მიმდინარეობს ვებ საიტის განახლების სამუშაოები!

სამართლებრივი აქტები

2007 წლის 20 ნოემბრის მდგომარეობით

ქალაქ თბილისის საკრებულო
გადაწყვეტილება №4-27
2006 წლის 29 დეკემბერი

. თბილისში გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ

საქართველოს დედაქალაქისთბილისის შესახებსაქართველოს კანონის 91 მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტის თანახმად . თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. დედაქალაქში გარე ვაჭრობად მიჩნეულ იქნეს ქალაქის ქუჩებზე, მოედნებსა და ტროტუარებზე, ასევე დასასვენებელ ადგილებში მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან ვაჭრობა.
2. მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული  კონსტრუქციებიდან ვაჭრობისათვის დასაშვები საქონლის ნომენკლატურა განისაზღვრება . თბილისის მთავრობის მიერ.
3. საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილებში ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილები მოეწყოს ისე, რომ ისინი აკმაყოფილებდნენ ქალაქის იერსახის მოთხოვნებს და არ შეაფერხონ ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. ვაჭრობა განხორციელდეს მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების, სხვა ნორმებისა და წესების დაცვით.
4. . თბილისის მთავრობამ:
) განსაზღვროს გარე ვაჭრობის კონკრეტული ადგილები, ამ ადგილებით სარგებლობის ფორმები და ამისათვის განახორციელოს საჭირო ღონისძიებები;
) შეიმუშაოს სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას გარე ვაჭრობის ორგანიზების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები.
5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს
) “. თბილისის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის ნებართვის გაცემისა და  მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ. თბილისის საკრებულოს 2003 წლის 20 ივნისის N10-2 გადაწყვეტილება
) “. თბილისის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის აკრძალვის ღონისძიებათა შესახებ. თბილისის საკრებულოს 2004 წლის 30 იანვრის N2-6 გადაწყვეტილება;
) “. თბილისში დროებითი სტაციონარების განლაგების რეგულირებისა და გარე ვაჭრობის მოსაკრებლის დაგეგმვის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ. თბილისის საკრებულოს 2004 წლის 18 მარტის N4-5 გადაწყვეტილება.
6. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავენორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის 44- მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

 


საკრებულოს თავმჯდომარე                  . ბეგაშვილი

საკრებულოს მდივანი                   . ქურხული

 

 
 
 
2007 წლის 20 ნოემბრის მდგომარეობით

ქალაქ თბილისის საკრებულო
გადაწყვეტილება N 4-29
2006 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისის საკრებულოს აპარატში სტაჟირების
გავლის წესის დამტკიცების შესახებ
1. “საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის “ჰ” ქვეპუნქტის თანახმად დამტკიცდეს:
ა) ქ. თბილისის საკრებულოს აპარატში სტაჟირების გავლის წესი (დანართი 1).
ბ) სტაჟირებაზე განაცხადის ფორმა (დანართი 2);
გ) სტაჟირების გავლის დამადასტურებელი მოწმობის ნიმუში (დანართი 3);
დ) სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნიმუში (დანართი 4).
2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
 
 
   საკრებულოს თავმჯდომარე                              ზ. ბეგაშვილი
 
    საკრებულოს მდივანი                                     თ. ქურხული
    

                                                    
           დანართი 1
ქ. თბილისის საკრებულოს აპარატში სტაჟირების გავლის წესი
თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1.
 ეს წესი განსაზღვრავს ქ. თბილისის საკრებულოს აპარატში სტაჟირების გავლის პირობებს.
 
მუხლი 2.
 მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით საკრებულო უქმნის ახალგაზრდა სპეციალისტებს დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებს.
 
მუხლი 3.
ა) სტაჟირება – საკრებულოს აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში ამ წესით რეგულირებადი, აუნაზღაურებელი საქმიანობა;
ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის სტაჟირებას საკრებულოს აპარატში;
გ) სტაჟიორობის კანდიდატი (შემდგომში – კანდიდატი) – პირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად საკრებულოში შეაქვს განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ.
      
თავი II
სტაჟიორის სტატუსი
მუხლი 4.
სტაჟიორად შეიძლება დანიშნულ იქნეს საშუალო ან/და უმაღლესი განათლების მქონე პირი.
მუხლი 5.
კანდიდატი გადის გასაუბრებას შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან ან შესაბამისი კომისიის თავმჯდომარესთან. გადაწყვეტილებას კანდიდატის სტაჟიორად დანიშვნის შესახებ იღებს საკრებულოს აპარატის უფროსი (შემდგომში – აპარატის უფროსი) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან ან კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
მუხლი 6.
 კანდიდატმა საკრებულოს აპარატის კადრების განყოფილებას (შემდგომში - კადრების განყოფილებას) უნდა წარუდგინოს სტაჟირებაზე განაცხადის შევსებული ფორმა (დანართი 2).
მუხლი 7.
1. სტაჟირების ვადა განისაზღვრება 6 თვით.
2. სტაჟირების გავლის შემდეგ სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების გავლის დამადასტურებელი მოწმობა (დანართი 3), ხოლო სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში – სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი (დანართი 4).
 
     მუხლი 8.
საჭიროების მიხედვით სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი აპარატის უფროსს წარუდგენს მოთხოვნას სტაჟიორთა რაოდენობის თაობაზე შტატით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა საერთო რაოდენობის ფარგლებში.   
თავი III
სტაჟიორის უფლებები
მუხლი 9.
სტაჟიორს უფლება აქვს:
ა) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას (საარქივო მასალებს), ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ბიბლიოთეკით, ელექტრონული საშუალებებით და სხვ.), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
გ) გაეცნოს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის სპეციფიკას, მონაწილეობა მიიღოს საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც მოცემულ სფეროს მიეკუთვნება.
თავი IV
სტაჟიორის მოვალეობები
მუხლი 10.
სტაჟიორი ვალდებულია:
 ა) იხელმძღვანელოს კანონმდებლობით, რომელიც აწესრიგებს საკრებულოს საქმიანობას;
 ბ) დადგენილ ვადაში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება საკრებულოს იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ, სადაც იგი გადის სტაჟირებას;
 გ) მუდმივი კონტაქტი იქონიოს საკრებულოს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებთან;
 დ) უშუალო ხელმძღვანელის დავალების შემთხვევაში სტაჟირების პერიოდში აწარმოოს პირადი მოსწრების დღიური და მასში ასახოს შესრულებული სამუშაოები თემატიკის მითითებით. პირადი მოსწრების დღიური (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სტაჟირების ვადის გასვლის მომენტისათვის წარუდგინოს უშუალო ხელმძღვანელს;
 ე) დაიცვას საკრებულოს შინაგანაწესი.
თავი V
საკრებულოს მოვალეობები
მუხლი 11.
საკრებულო სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
 
მუხლი 12.
საკრებულოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ამოწმებს სტაჟიორის მიერ პირადი მოსწრების დღიურის წარმოებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პერიოდულად აცნობს სტაჟიორს თემატიკას, აძლევს დავალებებს, აკონტროლებს მათ შესრულებას და განუსაზღვრავს შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადას.

თავი VI
სტაჟირების გავლის სხვა პირობები
მუხლი 13.
1. სტაჟირების შეწყვეტის საფუძველია:
ა) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში შესაბამის სტრუქტურულ ერთულში გამოუცხადებლობა;
ბ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
გ) პირადი განცხადება;
დ) საკრებულოს სტრუქტურულ ქვედანაყოფში თანამდებობაზე დანიშვნა.
2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს აპარატის უფროსი საკრებულოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წინადადებით ან საკუთარი ინიციატივით.
 
მუხლი 14.
1. სტაჟირების პროცედურის საერთო კოორდინაციას ახორციელებს კადრების განყოფილება, რომელიც იბარებს კანდიდატთა საბუთებს და უზრუნველყოფს ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას.
2. კადრების განყოფილება ვალდებულია სტაჟირების საკითხებზე 6 თვეში ერთხელ მიაწოდოს ინფორმაცია აპარატის უფროსს.
თავი VII
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
 
მუხლი 15.
 ამ წესის ძალადაკარგულად ცნობა, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საკრებულოს გადაწყვეტილებით.
 
           დანართი 2
სტაჟირებაზე განაცხადის ფორმა
  
1. გვარი,  სახელი ---------------------------------------------------------------------------
2. დაბადების ადგილი, თარიღი -----------------------------------------------------------
3. მოქალაქეობა  ------------------------------------------------------------------------
4. პირადობის მოწმობის ნომერი ----------------------------------------------------------
5. ოჯახური მდგომარეობა ------------------------------------------------------------------
6. საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული
   ფოსტა, ფაქსი: -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
7. განათლება (როდის - რომელი  სასწავლებელი დაამთავრეთ) ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
8. ამჟამად სწავლობთ თუ არა და სად? ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
9. სპეციალობა, კვალიფიკაცია (დიპლომის მიხედვით) და დიპლომის  ნომერი (დიპლომის არსებობის შემთხვევაში) --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
10. რომელ უცხო ენებს ფლობთ?
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
11. კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
12. საკრებულოს რომელ სტრუქტურულ ქვედანაყოფში გსურთ სტაჟირების გავლა. მიუთითეთ სამი სტრუქტურულ ქვედანაყოფი პრიორიტეტების მიხედვით.
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
13. გთხოვთ  ცალკე წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი;
ბ) ჩV; 
გ) ფოტოსურათი;
დ) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან (არსებობის შემთხვევაში);
             
               დანართი 3
სტაჟირების გავლის დამადასტურებელი მოწმობა
მოწმობა გადაეცემა
––––––––––––––––––––––
ქალაქ თბილისის საკრებულოს
––––––––––––––––––––––––
სტაჟირების გავლისათვის.
ქალაქ თბილისის საკრებულოს
აპარატის უფროსი
 
დანართი 4
სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი
სერთიფიკატი გადაეცემა
––––––––––––––––––––––
ქალაქ თბილისის საკრებულოს
–––––––––––––––––––––––
სტაჟირების წარმატებით გავლისათვის.
ქალაქ თბილისის საკრებულოს
აპარატის უფროსი
 
 

2007 წლის 20 ნოემბრის მდგომარეობით
ქალაქ თბილისის საკრებულო
გადაწყვეტილება №3-30
2007 წლის 30 მარტი
ქ. თბილისში ადგილობრივი სატენდერო მოსაკრებლის
შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის თაობაზე
 

1. ,,საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” და ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონებისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის N1 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ” დებულების შესაბამისად ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:
ა) შემოღებულ იქნეს ქ. თბილისში ადგილობრივი სატენდერო მოსაკრებელი და მისი განაკვეთი განისაზღვროს 200 (ორასი) ლარით;
  ბ) დამტკიცდეს  ქ. თბილისის ბიუჯეტის სახსრებით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას სატენდერო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია დანართის თანახმად.
 2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
 
 საკრებულოს თავმჯდომარე                             ზაზა ბეგაშვილი
  
დანართი
ქ. თბილისის ბიუჯეტის სახსრებით სახელმწიფო შესყიდვის
განხორციელებისას სატენდერო მოსაკრებლის გადახდის
ინსტრუქცია
მუხლი 1. ზოგადი ნაწილი
1. სატენდერო მოსაკრებელი წარმოადგენს ქ. თბილისის ბიუჯეტის სახსრებით საქონლის, მომსახურების ან სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის განხორციელებისას სატენდერო დოკუმენტაციის მიღებისათვის გადასახდელს.
2. ქ. თბილისის ბიუჯეტის სახსრებით შესყიდვის განსახორციელებლად საჭირო სატენდერო დოკუმენტაცია წარმოადგენს დოკუმენტთა პაკეტს, რომელიც შეიცავს «სახელმწიფო შესყიდვების შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მონაცემებს.
3. სატენდერო მოსაკრებლის გადახდის შემდგომ სატენდერო დოკუმენტაცია მიეცემა  ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირს - პრეტენდენტს.
4. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ტენდერში მონაწილეობისათვის სატენდერო დოკუმენტაციას გასცემს ქ. თბილისის ბიუჯეტის სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით შექმნილი შესაბამისი კომისია (შემდგომში – სატენდერო კომისია).
მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი
ადგილობრივი სატენდერო მოსაკრებლის გადამხდელია ის პრეტენდენტი, რომელიც ქ. თბილისის ბიუჯეტის სახსრებით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას იღებს სატენდერო დოკუმენტაციას.
 
მუხლი 3. მოსაკრებლის გადახდის წესი და ვადა
1. სატენდერო მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ქ. თბილისის ბიუჯეტში.
2. სატენდერო მოსაკრებლის გადახდა ხდება ბანკის შესაბამის ანგარიშზე, რომლის რეკვიზიტებიც ეცნობება პრეტენდენტს სატენდერო კომისიის მიერ.
3. პრეტენდენტმა სატენდერო მოსაკრებლი უნდა გადაიხადოს სატენდერო დოკუმენტაციის გატანის ვადის გასვლამდე.
4. მოსაკრებლის ქ. თბილისის ბიუჯეტში სრულ და დროულ ჩარიცხვაზე კონტროლს ახორციელებს ქ. თბილისის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახური.
მუხლი 4. მოსაკრებლის გადამხდელის უფლებები და ვალდებულებები
1. მოსაკრებლის გადამხდელს უფლება აქვს მიიღოს სატენდერო დოკუმენტაცია მის მიერ გადახდილი სატენდერო მოსაკრებლის შესაბამის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვისა და მოსაკრებლის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის შემდგომ.
2. მოსაკრებლის გადამხდელს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვს გაასაჩივროს სატენდერო დოკუმენტაციის მიღებასთან, ან სატენდერო მოსაკრებლის გადახდასა და დაბრუნებასთან დაკავშირებული სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება, ან ქმედება. 
3. სატენდერო მოსაკრებელი უბრუნდება პრეტენდენტს იმ შემთხვევაში, თუ:
ა) შემსყიდველმა ორგანიზაციამ (მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ან იმის გამო, რომ ტენდერი ჩაითვალა არშემდგარად ან დასრულდა უარყოფითი შედეგით) მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების შეწყვეტის თაობაზე;
ბ) შემსყიდველმა ორგანიზაციამ ვერ უზრუნველყო მოსაკრებლის გადამხდელი პრეტენდენტისათვის სატენდერო დოკუმენტაციის დროულად გადაცემა.
 
მუხლი 5. სატენდერო დოკუმენტაციის მიღებაზე თანხმობის საფუძველი
სატენდერო დოკუმენტაციის მიღებაზე თანხმობის საფუძველია პრეტენდენტის მიერ სატენდერო მოსაკრებლის დამადასტურებელი საბანკო ქვითრის სატენდერო კომისიაში წარდგენა.
 
 
2007 წლის 20 ნოემბრის მდგომარეობით
ქალაქ თბილისის საკრებულო
გადაწყვეტილება N 1-3
2007 წლის 22 იანვარი
ქ. თბილისში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე
 
“სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2, მე-5 და მე-9 მუხლების, “ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებისა და მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, “საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის, ასევე “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:
 1. შემოღებულ იქნეს ქ. თბილისში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და დადგინდეს მისი განაკვეთები სახეობების მიხედვით შემდეგი ოდენობით:
 ა) ლატარიის მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 20%;
 ბ) კაზინოს (სამორინეს) თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – 29 999 ლარი კვარტალში;
 გ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – 599 ლარი კვარტალში;
 დ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე – 1799 ლარი კვარტალში;
 ე) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
 ვ) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – 29 999 ლარი კვარტალში.
 2. ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი ძალადაკარგულად ჩაითვალოს “ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ეროვნული ლატარიის ფონდის მიერ ორგანიზებულ ტენდერში გამარჯვებული პირის გამოვლენის დღიდან.
3. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საკრებულოს თავმჯდომარე                             ზაზა ბეგაშვილი
 
 
 
2007 წლის 20 ნოემბრის მდგომარეობით
ქალაქ თბილისის საკრებულოს
გადაწყვეტილება № 11-4
28 ივლისი 2000 წ.
ქ.თბილისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესების
დამტკიცების შესახებ
 საკრებულო აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მთავრობის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილ იქნა „ქ. თბილისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესი”, რომლის მიღება ხელს შეუწყობს დედაქალაქში სარიტუალო მომსახურების მოწესრიგებას.
 ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:
 1. დამტკიცდეს ქ,თბილისის მთავრობის მიერ წარმოდგენილი „ქ. თბილისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესი” თანახმად დანართისა.
 2. მერიის ვაჭრობის, მომსახურების და სამომხმარებლო ბაზრის რეგულირების სამსახურმა (ო. კიზივაძე), შპს „ჰერმესმა” (გ. ნუცუბიძე) სარიტუალო მომსაუხრების გაწევის დროს მკაცრად დაიცვან წარმოდგენილი წესებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
 

 ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე       ვ.კახაძე
 
 ქ,თბილისის საკრებულოს მდივანი      ზ.გუდავაძე
 
 
 

ქ. თბილისში არსებული სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის
ზოგადი წესი
 მოცემული დოკუმენტი განსაზღვრავს ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოწყობის, მოვლა-პატრონობისა და ახალი სასაფლაოების გახსნის წესებს.
I. ზოგადი ნაწილი
 1. სასაფლაო - ეს არის ნებისმიერი მიწის ნაკვეთი ან შენობა ქ. თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც განკუთვნილია და გამოიყენება ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად.
2. სასაფლაო შეიძლება იყოს: საქალაქო და კერძო სასაფლაო
ა) საქალაქო სასაფლაო - გამოიყენება, იმართება ქ. თბილისის მერიის მიერ ან მის მიერ უფლებამოსილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად  ქ. თბილისში რეგისტრირებული ნებისმიერი სხვა პირის მიერ. 
  ბ) კერძო სასაფლაო – მოწყობილია კერძო საკუთრებაში მყოფ მიწის ნაკვეთზე და იმართება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ქ. თბილისში რეგისტრირებული ნებისმიერი იურიდიული პირის მიერ. 
 გ). კერძო სასაფლაო – მოწყობილია კერძო საკუთრებაში მყოფ მიწის ნაკვეთზე და იმართება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ქ. თბილისში რეგისტრირებული ნებისმიერი იურიდიული პირის მიერ.
გ) პანთეონი – საქალაქო სასაფლაო ან მისი ნაწილი, რომელიც განკუთვნილია ცნობილი და თვალსაჩინო მოღვაწეთა დაკრძალვისათვის და რომელიც გამოიყენება, იმართება ქ. თბილისის მერიის ან მის მიერ უფლებამოსილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ქ. თბილისში რეგისტრირებული ნებისმიერი სხვა პირის მიერ. 
 3. სამარე არის მიწის ნაკვეთი სასაფლაოზე, რომელიც გამოიყენება ან განკუთვნილია ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად.
 4. საძმო სამარე არის სამარე, რომელშიც დაკრძალულია რამდენიმე გარდაცვლილის ნეშტი, საფლავებისათვის დადგენილი ნორმების დაცვის გარეშე.
 5. საფლავი არის დამოუკიდებელი შემოფარგლული მიწის ნაკვეთი სასაფლაოზე, რომელზედაც განლაგდება ერთი ან რამდენიმე სამარე.
 6. სასაფლაოს მმართველი – არის ქ. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეული ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ქ. თბილისის ტერიტორიაზე რეგისტრირებული კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სასაფლაოების მოვლა-პატრონობასა და მომსახურებას.
7.  ამოღებულია 
8.სასაფლაოს მმართველის საქმიანობაზე კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
9. წინამდებარე წესებით არ რეგულირდება გარდაცვლილის ნეშტის კრემაციის საკითხები.
II. ახალი სასაფლაოების გახსნა. სასაფლაოების ლიკვიდაცია
10. მშენებლობადამთავრებულ (მოწყობილ) სასაფლაოებს ექსპლოატაციაში იღებს ქ.თბილისის თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილი სამსახური, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე. 
 11. სასაფლაო განლაგებული უნდა იყოს ქალაქის გარეუბანში, არანაკლებ 300 მეტრის დაშორებით საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებიდან და დასასვენებელი ადგილებიდან.
 12. ახალი სასაფლაოების მოწყობის პროექტები, სასაფლაოსათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა, მოქმედი სასაფლაოების გაფართოება და რეკონსტრუქცია. საჭიროებს ქ. თბილისის მთავრობასა და ადგილობრივ სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურ სამსახურებთან სავალდებულო შეთანხმებას.
 13. სასაფლაოების მოწყობა დაუშვებელია შემდეგ ტერიტორიებზე:
 ა) წყალმომარაგების სათავეების, მინერალური წყლების სანიტარული დაცვის პირველ და მეორე ზონებში, კურორტების პირველ და მეორე ზონებში.
 ბ) ტბების, მდინარეების, ხელოვნული წყალსაცავების და სხვა ღია წყალსაცავების სანაპიროებზე, რომლებიც მოსახლეობის მიერ გამოიყენებიან სამეურნეო-საყოფაცხოვრებო დანიშნულებით, საბანაოდ და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით;
 გ) ქალაქის სასმელი და სამეურნეო დანიშნულების წყლით მომარაგების ცენტრალიზებული სისტემებით დაკავებულ ტერიტორიებზე.
 14. სასაფლაოსათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
 ა) არ უნდა იყოს მეწყერულ ზონაში;
 ბ) არ უნდა იტბორებოდეს წყალდიდობის შემთხვევაში;
 გ) გრუნტული წყლები უნდა იყოს არანაკლებ ორი მეტრით დაშორებული მიწის ზედაპირიდან, მათ ყველაზე მაღალ წერტილში;
 დ) ჰქონდეს მშრალი ნიადაგი, რომელიც უზრუნველყოფს საკმარის ჰაერის გამტარიანობას და სწრაფად გაშრობას. მიწა არ უნდა იყოს ტორფული და მძიმე თიხის;
 ე) უნდა ჰქონდეს მოხერხებული, კეთილმოწყობილი, მწვანე საფარიანი მისასვლელები.
 15. სასაფლაოს მოწყობა უნდა განხორციელდეს შესაბამისი წესით დამტკიცებული პროექტის მიხედვით, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად გათვალისწინებული უნდა იყოს:
 ა) დასაფლავებისათვის ნაკვეთების (კვარტლების) გამოყოფა და მათი გამოყენების რიგითობა;
 ბ) გასასვლებებისა და ფეხით სავალი გზების მიმართულება, ზომები და კეთილმოწყობა;
 გ) მწვანე ნარგავების განთავსება და ხასიათი;
 დ) სასაფლაოს ფუნქციონირებისათვის საჭირო შენობები და ნაგებობები (საოფისე შენობა, დარაჯის სახლი, წყალგაყვანილობა, ყვავილების მაღაზია, საზოგადოებრივი ტუალეტი, ღობე და ა.შ.);
 ე) სასაფლაოს გამწვანება (სასაფლაოს პერიმეტრის გასწვრივ დამცავი მწვანე ნარგავების გაშენება და დეკორატიული ნარგავების დარგვა ძირითად ხეივნებსა და დაკრძალვის ადგილებში საკმარისი განიავებისა და ინსოლაციის უზრუნველყოფით), მისი მწვანე ნარგავების ფართობი შეადგენს სასაფლაოს ტერიტორიის არანაკლებ 20%-ს.
 16. სასაფლაოს ტერიტორია პერიმეტრზე შემოზღუდული უნდა იყოს ღობით  და დაგეგმილი ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ზედაპირული წყლების სწრაფი დაკლება.
 17. სასაფლაოს შესასვლელში მოწყობილი უნდა იყოს საავტომობილო სადგომი.
 18.  ამოღებულია
19. სასაფლაო უქმდება ქ.თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით. 
20. გაუქმებას დაქვემდებარებული სასაფლაოს ტერიტორია გამოყენებული უნდა იქნეს საზოგადოებრივი სარგებლობის მწვანე მასივის სახით. ასეთ შემთხვევაში სასაფლაოების გაუქმება, საინფორმაციო საშუალებებით წინასწარი განცხადების შემდეგ, როგორც წესი, ხორციელდება ნეშტის ნარჩენების ამოღების გარეშე, საფლავის ქვების ამოღების გზით. 
 21. ცალკეულ შემთხვევაში გაუქმებული სასაფლაოს ტერიტორიის სხვა მიზნით გამოყენება  დაიშვება კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურ ორგანოებთან შეთანხმებით. 
 22. საჭიროების შემთხვევაში მოქმედი სასაფლაოს გაუქმებისას მიცვალებულთა გვამების გადასვენება ხორციელდება შესაბამისი წესის დაცვით.
 221. საქალაქო სასაფლაოსათვის ან მისი თავისუფალი (გამოუყენებელი) ნაწილისათვის პანთეონის სტატუსის მინიჭება და მოქმედი პანთეონის დახურვა ხორციელდება ქ. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით. 
      222. პანთეონში საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვა ხორციელდება ქ. თბილისის მერთან ან/და ქ. თბილისის მერის პირველ მოადგილესთან (ვიცე-მერთან) შეთანხმებით. პანთეონში დაკრძალვის შესახებ შუამდგომლობით ქ. თბილისის მერს ან/და ქ. თბილისის მერის პირველ მოადგილეს (ვიცე-მერს) შეიძლება მიმართოს: 
ა) საქართველოს პრეზიდენტმა;
ბ) საქართველოს პარლამენტმა;
გ) საქართველოს მთავრობამ;
დ) საქართველოს საპატრიარქომ;
ე) საქართველოს სამეცნიერო, საზოგადოებრივი, პოლიტიკური, საგანმანათლებლო, შემოქმედებითი და სხვა დაწესებულებებმა და ორგანიზაციებმა.
III. სასაფლაოების მართვა
23. სასაფლაოების მართვას შეიძლება ახორციელებდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ქ. თბილისის ტერიტორიაზე რეგისტრირებული კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქალაქო სასაფლაოების შემთხვევაში ქ. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულიც.
24. სასაფლაოს მმართველი ახორციელებს სასაფლაოების მართვასთან, მათ მოვლა-პატრონობასთან, გარდაცვლილის ნეშტის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ქმედებებს.
25. სასაფლაოს მმართველი ვალდებულია სავალდებულო წესით განახორციელოს შემდეგი მომსახურეობა:
ა) სასაფლაოზე არსებული ყველა სამარის  გათხრა და ამოვსება
ბ) გარდაცვლილის ნეშტიანი კუბოს სამარეში ჩასვენება
გ) სამარეზე სარეგისტრაციო ფირფიტის დაყენება
დ) ჩაქცეული სამარის აღდგენა
ე) სასაფლაოს გასასვლელებს, ბილიკებს, საზოგადოებრივი სარგებლობის სხვა ადგილებს და სასაფლაოს საკუთრებაში არსებული ქონების მოვლა.
ვ) გარდაცვლილის ნეშტის დაკრძალვასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევისას უნდა დაიცვას რელიგიური და ქვეყანაში არსებული კულტურული ტრადიციები; შესაძლებლობის ფარგლებში გაითვალისწინოს გარდაცვლილის ახლობლების სურვილები.
26. სასაფლაოს მმართველი უნდა ფლობდეს შემდეგ იმფორმაციას
ა) გარდაცვლილის სახელი, გვარი, მამის სახელი;
ბ) გარდაცვლილის რეგისტრაციის უკანასკნელი ადგილი;
გ) გარდაცვლილის დაბადების და გარდაცვალების თარიღი; 
დ) გარდაცვლილის იმ ახლობლის სახელი, გვარი, მისამართი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება გარდაცვლილის დასაფლავების შესახებ;
27. სასაფლაოს მმართველს უფლება აქვს მართვაზე დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად:
ა) ხელშეკრულების საფუძველზე  მიიღოს ნებისმიერი შენატანი ანაზღაურება, ქონება, ფასიანი ქახალდები ან ნებისმიერი სხვა საკუთრება ან შემოსავალი, რათა წესრიგში იქონიოს ან რაიმე განსაკუთრებული სახით მოუაროს საფლავს, ძეგლს და სხვა.
ბ) შეიძინოს ახალი ქონება, ააშენოს ახალი შენობა-ნაგებობები, რათა უკეთესად მოუაროს საფლავს;
გ) დაარეგულიროს სასაფლაოს ტერიტორიაზე ძეგლების, სასაფლაოს ქვების გამოსახულების დემონტაჟების საკითხები ან აკრძალოს ისინი;
დ) ქ. თბილისის მთავრობასთან შეთანხმებით დაადგინოს წესები, რომლებიც მისი აზრით საჭიროა სასაფლაოების უკეთესად მომსახურეობისთვის;
28. საფლავის შემოფარგვლის, მოპირკეთებითი სამუშაოების, ასევე ძეგლების და გარდაცვლილის ხსოვნისადმი სხვა საჭირო სხვა ობიექტების დადგმა ხორციელდება მხოლოდ სასაფლაოს მმართველსა და ჭირისუფალს შორის შეთანხმებით.
281. მმართველს უფლება აქვს წინასწარ დაადგინოს ძეგლების, სასაფლაოების ქვების, გამოსახულების და ა.შ ზომები სასაფლაოს ტერიტორიაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას უფლება აქვს დაავალდებულოს მათი მისგან შეძენა, ან მასთან დამზადება.
IV. საქალაქო სასაფლაოების მართვა
 29. საქალაქო სასაფლაოების მართვას ახორციელებს ქ. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეული ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ქ. თბილისის ტერიტორიაზე რეგისტრირებული კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
 30. ქ. თბილისის მერიას შეუძლია სასაფლაოების მართვის მიზნით გარკვეული ვადით მოიწვიოს იურიდიული პირი. სასაფლაოების მმართველის სტატუსს ანიჭებს ქ. თბილისის მთავრობა.
31. საქალაქო სასაფლაოების მართვის უფლების კერძო ან საჯარო სამართლის სუბიექტისათვის გადაცემა უნდა განხორციელდეს კანონმდებლობის შესაბამისად.
 32. კონკურსში გამარჯვებულ პირთან ფორმდება ხელშეკრულება.
 33. საქალაქო სასაფლაოების მმართველი ქ. თბილისის მერიის შესაბამის სამსახურთან ათანხმებს იმ საქალაქო სასაფლაოების ნუსხას, სადაც თავისუფალია ნეშტის დასაკრძალად განკუთვნილი ტერიტორიის ათ პროცენტზე ნაკლები. ასეთ სასაფლაოებზე ახალი საფლავების მოწყობა შეიძლება მოხდეს მხოლოდ ქ. თბილისის მერიასთან შეთანხმებით.
 34. ქ. თბილისის საზოგადო მოღვაწეთა საბურთალოს პანთეონში (სასაფლაოებზე) გარდაცვლილთა ნეშტის დაკრძალვისათვის ვრცელდება ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება ”ქ. თბილისის საზოგადო მოღვაწეთა საბურთალოს პანთეონში დაკრძალვის წესის შესახებ.“
V. სასაფლაოების მოვლა-პატრონობა
 35. სასაფლაოების მოვლა-პატრონობა ნიშნავს სასაფლაოს ცალკეულ საფლავების, ქვებისა და გარდაცვლილის აღმნიშვნელის ნებისმიერი ნივთის მოვლას, რომელიც მოიცავს:
 ა) ბალახის, ბუჩქების და ხეების გაკრეჭვას და მორთვას;
 ბ) წყალარინების სისტემის, წყლის ქსელების, გზების, შენობებს და სასაფლაოს სხვა სტრუქტურების მოყვანას;
 გ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების და მოწყობილობების მომსახურებას;
 დ) მომსახურეთა შრომის ანაზღაურებას და სხვა თანხების გადახდას;
 ე) მიცვალებულის ნეშტის დასაფლავებისა და გადაადგილბისათვის საჭირო მომსახურებას;
 ვ) სასაფლაოს ტერიტორიის (გასასვლელები, ბილიკები, საზოგადოებრივ სარგებლობის სხვა ადგილები) მორწყვას, რეგულარულ დაგვა-დასუფთავებას, მწვანე ნარგავების კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებას.
 36. სასაფლაოებს მომსახურება – ეს არის მომსახურება, რომელსაც დასაფლავებასთან დაკავშირებით ახორციელებს მმართველი.
 37. მმართველი საფლავის მომსახურებას ახორციელებს სახელშეკრულებო საფუძველზე.
VI. საფლავების ექსპლუატაცია. დასაფლავება
 38. ცხედრის დასაფლავება შეიძლება მხოლოდ სამედიცინო ცნობის წარმოდგენის შემდეგ.
 39. ყველა, ვინც ასაფლავებს მიცვალებულს, ვალდებულია სასაფლაოს მმართველს მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია გარდაცვლილის შესახებ.
 ა) სახელი, გვარი, მამის სახელი;
 ბ) დაბადების და გარდაცვალების თარიღი;
 გ) უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილი;
 დ) გარდაცვალების დამადასტურებელი საბუთი.
 40. ყოველი გარდაცვლილის დაკრძალვა ხდება ცალკე სამარეში. ყოველ სამარეზე გაანგარიშებული და გამოყოფილ უნდა იყოს 3 კვ.მ-მდე ფართობის ტერიტორია. საფლავებს შორის დაშორება არ უნდა იყოს გრძელ მხარეებს შორის 4 მეტრზე, ხოლო მოკლე მხარეებს შორის – 0,5 მეტრზე ნაკლები.
 41. სამარის სიღრმე არ უნდა იყოს 1,5 მეტრზე ნაკლები (ადგილობრივი ნიადაგისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით). გარდაცვლილ ბავშვთა დასაფლავებისას სამარე შესაბამისად შეიძლება შემცირდეს სამარის ფსკერიდან გრუნტული წყლების დგომის დონე არ უნდა იყოს 0,5 მეტრზე ნაკლები დაკრძალვისას ყოველ სამარეზე უნდა მოეწყოს მისი ბორცვი.
 42. გარდაცვლილის მჯდომიარე მდგომარეობაში დაკრძალვისას მიწის შრე გვამზე საფლავსზედა ყრილის ჩათვლით უნდა იყოს არანაკლებ 1 მეტრი.
 43. საძმო საფლავებში ნეშტის დაკრძალვა დასაშვებია მხოლოდ ადგილობრივ სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურ სამსახურთან შეთანხმებით და შესაბამისი წესების დაცვით.
 44. საფლავში, როგორც წესი, შეიძლება იყოს არაუმეტეს ოთხი სამარე გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში ქ. თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის თანხმობით.
 45. გარდაცვლილთა დასაფლავების ადგილამდე გადატანა ხორციელდება როგორც წესი კუბოთი.
46. გარდაცვლილთა სხვა სამარეში გადასვენება შესაძლებელია მხოლოდ ჭირისუფლისა და სასაფლაოს მმართველის შეთანხმებით, ამ უკანასკნელის მიერ გაცემული სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური დასკვნის საფუძველზე, სათანადო სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ნორმების დაცვით.
 47. ნეშტის გადასვენების შემდეგ სამარე მაშინვე უნდა ამოივსოს და მიწის ზედაპირს ჩაუტარდეს დაგეგმარება;
 48. თუ გარდაცვლილის მიერ დაკავებულ საფლავში არის მხოლოდ ერთი თავისუფალი ადგილი, მაშინ ის ადგილი უპირობოდ ეკუთვნის გარდაცვლილის მეუღლეს, თუ მეუღლეები გაცილებული არ არიან ან, თუ გარდაცვლილის მიერ ანდერძით) სხვა რაიმე არ არის დადგენილი.
 49. ცხედრის კონკრეტულ სასაფლაოზე დაკრძალვასა ან გადასვენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება (თუ სხვა რაიმე წერილობითი განკარგულება  ანდერძი, არ არსებობს) შეუძლია მიიღოს:
 ა) გარდაცვლილის რწმუნებულმა;
 ბ) გარდაცვლილის მეუღლემ;
 გ) გარდაცვლილის სრულწლოვანმა შვილმა (შვილებმა);
 დ) გარდაცვლილის მშობლებმა;
 ე) გარდაცვლილის ოჯახის სხვა სრუწლოვანმა წევრებმა;
 ვ) გარდაცვლილის უახლოესმა ნათესავმა.
 50. უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში კონკრეტულ სასაფლაოზე აკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება მმართველის მიერ.
 51. გარდაცვლილის დაკრძალვის შემდეგ წინამდებარე წესების VI მუხლის 48-ე პუნქტში აღნიშნულ პირთან, მისი თანხმობის შემთხვევაში, მმართველმა შეიძლება დადოს ხელშეკრულება საფლავის მოვლა-პატრონობასა და მომსახურებაზე. მმართველი ვალდებულია წინასწარ წარუდგინოს მას მის მიერ გასაწევი მომსახურების ჩამონათვალი და ფასები.
52. იმ შემთხვევაში, როდესაც გაცემული საფლავი მოუვლელია, პრაქტიკულად დაკარგული აქვს საფლავის იერსახე და ბოლო დაკრძალვიდან გასულია ოცი წელი, სათანადო სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ნორმების დაცვით, ასეთი ფართობი შეიძლება გაცემული იქნეს, როგორც ახალი ადგილი, არსებული წესის შესაბამისად. 
53. მმართველის მიერ ქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლების მონაწილეობით პერიოდულად უნდა ჩატარდეს სასაფლაოებზე ბოლო დაკრძალვიდან ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიტოვებული, მოუვლელი საფლავების ინვენტარიზაცია მიწის ამ ფართობზე მეორადი დაკრძალვისათვის. აღნიშნული ინვენტარიზაციისას შემდგენელი მოუვლელი საფლავების ნუსხა მეორად გამოყენებამდე უნდა შეთანხმდეს ქ. თბილისის მერიის შესაბამის სამსახურთან.
 54. ნეშტისათვის სამარის გათხრის უფლება აქვს მხოლოდ მმართველს გამონაკლის შემთხვევაში, მმართველის თანხმობით, სამარე შეიძლება გათხაროს ჭირისუფალმა, ამ შემთხვევაში ის პასუხისმგებელია იმ ზარალზე რომელიც შეიძლება მიადგეს სხვა საფლავებს ან სასაფლაოზე განლაგებულ ნაგებობებს და კომუნიკაციებს.
VII. ხელშეკრულება მართვაზე
 55. სასაფლაოს მესაკუთრის მიერ სასაფლაოს მმართველთან ფორმდება ხელშეკრულება სასაფლაოს მოვლა-პატრონობასა და მომსახურებაზე.
 56. სასაფლაოების მმართველთან დადებული ხელშეკრულება სხვა საკითხებთან ერთად უნდა შეიცავდეს:
 ა) მმართველის უფლება-მოვალეობას;
 ბ) მომსახურების იმ სახეებს, რომელიც უნდა გასწიოს მმართველმა;
 გ) ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებს.
 57. ქ. თბილისის მთავრობის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:
 ა) მმართველის მიერ ამ წესების შეუსრულებლობა, დარღვევა ან გადახვევა;
 ბ) მმართველის გადახდისუუნარობა;
 გ) მმართველის მიერ მერიის შესაბამისი სამსახურისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმა;
 დ) საქართველოს კანონმდებლობის ან კანონქვემდებარე აქტების, ქ. თბილისის მერიის მიერ მიღებული მისი საქმიანობის მარეგულირებელი აქტების დარღვევა ან დარღვევის მცდელობა;
 ე) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა;
 ვ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედების არაკეთილსინდისიერი შესრულება;
 ზ) მოქალაქეთათვის ქ. თბილისის საკრებულოს დადგენილი გადასახდელის ზედმეტი ოდენობით გადახდევინება;
 თ) მისთვის მართვაში გადაცემული მერიის ქონების გაყიდვა ან გაცვლა.
 
 
2007 წლის 20 ნოემბრის მდგომარეობით
ქალაქ თბილისის საკრებულო
გადაწყვეტილება № 2-15
2007 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების, შესაბამისი სანებართვო მოსაკრებლის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის თაობაზე
1. ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ”, ,,საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ”, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, “საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:
ა) დამტკიცდეს ქ. თბილისის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის წესი N1 დანართის თანახმად;
ბ) სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთი თითოეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ყოველთვიურად, ტევადობისა და სახეობის მიხედვით განისაზღვროს:
ბ.ა) 8-დან 19 კაცამდე ტევადობის სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის (მიკროავტობუსი) – 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
ბ.ბ) 19 კაცისა და მეტი ტევადობის სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის (საშუალო და დიდი ტევადობის ავტობუსი) – 10 (ათი) ლარის ოდენობით.
გ) დამტკიცდეს ქ. თბილისის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია N2 დანართის თანახმად;
დ) დამტკიცდეს  კონკურსის მონაწილე ნებართვის მაძიებლის შეფასების კრიტერიუმები N3 დანართის თანახმად. 
2. გადაწყვეტილება ძალაშია ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
 
საკრებულოს თავმჯდომარე                             ზაზა ბეგაშვილი
                                                                      
 
 
დანართი N1
ქ. თბილისის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული
სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის წესი
თავი I
ზოგადი ნაწილი
მუხლი 1. რეგულირების სფერო
ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის წესი (შემდეგში – წესი) აწესრიგებს ქ. თბილისის ტერიტორიაზე მგზავრთა რეგულარულ გადაყვანაზე ნებართვის გაცემის წესს და ადგენს სანებართვო პირობებს.  
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) "ნებართვა" – ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირისათვის მინიჭებული უფლება, ამ წესით განსაზღვრული ვადით განახორციელოს ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;
ბ) "სანებართვო მოწმობა" – ნებართვის ფლობის დამადასტურებელი, მკაცრი აღრიცხვის საბუთი;
გ) ,,ნებართვის მაძიებელი“ – ნებართვის მიღების მსურველი პირი;
დ) ,,ნებართვის გამცემი“ – ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც კანონით დადგენილი წესით გასცემს ნებართვას;
ე) ,,უწყებრივი სანებართვო რეესტრი“ – მონაცემთა სისტემური ერთობლიობა ნებართვების გაცემის, მათში ცვლილებების შეტანისა და მათი გაუქმების თაობაზე;
ვ) ,,ნებართვის მფლობელი“ – პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ნებართვით განსაზღვრული ქმედება;
ზ) “სანებართვო მოსაკრებელი“ – მოსაკრებელი ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვისათვის;
თ) “სანებართვო პირობები“ – კანონით ან კანონის საფუძველზე, წინამდებარე წესით დადგენილი მოთხოვნების და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად და ნებართვით განსაზღვრული ქმედების განხორციელებისას;
ი) ,,ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა“ – მგზავრის გადაყვანა ქ. თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი მარშრუტით ქალაქის ადმინისტრაციული ტერიტორიის საზღვრებში;
კ) ,,მარშრუტი" – განსაზღვრულ პუნქტებს შორის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის დადგენილი მიმართულება, რომელზეც მგზავრთა გადაყვანა ხდება განსაზღვრული პირობებით და დადგენილი მოძრაობის განრიგით;
ლ) ,,ლოტი" – ერთი კონკურსის ფარგლებში გამოცალკევებული მარშრუტების ერთობლიობა.
მ) ,,გადამზიდველი" – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ფლობს მარშრუტის მომსახურებისათვის საჭირო რაოდენობის ტექნიკურად გამართულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას და აქვს მგზავრთა  გადაყვანის უფლება (ნებართვა);
ნ) ,,ავტოსატრანსპორტო საშუალება“ – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება ან სატრანსპორტო საშუალებათა შეწყვილებული კომბინაცია, რომელიც გამოიყენება გზაზე ტვირთის გადასაზიდად და მგზავრთა გადასაყვანად;
ო) ,,მძღოლი (ოპერატორი)“ – ფიზიკური პირი, რომელიც მართავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას საავტომობილო გზაზე დადგენილი წესით;
2. ქ. თბილისის ტერიტორიაზე საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა ხორციელდება ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ.
3. ქ. თბილისის ტერიტორიაზე საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განსახორციელებლად აუცილებელია საქალაქო რეგულარულ მარშრუტებზე მგზავრთა გადაყვანის უფლების მოპოვება.
მუხლი 3. ნებართვის ძირითადი მიზანი
1. ნებართვის ძირითადი მიზანია დედაქალაქის ტერიტორიულ საზღვრებში საქალაქო სამგზავრო გადაყვანის რეგულირება, აღრიცხვიანობის ერთიანი სისტემისა და საბიუჯეტო სახსრების მობილიზებისათვის ხელშეწყობა.
2. ქ. თბილისის ტერიტორიაზე უნებართვოდ მგზავრთა გადაყვანა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 4. ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო                   რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გამცემი
ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვას გასცემს ქ. თბილისის მერიის  ტრანსპორტის საქალაქო სამსახური (შემდგომში – ნებართვის გამცემი).
მუხლი 5. ნებართვის გაცემის საფუძველი
ნებართვის გაცემის საფუძველია ქ. თბილისში რეგულარულ სამგზავრო მარშრუტებით შედგენილ ლოტზე კონკურსის წესით გამარჯვებული გადამზიდველის ცნობის თაობაზე საკონკურსო კომისიის დასკვნა.
მუხლი 6. ნებართვის გაცემის პირობები და წესები
1. ქ. თბილისში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა წარმოებს ქ. თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული სამარშრუტო სქემით დადგენილ მარშრუტებზე. მარშრუტის მომსახურებაზე გაიცემა ერთი ნებართვა.
2. ქ. თბილისში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვა გაიცემა კონკურსის გამარჯვებულ გადამზიდველზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და წინამდებარე წესის შესაბამისად.
თავი II
კონკურსის მოწყობა
მუხლი 7. კონკურსის მოწყობის პირობები და წესები
1. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქ. თბილისის მერი, რომელიც ამტკიცებს საკონკურსო კომისიის სამოქმედო დებულებას.
2. კონკურსი ცხადდება თითოეულ ლოტზე ცალ-ცალკე.
3. კონკურსის ორგანიზატორია ქ. თბილისის მთავრობა.
4. ქ. თბილისში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მოსაპოვებლად საავტობუსო მარშრუტების მომსახურების შესარჩევი კონკურსის მოწყობას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკონკურსო კომისია, რომელსაც ქმნის ქ. თბილისის მერი.
5. კომისიის მუშაობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც ნიშნავს ქ. თბილისის მერი.
6. კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფის მიზნით კომისიის შემადგენლობიდან ირჩევა კომისიის მდივანი.
7. კომისიის წევრთა მიმართ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 და 92-ე მუხლების მოთხოვნები.
8. კომისია კონკურსს აწყობს საჯაროდ.
9. კომისია გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა უმრავლესობით. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას  ესწრება  კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
10. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. სხდომის ოქმი უნდა შეესაბამოდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 106-ე მუხლის მოთხოვნებს.
მუხლი 8. კონკურსში მონაწილეობის პირობები
1. კონკურსის გამოცხადების შესახებ ქ. თბილისის მერის განკარგულებაში მითითებული უნდა იყოს:
ა) საკონკურსოდ გათვალისწინებული ლოტი, ლოტში შემავალი ავტობუსების (მიკროავტობუსები) რეგულარული მარშრუტების ნომერი, მოძრაობის სქემა, მარშრუტზე მომუშავე (სამუშაო დღეს) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა, სახეობა და ძარის ფერი, მუშაობის დაწყება-დამთავრების დრო და ინტერვალი;
ბ) კონკურსის მოწყობის ადგილი, თარიღი და დრო;
გ) კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი;
დ) განაცხადის მიღების ბოლო დღე;
ე) საკონკურსო კომისიის სრული მისამართი;
ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული მოთხოვნები.
2. კონკურსის ყველა მონაწილე სარგებლობს  თანაბარი უფლებით.
3. კომისია კონკურსის მოწყობის თარიღამდე არანაკლებ 2 თვით ადრე უზრუნველყოფს ინფორმაციის გავრცელებას:
ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით;
ბ) ინტერნეტის ქსელით.
4. გავრცელებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს;
ბ) განცხადების მიღების მისამართს;
გ) განცხადების მიღების დაწყებისა და დამთავრების თარიღებს;
დ) იმ პირის კოორდინატებს, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს განცხადება და უზრუნველყოს მისი რეგისტრაცია.
5. კონკურსის მონაწილემ განაცხადი უნდა წარადგინოს მისთვის სასურველ ერთ ან მეტ ლოტზე, ხოლო გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს ყოველ ლოტზე ცალ-ცალკე.
6. ნებართვის მაძიებელმა კონკურსის პირობებით დადგენილ ვადაში უნდა წარადგინოს განცხადება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის სახელზე, რომელიც უნდა შეიცავდეს: ნებართვის მაძიებლის ვინაობას და მისამართს, ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას, ხელმძღვანელის გვარსა და სახელს, ინფორმაციას თუ რა სახის ნებართვას (ლოტის და მასში შემავალი მარშრუტების მითითებით) მოითხოვს ნებართვის მაძიებელი.
7. განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები დედნებთან ერთად;
ბ) ნებართვის მაძიებლის მფლობელობაში არსებული და კონკურსში წარსადგენი ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის (სავალდებულო წლიური ტექნიკური დათვალიერების გავლის დამადასტურებელი კლიფსით), მათი საკუთრების ან/და მფლობელობის  დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიული წესით დამოწმებული ასლები, ლიზინგის ან იჯარის ხელშეკრულების შემთხვევაში – ხელშეკრულების ნოტარიული წესით დამოწმებული ასლი;
გ) ნებართვის მაძიებლისათვის საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი საერთო სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი საგადასახადო დავალიანების  შესახებ;
დ) დოკუმენტაცია მარშრუტზე განსახორციელებელი საქმიანობის ტექნიკურ-საექსპლუატაციო და სხვა მაჩვენებლების შესახებ, რომელშიც ასახული უნდა იყოს:
დ.ა) მგზავრთა გადაყვანის განსახორციელებლად გამოსაყენებელი სატრანსპორტო საშუალების მარკა, მოდელი, ტევადობა, სარეგისტრაციო და საიდენტიფიკაციო  ნომრები, ხნოვანება (გამოშვების წელი), ძარის ფერი;
დ.ბ) ნებართვის მაძიებლის მფლობელობაში არსებული სერტიფიცირებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღწერა – ტერიტორიისა და შენობა-ნაგებობების ფართობი, საწარმო სიმძლავრე, მოწყობილობა-დანადგარების ჩამონათვალი და დანიშნულება (თან უნდა ახლდეს: ნებართვის მაძიებლის მფლობელობაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის საკუთრების ან/და მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიული წესით დამოწმებული ასლი, ლიზინგის ან იჯარის ხელშეკრულების შემთხვევაში – ხელშეკრულების ნოტარიული წესით დამოწმებული ასლი), ამ ქვეპუნქტში აღნიშნული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მოიცავს იზოლირებულ ტერიტორიას მყარი საფარით, შენობა-ნაგებობას და შესაბამის მოწყობილობა-დანადგარებს განკუთვნილს ავტოსატრანსპორტო საშუალების შენახვის, რეცხვა-დასუფთავებისა და წინასარეისო  მომსახურებისათვის.
8. კონკურსის მონაწილემ უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია მთლიანი  სანებართვო მოსაკრებელი თანხის 5 (ხუთი) პროცენტის ოდენობით.
9. კონკურსის მონაწილემ განაცხადი უნდა წარადგინოს მისთვის სასურველ ერთ ან მეტ ლოტზე.
10. ნებართვის მაძიებელთა განცხადების და თანდართული დოკუმენტების   (შემდგომში - დოკუმენტაცია) მიღებას, მათი დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებასა და რეგისტრაციას (მიღების თარიღისა და დროის აღნიშვნით) აწარმოებს კომისიის უფლებამოსილი პირი.
11. დაუშვებელია კონკურსში მონაწილეობის თაობაზე დოკუმენტაციის მიწოდება საფოსტო გზავნილის სახით.
12. კონკურსში მონაწილეობაზე განცხადების მიღება წყდება დადგენილ დღეს და საათზე.
13. ნებართვის მაძიებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს უარი თქვას კონკურსში მონაწილეობაზე წერილობითი ფორმით.
14. კომისია კონკურსის მოწყობის თარიღამდე ადგენს წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას საკონკურსო პირობებთან. აღნიშნული პროცედურის დროს მოწმდება:
ა) სრულად არის თუ არა წარმოდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტაცია;
ბ) შეესაბამება თუ არა წარმოდგენილი დოკუმენტაცია საკონკურსო პირობებში აღნიშნულ  მოთხოვნებს.
15. ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია დოკუმენტაციის მიღების  ვადის დასრულებამდე  მოახდინოს დაშვებული შეცდომების, უზუსტობების გასწორება.
16. კომისია ნებართვის მაძიებელთა კონკურსში დაშვების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მასალების საჯარო განხილვის მიზნით აქვეყნებს ცნობას, სადაც მითითებული უნდა იყოს:
ა) ლოტი, ლოტის შემადგენლობაში არსებული რეგულარული საქალაქო მარშრუტების ნომერი და მასზე სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მისაღებად კონკურსზე დაშვებული ნებართვის მაძიებლ(ებ)ის სრული დასახელება;
ბ) ინფორმაცია საკონკურსო დოკუმენტაციის გაცნობისათვის წერილობითი შენიშვნების და მოსაზრებების წარდგენის ვადების შესახებ;
გ) კონკურსის მოწყობის თარიღი, დრო და მისამართი.
მუხლი 9. კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის საფუძველი
1.  კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის საფუძველია:
ა) ნებართვის მაძიებლის მიერ არასრულყოფილად წარმოდგენილი ამ წესის მე-8 მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებში მითითებული მონაცემები და დოკუმენტაცია, რის თაობაზეც ნებართვის მაძიებელს განემარტა დოკუმენტაციის წარმოდგენისთანავე;
ბ) ნებართვის მაძიებელი მოითხოვს იმ საქმიანობის ნებართვას, რომელიც მას გაუუქმდა და გაუქმებიდან არ გასულა 6 თვე;
გ) ნებართვის მაძიებელს შეჩერებული აქვს ამავე სანებართვო სფეროში მიღებული ნებართვის მოქმედება და არ არის აღმოფხვრილი მისი შეჩერების საფუძველი;
დ) ნებართვის მაძიებელმა ვერ უზრუნველყო დადგენილ ვადებში განცხადების შეტანა კომისიაში;
ე) ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი მონაცემები და/ან მათი დამადასტურებელი დოკუმენტები აღმოჩნდება ყალბი;
ვ) ნებართვის მაძიებლის მიერ ლოტის შემადგენლობაში არსებული მარშრუტების მომსახურებისათვის საკონკურსოდ წარმოდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების რაოდენობა, სახეობა, ტევადობა და ძარის ფერი არ შეესაბამება სანებართვო და საკონკურსო პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
მუხლი 10. კონკურსის მოწყობა
1. კომისიის მუშაობას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე სამსახურის თანამშრომელთაგან შექმნილი მუშა ჯგუფი.
2. დაუშვებელია ნებართვის მაძიებლის მიერ კონკურსში იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების წარმოდგენა, რომელიც შეფასებულ იქნა სხვა ლოტზე გამართულ კონკურსში და მასში ნებართვის მაძიებელი გამოვლინდა გამარჯვებულად. დაუშვებელია აგრეთვე კონკურსზე იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების წარდგენა, რომელიც წარდგენილია კონკურსზე ნებართვის სხვა მაძიებლის მიერ.
3. კომისიის მიერ ნებართვის მაძიებელი იხსნება კონკურსიდან, თუ  კომისია უსაფრთხოების ნორმებთან ან/და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო მოხსნის კონკურსიდან ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილ ზოგიერთ ავტოსატრანსპორტო საშუალებას და დარჩენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა არ იქნება საკმარისი საკონკურსო პირობებით გათვალისწინებული, ლოტში შემავალი მარშრუტებისათვის განსაზღვრული მგზავრთნაკადის მომსახურებისათვის.
4. კონკურსი ითვლება არშემდგარად და ფორმდება სათანადო ოქმი, თუ:
ა) კონკურსის მოწყობის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება;
ბ) წარდგენილი განცხადებებიდან და დოკუმენტაციებიდან არც ერთი არ შეესაბამება კონკურსის მოთხოვნებს.
მუხლი 11. კონკურსის შედეგების შეჯამება
1. კონკურსის გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს ყოველ ლოტზე ცალ-ცალკე.
2. საკონკურსო კომისია კონკურსის მონაწილე ნებართვის მაძიებელს აფასებს N3 დანართის შესაბამისად.
3. კომისიის დასკვნა კონკურსის გამარჯვებული გადამზიდველის გამოვლენის შესახებ ფორმდება ოქმით, რომელსაც თან ერთვის კომისიისა და მუშა ჯგუფის  წევრთა წერილობითი შეფასებები.
4. კომისიის დასკვნა კონკურსის გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ ცხადდება საჯაროდ. კონკურსის შედეგების შესახებ კომისიის დასკვნის ასლი ეგზავნება კონკურსის ყველა მონაწილეს და ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს.
თავი III
ნებართვის გაცემა
მუხლი 12. ნებართვის გაცემა
1. ნებართვა გაიცემა კონკურსის გამარჯვებულ გადამზიდველზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ლოტში შემავალ თითოეულ მარშრუტზე ცალ-ცალკე.
2. ნებართვის მაძიებელი ვალდებულია ნებართვის გამცემს ნებართვის მიღებაზე განცხადება წარუდგინოს მისი კონკურსში გამარჯვებულად ცნობის დღიდან ორი კვირის ვადაში.
3. კონკურსის გამარჯვებულის მიერ ნებართვის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ამ წესის მე-8 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად გადახდილი თანხა კონკურსის გამარჯვებულს უკან არ უბრუნდება.
4. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
5. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები და წინამდებარე წესის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის "ბ", "გ" და "დ" ქვეპუნტებით განსაზღვრული დოკუმენტაცია.
6. ნებართვის მაძიებლის კუთვნილებასა ან სარგებლობაში მყოფი რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა გათვალისწინებითაც დგება განაცხადი ნებართვის მიღებაზე, უნდა აკმაყოფილებდეს სანებართვო პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, უსაფრთხოების ტექნიკის წესებს, სანიტარიულ და ეკოლოგიურ ნორმებს.
7. განცხადებას ასევე თან უნდა ერთვოდეს სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. სანებართვო მოსაკრებლის ოდენობასა და ბიუჯეტში მისი გადახდის წესს ადგენს ქ. თბილისის საკრებულო.
8. ნებართვის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნების წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.
9. იურიდიული პირის ლიკვიდაციის ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში ნებართვა კარგავს ძალას.
10. ნებართვის მფლობელის ლიკვიდაციის, ნებართვით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტის ან/და ლოტის შემადგენლობაში შემავალ მარშრუტზე ნებართვის გაუქმების შემთხვევაში, ლოტზე ახალი კონკურსის მოწყობამდე, ქ. თბილისში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვა გაიცემა კონკურსში გამარჯვებულ სხვა გადამზიდველზე ორი თვის ვადით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით და წინამდებარე წესის შესაბამისად.
11. ამ წესის მე-12 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკონკურსოდ გათვალისწინებული ლოტის შემადგენლობა განისაზღვრება იმ მარშრუტების შესაბამისად, რომელზეც უნდა გაიცეს ნებართვა.
12. ნებართვის გაცემის, გაცემაზე უარის თქმის ან მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტია და უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს.
13. ნებართვის გამცემი ვალდებულია ნებართვის გაცემის ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს ნებართვის მაძიებლის მიერ განცხადების წარდგენიდან 20 დღის განმავლობაში, თუ აღნიშნულ ვადაში არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, ნებართვა ჩაითვლება გაცემულად.
მუხლი 13. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები
1. ნებართვის გაცემაზე უარის თქმა შეუძლია ნებართვის გამცემს.
2. ნებართვის გამცემი არ გასცემს ნებართვას, თუ:
ა) ნებართვის მაძიებელი არ არის ქ. თბილისში რეგულარულ სამგზავრო მარშრუტებზე გამართული კონკურსით გამოვლენილი გამარჯვებული.
ბ) ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს და აღნიშნული ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული ნებართვის მაძიებლის მიერ ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში;
გ) ნებართვის მაძიებელი საკონკურსო კომისიის დასკვნის საფუძველზე ვერ აკმაყოფილებს კანონით ან კანონის საფუძველზე ამ წესით დადგენილ სანებართვო პირობებს;
დ) ნებართვის მაძიებელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული აქვს ამ სანებართვო სფეროში საქმიანობის უფლება.
3. უარი ნებართვის გაცემაზე უნდა იყოს დასაბუთებული და ეცნობოს ნებართვის მაძიებელს.
მუხლი 14. ნებართვის გაცემაზე უარის ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების       გასაჩივრება
ნებართვის გამცემის გადაწყვეტილება ნებართვის გაცემაზე უარის თქმის ან ნებართვის გაუქმების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ან სასამართლოში.
მუხლი 15. ნებართვის გამცემის უფლება-მოვალეობები
ნებართვის გამცემი:
1. კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით გასცემს ნებართვას, შეაქვს მასში ცვლილება ან აუქმებს მას;
2. ნებართვასთან ერთად გასცემს მის მიერ დადგენილი ფორმის ფირნიშანს ქ. თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული სამარშრუტო სქემით მარშრუტისათვის დადგენილი სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობის შესაბამისად;
3. აწარმოებს უწყებრივ სანებართვო რეესტრს;
4. გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში აქვეყნებს ინფორმაციას მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით გაცემული ნებართვის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ;
5. კანონმდებლობით დადგენილი წესით ინახავს ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას;
6. პერიოდულად ახორციელებს ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს.
7. მარშრუტზე საგზაო მოძრაობის პირობების გაუარესების, მგზავრთნაკადის მნიშვნელოვანი შემცირების ან/და სხვა გაუთვალისწინებელი, მარშრუტისათვის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შემშლელი პირობების შემთხვევაში, ნებართვის მფლობელის შეტყობინების საფუძველზე განიხილავს და საჭიროების შემთხვევაში ოფიციალურად გასცემს თანხმობას მარშრუტზე ყოველდღიურად მომუშავე სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობის დროებით შემცირების თაობაზე.
 

მუხლი 16. სანებართვო მოწმობის ფორმა და რეკვიზიტები
სანებართვო მოწმობის ფორმა და რეკვიზიტები მტკიცდება ქ. თბილისის მერის ბრძანებით.
მუხლი 17.  სანებართვო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება.
1. სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ნებართვის გამცემს მიმართავს წერილობითი განცხადებით სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის თაობაზე.
2. განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში ნებართვის გამცემი გასცემს სანებართვო მოწმობის დუბლიკატს, შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში.
3. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს.
4. სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემისათვის გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობაა 10 ლარი.
5. ნებართვის მოწმობის დუბლიკატის მიმღები ფიზიკური ან იურიდიული პირი ვალდებულია სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წერილობით განცხადებასთან ერთად წარუდგინოს ნებართვის გამცემს.
მუხლი 18. ნებართვის ამოქმედება და მოქმედების ვადა
1. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, ერთი წლის ვადით. ნებართვის მოქმედების ვადა ავტომატურად გაგრძელდება, თუ ამ ნებართვასთან დაკავშირებული სანებართვო პირობები კანონმდებლობით არ შეცვლილა და ნებართვის მფლობელი წარადგენს წერილობით განცხადებას კანონმდებლობით განსაზღვრული სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ ქვითართან ერთად.
2. ამ წესის მე-12 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ახალი კონკურსის შედეგად გამოვლენილ გადამზიდველზე ნებარვა გაიცემა ძალადაკარგული ან გაუქმებული ნებართვის მოქმედების დარჩენილი ვადით.
3. ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია სანებართვო მოწმობის მიღებამდე შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე განახორციელოს ნებართვით გათვალისწინებული ქმედება.
4. ნებართვის გამცემის მიერ კანონით განსაზღვრულ ვადაში ნებართვის გაცემის ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელს შეუძლია განახორციელოს ნებართვით გათვალისწინებული ქმედება მხოლოდ სანებართვო მოწმობის მიღების შემდეგ.
5. ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მოწმობის აღდგენამდე განახორციელოს სანებართვო ქმედება შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე.
6. ნებართვის გამცემი ვალდებულია განცხადების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად გასცეს შესაბამისი სანებართვო მოწმობა და მარშრუტისათვის დადგენილი სატრანსპორტო საშუალებათა შესაბამისი რაოდენობის ფირნიშანი.
მუხლი 19. სანებართვო პირობები
1. ნებართვის მიმღები ვალდებულია:
ა) მკაცრად დაიცვას სანებართვო პირობები;
ბ) უზრუნველყოს მოძრავი შემადგენლობის შენახვისა და ექსპლუატაციის წესების, უსაფრთხოების ტექნიკისა და გარემოს დაცვის მოთხოვნები;
გ) შეასრულოს მგზავრთა გადაყვანის და ბარგის გადაზიდვის წესები, აგრეთვე ავტოტრანსპორტზე მოქმედი ინსტრუქციების მოთხოვნები;
დ) შეასრულოს ნებართვაში აღნიშნული საწარმოო საქმიანობის (მომსახურების) მოცულობები ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი მოთხოვნებისა და პირობების შესაბამისად;
ე) მუშაკთა სამუშაოზე მიღებისას დაიცვას მათი პროფესიული შესატყვისობის მოთხოვნები;
ვ) წარუდგინოს ნებართვის გამცემს საჭირო ინფორმაცია ნებართვის გამოყენების შესახებ ნებართვის გამცემის მიერ დაწესებული მოთხოვნების შესაბამისად;
ზ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მძღოლის შრომისა და დასვენების რეჟიმი;
თ) მარშრუტზე მოძრავი შემადგენლობის ყოველდღიური გაშვება აწარმოოს დადგენილი ინსტრუქციების თანახმად. მკაცრად დაიცვას სატრანსპორტო კანონმდებლობით დაწესებული მოძრავი შემადგენლობის ექსპლუატაციის ტექნოლოგიური პროცესები, უზრუნველყოს ხაზზე გამოშვებული თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, სრული ტექნიკური გამართულობა და მოძრაობის უსაფრთხოება;
ი) უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების წინასარეისო ტექნიკური მდგომარეობისა და მძღოლის სამედიცინო შემოწმება;
კ) უზრუნველყოს მარშრუტზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღჭურვა დადგენილი ნიმუშების სვლაგეზის მაჩვენებელი ფირნიშნებით, მკაცრად დაიცვას მათი გამოყენების წესები და შეასრულოს ყოველდღიური სადისპეტჩერო აღრიცხვა-რეგულირების მოთხოვნები;
ლ) დადგენილი წესით უზრუნველყოს მარშრუტზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაბილეთიანება;
მ) ხელი შეუწყოს უფლებამოსილ შემმოწმებელს მუშაობაში;
ნ) უზრუნველყოს მარშრუტის საწყის და საბოლოო გაჩერებებზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დროული მიწოდება, დგომის წესების, სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
ო) უზრუნველყოს მარშრუტის მუშაობის დაწყება-დამთავრების დროისა და ინტერვალის დაცვა.
პ) დაიცვას მარშრუტისათვის დადგენილი მოძრაობის სქემა;
ჟ) არ დაუშვას ნებართვის სხვა პირისათვის ნებისმიერი ფორმით გადაცემა.
რ) არ დაუშვას მგზავრთა გადაყვანა ნებართვით გაუთვალისწინებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, ასევე იმ საშუალებებით, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ექსპლუატაციისა და გარემოს დაცვის მოთხოვნებს:
ს) არ განახორციელოს კონსტრუქციული ცვლილებანი ნებართვაში აღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე შესაბამის ორგანოსთან შეთანხმების გარეშე;
2. ნებართვის მფლობელს უფლება აქვს:
ა) მარშრუტზე მუშაობისას წინააღმდეგობათა წარმოშობის შემთხვევაში, რომელიც საფრთხეს უქმნის მოძრაობას (ავარია, ცუდი საგზაო-კლიმატური პირობები, გზის გადაკეტვა და სხვა), არასასურველი შედეგების თავიდან აცილების მიზნით დროებით შეცვალოს მუშაობის რეჟიმი, მოძრაობის განრიგი, შეწყვიტოს ან გარკვეულ მონაკვეთზე შეცვალოს მარშრუტი ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი სქემით;
ბ) შეცვალოს ავტოსატრანსპორტო საშუალება, მისი სახეობის, სტანდარტების, ამ წესისა და სხვა მოთხოვნების გათვალისწინებით, ტექნიკური პირობების შეუცვლელად. ნებართვის მფლობელი ვალდებულია ეს ცვლილებები აცნობოს ნებართვის გამცემს დაუყოვნებლივ;
გ) ნებართვის გამცემისგან ოფიციალური თანხმობის მიღების შემთხვევაში, შეამციროს მარშრუტზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა.
დ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებებით.
3. მე-12 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ვალდებულია ნებართვის გამცემს წერილობით აცნობოს ამის თაობაზე და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის განმავლობაში.
4. ნებართვის მიმღები შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე ნებართვის მფლობელი.
5. ნებართვის მფლობელს ეკრძალება ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამარშრუტო სქემის დარღვევა.
6. საქალაქო მარშრუტებზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელება ნებართვის გარეშე გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
7. სავალდებულოა მგზავრობის ღირებულების მაჩვენებლის გამოკვრა თვალსაჩინო ადგილზე.
მუხლი 20. პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის. ნებართვის გაუქმება
1. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ნებართვის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისათვის.
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად ნებართვის მფლობელის მიერ გონივრულ ვადაში არ იქნა უზრუნველყოფილი სანებართვო პირობების შესრულება, ნებართვის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაუქმების შესახებ.
3. ნებართვის გამცემმა ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა დაასაბუთოს პასუხისმგებლობის ამ ფორმის გამოყენების აუცილებლობა.
4. ნებართვა შეიძლება გაუქმებულ იქნეს აგრეთვე:
ა) სხვა პირზე ნებართვის გადაცემისათვის;
ბ) სატრანსპორტო კანონმდებლობის შეუსრულებლობისათვის.
5. ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის:
ა) ნებართვის მფლობელის მოთხოვნა;
ბ) ნებართვის მფლობელის ლიკვიდაცია;
გ) კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა;
დ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლების  ჩამორთმევის თაობაზე.
6. ნებართვის გამცემი ვალდებულია ნებართვის მფლობელს დაუყოვნებლივ აცნობოს ნებართვის გაუქმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
7. ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან სასამართლოში.
8. ნებართვის გაუქმება ფორმდება მისი გამცემის მიერ, რაც ნებართვის მფლობელს ეცნობება გადაწყვეტილების მიღებიდან სამი დღის ვადაში.
9. სანებართვო მოწმობა და ფირნიშნები ნებართვის გამცემს უნდა დაუბრუნდეს ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღის განმავლობაში.
10. სანებართვო მოწმობის და ფირნიშნების დადგენილ ვადაში ჩაუბარებლობისას მისი მფლობელი პასუხს აგებს, როგორც ნებართვის გარეშე მომუშავე პირი.
 
მუხლი 21. ნებართვის მიმღებთა პასუხისმგებლობა
მოცემული წესის შესაბამისად ნებართვის მიმღები ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები.
მუხლი 22. უწყებრივი სანებართვო რეესტრი
1.  უწყებრივ სანებართვო რეესტრს აწარმოებს ნებართვის გამცემი.
2. ნებართვის გამცემს ნებართვის გაცემის, მასში ცვლილებების შეტანის, მისი გაუქმების ან/და დუბლიკატის გაცემის შესახებ მონაცემები გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში.
3. უწყებრივ სანებართვო რეესტრში ასევე შეიტანება:
ა) მონაცემები ნებართვის მფლობელის შესახებ: სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე მონაცემები – ინდივიდუალური მეწარმისათვის ან იურიდიული პირისათვის (სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის);
ბ) მონაცემები ნებართვის მფლობელის საფირმო სახელწოდების (სახელის, გვარის), ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის, ადგილსამყოფელის შეცვლის ან რეორგანიზაციის შესახებ;
გ) სანებართვო მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი.
4. ყველას აქვს უფლება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დადგენილი წესით გაეცნოს სანებართვო რეესტრის მონაცემებს და მიიღოს ნებართვებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია.
              დანართი 2
თბილისის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული
სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
მუხლი 1. მოსაკრებელი ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვისათვის
1. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვისათვის მოსაკრებელი (შემდგომში – სანებართვო მოსაკრებელი) არის აუცილებელი გადასახდელი ქ. თბილისის ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელების უფლების მინიჭებისათვის ქ. თბილისის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ვადით.
2. სანებართვო მოსაკრებლები გადაიხდევინება ამ ინსტრუქციის შესაბამისად.
მუხლი 2. სანებართვო მოსაკრებლის გადამხდელი
ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.
მუხლი 3. მოსაკრებლის გამოანგარიშების წესი
სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა გამოიანგარიშება ქ. თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ქ. თბილისის ტერიტორიაზე საქალაქო რეგულარული სამგზავრო ტრანსპორტის სამარშრუტო სქემით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობის გადამრავლებით სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთზე და ნებართვის მოქმედების ვადის თვეების რაოდენობაზე.
მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდის წესი და ვადები
1. სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდევინება წინასწარ, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელების უფლების მინიჭებამდე.
2. სანებართვო მოსაკრებლის გადახდა ფიზიკური და/ან იურიდიული პირის მიერ წარმოებს ბანკში და მთლიანად ჩაირიცხება ქ. თბილისის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.
მუხლი 5. სანებართვო მოსაკრებლის გადამხდელის პასუხისმგებლობა
მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად სანებართვო მოსაკრებლის გადამხდელები ვალდებული არიან დაიცვან კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები.
 
მუხლი 6. სანებართვო მოსაკრებლებთან დაკავშირებულ სადავო საკითხთა                  გადაწყვეტის წესი
  1. სანებართვო მოსაკრებლებთან დაკავშირებულ დავას წყვეტს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სასამართლოში სარჩელის შეტანა არ ათავისუფლებს გადამხდელს სანებართვო მოსაკრებლების გადახდისაგან.
                                                            დანართი N3
კონკურსის მონაწილე ნებართვის მაძიებლის შეფასების კრიტერიუმები
შეფასების კრიტერიუმები
 შეფასების ქულა
I. ავტობუსის ტექნიკური მონაცემები
 
1. ავტობუსის ხნოვანება:
1.1  5 წლამდე
1.2  5-დან 10 წლამდე
1.3  10-დან 15 წლამდე
1.4  15-დან ზევით 
 
8
5
1
0
II. ავტობუსის გარეგნული იერსახე
 
2. ძარის ვარგისიანობა:
 
2.1  ძარა არ არის მექანიკურად  დაზიანებული და არ გააჩნია კოროზია
 
 5
2.2 ძარა დეფორმირებულია და არის მექანიკურად დაზიანებული  
 იხსნება
კონკურსიდან
3. ძარის საფარველის მდგომარეობა:
 
 
3.1 საღებავის საფარი არ არის გახუნებული და დაზიანებული, ფერი შეესაბამება მარშრუტისათვის დადგენილ ფერს  
 
 5
3.2 საღებავის საფარი გახუნებულია (დაკარგული აქვს პირველადი ფერი) და შეესაბამება მარშრუტისათვის დადგენილ ფერს
 0
3.3 ძარის ფერი არ შეესაბამება მარშრუტისათვის დადგენილ ფერს
                           იხსნება კონკურსიდან
4. ძარაზე დამაგრებული კონსტრუქციით გათვალისწინებული  ელემენტების მდგომარეობა
 
      
ძარა კონსტრუქციით გათვალისწინებული  ელემენტებით არ არის დაკომპლექტებული ან/და ეს ელემენტი(ები)  დაზიანებულია   იხსნება
კონკურსიდან
5. საბურავების ცვეთა:
  
5.1   ახალი საბურავები
5.2. საბურავების პროტექტორის ნახატის დარჩენილი სიმაღლე არ არის 2 მმ-ზე ნაკლები
5.3 საბურავების პროტექტორის ნახატის დარჩენილი სიმაღლე 2 მმ-ზე ნაკლებია
  3
1

იხსნება
კონკურსიდან
III. ავტობუსის სალონის მდგომარეობა:
 
6. სალონის  მდგომარეობა, მისი განათება 
6.1 სალონი გაწყობილია რბილი და ხმაურჩამხშობი გადასაკრავით, ჰერმეტულია, განათების სისტემა სრულყოფილია, იატაკი არ არის დაზიანებული 2

6.2 სალონი არ არის გაწყობილი ხმაურჩამხშობი გადასაკრავით, არ არის ჰერმეტული და იატაკი დაზიანებულია იხსნება კონკურსიდან
7. კარების,  ფანჯრებისა და  მინების მდგომარეობა:
 
  
7.1  კარების საკეტები და ფანჯრების ჩამკეტები გამართულია, იკეტება და იღება თავისუფლად,  მინები არ არის დაზიანებული
 2
7.2 ფანჯრების ჩამკეტები არ არის გამართული, იღება და იკეტება ძნელად; მინები დაზიანებულია 0
7.3  გასაღები ფანჯრები არ არსებობს 
 იხსნება კონკურსიდან
8. სავარძლების რაოდენობა, მდგომარეობა, მათი განლაგება და დამაგრება:
           
 
8.1. სავარძლების ტიპი შეესაბამება სტანდარტებს, მათ შორის დაშორებები ნორმების ფარგლებშია (არანაკლებ 65 სმ), სავარძლები დამაგრებულია მყარად, სუფთაა, არ არის დაზიანებული
 
 3
8.2. სავარძლები დაზიანებულია და/ან მათ შორის დაშორებები არ შეესაბამება ქარხანა-დამამზადებლის მიერ დადგენილ პარამეტრებს იხსნება
კონკურსიდან
9. სალონში გათბობისა  და სავენტილაციო სისტემების მოქმედება:
 
 
9.1. სალონში მოქმედებს გათბობისა და ჰაერის ვენტილაციის სისტემები.
 
 3
9.2. სალონში ჰაერის ვენტილაცია ხორციელდება სავენტილაციო ფანჯრებისა და ჭერზე განთავსებული სარკმელების მეშვეობით, ხოლო გათბობა საერთოა.
 
 1
9.3.  სალონში ჰაერის ვენტილაცია და/ან გათბობა არ ხორციელდება
 
 იხსნება
კონკურსიდან
IV. ავტობუსის კონსტუქციული უსაფრთხოება
  
10. მძღოლის ხილვადობა 
უკანა ხედვის სარკეები დაზიანებულია, საქარე  მინასაწმენდები გაუმართავია, მინის შუქგამტარობა არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს
  იხსნება
კონკურსიდან
11. სასიგნალო - მაჩვენებელი მოწყობილობა, ახლო და შორი ნათების, უკუსვლის მაშუქები; გვერდითი, გაბარიტული და უკანა ნათურები; გაჩერების და მოხვევის მაჩვენებლების მოქმედება; სანომრე ნიშნის განათება
     
   
ჩამოთვლილი მოწყობილობებიდან  რომელიმე არ მუშაობს იხსნება
კონკურსიდან
12. ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობის და სამედიცინო სააფთიაქო ყუთის არსებობა 
 
  რომელიმე მათგანით არ არის აღჭურვილი
 
 იხსნება
კონკურსიდან
13. სპიდომეტრის გამართულობა
 
 
სპიდომეტრი გაუმართავია იხსნება
კონკურსიდან
14. აირბალონიან ავტობუსზე აირბალონიანი მოწყობილობების განთავსების (მონტაჟის) ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობა
   
აირის ბალონები დამონტაჟებულია ტექნიკური ნორმების დარღვევით იხსნება
კონკურსიდან
V. ნებართვის მაძიებლის რეპუტაცია და საიმედოობა
 
15. ავტობუსის მფლობელობის ფორმა
  
კონკურსში წარმოდგენილი ავტობუსების 50 პროცენტი და მეტი ნებართვის მაძიებლის საკუთრებაშია
  5
16. ნებართვის მაძიებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა (ტერიტორია, შენობა-ნაგებობები და შესაბამისი მოწყობილობა-დანადგარები, განკუთვნილი ავტობუსების შენახვის, რეცხვა-დასუფთავებისა და წინასარეისო მომსახურებისთვის) 
 
ნებართვის მაძიებელს აქვს საკუთრებაში სერტიფიცირებული, ტექნიკურად გამართული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა   
 8
 
 

2007 წლის 20 ნოემბრის მდგომარეობით
ქალაქ თბილისის საკრებულო
გადაწყვეტილება № 4-32
2006 წლის 29 დეკემბერი
გარე რეკლამის გავრცელების რეგულირების შესახებ
“ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის  მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის “ლ” ქვეპუნქტისა, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის “რ” ქვეპუნქტის, “საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-2 პუნქტის “ლ” ქვეპუნქტის, აგრეთვე “რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:
 
 მუხლი 1.
ქ. თბილისში, სახელმწიფო ან ადგილობრივი საკუთრების მიწაზე, ასევე ადგილობრივ საკუთრებაში არსებულ სხვა ობიექტებზე გარე რეკლამის განთავსება განხორციელდეს ქ. თბილისის მთავრობის დადგენილების საფუძველზე ქალაქ თბილისის მერიასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გზით.
   
  მუხლი 2. 
1.  ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს:
ა) ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ (შემდგომში - პირი) გარე რეკლამის განთავსებისათვის გადასახდელი თანხის ოდენობას, გადახდის ვადასა და წესს;
ბ) ხელშეკრულების მოქმედების ვადას;
გ) კონკრეტული ურთიერთობებიდან გამომდინარე დადგენილ სხვა პირობებს;
დ) ხელშეკრულების მოშლის პირობებსა და მხარეთა შესაბამის ვალდებულებებს;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მონაცემებს.
2.  ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით გაფორმებული ხელშეკრულება არ განაპირობებს მიწის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრის შეცვლას და არ ანიჭებს პირს გარე რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა გარდა სხვა ქმედებათა განხორციელების უფლებამოსილებას.
მუხლი 3.
,,1. პირის მიერ ახალი სარეკლამო საშუალების განთავსებისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.”
2. ამ გადაწყვეტილების ამოქმედების მომენტისათვის ქ. თბილისის ტერიტორიაზე განთავსებული გარე სარეკლამო საშუალებების მესაკუთრეების მიერ ქ. თბილისის მერიისათვის გადასახდელი საზღაურის ოდენობად განისაზღვროს კონკრეტულ ადგილებზე რეკლამის განთავსებიდან მიღებული შემოსავლების 15%.
3. იმ შემთხვევაში თუ სარეკლამო საშუალება ცარიელია ან მასზე განთავსებულია რეკლამის გამავრცელებლის რეკლამა ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რეკლამის გამავრცელებელმა ქ. თბილისის ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს კონკრეტულ ადგილზე რეკლამის განთავსების თაობაზე ბოლო ხელშეკრულებით მიღებული შემოსავლების 15%.
მუხლი 4.
1. ხელშეკრულების მოქმედების მაქსიმალური ვადაა 4 წელი.
2. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ, იმ შემთხვევაში თუ არ მოხდა მისი გაგრძელება, ქ. თბილისის მერიის მოთხოვნის საფუძველზე, პირი ვალდებულია საკუთარი სახსრებით განახორციელოს გარე რეკლამის დემონტაჟი თუ ხელშეკრულებით ან პირისა და ქ. თბილისის მერიის შემდგომი ურთიერთშეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 5.
 პირები, რომლებსაც ამ გადაწყვეტილების ამოქმედების მომენტისათვის განთავსებული აქვთ გარე რეკლამა, ვალდებულნი არიან ქ. თბილისის მერიასთან გააფორმონ ამ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული შესაბამისი ხელშეკრულება 2 თვის ვადაში გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან.
მუხლი 6.
1. პირებს, რომელთა საკუთრებაში არსებული სარეკლამო საშუალებები განთავსებულია ამ გადაწყვეტილების პირველ მუხლში მითითებულ ობიექტებზე და რომელთაც ამავე გადაწყვეტილების მე-5 მუხლში მითითებული ვადის გასვლის შემდგომ არ ექნებათ ქალაქ თბილისის მერიასთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დაეკისრებათ სარეკლამო საშუალების საკუთარი სახსრებით დემონტაჟის ვალდებულება.
2. ამ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ხელშეკრულების პირობების არსებითად დარღვევის შემთხვევაში (გარე რეკლამის საზღაურის გადაუხდელობა და სხვ.), სარეკლამო საშუალების მესაკუთრეს დაეკისრება სარეკლამო საშუალების საკუთარი სახსრებით დემონტაჟის ვალდებულება.
მუხლი 7.
1. ქალაქ თბილისის მთავრობამ შეისწავლოს ქალაქ თბილისში გარე რეკლამის განთავსების პოტენციალი და შესაძლებლობის არსებობის  შემთხვევაში, ახალი სარეკლამო საშუალებების (არსებული სარეკლამო საშუალებების გარდა) განთავსების უფლების მინიჭება მოახდინოს კონკურსის ან აუქციონის საშუალებით, გამარჯვებულთან ამ გადაწყვეტილებაში მითითებული ხელშეკრულების გაფორმებით.
2. ქალაქ თბილისის მთავრობამ უზრუნველყოს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული კონკურსის ან აუქციონის პირობების შემუშავება და დამტკიცება.
მუხლი 8.
ქ. თბილისის მერიამ უზრუნველყოს:
ა) ხელშეკრულების ფორმის დამტკიცება;
ბ) ხელშეკრულების ხელმოწერისათვის უფლებამოსილი პირის განსაზღვრა;
გ) ქ. თბილისის მერიის შესაბამისი ორგანოს განსაზღვრა, რომელიც უზრუნველყოფს განცხადებების განხილვას, ქ. თბილისის მთავრობისათვის წარდგენას, ხელშეკრულების გაფორმებასა და მისი შესრულების კონტროლს.
დ) კანონის შესაბამისად გარე რეკლამის გავრცელების გეგმის შემუშავება და დასამტკიცებლად ქ. თბილისის საკრებულოსათვის წარდგენა.
მუხლი 81.
ეს გადაწყვეტილება არ ვრცელდება კერძო საკუთრებაში არსებულ მიწაზე და ობიექტებზე განთავსებულ გარე სარეკლამო საშუალებებზე.
მუხლი 9.
ამ გადაწყვეტილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) “ქ. თბილისის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების განკარგვაში არსებული უძრავი ნივთების (ადგილობრივი საკუთრების) გამოყენებით გარე რეკლამის (სარეკლამო საშუალების) განთავსების წესის შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2002 წლის 8 მაისის №5-2 გადაწყვეტილება;
ბ) “ქ. თბილისის ტერიტორიაზე მოქმედი რეკლამის გადასახადის განაკვეთში ცვლილებების შეტანის შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2000 წლის 20 დეკემბრის №15-3 გადაწყვეტილება;
გ) “ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის გავრცელების გეგმის შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2002 წლის 29 მაისის №6-1 გადაწყვეტილება;
დ) “ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდის წესისა და გარე ვაჭრობის ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 1999 წლის 16 ივნისის №17-2 გადაწყვეტილებით დამტკიცებული “გარე რეკლამის გავრცელების ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი.
მუხლი 10.
გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

საკრებულოს თავმჯდომარე                                  ზაზა ბეგაშვილი
საკრებულოს მდივანი                                       თემურ ქურხული