთისმეტყველნი უცხოეთიდან ჩამოსულ წმინდა მამას მტრულად შეხვდნენ და ლეგენდის მიხედვით, ერთ-ერთი მონაზონის დაფეხმძიმება დააბრალეს. განრისხებული მამა დავითი იმ ქალთან მისულა და მუცელში ჩაუძახნია_,,მეპასუხე, მე ვარ მამაშენი?” ,,არა, არა, არა!” ამოსძახა მუცლიდან ბავშვმა.
მიუხედავათ ამისა, ქალმა მაინც ურცხვად განუცხადა თვალმოსეირე ხალხის საკრე-ბულოს ნამდვილად დავითის-გან ვარ დაორკაცებულიო. მაშინ დავითმა ქალა მუცელზე კვერთხი მიაბჯინა და მრი-სხანედ შესძახა: ,,ქვა შვი, ქვა შვი, შეჩვენებულო ცილის-მწამებელო!’’ მართლაც, ქალმა ბავშვის ნაცვლად ქვა შობა... თქმულების მიხედვით, ეს ამბავი იმ ადგილას მომხდარა, სადაც შემდგომში ქაშვეთის ეკლესია აშენდა.
არსებობს გადმოცემა, რომლის თანახმად, დავითმა ქალაქის დატოვების წინ ღმერთს მთაზე სამკურნალო წყაროს აღმოცენება შესთხოვა. ეს თხოვნა უფალმა წმინდა მამას აუსრულა, დავითი კი ლუკიანესთან ერთად გარეჯის უდაბნოში გადასახლდა.
მამა დავითის მიერ ქვაბულის მიტოვების შემდეგ, ქართველმა ხალხმა ქრისტიანული სარწმუნოების დიდი მოღვაწის პატივსაცემად, მაშინ ჯერ კიდევ უსახელო მთას მამა დავითის მთა შეარქვა. IX საუკუნეში აქ ივერიის ღვთისმშობლის ეკლესია იდგა, სწორედ ამ დროს ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავანის _ ათონის მთის მიხედვით, მთას სახელად ,,მთაწმინდა” ეწოდა.
1542 წელს ბერად შემდგარმა დავით და ნიკოლოზ გაბაშვილებმა ამ წმინდა ადგილას დავითის სახელობის ახალი მონასტერი ააგეს. აღსანიშნავია, რომ მთაწმინდა დატანილია ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილ 1735 წლით დათარიღებულ თბილისის გეგმაზე. მისივე წყაროებით, XVIII საუკუნისთვის მონასტერი მიტოვებული და დაცარიელებული იყო.
1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას მთაწმინდის ეკლესიას თბილისის 50 მცხოვრებმა შეაფარა თავი და დატყვევებას გადაურჩა. სპარსელები 12 დღის განმავლობაში წვავდნენ ქალაქს, თუმცა ეკლესიაში მათგან არავინ არ ასულა.
1809 წელს ეკლესიის განახლება კათალიკოსმა ანტონ II-მ ქაშვეთის ეკლესიის მღვდელს თომა გრიგორიევს დაავალა. კავკასიის მთავარმართებლის ა. ერმოლოვის დროს, 1817-1818 წლებში კი სამხედრო მესანგრეებმა ეკლესიაში მისასვლელი გზა გააფართოვეს. მთაწმინდა იმ დროს ჯერ კიდევ უდაბური და გაუვალი იყო.
1857 წელს თომა გრიგორიევის შვილმა იოსებმა მრევლში ახალი ეკლესიის ასაშენებლად ფულის შეგროვება დაიწყო. 1871 წელს ტაძარი ეგზარქოსმა ევსეკიმ აკურთხა, თუმცა იმჟამად მას გუმბათი აკლდა. მამადავითის ეკლესიას გუმბათი 1877 წელს დაადგეს, ხოლო 1889 წელს კი კედლები მოხატეს.
წელიწადში ერთხელ, აღდგომის მეშვიდე ხუთშაბათს, მთაწმინდაზე საეკლესიო დღესასწაული ,,მთაწმინდობა” იმართებოდა. ამ დღეს, ძირითადად, გასათხოვარი ან უშვილო ქალები ფეხშიშველა მიუყვებოდნენ მამადავითის ტაძრის აღმართს, ეკლესიას წრეს სამჯერ უვლიდნენ, სურვილს უთქვამდნენ და კენჭებს ტაძრის ნესტიან საძირკველს აკრავდნენ.
მთაწმინდას ყველაზე პოეტურსა და მიმზიდველს უწოდებდა ა.ს. გრიბოედოვი, რომელიც თბილისში ცხოვრების პერიოდში ამ საოცარი ადგილის ხშირი სტუმარი გახლდათ. თეირანში გამგზავრების წინ მან თავის მეუღლეს, ნინო ჭავჭავაძეს სთხოვა, რომ სპარსეთში სიკვდილის შემთხვევაში, მისი ნეშტი თბილისში, მამადავითის მონასტერში დაეკრძალათ.
ა.ს. გრიბოედოვის გარდაცვალების 100 წლისთავთან დაკავშირებით, მამადავითის ეზო პანთეონად გადაკეთდა და მას ,,მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი” ეწოდა. აქ დაკრძალილნი არიან: ნიკოლოზ ბარათაშვილი, დიმიტრი ყიფიანი, ვასილ ბარნოვი, დავით ერსთავი, იაკობ გოგებაშვილი, ილია ჭავჭავაძე, დავით კლდიაშვილი, ვასო აბაშიძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, ვაჟა-ფშაველა, მერაბ კოსტავა, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ზვიად გამსხურდია და სხვები...





