სამართლებრივი აქტები

 
პროექტი
ქ. თბილისის საკრებულო
გადაწყვეტილება #
`----~ --------------  2006 წ.

გარე რეკლამის გავრცელების რეგულირების შესახებ


`ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ~ საქართველოს ორგანული კანონის  მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის `ლ~ ქვეპუნქტისა, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის `რ~ ქვეპუნქტის, `საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ~ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-2 პუნქტის `ლ~ ქვეპუნქტის, აგრეთვე `რეკლამის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:

 
მუხლი 1
ქ. თბილისში, სახელმწიფო ან ადგილობრივი საკუთრების მიწაზე, ასევე ადგილობრივ საკუთრებაში არსებულ სხვა ობიექტებზე გარე რეკლამის განთავსება განხორციელდეს ქ. თბილისის მთავრობის დადგენილების საფუძველზე ქალაქ თბილისის მერიასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გზით.
    
მუხლი 2
1.  ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს:
ა) ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ (შემდგომში - პირი) გარე რეკლამის განთავსებისათვის გადასახდელი თანხის ოდენობას, გადახდის ვადასა და წესს;
ბ) ხელშეკრულების მოქმედების ვადას;
გ) კონკრეტული ურთიერთობებიდან გამომდინარე დადგენილ სხვა პირობებს;
დ) ხელშეკრულების მოშლის პირობებსა და მხარეთა შესაბამის ვალდებულებებს;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მონაცემებს.
2.  ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით გაფორმებული ხელშეკრულება არ განაპირობებს მიწის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრის შეცვლას და არ ანიჭებს პირს გარე რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა გარდა სხვა ქმედებათა განხორციელების უფლებამოსილებას.
 
მუხლი 3
1. პირის მიერ ახალი სარეკლამო საშუალების განთავსებისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა განისაზღვრება ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 20 ნოემბრის #2-17 გადაწყვეტილებით.
2. ამ გადაწყვეტილების ამოქმედების მომენტისათვის ქ. თბილისის ტერიტორიაზე განთავსებული გარე სარეკლამო საშუალებების მესაკუთრეების მიერ ქ. თბილისის მერიისათვის გადასახდელი საზღაურის ოდენობად განისაზღვროს კონკრეტულ ადგილებზე რეკლამის განთავსებიდან მიღებული შემოსავლების 15%.
3. იმ შემთხვევაში თუ სარეკლამო საშუალება ცარიელია ან მასზე განთავსებულია რეკლამის გამავრცელებლის რეკლამა ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რეკლამის გამავრცელებელმა ქ. თბილისის ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს კონკრეტულ ადგილზე რეკლამის განთავსების თაობაზე ბოლო ხელშეკრულებით მიღებული შემოსავლების 15%.
 
მუხლი 4
1. ხელშეკრულების მოქმედების მაქსიმალური ვადაა 4 წელი.
2. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ, იმ შემთხვევაში თუ არ მოხდა მისი გაგრძელება, ქ. თბილისის მერიის მოთხოვნის საფუძველზე, პირი ვალდებულია საკუთარი სახსრებით განახორციელოს გარე რეკლამის დემონტაჟი თუ ხელშეკრულებით ან პირისა და ქ. თბილისის მერიის შემდგომი ურთიერთშეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
 
მუხლი 5

პირები, რომლებსაც ამ გადაწყვეტილების ამოქმედების მომენტისათვის განთავსებული აქვთ გარე რეკლამა, ვალდებულნი არიან ქ. თბილისის მერიასთან გააფორმონ ამ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული შესაბამისი ხელშეკრულება 2 თვის ვადაში გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან.
 
მუხლი 6

1. პირებს, რომელთა საკუთრებაში არსებული სარეკლამო საშუალებები განთავსებულია ამ გადაწყვეტილების პირველ მუხლში მითითებულ ობიექტებზე და რომელთაც ამავე გადაწყვეტილების მე-5 მუხლში მითითებული ვადის გასვლის შემდგომ არ ექნებათ ქალაქ თბილისის მერიასთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დაეკისრებათ სარეკლამო საშუალების საკუთარი სახსრებით დემონტაჟის ვალდებულება.
2. ამ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ხელშეკრულების პირობების არსებითად დარღვევის შემთხვევაში (გარე რეკლამის საზღაურის გადაუხდელობა და სხვ.), სარეკლამო საშუალების მესაკუთრეს დაეკისრება სარეკლამო საშუალების საკუთარი სახსრებით დემონტაჟის ვალდებულება.
 
მუხლი 7

1. ქალაქ თბილისის მთავრობამ შეისწავლოს ქალაქ თბილისში გარე რეკლამის განთავსების პოტენციალი და შესაძლებლობის არსებობის  შემთხვევაში, ახალი სარეკლამო საშუალებების (არსებული სარეკლამო საშუალებების გარდა) განთავსების უფლების მინიჭება მოახდინოს კონკურსის ან აუქციონის საშუალებით, გამარჯვებულთან ამ გადაწყვეტილებაში მითითებული ხელშეკრულების გაფორმებით.
2. ქალაქ თბილისის მთავრობამ უზრუნველყოს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული კონკურსის ან აუქციონის პირობების შემუშავება და დამტკიცება.
 
მუხლი 8

ქ. თბილისის მერიამ უზრუნველყოს:
ა) ხელშეკრულების ფორმის დამტკიცება;
ბ) ხელშეკრულების ხელმოწერისათვის უფლებამოსილი პირის განსაზღვრა;
ბ) ქ. თბილისის მერიის შესაბამისი ორგანოს განსაზღვრა, რომელიც უზრუნველყოფს განცხადებების განხილვას, ქ. თბილისის მთავრობისათვის წარდგენას, ხელშეკრულების გაფორმებასა და მისი შესრულების კონტროლს.
 
მუხლი 9

ამ გადაწყვეტილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) `ქ. თბილისის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების განკარგვაში არსებული უძრავი ნივთების (ადგილობრივი საკუთრების) გამოყენებით გარე რეკლამის (სარეკლამო საშუალების) განთავსების წესის შესახებ~ ქ. თბილისის საკრებულოს 2002 წლის 8 მაისის #5-2 გადწყვეტილება;
ბ) `ქ. თბილისის ტერიტორიაზე მოქმედი რეკლამის გადასახადის განაკვეთში ცვლილებების შეტანის შესახებ~ ქ. თბილისის საკრებულოს 2000 წლის 20 დეკემბრის #15-3 გადაწყვეტილება;
გ) `ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის გავრცელების გეგმის შესახებ~ ქ. თბილისის საკრებულოს 2002 წლის 29 მაისის #6-1 გადაწყვეტილება;
დ) `გარე რეკლამის გავრცელების ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ~ ქ. თბილისის საკრებულოს 1999 წლის 16 ივნისის #17-2 გადაწყვეტილება.
 
მუხლი 10

ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 


საკრებულოს თავმჯდომარე              ზაზა ბეგაშვილი

 
საკრებულოს მდივანი                         თემურ ქურხული
 
 
 
პროექტი
ქ. თბილისის საკრებულო
გადაწყვეტილება
#       `----~ --------------  2007 წ.      ქ. თბილისი
 
`გარე რეკლამის გავრცელების რეგულირების შესახებ” ქ. თბილისის
საკრებულოს 2006 წლის 29 დეკემბრის #4-32 გადაწყვეტილებაში
 ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
 
1. `ნორმატიული აქტების შესახებ~ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა `გარე რეკლამის გავრცელების რეგულირების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 29 დეკემბრის #4-32 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 8
ქ. თბილისის მერიამ უზრუნველყოს:
ა) ხელშეკრულების ფორმის დამტკიცება;
ბ) ხელშეკრულების ხელმოწერისათვის უფლებამოსილი პირის განსაზღვრა;
გ) ქ. თბილისის მერიის შესაბამისი ორგანოს განსაზღვრა, რომელიც უზრუნველყოფს განცხადებების განხილვას, ქ. თბილისის მთავრობისათვის წარდგენას, ხელშეკრულების გაფორმებასა და მისი შესრულების კონტროლს.
დ) კანონის შესაბამისად გარე რეკლამის გავრცელების გეგმის შემუშავება და დასამტკიცებლად ქ. თბილისის საკრებულოსათვის წარდგენა.”
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:
მუხლი 81

ეს გადაწყვეტილება არ ვრცელდება კერძო საკუთრებაში არსებულ მიწაზე და ობიექტებზე განთავსებულ გარე სარეკლამო საშუალებებზე.”
გ) მე-9 მუხლის `დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`დ) `ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდის წესისა და გარე ვაჭრობის ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 1999 წლის 16 ივნისის #17-2 გადაწყვეტილებით დამტკიცებული `გარე რეკლამის გავრცელების ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი~.
2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე
 
საკრებულოს თავმჯდომარე                  ზაზა ბეგაშვილი
 
 
პროექტი
ქ. თბილისის საკრებულო
გადაწყვეტილება
#       `----~ --------------  2007 წ.      ქ. თბილისი

ქ. თბილისის რაიონების საზღვრების დადგენის შესახებ
1. `საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა დადგინდეს ქ. თბილისის რაიონების საზღვრები თანდართული ტოპოგრაფიული რუკისა და ,,ტოპოგრაფიული რუკის მიხედვით ქ. თბილისის რაიონების საზღვრების აღწერის” შესაბამისად (დანართი თან ერთვის).
2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
 

      საკრებულოს თავმჯდომარე                  ზაზა ბეგაშვილი
 
 
 
 
 
დანართი დამტკიცებულია
ქ. თბილისის საკრებულოს
2007 წლის 22 იანვრის
# 1-6  გადაწყვეტილებით
 
ტოპოგრაფიული რუკის მიხედვით ქ. თბილისის რაიონების საზღვრების აღწერა
 
`ძველი თბილისის~ რაიონის საზღვრის აღწერა
 
  • საზღვარი ისანი-სამგორის რაიონთან
საზღვრის საწყისია `არსენალსა~ და `ელია~-ს დასახლებას შორის არსებული ხევის რკინიგზის ხაზთან გადაკვეთის წერტილი, საიდანაც საზღვარი  რკინიგზის ხაზს მთლიანად ტოვებს რა ისანი-სამგორის რაიონის ტერიტორიის ფარგლებში, მიჰყვება მას თელავის ქუჩის გადაკვეთამდე და შემდეგ მიჰყვება თელავის ქუჩის  ღერძს ქეთევან წამებულის (შაუმიანის ქ.) გამზირის ღერძის გადაკვეთამდე, უხვევს მარჯვნივ და გასდევს ქეთევან წამებულის გამზირის ღერძს 300 არაგველის აღმართის დასაწყისამდე, სადაც უხვევს მარცხნივ და 300 არაგველის ობელისკის მიმართულებით წარმოსახვითი სწორით  მიემართება მდინარე მტკვარის  ღერძამდე, შემდეგ მიუყვება მდინარე მტკვრის ღერძს პეტრე ბაგრატიონის ძეგლამდე, უხვევს და მარჯვნივ იტოვებს რესტორან კრწანისს ავტოსადგომით და უერთდება გორგასლის ქუჩის ღერძს; აქედან საზღვარი მიუყვება გორგასლის ქუჩის ღერძს ბევრეთის ქუჩის ღერძის გადაკვეთამდე, უხვევს მარჯვნივ ბევრეთის ქუჩაზე და გასდევს მას ბევრეთის ქუჩის ბოლო წერტილამდე, შემდეგ საზღვარი აუვლის კარიერს ჩრდილოეთის მხრიდან, მიუყვება თაბორის ქედის სამხრეთით მდებარე ხევის კალაპოტს “თბილისის  ძველ ადმინისტრაციულ საზღვრამდე*~; 
 
  • საზღვარი დიდგორის რაიონთან
მიუყვება `თბილისის ძველ ადმინისტრაციულ საზღვარს*~ კოჯრის გზატკეცილამდე, გასდევს კოჯრის გზატკეცილის ღერძულა ხაზს ოქროყანის განაშენიანების ჩრდილო-აღმოსავლეთის საზღვრამდე, შემოუვლის ოქროყანის დასახლებას მთაწმინდის პარკის საკადასტრო ერთეულის საზღვრის გადაკვეთამდე, მიუყვება მთაწმინდის პარკის საკადასტრო ერთეულის საზღვარს 850,0მ. ნიშნულის იზოჰიფსის გადაკვეთამდე და მიჰყვება აღნიშნულ ჰორიზონტალს `თბილისის  ძველ ადმინისტრაციულ საზღვრამდე~, შემდეგ მიყვება მას ჩრდილო-დასავლეთით 1,0 კმ. მანძილზე;
 
  • საზღვარი ვაკე-საბურთალოს რაიონთან
უხვევს ჩრდილოეთით ვარაზისხევის გადაკვეთამდე, მიჰყვება ვარაზისხევს კეკელიძის ქუჩამდე, შემდეგ კეკელიძის ქუჩის ღერძის გაყოლებით ეშვება და უერთდება ი.ჭავჭავაძის ქუჩის ღერძს. აქედან საზღვარი მიუყვება ი.ჭავჭავაძის ქუჩის ღერძს, მოიცავს ი. ჭავჭავაძის გამზირის ##5,3,1 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის, ჰერა-სამეანო გინეკოლოგიური კლინიკის (ყოფილი მე-4 მთავარი სამმართველოს საავადმყოფო-პოლიკლინიკის შენობა) და ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაკვეთების საზღვარს, უერთდება ვარაზისხევის ქუჩის ღერძს, მიუყვება მას და ეშვება გმირთა მოედანზე. აქედან თამარ მეფის (ჩელუსკინელების ქ.) გამზირის ღერძით, მოიცავს რა  თამარ მეფის სახ. ხიდს მთლიანად, უერთდება მდინარე მტკვრის ღერძს;
 
  • საზღვარი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონთან
მდინარე მტკვრის ღერძის გასწვრივ საზღვარი აღმა (ჩრდილო-დასავლეთით)  მიჰყვება მტკვრის კალაპოტის ღერძს, მოიცავს მუშტაიდის (ორჯონიკიძის) სახ. პარკის ტერიტორიას და დიდუბის (მაიაკოვსკის) ქუჩის ღერძის გაყოლებით ჰკვეთს გ. ცაბაძის (ტელმანის) ქუჩის ღერძს. ამ წერტილიდან საზღვარი მიუყვება გ. ცაბაძის ქუჩის ღერძს მ. წინამძღვრიშვილის (კლარა ცეტკინას) ქუჩის ღერძის გადაკვეთამდე, მიუყვება წინამძღვრიშვილის ქუჩის ღერძს თამარ მეფის გამზირის ღერძის გადაკვეთამდე, მიუყვება თამარ მეფის გამზირის ღერძს ვაგზლის მოედნამდე, შემოუვლის მოედანს სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან გ. დოლიძის (გოგოლის) ქუჩის ღერძის გაყოლებით კ. ფოცხვერაშვილის ქუჩის ღერძის გადაკვეთამდე. შემდეგ საზღვარი გრძელდება ფიროსმანის ქუჩის ღერძის გაყოლებით გ. ჩიტაიას (საბჭოს) ქუჩის ღერძის გადაკვეთამდე, ჰკვეთს მალაკნების მოედანს და გ. ჩიტაიას ქუჩის ღერძის გაყოლებით უხვევს ჩრდილოეთისაკენ რკინიგზის გზახიდამდე, გასდევს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით რკინიგზის ხაზს, ისე რომ რკინიგზის ხაზი მთლიანად ყვება დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საზღვრებში და უერთდება `არსენალსა~ და `ელია~-ს დასახლებას შორის არსებული ხევისა და რკინიგზის ხაზის გადაკვეთის წერტილში მდებარე საზღვრის საწყისს;
 
`დიდგორის~ რაიონის საზღვრის აღწერა
 
  • საზღვარი ისანი-სამგორის რაიონთან
საწყისი წერტილი მდებარეობს `თბილისის  ძველ ადმინისტრაციულ საზღვრისა~ და `თელეთის~ ქედის გადაკვეთაზე. საზღვარი საწყისი წერტილიდან მიემართება 2.0 კმ. მანძილზე (საზღვარი მთლიანად ემთხვევა `თბილისის ძველ ადმინისტრაციულ საზღვარს~) და უხვევს ჩრდილო-დასავლეთისაკენ 1,5 კმ-ზე თაბორის ქედის სამხრეთით მდებარე ხევის კალაპოტამდე;
  •  საზღვარი ძველი თბილისის რაიონთან
 
მიუყვება `თბილისის ძველ ადმინისტრაციულ საზღვარს~ კოჯრის გზატკეცილამდე, გასდევს კოჯრის გზატკეცილის ღერძულა ხაზს ოქროყანის განაშენიანების ჩრდილო-აღმოსავლეთის საზღვრამდე, შემოუვლის ოქროყანის დასახლებას მთაწმინდის პარკის საკადასტრო ერთეულის საზღვრის გადაკვეთამდე, მიუყვება მთაწმინდის პარკის საკადასტრო ერთეულის საზღვარს 850,0მ. ნიშნულის იზოჰიფსის გადაკვეთამდე და მიჰყვება აღნიშნულ ჰორიზონტალს `თბილისის ძველ ადმინისტრაციულ საზღვრამდე~ შემდეგ მიყვება მას ჩრდილო-დასავლეთით 1,0 კმ. მანძილზე.
 
  • საზღვარი ვაკე-საბურთალოს რაიონთან
 
აგრძელებს მიმართულებას ჩრდილო-დასავლეთით ბაგების ხევამდე,  ამის შემდგომ ელექტროქვესადგურის ტერიტორიის საზღვრის გაყოლებით შემოუვლის და  მოიცავს რა  `კაკლების დასახლების~ ტერიტორიას, იმედაძის ქუჩით უერთდება თბილისი-წყნეთის მაგისტრალს, მიჰყვება მას და მაგისტრალის უკიდურესი დასავლეთ წერტილის გასწვრივ უერთდება მცხეთის რაიონის ადმინისტრაციულ საზღვარს; 
  •  საზღვარი მცხეთის და თეთრი წყაროს  რაიონთან
 
აქედან საზღვარი მიუყვება  ხელმარცხნივ მცხეთისა და თეთრი წყაროს რაიონების ადმინისტრაციულ საზღვრებს, ანუ მიდის მდ. `ვერეს~ ხეობის სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით 10 კმ-ზე, მოიყოლებს `ბეთანიის~ მონასტერს და სოფ. `კვესეთთან~ სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით ზიგზაგისებურად ამოუყვება ხეობას 3 კმ-ზე თბილისი-მანგლისის საავტომობილო გზამდე და სოფ. `ახალ პანტიანის~ აღმოსავლეთით კვეთს მას. შემდეგ საზღვარი იცვლის მიმართულებას აღმოსავლეთისაკენ და მიემართება 1 კმ-ზე თბილისი-მანგლისის საავტომობილო გზაზე. ამის შემდეგ საზღვარი სამხრეთის მიმართულებით სახელმწიფო გეოდეზიურ პუნქტთან (1511,6 მ.) 3 კმ-ზე წყალგამყოფ ქედზე მიემართება სოფ. `კიკეთის~ დასავლეთით და მიდის ქარაფებამდე. ამის შემდეგ საზღვარი მიემართება 9 კმ მანძილზე დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ, ნანგ. `ქორ-ოღლის~ ციხეს აუვლის ჩრდილოეთის მხრიდან, სოფ. “კიკეთსა” და დაბა `კოჯორს~ მოიტოვებს ჩრდილოეთით, `ჭიკნაური წყაროს~, `დიდი-ქედის~ დასაწყისს გაუვლის და მიდის `ჭაჭიკაანთ ხევამდე~. საზღვრის ეს მონაკვეთიც მთლიანად ემთხვევა თეთრი წყაროსა და გარდაბნის რაიონებს შორის ყოფილ ადმინისტრაციულ საზღვარს სოფ. კუმისის საკრებულოს საზღვრამდე;
 
  • საზღვარი გარდაბნის რაიონთან
 
აქედან საზღვარი მიუყვება სოფ. კუმისის საკრებულოს საზღვარს და მარნეული-თბილისის საავტომობილო მაგისტრალის გადაკვეთამდე 0,5 კმ-ს დაშორებით უხვევს ჩრდილო-აღმოსავლეთით და აღნიშნულ გზას პარალელურად მიუყვება 1,5 კმ-ზე სოფ. `წალასყურამდე~, შემდეგ მიემართება ჩრდილო-დასავლეთით 2,0 კმ-ზე სოფ. `მუხრან-თელეთამდე~, ჩრდილო-აღმოსავლეთით 1 კმ-ზე სოფ. `ზემო თელეთამდე~, ხოლო შემდეგ ჩრდილოეთით 1 კმ-ზე `თელეთის~ ქედამდე; შემდეგ საზღვარს აქვს აღმოსავლეთის მიმართულება `თბილისის ძველ ადმინისტრაციულ საზღვარზე*~ საწყისი წერტილის გადაკვეთამდე.
 
`დიდუბე-ჩუღურეთის~ რაიონის საზღვრის აღწერა
 
  • საზღვარი ძველი თბილისის რაიონთან
 
საზღვრის საწყისია მდ. მტკვრის ღერძის და მუშტაიდის ბაღის ჩრდილო-დასავლეთ კუთხის შეხების წერტილი, საიდანაც საზღვარი გარს უვლის მუშტაიდის (ორჯონიკიძის) სახ. პარკის ტერიტორიას და დიდუბის (მაიაკოვსკის) ქუჩის ღერძის გაყოლებით ჰკვეთს გ. ცაბაძის (ტელმანის) ქუჩის ღერძს. ამ წერტილიდან საზღვარი მიუყვება გ. ცაბაძის ქუჩის ღერძს მ. წინამძღვრიშვილის (კლარა ცეტკინას) ქუჩის ღერძის გადაკვეთამდე, მიუყვება წინამძღვრიშვილის ქუჩის ღერძს თამარ მეფის გამზირის ღერძის გადაკვეთამდე, მიუყვება თამარ მეფის გამზირის ღერძს ვაგზლის მოედნამდე, შემოუვლის მოედანს სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან გ. დოლიძის (გოგოლის) ქუჩის ღერძის გაყოლებით კ. ფოცხვერაშვილის ქუჩის ღერძის გადაკვეთამდე. შემდეგ საზღვარი გრძელდება ფიროსმანის ქუჩის ღერძის გაყოლებით გ. ჩიტაიას (საბჭოს) ქუჩის ღერძის გადაკვეთამდე, ჰკვეთს მალაკნების მოედანს და გ. ჩიტაიას ქუჩის ღერძის გაყოლებით უხვევს ჩრდილოეთისაკენ რკინიგზის გზახიდამდე, გასდევს სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებით რკინიგზის ხაზს, ისე რომ რკინიგზის ხაზი მთლიანად ყვება დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საზღვრებში და უერთდება `არსენალსა~ და `ელია~-ს დასახლებას შორის არსებული ხევთან რკინიგზის ხაზის გადაკვეთის წერტილს;
 
  • საზღვარი ისანი-სამგორის რაიონთან
 
აქ საზღვარი უხვევს მარცხნივ და ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებით მიუყვება `არსენალისა~ და `ელია~-ს დასახლების გამყოფ ახვლედიანის (კიბალჩიჩის) ხევს, მახათას მთის წყალგამყოფი ქედით გადადის მახათას მთის ზედა პლატოს წყალგამყოფ კონტურზე და მიუყვება მას კონტურის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ წერტილამდე;
 
  • საზღვარი გლდანი-ნაძალადევის რაიონთან
 
კონტურის უკიდურესი ჩრდილო-აღმოსავლეთ წერტილიდან საზღვარი უხვევს მარცხნივ და კონტურზევე მიემართება დასავლეთით 0,9 კმ-ზე, შემდეგ უხვევს სამხრეთ-დასავლეთით და 2,3კმ-ს მანძილზე კვლავ მიჰყვება მახათას მთის ზედა პლატოს კონტურს, შემდეგ უხვევს ჩრდილო-დასავლეთით რეხის IIQქუჩის გასწვრივßხუდადოვის ქუჩამდე, მიუყვება ხუდადოვის ქუჩის ღერძს დასავლეთით, უხვევს მესხის ქუჩაზე, მიუყვება მესხის ქუჩის ღერძს კვლავ ხუდადოვის ქუჩამდე და ხუდადოვის ქუჩის ღერძით ჰკვეთს ცოტნე დადიანის ქუჩას გადასასვლელი ხიდის გასწვრივ, რომელიც მთლიანად მიკუთვნებულია დიდუბე-ჩუღურეთის რაიონს, უერთდება რკინიგზის ხაზის მარჯვენა (წერეთლის მხარე) ნაპირს და მიუყვება მას ჩრდილოეთით, ტოვებს რა რკინიგზის ხაზს გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიაზე, თუმცა მთლიანად იტოვებს რაიონის ფარგლებში დიდუბის სადგურის სარკინიგზო ბაქანს, შემდგომ კვლავ უბრუნდება რკინიგზის ხაზის მარჯვენა ნაპირს და დიღმის ხიდიდან 0,5 კმ-ს მანძილზე საზღვარი გადადის მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ, უერთდება აღმა მიმავალ მტკვრის ღერძს და აგრძელებს მიმართულებას ჩრდილოეთით გლდანი-დიღომის დამაკავშირებელ ხიდამდე, შუაზე კვეთს ხიდს,
 
  • საზღვარი ვაკე-საბურთალოს რაიონთან
 
უხვევს დასავლეთით და მთლიანად მოიცავს რა ხიდის დასავლეთ ნაწილს, მიუყვება დასავლეთის მიმართულებით დიღომი-გლდანის დამაკავშირებელ მაგისტრალის ჩრდილოეთ ნაწილის ღერძს სატრანსპორტო კვანძამდე, მაგისტრალის ჩრდილოეთ ნაწილის ღერძით უერთდება დავით აღმაშენებლის ხეივანის გამყოფი ღერძს და მიმართება თბილისის ცენტრის მიმართულებით, უერთდება გელოვანის გამზირის ღერძს დიღმის ხევის ღერძის გადაკვეთამდე, მიუყვება დიღმის ხევის ღერძს მტკვრის კალაპოტის ღერძამდე და უერთდება მდ. მტკვრის ღერძის და მუშტაიდის ბაღის ჩრდილო-დასავლეთ კუთხის შეხების წერტილში მდებარე საზღვრის საწყისს.
 
`გლდანი-ნაძალადევის~ რაიონის საზღვრის აღწერა
 
  • საზღვარი გარდაბნის რაიონთან
 
საწყისი წერტილი მდებარეობს მდ. `სააფთრეხევის სერის~ სათავის ჩრდილო-აღმოსავლეთით წყალგამყოფზე. ქ. თბილისის ადმინისტრაციული (საპროექტო) საწყისი წერტილიდან მიემართება ჩრდილოეთით და მიუყვება მდ. `ნამგალხევის~ ხეობამდე 1 კმ-ზე. შემდეგ საზღვრის ხაზი უხვევს ჩრდილო-აღმოსავლეთით და მიემართება 1,5 კმ სიგრძეზე მდ. `ნამგალხევის~, სათავეებისაკენ. ეს საზღვარი ემთხვევა გლდანის საკრებულოს საზღვარს.
  • საზღვარი მცხეთის რაიონთან
 
ამის შემდეგ საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით და მიუყვება `ნასერალის~ ქედს 6 კმ-ზე, გადაკვეთს თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზას მდ. `გლდანისხევის~ ხიდთან. შემდეგ იგი მიემართება 5 კმ-ზე დასავლეთის მიმართულებით, უხვევს ჩრდილო-დასავლეთით, მოიტოვებს სამხრეთით სოფ. `გლდანს~ და აღწევს ქალაქის საზღვრის უკიდურეს ჩრდილოეთ წერტილს (X=4634100მ.; Y=8480180 მ.). ამის შემდეგ საზღვარი მოიცავს ზაჰესის დასახლებას, მოუყვება `ზაჰესის~ ჰიდროსადგურის მკვებავი არხის მარცხენა სანაპიროს სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით, შემოუვლის `ზაჰესის~ ჰიდროსადგურის ტერიტორიას, რომელიც მთლიანად რჩება მცხეთის რაიონის ტერიტორიაზე და მიემართება ზაჰესის სარკინიგზო ხიდამდე, რომელიც თავის მხრივ მთლიანად რჩება გლდანი-ნაძალადევის რაიონის ტერიტორიაში; ამის შემდეგ საზღვარი გადაკვეთს მდ. `მტკვარს~.
 
  • საზღვარი ვაკე-საბურთალოს რაიონთან
 
აქედან საზღვარი უხვევს აღმოსავლეთით და მიუყვება მტკვრის კალაპოტის შუა ხაზს გლდანი-დიღომის ხიდამდე.
 
  • საზღვარი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონთან
 
აქედან საზღვარი გადაკვეთს გლდანი-დიღომის ხიდს შუაზე, აგრძელებს საზღვარს მტკვრის კალაპოტის შუა ხაზის გასწვრივ და დიღმის ხიდამდე 0,5 კმ-ს მანძილზე საზღვარი უხვევს  მტკვრის მარცხენა სანაპიროსკენ, უერთდება რკინიგზის ხაზს, მთლიანად მოიცავს რა მას, მიუყვება რკინიგზის ხაზის მარჯვენა ნაპირს, თუმცა რაიონის გარეთ დატოვებს დიდუბის სადგურის სარკინიგზო მეურნეობას, შემდგომ კვლავ უბრუნდება რკინიგზის ხაზის მარჯვენა ნაპირს და გადასასვლელ ხიდთან, რომელიც მთლიანად მიკუთვნებულია დიდუბე-ჩუღურეთის რაიონს, უხვევს მარცხნივ, შემდეგ გადასასვლელი ხიდის გასწვრივ კვეთს ცოტნე დადიანის ქუჩას, მიუყვება ხუდადოვის ქუჩის ღერძს, შემდგომ მესხის ქუჩის ღერძს, კვლავ უერთდება ხუდადოვის ქუჩის ღერძს და მის გასწვრივ გრძელდება რეხის II ქუჩამდე. აქ საზღვარი უხვევს მარჯვნივ და მიყვება რეხის II ქუჩას მახათას მთის ზედა პლატოს წყალგამყოფ კონტურამდე, საზღვარი ამ კონტურზე ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით მიუყვება პლატოს კონტურს უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ წერტილამდე, უხვევს Aაღმოსავლეთით და 0,9 კმ-ს მანძილზე უერთდება ისანი-სამგორის რაიონის საზღვარს.
 
  • საზღვარი ისანი-სამგორის რაიონთან
 
აქედან საზღვარი სწორი ხაზით ჩაუყვება ფერდს აღმოსავლეთის მიმართულებით და უერთდება `თბილისის ზღვის~ გარშემოსავლელ გზას, სადაც წყალსაცავის ვიწრო ყელზე გამავალი წარმოსახვითი ხაზი კვეთს გზის ღერძს. შემოუვლის წყალსაცავს საათის ისრის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით და გაუყვება გზას დასავლეთისაკენ მცირე წყალსაცავის შუაწელამდე,  შემდეგ მოუხვევს ჩრდილოეთ მიმართულებით 0,5 კმ-ს მანძილზე,
იქვე უხვევს დასავლეთისაკენ 1 კმ-ს მანძილზე და უერთდება `პატარა ლილოს~-კენ მიმავალ გზას, უხვევს ჩრდილოეთისაკენ და მიუყვება სოფ. `წელუბანში~ მიმავალ გზას 3 კმ-ს მანძილზე, შემდეგ უხვევს ჩრდილო -დასავლეთით  და მიემართება 4,5  კმ-ს მანძილზე `კვირიკობის ხევისაკენ~ და მიუყვება  `კვირიკობის ხევს~. 1 კმ-ს მანძილზე, ვიდრე მდ. `სააფთრეხევის სერის~ სათავის ჩრდილო-აღმოსავლეთით წყალგამყოფზე მდებარე  საწყის წერტილამდე.
`ისანი-სამგორის~  რაიონის საზღვრის აღწერა
 
  • საზღვარი ძველი თბილისის  რაიონთან
 
საზღვრის საწყისია `არსენალსა~ და `ელია~-ს დასახლებას შორის არსებული ხევის რკინიგზის ხაზთან გადაკვეთის წერტილი, საიდანაც საზღვარი მთლიანად მოიცავს რკინიგზის ხაზს და მიჰყვება მას თელავის ქუჩის გადაკვეთამდე, შემდეგ მიჰყვება თელავის ქუჩის  ღერძს ქეთევან წამებულის (შაუმიანის ქ.) გამზირის ღერძის გადაკვეთამდე, უხვევს მარჯვნივ და გასდევს ქეთევან წამებულის გამზირის ღერძს 300 არაგველის აღმართის დასაწყისამდე, სადაც უხვევს მარცხნივ და 300 არაგველის ობელისკის მიმართულებით წარმოსახვითი სწორით  მიემართება მდინარე მტკვარის  ღერძამდე, შემდეგ მიუყვება მდინარე მტკვრის ღერძს პეტრე ბაგრატიონის ძეგლამდე, უხვევს და მარჯვნივ იტოვებს რესტორან კრწანისს ავტოსადგომით და უერთდება გორგასლის ქუჩის ღერძს; აქედან საზღვარი მიუყვება გორგასლის ქუჩის ღერძს ბევრეთის ქუჩის ღერძის გადაკვეთამდე, უხვევს მარჯვნივ ბევრეთის ქუჩაზე და გასდევს მას ბევრეთის ქუჩის ბოლო წერტილამდე, შემდეგ საზღვარი აუვლის კარიერს ჩრდილოეთის მხრიდან, მიუყვება თაბორის ქედის სამხრეთით მდებარე ხევის კალაპოტს “თბილისის  ძველ ადმინისტრაციულ საზღვრამდე*;
 
  • საზღვარი დიდგორის რაიონთან
 
საზღვარი უხვევს სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ 1,5 კმ.-ზე, შემდეგ უხვევს სამხრეთისაკენ 2.0 კმ. მანძილზე (საზღვარი მთლიანად ემთხვევა `თბილისის ძველ ადმინისტრაციულ საზღვარს`) `თელეთის~ ქედამდე.
 
  • საზღვარი გარდაბნის რაიონთან
 
ამის შემდეგ საზღვარი ზიგზაგისებურად მიემართება სამხრეთ-დასავლეთის ძირითადი მიმართლებით 5 კმ-ზე, მოიტოვებს ჩრდილოეთით `თელეთის~ ქედს და გადაკვეთს ტაბახმელა-წალასყურის გზას ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით. შემდეგ აუყვება თხემს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით `თელეთის~ ქედამდე 971,1 მ-იან ნიშნულამდე, სახელმწიფო გეოდეზიურ პუნქტამდე 4 კმ-ზე. აქედან აღმოსავლეთის მიმართულებით მიუყვება `თელეთის~ ქედს 7 კმ-ზე. სოფ. `ქვემო თელეთამდე~. აქედან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით ჩამოუყვება საავტომობილო გზას 2 კმ-ზე თბილისი-მარნეულის საავტომობილო მაგისტრალამდე. ეს საზღვარი ემთხვევა ქ. `თბილისის ძველ ადმინისტრაციულ საზღვარს~.
შემდეგ საზღვარი აკეთებს რკალს `სოღანლუღის~ დასახლების სამხრეთით და მიდის სახელმწიფო გეოდეზიურ პუნქტამდე 2 კმ მაძილზე (460,7 მ.).
ამის შემდეგ ჩამოუყვება სამხრეთის მიმართულებით 2 კმ-ზე, გადაკვეთს თბილისი-მარნეულის სარკინიგზო მაგისტრალს და უხვევს აღმოსავლეთით 2 კმ-ზე სოფ. `ფონიჭალას~ სამხრეთით. აქედან ჩრდილოეთის მიმართულებით მიემართება `ფონიჭალას~  განაშენიანების გასწვრივ 1.0 კმ-ზე. შემდეგ უხვევს ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით გადაკვეთს მდ. `მტკვარს,~ აუვლის გვერდს 31-ე ქარხნის აეროდრომის ტერიტორიას  და უერთდება მდ. `ლოჭინს,~ ამის შემდეგ საზღვარი მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით 20 კმ-ზე მდ. `ლოჭინის~ ხევით `ზემო სამგორის არხამდე~. ეს საზღვარი ემთხვევა გარდაბნის რაიონის ადმინისტრაციულ საზღვარს. აქედან მიემართება სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით 2 კმ-ზე `ზემო სამგორის~ არხის მიმართულებით, შემდეგ დასავლეთის მიმართულებით 1 კმ-ზე მიდის თბილისი-მარტყოფის ძველ საავტომობილო გზამდე. ამის შემდეგ საზღვარი იღებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებას 3 კმ მანძილზე მთა `წელუბნამდე~, გაივლის მას, მიუყვება ტყის კონტურს 5 კმ-ზე, შემდეგ უერთდება დაბა `დიდი ლილოსა~ და სოფ. `ქვიშიანის~ (ყოფილი `ლენინისის~) საავტომობილო გზას და სამხრეთ-დასავლეთით მიმართულებით ზიგზაგისებურად 4 კმ-ზე უერთდება `კვირჩხობის ხევს“ 658 მ-იან ნიშნულამდე. სოფ. `ქვიშიანსა~ (ყოფილი `ლენინისს~) და სოფ. `წითელუბანს~ მოიტოვებს სამხრეთით. ეს საზღვარი მიუყვება `დიდი ლილოს~ საკრებულოს ადმინისტრაციულ საზღვარს. აქედან საზღვარი მიუყვება ჩრდილოეთის მიმართულებით 3 კმ-ზე `კვირიკობის ხევამდე~.
 
საზღვარი გლდანი-ნაძალადევის რაიონთან
 
საზღვარი მიუყვება  `კვირიკობის ხევს~  1 კმ-ს მანძილზე, შემდეგ უხვევს სამხრეთ-აღმოსავლეთით  და მიემართება 4,5 კმ-ს მანძილზე სოფ. `წელუბანში~ მიმავალ გზამდე, მიჰყვება გზას და უერთდება `პატარა ლილოს~-კენ მიმავალ გზას, იქვე უხვევს აღმოსავლეთისაკენ   1 კმ-ს მანძილზე, უხვევს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით  0,5 კმ-ს მანძილზე და უერთდება `თბილისის ზღვის~ გარშემოსავლელ გზას, შემოუვლის წყალსაცავს `ვარკეთილის~ მიმართულებით და გაუყვება გზას დასავლეთისაკენ წერტილამდე, სადაც წყალსაცავის ვიწრო ყელზე გამავალი წარმოსახვითი ხაზი კვეთს გზის ღერძს. აქედან საზღვარი სწორი ხაზით აუყვება ფერდს სამხრეთ-დასავლეთით მახათას მთის ზედა პლატოს წყალგამყოფ  კონტურამდე.
 
საზღვარი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონთან
 
აქ საზღვარი უერთდება მახათას მთის ზედა პლატოს წყალგამყოფ კონტურს, მიჰყვება მას სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით და მახათას მთის წყალგამყოფი ქედით უერთდება `არსენალისა~ და `ელია~-ს დასახლების გამყოფ ახვლედიანის (კიბალჩიჩის) ხევს, გასდევს მას და რკინიგზის ხაზთან გადაკვეთის წერტილში უერთდება საწყის წერტილს.
 
`ვაკე-საბურთალოს~  რაიონის საზღვრის აღწერა
 
  • საზღვარი მცხეთის რაიონთან
 
საზღვრის საწყისია ზაჰესის რკინიგზის ხიდის გადაკვეთის წერტილი მდ. მტკვრის კალაპოტის ღერძთან, საიდანაც საზღვარი მიუყვება დასავლეთის გზატკეცილს დასავლეთის მიმართულებით 1 კმ-ზე. შემდეგ სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით აუყვება ხეობას ქედის თხემამდე და გრძელდება დასავლეთის მიმართულებით 3,5 კმ-ზე თხემის გასწვრივ, `მუხათგვერდის~ სასაფლაოს ჩრდილოეთით, სახელმწიფო გეოდეზიურ პუნქტამდე (1040,2 მ.). ეს საზღვარი დიღმის საკრებულოს საზღვარს ემთხვევა. ამის შემდეგ მკვეთრად სამხრეთის მიმართულებით მიემართება სწორი ხაზით 1,5 კმ-ზე და უერთდება თბილისი-ლისის საავტომობილო გზას. აქედან 1 კმ-ზე თხინვალის გზით მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით სოფ. `თხინვალამდე~. ამის შემდეგ უვლის სოფ. `თხინვალს~ დასავლეთის მხრიდან 2კმ-ზე და მიდის სახელმწიფო გეოდეზიურ პუნქტამდე (954მ) სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით. აქედან საზღვარი ჩამოუყვება თხემს სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით 2,5 კმ-ზე `ვერეს ხეობამდე~ თბილისი-წყნეთის მაგისტრალის უკიდურეს დასავლეთ წერტილზე გამავალი მართობული ხაზის გადაკვეთამდე; --
 
საზღვარი დიდგორის რაიონთან
 
შემდეგ უხვევს ხელმარცხნივ თბილისი-წყნეთის მაგისტრალის უკიდურეს დასავლეთ წერტილის გასწვრივ, უერთდება მაგისტრალს და გასდევს მას `კაკლების დასახლების~ მოსახვევამდე, იმედაძის ქუჩის გაყოლებით შემოუვლის და ტერიტორიის გარეთ დატოვებს `კაკლების დასახლებას~; ამის შემდგომ ელექტროქვესადგურის ტერიტორიის საზღვრის გაყოლებით უერთდება ბაგების ხევს, მიუყვება ხევის ღერძს 660 ნიშნულის ჰორიზონტალის გადაკვეთის წერტილამდე, საიდანაც მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით 3,0 კმ-ს მანძილზე,
 
  • საზღვარი ძველი თბილისის რაიონთან
 
საზღვარი უხვევს ჩრდილოეთით ვარაზისხევის გადაკვეთის წერტილამდე,   საიდანაც საზღვარი მიჰყვება ვარაზისხევს კეკელიძის ქუჩამდე, შემდეგ კეკელიძის ქუჩის ღერძის გაყოლებით ეშვება და უერთდება ი.ჭავჭავაძის ქუჩის ღერძს. აქედან საზღვარი მიუყვება ი.ჭავჭავაძის ქუჩის ღერძს, მოიცავს       ი. ჭავჭავაძის გამზირის #5,3,1 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის, ჰერა-სამეანო გინეკოლოგიური კლინიკის  (ყოფილი მე-4 მთავარი სამმართველოს საავადმყოფო-პოლიკლინიკის შენობა) და ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაკვეთების საზღვარს, უერთდება ვარაზისხევის ქუჩის ღერძს, მიუყვება მას და ეშვება გმირთა მოედანზე. აქედან მიემართება თამარ მეფის (ჩელუსკინელების ქ.) გამზირის ღერძის გასწვრივ  მდინარე მტკვრის კალაპოტის ღერძამდე და მიუყვება კალაპოტის ღერძს ჩრდილოეთით მუშტაიდის ჩრდილო-დასავლეთ კუთხემდე
 
  • საზღვარი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონთან 
 
აგრძელებს მიმართულებას და გასდევს მდინარე მტკვრის შუა ხაზს დიღმის ხევამდე, შემდეგ მიუყვება დიღმის ხევს გელოვანის გამზირამდე, მისდევს მის ღერძს და გრძელდება დავით აღმაშენებლის ხეივანის გამყოფი ღერძის გასწვრივ დიღომი-გლდანის დამაკავშირებელ მაგისტრალამდე, სადაც უხვევს აღმოსავლეთით, მთლიანად მოიცავს სატრანსპორტო კვანძის მარჯვენა მხარეს ზედა მაგისტრალის ჩრდილო ნაწილის ღერძამდე და მიუყვება მაგისტრალის ჩრდილო ნაწილის ღერძს, ხოლო შემდგომ ხიდის ჩრდილოეთის კონტურს მტკვრის კალაპოტის შუა ხაზამდე
 
  • საზღვარი გლდანი-ნაძალადევის რაიონთან
 
შემდგომ მიუყვება მტკვრის კალაპოტის შუა ხაზს  და ავჭალის სარკინიგზო ხიდთან გადაკვეთის წერტილში უერთდება საწყის წერტილს.
 

  *შენიშვნა* - `თბილისის ძველი ადმინისტრაციული საზღვრის~ ქვეშ ტექსტში ყველგან იგულისხმება ადმინისტრაციული საზღვარი რომელიც მოქმედებდა  2007 წლამდე.
 
 

პროექტი
ქ. თბილისის საკრებულო
გადაწყვეტილება #
`----~ --------------  2006 წ.

ქ. თბილისში გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ
 
`საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ~ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-2 პუნქტის `კ~ ქვეპუნქტის თანახმად ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:
 
1. დედაქალაქში გარე ვაჭრობად მიჩნეულ იქნეს ქალაქის ქუჩებზე, მოედნებსა და ტროტუარებზე, ასევე დასასვენებელ ადგილებში მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან ვაჭრობა.
2. მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული  კონსტრუქციებიდან ვაჭრობისათვის დასაშვები საქონლის ნომენკლატურა განისაზღვრება ქ. თბილისის მთავრობის მიერ.
3. საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილებში ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილები მოეწყოს ისე, რომ ისინი აკმაყოფილებდნენ ქალაქის იერსახის მოთხოვნებს და არ შეაფერხონ ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. ვაჭრობა განხორციელდეს მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების, სხვა ნორმებისა და წესების დაცვით.
4. ქ. თბილისის მთავრობამ:
ა) განსაზღვროს გარე ვაჭრობის კონკრეტული ადგილები, ამ ადგილებით სარგებლობის ფორმები და ამისათვის განახორციელოს საჭირო ღონისძიებები;
ბ) შეიმუშაოს სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას გარე ვაჭრობის ორგანიზების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები.
5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) `ქ. თბილისის ტერიტორიაზე მსუბუქი ტიპის არქიტექტურული ფორმების განთავსებისას საერთო სარგებლობაში არსებული საჯარო ნივთების გამოყენების წესის თაობაზე~ ქ. თბილისის საკრებულოს 2002 წლის 29 მაისის #6-3 გადაწყვეტილება; 
ბ) `ქ. თბილისის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის ნებართვის გაცემისა და  მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ~ ქ. თბილისის საკრებულოს 2003 წლის 20 ივნისის #10-2 გადაწყვეტილება; 
გ) `ქ. თბილისის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის აკრძალვის ღონისძიებათა შესახებ~ ქ. თბილისის საკრებულოს 2004 წლის 30 იანვრის #2-6 გადაწყვეტილება;
დ) `ქ. თბილისში დროებითი სტაციონარების განლაგების რეგულირებისა და გარე ვაჭრობის მოსაკრებლის დაგეგმვის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ~ ქ. თბილისის საკრებულოს 2004 წლის 18 მარტის #4-5 გადაწყვეტილება.
6. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე `ნორმატიული აქტების შესახებ~ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
 
 
საკრებულოს თავმჯდომარე             ზ. ბეგაშვილი
საკრებულოს მდივანი                        თ. ქურხული
 
 
პროექტი
ქ. თბილისის საკრებულო
გადაწყვეტილება
#       `----~ --------------  2007 წ.      ქ. თბილისი
 
`ქ. თბილისში გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ” ქ. თბილისის
საკრებულოს 2006 წლის 29 დეკემბრის #4-27  გადაწყვეტილებაში
ცვლილების შეტანის თაობაზე
 
1. `ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა `ქ. თბილისში გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 29 დეკემბრის  #4-27 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
`5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) `ქ. თბილისის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის ნებართვის გაცემისა და  მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ~ ქ. თბილისის საკრებულოს 2003 წლის 20 ივნისის #10-2 გადაწყვეტილება; 
ბ) `ქ. თბილისის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის აკრძალვის ღონისძიებათა შესახებ~ ქ. თბილისის საკრებულოს 2004 წლის 30 იანვრის #2-6 გადაწყვეტილება;
გ) `ქ. თბილისში დროებითი სტაციონარების განლაგების რეგულირებისა და გარე ვაჭრობის მოსაკრებლის დაგეგმვის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ~ ქ. თბილისის საკრებულოს 2004 წლის 18 მარტის #4-5 გადაწყვეტილება.”
2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
     
     საკრებულოს თავმჯდომარე                  ზაზა ბეგაშვილი
 
 
2007 წლის 20 ნოემბრის მდგომარეობით
ქალაქ თბილისის საკრებულოს
გადაწყვეტილება №24-5
2005 წლის 23 დეკემბერი
“ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის
წესის დამტკიცების შესახებ
 “საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 და 45-ე მუხლების შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:
 1. დამტკიცდეს ქ. თბილისის 2006 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული “ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესი” (დანართი N1).
 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის საკრებულოს 2005 წლის 20 მაისის N№ 11-6 გადაწყვეტილება.
 3. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ქ. თბილისის საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო და საინვესტიციო პოლიტიკის კომისიის თავმჯდომარეს.
 4. გადაწყვეტილება ძალაში შედის 2006 წლის 1 იანვრიდან.


 საკრებულოს თავმჯდომარე                         ზ. ბეგაშვილი
 საკრებულოს მდივანი                               ზ. ჟვანია
 
 
 
 
 
დანართი 1
“ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესი
 
    ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესი” (შემდგომში ‘’წესი”) აწესრიგებს ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 29 დეკემბრის №4-23 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის” ფარგლებში საცხოვრებელი შენობების სახურავის, ლიფტის, შიდა წყალ-კანალიზაციის გაყვანილობის, სახურავის წყალსაწრეტი მილებისა და სადარბაზოს კარებების შესაკეთებელი სამუშაოების, ასევე ამხანაგობის კუთვნილი მიმდებარე ტერიტორიის დაფიქსირებისთვის აუცილებელი სამუშაოების დაფინანსების პროცედურებს.
მუხლი 1.
1. „ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის” ფარგლებში საცხოვრებელი შენობების სახურავის, ლიფტის, შიდა წყალ-კანალიზაციის გაყვანილობის, სახურავის წყალსაწრეტი მილებისა და სადარბაზოს კარებების შესაკეთებელი სამუშაოების, ასევე ამხანაგობის კუთვნილი მიმდებარე ტერიტორიის დაფიქსირებისთვის აუცილებელი სამუშაოების დაფინანსების თხოვნით, ქალაქ თბილისის მერიის სამოქალაქო მონაწილეობისა და ინტეგრაციის საქალაქო სამსახური – თბილისის კორპუსისათვის (შემდგომში - ,,სამსახური”) განაცხადით მიმართვის უფლება აქვს სამსახურში აღრიცხვაზე მდგარ ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობას (შემდგომში - ,,ამხანაგობა”).
2. ამხანაგობამ სამსახურში აღრიცხვაზე დადგომისას უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის საერთო კრების ოქმის დედანი;
ბ) ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულების დედანი ამხანაგობასა და მოწვეულ მმართველს შორის, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
გ) ამხანაგობის წესდება; 
დ) ამხანაგობის წევრთა 2/3-ის ან, თუ წევრთა რიცხვი თორმეტს არ აღემატება – 3/4–ის ხელმოწერები, წევრთა სახელი-გვარის, ბინის, ტელეფონის ნომრებისა და პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი საბუთის მონაცემების მითითებით;
ე) საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ იმ მრავალბინიან სახლში ბინის მესაკუთრედ ყოფნის ფაქტს, რომელშიც აირჩიეს თავმჯდომარედ.
მუხლი 2.
1. განაცხადი (პროექტი) მიიღება ყოველი თვის 1-დან 10 რიცხვამდე.
2. განაცხადი (პროექტი) უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო მონაცემებს:
ა) თავფურცელს, რომელშიც ასახული იქნება ინფორმაცია განმცხადებელი ამხანაგობის შესახებ;
ბ) პრობლემის არსს, რომელიც უნდა შეიცავდეს იმ კონკრეტული პრობლემების მიმოხილვას, რომლის გადაჭრისკენაც არის მიმართული ამხანაგობის განაცხადი;
გ) ბიუჯეტს, რომელშიც უნდა იქნეს განსაზღვრული შესასრულებელი სამუშაოებისათვის საჭირო თანხები და უნდა ეფუძნებოდეს მომსახურე ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ხარჯთაღრიცხვას;
დ) მომსახურე ორგანიზაციის დასახელებას, რომელიც შეასრულებს განაცხადით (პროექტით) გათვალისწინებულ სამუშაოებს;
ე) ამხანაგობის წევრთა სახელსა და გვარს, ხელმოწერებს (სულ ცოტა ნახევარზე მეტის), ბინისა და ტელეფონის ნომრებს. 
3. ბიუჯეტი აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ამხანაგობის თანამონაწილეობის წილს განაცხადში (პროექტში) შემდეგი პროცენტული ოდენობით:
ა) შენობის სახურავის შეკეთების შემთხვევაში – 25%;
ბ) ლიფტის შეკეთების შემთხვევაში – 30%; 
გ) შიდა წყალ-კანალიზაციის გაყვანილობის შეკეთების შემთხვევაში –  30%;
დ) სახურავის წყალსაწრეტი მილების შეკეთების შემთხვევაში – 50%;
ე) სადარბაზოს კარებების შეკეთების შემთხვევაში – 50%;
ვ) ამხანაგობების კუთვნილი მიმდებარე ტერიტორიის დაფიქსირება (წითელ ხაზებში მოქცევა) –50%.
4. განაცხადს (პროექტს) თან უნდა ერთვოდეს:
ა) სამსახურის მიერ გაცემული ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ფურცელი;
ბ) მომსახურე ორგანიზაციის მიერ მომზადებული დეფექტური აქტისა და ხარჯთაღრიცხვის ქსეროასლი. 
მუხლი 3.
 1. სამსახური ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით აღრიცხავს და განიხილავს ამხანაგობის მიერ შემოტანილი განაცხადის (პროექტის) შესაბამისობას ამ წესით დადგენილ პირობებთან.
      2. სამსახური ვალდებულია ერთი თვის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
3. განაცხადი (პროექტი) არ დაკმაყოფილდება, თუ:
 ა) წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა და დეფექტური აქტი შედგენილია დარღვევით;
 ბ) ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულებიდან გამომდინარე მისი დაფინანსება მიზანშეუწონელია;
 გ) ამოიწურა გასაცემი თანხების ყოველთვიური ლიმიტი:
      დ) თუ ლიფტი, სახურავი, შიდა წყალ-კანალიზაციის გაყვანილობა, სახურავის წყალსაწრეტი მილები და სადარბაზოს კარებები შეკეთებულია მერიის მიერ ბოლო სამი წლის განმავლობაში.
 4. შესაკეთებელი სამუშაოების დაფინანსებისას, უპირატესობა მიენიჭება  მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებს (8 და მეტი სართულიანობა) და შენობის მდგრადობის აუცილებლობიდან გამომდინარე შიდა წყალკანალიზაციის შეკეთების სამუშაოებს.
 5. შიდა წყალკანალიზაციის გაყვანილობის შესაკეთებელი სამუშაოების დაფინანსებისას უპირატესობა მიენიჭება ამხანაგობას, რომელსაც სამსახურისგან მანამდე დაფინანსება არ მიუღია.
 
მუხლი 4.
1. ამხანაგობა ვალდებულია განაცხადის დაკმაყოფილებიდან 3 (სამი) კვირის ვადაში თვითონ გააფორმოს ხელშეკრულება შესაბამის მომსახურე ორგანიზაციასთან, რომელიც განახორციელებს განაცხადით (პროექტით) გათვალისწინებულ სამუშაოებს.
 2. ამხანაგობა ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს მომსახურე ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულებისა და მათი წილის შესაბამისი თანხის ავანსის სახით გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრის ასლები, განაცხადის დაკმაყოფილებიდან სამი კვირის ვადაში.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევა გამოიწვევს  განაცხადის დაკმაყოფილების შესახებ ადმინისტრაციული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამხანაგობის თავმჯდომარის დასაბუთებული წერილობითი განცხადების საფუძველზე ზემოაღნიშნული დარღვევის მიზეზს სამსახური მიიჩნევს საპატიოდ.
მუხლი 5.
 1. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ სამსახური დებს შეთანხმებას ამხანაგობასთან, მათთვის გადასაცემი თანხის განკარგვის წესის შესახებ.
 2. სამსახურის მიერ გადასარიცხ თანხას ამხანაგობა ან ამხანაგობის თავმჯდომარის წერილობითი განცხადების საფუძველზე – მომსახურე ორგანიზაცია მიიღებს სამუშაოს დასრულების შემდეგ.
 3. ამხანაგობა ვალდებულია განაცხადით (პროექტით) გათვალისწინებული სამუშაოები განახორციელოს შეთანხმებით გათვალისწინებულ ვადაში და წესით.
 4. შესაკეთებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ 3 დღის განმავლობაში ამხანაგობის მიერ სამსახურში უნდა იქნას წარმოდგენილი შესრულებული საქმიანობის თაობაზე ფინანსური ანგარიში.
 5. ამხანაგობის მიერ წარმოდგენილი ტექნიკურ-ფინანსური ანგარიშის საფუძველზე სამსახური ახორციელებს საბოლოო ფინანსურ ანგარიშსწორებას. 
 6. წარდგენილი განაცხადის (პროექტის) დაფინანსების შემთხვევაში ამხანაგობას უფლება აღარ აქვს განმეორებით მიმართოს სამოქალაქო მონაწილეობისა და ინტეგრაციის საქალაქო სამსახურს – თბილისის კორპუსს განაცხადით (პროექტით) იმავე პრობლემის მოსაგვარებლად.
 7. თუ მომსახურე ფიზიკური ან იურიდიული პირი დაარღვევს ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობასთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს (სამუშაოს დასრულების ვადა, გარანტია და სხვ.) სამსახურს უფლება ეძლევა შემდგომში არ დააფინანსოს ამხანაგობის ის განაცხადი, რომელსაც საფუძვლად ედება ზემოაღნიშნული მომსახურე პირის მიერ შედგენილი დეფექტური აქტი და ხარჯთაღრიცხვა.
     8. ამხანაგობა პასუხისმგებელია მის მიერ წარმოდგენილი ტექნიკურ-ფინანსური ანგარიშის შესაბამისობაზე ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოსთან.

 

2007 წლის 20 ნოემბრის მდგომარეობით
ქალაქ თბილისის საკრებულო
გადაწყვეტილება №10 - 54
2007 წლის 6 სექტემბერი
დედაქალაქის, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის  50%-ზე მეტი  წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის დებულების დამტკიცების შესახებ
1. “სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, “საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის “თ” ქვეპუნქტის, 231 და 38-ე მუხლების, “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლისა და “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა დამტკიცდეს “დედაქალაქის, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის დებულება” დანართის თანახმად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს “ქ. თბილისის მთავრობის წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დებულებების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2003 წლის 27 ივნისი N10-6 გადაწყვეტილება.
3. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
 

 საკრებულოს თავმჯდომარე                                  ზაზა ბეგაშვილი
     
 
 
 
 
 
 
 

                                                                                              დანართი
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
დედაქალაქის, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული  ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის შესახებ
     ეს დებულება შემუშავებულია “სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, “საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის “თ” ქვეპუნქტის, 231 და 38-ე მუხლების და “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის საფუძველზე და აწესრიგებს დედაქალაქის, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულ 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების (შემდგომში საწარმოები) ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესს.
 
 მუხლი 1. ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის ფორმები
 1. საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს:
 ა) ბალანსიდან ჩამოწერა;
 ბ) რეალიზება;
 გ) ძირითადი საშუალებების საწარმოს საწესდებო კაპიტალიდან ამოღება, ან/და სხვა საწარმოს საწესდებო კაპიტალში შეტანა.
 2. საწარმოების ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემა შესაძლებელია:
       ა) იჯარით;
       ბ) ქირავნობით;
       გ) უზუფრუქტით;
       დ) თხოვებით.
 3. ქ. თბილისის მთავრობასთან შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული განკარგვისა და გადაცემის სხვა ფორმებიც.
 მუხლი 2. ძირითადი საშუალებების ბალანსიდან ჩამოწერა 
 1. ძირითადი საშუალებების ჩამოწერა ხდება საწარმოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, გარდა საზოგადოების ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამოწერისა, რაც ხორციელდება ქ. თბილისის მთავრობის თანხმობით, ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის წარდგინების საფუძველზე. თანხმობა საჭიროა იმ შემთხვევაშიც, როდესაც ჩამოსაწერი მოძრავი ძირითადი საშუალებებების საწყისი საბალანსო  ღირებულება მთლიანობაში აღემატება 5 000 (ხუთი ათასი) ლარს.
 2. საწარმოს ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების ჩამოწერა ხდება ყოველი მიმდინარე წლის ბოლოს ჩატარებული აქტივებისა და ვალდებულებათა ინვენტარიზაციის საფუძველზე, ხოლო ჩამოწერის შედეგები აისახება საწარმოს წლიურ ბალანსზე. გამონაკლის შემთხვევებში, თუ ამას საწარმოს ინტერესები მოითხოვს, ძირითადი საშუალებების ჩამოწერა შეიძლება განხორციელდეს წლის სხვა პერიოდშიც.
 3. ძირითადი საშუალებების ბალანსიდან ჩამოწერის მიზნით საწარმოს ხელმძღვანელი  შესაბამისი  ბრძანებით  ქმნის  კომისიას,  რომელშიც შედიან საწარმოს ხელმძღვანელები, ბუღალტერი და სხვა თანამშრომლები. კომისიის წევრი შესაძლებელია იყოს მოწვეული პირიც.
 4. კომისია სწავლობს ამორტიზებული ან ექსპლოატაციისათვის გამოუყენებელი (ვადაზე ადრე ჩამოწერა) ძირითადი საშუალების ფაქტიურ ფიზიკურ მდგომარეობას, ასაბუთებს ძირითადი საშუალების საწარმოს ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ადგენს ლიკვიდაციის (ჩამოწერის) აქტებს, ყველა ძირითად საშუალებაზე ცალ-ცალკე. კომისია ასევე ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტს, ამ დებულებაზე თანდართული ტიპიური აქტების ფორმის შესაბამისად (დანართი 1, დანართი 2) და ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ლიკვიდაციის შედეგად მიღებული სასაქონლო მატერიალური მარაგების ღირებულების დადგენის აქტებს, რომლის საფუძველზეც ხდება სასაქონლო მატერიალური მარაგების საწარმოო მარაგების სახით ბალანსზე აყვანა.  
 5. საწარმოს ხელმძღვანელი უზრუნველყოფს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულებისა და მათი ლიკვიდაციის შედეგად მიღებული სასაქონლო მატერიალური მარაგების ღირებულებების დადგენის აქტების შემოწმებასა და დადასტურებას შესაბამისი ლიცენზიის მქონე აუდიტორის მიერ, რის შემდეგაც იგი ამტკიცებს კომისიის მიერ ძირითადი საშუალებების ჩამოწერასთან დაკავშირებულ ყველა აქტს.
 6. დაუმთავრებელი მშენებლობის ან ექსპლოატაციისათვის გამოუსადეგარი შენობა-ნაგებობის ჩამოწერისას, საჭიროა საექსპერტო დასკვნა.
 7. ძირითადი საშუალებების ჩამოწერის შედეგად მიღებული ჯართის რეალიზება უნდა განხორციელდეს აუქციონის (აუქციონი პირობებით) ფორმით.
 8. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს საწარმოს ხელმძღვანელობა და შესაბამისი სააუქციონო კომისია, რომელსაც ქმნის საწარმოს ხელმძღვანელი შესაბამისი აქტის საფუძველზე და საწარმოს ხელმძღვანელის, ბუღალტერის, ტექნიკური პერსონალის და ქ. თბილისის ადგილობრივი  ქონების მართვის საქალაქო სამსახურის თანამშრომლის შემადგენლობით.
 9. ჩამოწერის მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია საწარმოს ხელმძღვანელი.
მუხლი 3. ძირითადი საშუალებების რეალიზება
 1. ძირითადი საშუალებების რეალიზება ხდება საწარმოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მთავროვბასთან შეთანხმებით.
 2. ძირითადი საშუალებების რეალიზება ხორციელდება აუქციონით (აუქციონი პირობებით).
 3. ძირითადი საშუალებების პირდაპირი განკარგვის ფორმით რეალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქ. თბილისის მთავრობა. 
 4. საწარმოს ხელმძღვანელობა ვალდებულია ქ. თბილისის მთავრობას, შესათანხმებლად წარუდგინოს აუქციონის პირობები და საწყისი ფასი, ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის მიერ დადგენილ ძირითადი საშუალებების რეალიზების საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად.
 5. აუქციონის (აუქციონის პირობებით) ორგანიზებას ახორციელებს საწარმოს ხელმძღვანელობა და შესაბამისი სააუქციონო კომისია.
 6. ძირითადი საშუალებების რეალიზებიდან მიღებული თანხა ირიცხება საწარმოს ანგარიშზე.
 7. ძირითადი საშუალებების რეალიზების შედეგად მისაღები თანხის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საწარმოს ხელმძღვანელი ქ. თბილისის მთავრობასთან შეთანხმებით.
მუხლი 4. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების                   განადგურება
1. ძირითადი საშუალებების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენებაც შეუძლებელია, საწარმოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილების საფუძველზე ექვემდებარება განადგურებას.
2. ქომების განადგურების პროცესს ესწრება შესაბამისი საწარმოს უფლებამოსილი წარმომადგენელი და ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი.
3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს შესაბამისი საწარმო, რომელსაც ეკუთვნის გასანადგურებელი ქონება.
4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნისათვის გამოყოფილ ადგილებში, ან ნაგვის დასაწვავ ადგილებში.
5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ პირები, რომელნიც ესწრებიან განადგურების პროცესს.
6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი საწარმოს მიერ.
7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია საწარმოს ხელმძღვანელი.
მუხლი 5. ძირითადი საშუალებების საწარმოს საწესდებო კაპიტალიდან                   ამოღება და/ან  სხვა საწარმოს საწესდებო კაპიტალში შეტანა
 1. გადაწყვეტილებას საწარმოს საწესდებო კაპიტალის გაზრდის ან შემცირების შესახებ იღებს ქ. თბილისის მთავრობა.
 2. საწარმოს საწესდებო კაპიტალში ცვლილებების შეტანა საჭიროებს შესაბამისი ლიცენზიის მქონე აუდიტორის მიერ დამოწმებულ აუდიტორულ დასკვნას.
 3. საწარმოს მიერ სხვა საწარმოთა საწესდებო კაპიტალში ქონებრივი შენატანის განხორციელება ხდება საწარმოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მთავრობასთან  შეთანხმებით.
მუხლი 6. ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში (იჯარით,                   ქირავნობით, სასყიდლიანი უზუფრუქტით, თხოვებით და სხვ.)                   გაცემა
 1. უძრავი ძირითადი საშუალებების იჯარით, ქირავნობით ან სასყიდლიანი უზუფრუქტით გაცემა ხორციელდება საწარმოს ხელმძღვანელის ინიციატივით ქ. თბილისის მთავრობის  გადაწყვეტილების საფუძველზე. 
       2. ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში  გადაცემა (გარდა თხოვების ფორმით გადაცემისა) ხორციელდება აუქციონის (აუქციონი პირობებით) ფორმით.
 3. ძირითადი საშუალებების პირდაპირი განკარგვის ფორმით დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქ. თბილისის მთავრობა.
 4. საწარმოს ხელმძღვანელობა ვალდებულია ქ. თბილისის მთავრობას შესათანხმებლად წარუდგინოს აუქციონის პირობები და საწყისი ფასი ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის მიერ დადგენილ ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემის საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად.
 5. ძირითადი საშუალებების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სხვა ფორმებით გადაცემისას ასევე გამოიყენება ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტები, გარდა თხოვების ფორმით გაცემისა, რომელიც ხორციელდება საწარმოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილების საფუძველზე, ქ. თბილისის მთავრობასთან შეთანხმებით და არ საჭიროებს აუქციონის (აუქციონი პირობებით) მოწყობას.
 6. ძირითადი საშუალებების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სხვა ფორმებით და/ან პირდაპირი განკარგვით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქ. თბილისის მთავრობა. 
 7. საწარმოს ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებები, აუქციონის (აუქციონი პირობებით) მოწყობის გარეშე, დროებით სარგებლობაში, შეიძლება გადაეცეს იმ სახელმწიფო საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, საქვეუწყებო დაწესებულებებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომელთა დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან. აღნიშნული ხორციელდება საწარმოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილების საფუძველზე ქ. თბილისის მთავრობასთან  შეთანხმებით.
 8. საწარმოს პრივატიზების შემთხვევაში საწარმოს მყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს საწარმოს პრივატიზებამდე საწარმოს ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემის ურთიერთობები (ხელშეკრულებები), რაც ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში გაცემის ერთ-ერთი ძირითადი პირობაა და უნდა მიეთითოს ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში გაცემის სააუქციონო და სახელშეკრულებო პირობებში. ეს პირობა შესაძლებელია არ იქნეს გათვალისწინებული მხოლოდ ქ. თბილისის მთავრობის  წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში.
 9. საწარმოს ხელმძღვანელობა ვალდებულია ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურს წლიურ შედეგებთან ერთად წარუდგინოს ინფორმაცია ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემის შედეგებისა და გადაცემული ქონების მდგომარეობის შესახებ.
 მუხლი 7. აუქციონი (აუქციონი პირობებით)
1. აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის მიზანია საკუთრების ან დროებით სარგებლობის უფლება გადაეცეს მყიდველს ან იმ პირს სარგებლობაში,  რომელიც ვაჭრობის პროცესში საწარმოს (გამყიდველს) ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
2. პირობებით გამოცხადებული აუქციონის მიზანია საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს, ან ქონება გადაეცეს სარგებლობაში იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში საწარმოს (გამყიდველს) ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
3. ქონების ღირებულების განსაზღვრისას გამოიყენება „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე საქართველოს პრზიდენტის მიერ დამტკიცებული წესი ან/და სერტიფიცირებული აუდიტორის დასკვნა.
4. აუქციონის (აუქციონი პირობებით) ჩატარებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეთა შესახებ (მათ შორის აუქციონში მონაწილეთა რაოდეობის შესახებ) კონფიდენციალურია.
5. აუქციონში (აუქციონი პირობებით) მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს.
მუხლი 8. აუქციონი (აუქციონი პირობებით) ორგანიზება
1. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს საწარმოს ხელმძღვანელობა და შესაბამისი სააუქციონო კომისია, რომელსაც ქმნის საწარმოს ხელმძღვანელი შესაბამისი აქტის საფუძველზე და საწარმოს ხელმძღვანელის, ბუღალტერის, ტექნიკური პერსონალის და ქ. თბილისის ადგილობრივი  ქონების მართვის საქალაქო სამსახურის თანამშრომლის შემადგენლობით.
2. სააუქციონო კომისიის შემადგენლობაში შედიან თავმჯდომარე, მდივანი, აუქციონატორი, რეგისტრატორი და სხვა წევრები.
3. საწარმო უზრუნველყოფს ინფორმაციის გამოქვეყნებას ბეჭდვით ორგანოში, ინფორმაცია ასევე შეიძლება გამოქვეყნებულ იქნეს სხვა საინფორმაციო საშუალებებშიც. ამასთან შესაბამისი საწარმო განსაკარგი ქონების შესახებ ინფორმაციას აწვდის ქ. თბილისის მთავრობას, რომელიც მას განთავსებს ქ. თბილისის მერიის ინტერნეტ-გვერდზე.
4. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა)  საწარმოს დასახელებას და ადგილსამყოფელს;
ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს (აუქციონის პირობებით გამოცხადების შემთხვევაში);
გ) ქონების დასახელებას;
დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრებისა და აუქციონის  ჩატარების თარიღებს;
ე) “ბეს”, სავაჭრო ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს საწარმო (გამყიდველი);
ვ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;
ზ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც საწარმო (გამყიდველი) ჩათვლის მიზანშეწონილად.
5. მყიდველს უფლება აქვს მიიღოს გასაყიდი ქონების შესახებ საწარმოს ხელთ არსებული კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი ინფორმაცია.
6. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს განსაკარგ ქონებას.
 
მუხლი 9. აუქციონში (აუქციონი პირობებით) მონაწილეობის პირობები
1. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება.
2. აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან 30-ე (ოცდამეათე) კალენდარულ დღეს. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების  დღის ჩათვლით და საწარმოს (გამყიდველის) მიერ დადგენილ საათამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც ოცდამეათე კალენდარული დღე ემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ განაცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე.
3. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში - მონაწილე) აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:
ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, ქონების დასახელებას, იმ ქონების საწყის ფასს, რომლის შეძენაც სურს მონაწილეს. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში განაცხადში უნდა აისახოს მონაწილის თანხმობა პირობების შესრულებაზე;
ბ) “ბე”-ს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის საფასურის გადახდა უნდა  მოხდეს საწარმოს (გამყიდველის) მიერ მითითებულ ანგარიშზე);  
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
დ) ნოტარიალურად დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;
ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).
4. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ქონების პრივატიზებისათვის მოწყობილ აუქციონში, "ბე" და მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს თითოეული ქონებისათვის ცალ-ცალკე. 
5. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი მონაწილეზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს "აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში", იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მონაწილეს გადასცემს აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით მონაწილე ღებულობს აუქციონში მონაწილის სტატუსს.
6. მონაწილეს უფლება აქვს "ბეს" დაუკავებლად აუქციონში მონაწილეობაზე უარი განაცხადოს მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში.
7. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა) განაცხადის წარმომდგენი პირი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ შეიძლება ცნობილ იქნეს გასაყიდი ქონების მყიდველად;
ბ)  დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტის მოთხოვნები.
მუხლი 10. აუქციონის (აუქციონი პირობებით) ჩატარების წესი
1. აუქციონში მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება აუქციონი, აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.
2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას. 
3. აუქციონს ატარებს აუქციონატორი.
4. თითოეულ ობიექტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს ქონების  დასახელებას, მის საწყის ფასს, ბიჯს.  
5. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი, რომელიც ფიქსირდება დროის აღნიშვნით. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.
6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის ნომერს (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას) ისე, რომ თვალსაჩინო იყოს აუქციონატორისათვის. თუ ფასის სამჯერ გამოცხადებამდე დასახელდება მომდევნო ფასი, აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ფასის სამჯერ გამოცხადების შემდეგ ქონება ითვლება გაყიდულად (დროებით სარგებლობაში გადაცემულად) იმ აუქციონის მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.
7. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს სააუქციონო ვაჭრობის მსვლელობა და შედეგები. ოქმი ინომრება ქრონოლოგიურად. ოქმს  ხელს აწერს სააუქციონო კომისიის ყველა წევრი და აუქციონში გამარჯვებული პირი.
8. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი "ბე" არ დაუბრუნდება.
9. თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეებს შეტანილი "ბე" არ დაუბრუნდებათ.  
10. აუქციონის შედეგების ოქმი და სრული დოკუმენტაცია გადაეცემა საწარმოს (გამყიდველს), რომელიც მას ამტკიცებს აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.
 
მუხლი 11. გარიგებათა გაფორმების წესი
1. საწარმოს ქონების აუქციონის ფორმით განკარგვისა და გადაცემისას საწარმოს ხელმძღვანელსა და აუქციონში გამარჯვებულ პირს შორის იდება წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც მოწმდება სანოტარო წესით. 
2. აუქციონში გამარჯვებული პირი აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იხდის საბოლოო თანხას. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში - აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში. აუქციონში გამარჯვებული პირმა მითითებულ საბანკო ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესაბამება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს. 
3. გამარჯვებული პირის მიერ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე უარის თქმა ართმევს მას გამარჯვებულის სტატუსს და გადახდილი ,,ბე” არ უბრუნდება.
4. აუქციონში დამარცხებულ აუქციონის მონაწილეს აუქციონის შედეგების (ოქმის) დამტკიცებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, მოთხოვნის საფუძველზე, "ბე" უბრუნდება.
5. აუქციონში გამარჯვებულ პირს “ბე” ეთვლება ანგარიშწორებისას.
6. ხელშეკრულებაში შეტანილი უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები: 
ა) ცნობები საწარმოს (გამყიდველის) და აუქციონში გამარჯვებულის შესახებ;
ბ) ქონების დასახელება და სხვა მონაცემები;
გ) ფასის ოდენობა;
დ) პირობებიდან გამომდინარე მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ (პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში);
ე) სხვა მონაცემები გამოცხადებული აუქციონის და ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით.
                       
მუხლი 12. სხვა დებულებები
 აუქციონის შედეგებთან დაკავშირებულ სადაო, ან/და აუქციონის შედეგად დადებულ ხელშეკრულების ბათილად ცნობის საკითხებს განიხილავს სასამართლო მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
                                                                                              
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
      დანართი N1
ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის
(შენობა-ნაგებობათა და გადასაცემ მოწყობილობათა) ღირებულების დადგენის
ა ქ ტ ი
20..  წლის 1 ––––––––––––– მდგომარეობით
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(საწარმოს, ობიექტის, ორგანიზაციის დასახელება)
N ძირითადი საშუალების დასახელება ექსპლუა
ტაციაში შესვლის წელი ექსპლუა
ტაციაში ყოფნის ვადა საწყისი (საბალანსო) ღირბა
    შეძენილი 01.10.92 წ-მდე ათ. მან შეძენილი 01.10.92 წ-დან -01.04.93 წ-მდე ათ. მან. შეძენილი ათ. კუპ. შეძენილი
ლარებში
1 2 3 4 5 6 7 8
       
       
 სულ      
                        (გაგრძელება)
გადაფასების ინდ. (კოეფ.) აღდგენითი ღირებულება საამორტ.
ანარიცხის
ნორმა ძირ.ფონდის
სრულ აღდგენაზე
1992 წ.      14 სექტემბრის დადგენილე-
ბით N 926 1993 წ.    23 დეკემბრის დადგენილე-
ბით N933 1995 წ.    16 მაისის დადგენი
ლებით N263 ათ. კუპ. გრ12/1000 ლარებში 
9 10 11 12 13 14
     
     
     
(გაგარძელება)
ცვეთა ნარჩენი ღირებულება გადაფასება
მდე
ლარებში გადაფასების
კოდი გადაფასების კოეფიციენტი საქართველოს პრეზიდენტის 09.07.97 წ.
ბრძანებულებით N295 ღირებულე
ბა ლარებ
ში გადაფა-
სების შემეგ
ბუღალტ-
რული % ფაქტიური მდგომარეო-ბის % ლარე
ბში    
15 16 17 18 19 20 21
      
      
      
      
(გაგრძელება)
ახალი საამორტ. ანარიცხის ნორმა ძირ. ფონდის სრულ აღდგენაზე ფიზიკური ცვეთა ახალი ნორმებით ნარჩენი
ღირ-ბა
  
 ბუღალტ
რული ცვე
თის % ფაქტიური მდგომარე
ობის მიხედვით % საბოლოო ცვეთის % ლარე
ბში ლარებში აშშ დოლარებში
22 23 24 25 26 27 28
      
      
შენიშვნა: 
 1. ქონების საბაზრო ფასით განსაზღვრა უნდა მოხდეს საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის 18.07.97 წ. N79-ს ბრძანების ”საქართველოს ეროვნული მეურნეობის ძირითადი ფონდების გადაფასების შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად.
 2. ძირითადი ფონდების ღირებულების გაანგარიშებისას გრ. 21 - დან გრ. 25-ის ჩათვლით ძალაში შედის 1998 წლის 1 ივლისიდან.
კომისიის წევრები:  1. ვამტკიცებ      დირექტორი ვადასტურებ
         2.
         3.              ბ.ა.                                               4.
         5.
 
 
 
 
 
 
 
                                                   
 

  დანართი N2
ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა აქტიური ნაწილის
(მანქანა-დანადგარების და სხვა )
ღირებულების დადგენის
ა ქ ტ ი
2000  წლის 1 ––––––––––––– მდგომარეობით
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(საწარმოს, ობიექტის, ორგანიზაციის დასახელება)
N ძირითადი საშუალების დასახელება ექსპლუა
ტაციაში შესვლის წელი ექსპლუა-
ტაციაში ყოფნის ვადა საწყისი (საბალანსო) ღირ-ბა
    შეძენილი 01.10.92    წ-მდე
ათ. მან შეძენილი 01.10.92 წ-დან - 01.04.93 წ-მდე ათ. მან. შეძენილი ათ. კუპ. შეძენილი
ლარებში
1 2 3 4 5 6 7 8
       
       
 სულ      
                                                   (გაგრძელება)
გადაფასების ინდ. (კოეფ.) აღდგენითი ღირებულება საამორტ.
ანარიცხის ნორმა ძირ. ფონდის სრულ აღდგენაზე
1992 წ.14 სექტემბრის დადგენილე-
ბით N926 1993 წ.23 დეკემბრის დადგენილე-
ბით N933 1995 წ.16  მაისის დად
გენილებით N263 ათ კუპ გრ12/1000 ლარებში 
9 10 11 12 13 14
     
     
     
                                                        (გაგრძელება)
ცვეთა ნარჩენი ღირებულე
ბა გადაფასებამდე ლარებში გადა
ფასების
კოდი გადაფასების კოეფი-
ციენტი საქართველოს პრეზიდენტის 09.07.97 წ. ბრძანებულებით
N295 ღირებულება გადაფასების შემდეგ
ბუღალტ-
რული % ფაქტიური მდგო
მარეობის % ლარებში    
      
15 16 17 18 19 20 21
      
      
          (გაგრძელება)
ახალი საამორტ.. ანარიცხის ნორ
მა ძირ. ფონდის სრულ აღდგენაზე ფიზიკური ცვეთა ახალი ნორმებით ნარჩენი ღირბა
  
 ბუღალტრული ცვე-
თის % ფაქტიური მდგომარეო-ბის მიხედ-ვით % საბოლოო ცვეთის % ლარებში ლარებში აშშ დოლარებში
22 23 24 25 26 27 28
      
      
შენიშვნა:
 1. ქონების საბაზრო ფასით განსაზღვრა უნდა მოხდეს საქართველოს      სტატისტიკის დეპარტამენტის 18.07.97 წ. N79 - ს ბრძანების ”საქართველოს ეროვნული მეურნეობის ძირითადი ფონდების გადაფასების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად.“
 2. ძირითადი ფონდების ღირებულების გაანგარიშებისას გრ. 21-დან გრ. 25-ის  ჩათვლით ძალაში შედის 1998 წლის 1 ივლისიდან.  
 
 
ქ. თბილისის საკრებულო
გადაწყვეტილება № ––
2008 წ. ქ. თბილისი
დედაქალაქის ტერიტორიაზე სახელმწიფო და დედაქალაქის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის, დედაქალაქის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენისა და შესაბამისი ზონირების შესახებ
1. ,,საქართველოს დედაქალაქის  - თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ2” და ,,პ” ქვეპუნქტების, 38-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ” და ,,ე” ქვეპუნქტების ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულებით დამტკიცებული სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის პირველი  მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №1–1/1476 ბრძანებით დამტკიცებული ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების  სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ” წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის საფუძველზე  ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა დადგინდეს:
ა) დედაქალაქის ტერიტორიაზე სახელმწიფო და დედაქალაქის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონებისა და ქვეზონების საზღვრების აღწერა №1 დანართის თანახმად;
ბ) დედაქალაქის ტერიტორიაზე სახელმწიფო და დედაქალაქის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი №2 დანართის თანახმად;
გ) დედაქალაქის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობა №3 დანართის თანახმად;
დ) დედაქალაქის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობა №4 დანართის თანახმად;
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,დედაქალაქის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სახელმწიფო და დედაქალაქის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით ნორმატიული ფასის, სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ზონირების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 19 ნოემბრის №12-67 გადაწყვეტილება.
3. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. 
 
      საკრებულოს თავმჯდომარე                     ზაზა ბეგაშვილი           
 
 
დანართი №1
დამტკიცებულია
ქ. თბილისის საკრებულოს
2008 წლის --- თებერვლის
№-- გადაწყვეტილებით
დედაქალაქის ტერიტორიაზე სახელმწიფო და დედაქალაქის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონებისა
და ქვეზონების საზღვრების აღწერა
პირველი ზონა (ცენტრალური)
პირველი  ქვეზონა (ძველი თბილისი)
ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შემოისაზღვრება - მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროთი; აღმოსავლეთიდან – ისანი-სამგორის რაიონთან საერთო საზღვრით; სამხრეთ-დასავლეთიდან – ლანდშაფტის ზონიდან განაშენიანების გამყოფი საზღვრით გოგებაშვილის ქუჩამდე და  ამ ქუჩის გაყოლებით ვაკე-საბურთალოს რაიონის საზღვრამდე; ჩრდილო-დასავლეთიდან - ვაკე-საბურთალოს რაიონთან საერთო საზღვრით
მე-2 ქვეზონა (ძველი თბილისი)
ჩრდილო-აღმოსავლეთიდან - რკინიგზის ხაზით; აღმოსავლეთიდან – ისანი-სამგორის რაიონთან  საერთო საზღვრით;   სამხრეთ დასავლეთიდან - მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროთი; ჩრდილო-დასავლეთიდან შემოისაზღვრება - ევროკავშირის ქუჩით  რკინიგზამდე.
მე-3 ქვეზონა (ძველი თბილისი)
ჩრდილო-აღმოსავლეთიდან - რკინიგზის ხაზით; სამხრეთ-აღმოსავლეთიდან – ევროკავშირის ქუჩით  რკინიგზამდე; სამხრეთ-დასავლეთიდან - მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროთი; ჩრდილო-დასავლეთიდან შემოისაზღვრება დიდუბე-ჩუღურეთის რაიონთან საერთო საზღვრით.
მე-4  ქვეზონა (ძველი თბილისი)
ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შემოისაზღვრება - ლანდშაფტის ზონიდან განაშენიანების გამყოფი საზღვრით გოგებაშვილის ქუჩამდე და შემდგომ ზემო ვაკის განაშენიანების გამყოფი საზღვრით; სამხრეთ- აღმოსავლეთიდან –  ძველი თბილისის არსებული საზღვრით; სამხრეთ-დასავლეთიდან – დიდგორის რაიონთან საერთო საზღვრით.
მე-5 ქვეზონა (ვაკე)
ჩრდილოეთიდან შემოისაზღვრება ვერეს ხეობის ლანდშაფტური ზონის საზღვრით თამარაშვილის ქუჩამდე;აღმოსავლეთიდან - ძველი თბილისის რაიონთან საერთო საზღვრით; სამხრეთიდან –  ფალიაშვილის ქუჩით; დასავლეთიდან  – მიშველაძის ქუჩით და ჭავჭავაძის გამზირის გასწვრივ გიორგი წერეთლის ქუჩით.
მე-6 ქვეზონა (ვაკე)
ჩრდილოეთიდან შემოისაზღვრება ფალიაშვილის ქუჩით; აღმოსავლეთიდან - ძველი თბილისის რაიონთან საერთო საზღვრით; სამხრეთიდან –  ნაფარეულის, ქობულეთის, მცხეთის და ტაბიძის ქუჩებით; დასავლეთიდან  – მიშველაძის ქუჩით.
მე-7 ქვეზონა (ვაკე)
ჩრდილოეთიდან შემოისაზღვრება მდ. ვერეს კალაპოტით გმირთა მოედნამდე, სამხრეთ -დასავლეთიდან  – მე-5; მე-6 ქვეზონებთან და ძველი თბილისის რაიონთან საერთო საზღვრით; სამხრეთიდან – ლანდშაფტის ზონასთან  ზემო ვაკის განაშენიანების გამყოფი საზღვრით;  დასავლეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდან – ბაგების განაშენიანებიდან ლანდშაფტის ზონასთან  გამყოფი საზღვრით.
მე-8 ქვეზონა (ვაკე)
ჩრდილოეთიდან შემოისაზღვრება მდ. ვერეს კალაპოტით;  აღმოსავლეთიდან - ლანდშაფტის ზონის ბაგების განაშენიანებასთან გამყოფი საზღვრით;  სამხრეთიდან და დასავლეთიდან დიდგორის რაიონთან საერთო საზღვრით.
 მე-9 ქვეზონა (საბურთალო)
ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შემოისაზღვრება - მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროთი; სამხრეთ-აღმოსავლეთიდან – თამარ მეფის გამზირით, გმირთა მოედნითა და ვარაზის ხევით; სამხრეთიდან – მდ. ვერეს კალაპოტით, ჩრდილო-დასავლეთიდან და დასავლეთიდან –  დოლიძის ქუჩის მიმდებარე განაშენიანების კონტურით ლიხაურის ქუჩამდე, იყალთოს, ბახტრიონის, ალ. ყაზბეგის გამზირის, ტაშკენტის, კანდელაკის, გაგარინის ქუჩებით მტკვრის სანაპირომდე.
მე-10 ქვეზონა (საბურთალო)
ჩრდილოეთიდან შემოისაზღვრება კანდელაკის და ნუცუბიძის ქუჩით; აღმოსავლეთიდან – იყალთოს, ბახტრიონის, ალ. ყაზბეგის გამზირის, ტაშკენტის ქუჩებით, სამხრეთიდან  – ლიხაურის ქუჩიდან დოლიძის ქუჩის მიმდებარე  განაშენიანების კონტურით და მდ. ვერეს კალაპოტით; დასავლეთიდან  –   ვაჟა-ფშაველას პირველი შესახვევით  და თამარაშვილის ქუჩის გავლით მდ. ვერეს ხეობამდე.
მე-11 ქვეზონა (საბურთალო)
ჩრდილოეთიდან შემოისაზღვრება ვაზისუბნის ქუჩით, ბერიტაშვილის გზის სერპანტინით, დელისის ფერდის განაშენიანების კონტურით და ჟღენტის ქუჩით; აღმოსავლეთიდან –  გაგარინის ქუჩით, ვაჟა-ფშაველას პირველი შესახვევით  და თამარაშვილის ქუჩით მდ. ვერეს ხეობამდე. სამხრეთიდან  –  კანდელაკის ქუჩით და  მდ. ვერეს ხეობით; დასავლეთიდან  – ჟღენტის ქუჩის სერპანტინით; სანდრო ეულის ქუჩით და მისი წარმოსახვითი ხაზით მდ. ვერეს გადაკვეთამდე.
მე-12 ქვეზონა (საბურთალო)
ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შემოისაზღვრება თბილისი-ლისის საგარეუბნო გზით;  აღმოსავლეთიდან – მე-11 ქვეზონასთან საერთო საზღვრით; სამხრეთიდან – მდ. ვერეს ხეობით. დასავლეთიდან – მცხეთის რაიონთან საერთო საზღვრით.
მე-13 ქვეზონა (კრწანისი-ორთაჭალა)
ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შემოისაზღვრება მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროთი; სამხრეთ-დასავლეთიდან – გორგასლის ქუჩით.
მე-14 ქვეზონა (კრწანისი-ორთაჭალა)
ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შემოისაზღვრება გორგასლის ქუჩით; ჩრდილო-დასავლეთიდან  –    ბევრეთის ქუჩით და მისი გასწვრივი ქუჩის კალაპოტით; სამხრეთით – “დუქნისხევის" კალაპოტით.
მე-15 ქვეზონა (დიღომი დიდუბე)
ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია გვეტაძის, თემურ ფიფიას ქუჩებით. აღმოსავლეთიდან – რკინიგზის ხაზით. სამხრეთიდან – თამარ მეფის გამზირისა და ცაბაძის ქუჩით; აღმოსავლეთიდან დიდუბის ქუჩით და მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროთი.
მე-16 ქვეზონა (დიღომი დიდუბე)
ჩრდილოეთიდან  და  დასავლეთიდან შემოსაზღვრულია მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროთი; აღმოსავლეთიდან – რკინიგზის ხაზით;  სამხრეთიდან  –   გვეტაძისა დას თემურ ფიფიას ქუჩებით.
მე-17 ქვეზონა (დიღომი დიდუბე)
სამხრეთ-აღმოსავლეთიდან და აღმოსავლეთიდან შემოისაზღვრება - მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროთი; ჩრდილოეთიდან – ახმეტელის ქუჩით,დასავლეთიდან – მარშალ გელოვანის გამზირით და დავით აღმაშენებლის ხეივნით;  სამხრეთ-დასავლეთიდან –  მდ. დიღმისწყლის კალაპოტით.
 მე-18 ქვეზონა (დიღომი დიდუბე)
აღმოსავლეთიდან შემოისაზღვრება - მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროთი;  ჩრდილოეთიდან  –   გიორგი მინდელის ქუჩის მიმდებარე ნაკვეთებით და ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიის კონტურით; სამხრეთიდან – ახმეტელის ქუჩით, დასავლეთიდან – დავით აღმაშენებლის  გამზირით.
მეორე ზონა (შუალედური)
მე-19 ქვეზონა (დიდი დიღომი)
ჩრდილოეთიდან - მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროთი; აღმოსავლეთიდან შემოისაზღვრება დავით აღმაშენებლის ხეივანით და დიღმის ჭალის სასაზღვრო ფლატის კონტურით; სამხრეთიდან – დიდი დიღმის ცენტრალური მაგისტრალით.ჩრდილო-დასავლეთიდან – აგრარული უნივერსიტეტის შემომსაზღვრელი გრუნტის გზით და დემეტრე თავდადებულის  ქუჩით.
მე-20 ქვეზონა (დიდი დიღომი)
ჩრდილოეთიდან  –  დიდი დიღმის ცენტრალური მაგისტრალით;  აღმოსავლეთიდან შემოისაზღვრება დავით აღმაშენებლის ხეივანით; სამხრეთ-დასავლეთიდან – მდ. დიღმისწყლის კალაპოტით; დასავლეთიდან – სოფ. დიღმის განაშენიანების კონტურით  და გრუნტის გზით დიდი დიღმის ცენტრალურ მაგისტრალამდე.
21-ე ქვეზონა (დიდი დიღომი)
აღმოსავლეთიდან შემოისაზღვრება - მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროთი;  სამხრეთიდან –  გიორგი მინდელის ქუჩის მიმდებარე ნაკვეთების  კონტურით; დასავლეთიდან – დიღმის ჭალის სასაზღვრო ფლატის და ამერიკის საელჩოს ტერიტორიის კონტურით.
22-ე  ქვეზონა (ჩუღურეთი)
ჩრდილოეთიდან  – მიშა მესხისა და ხუდადოვის ქუჩებით; აღმოსავლეთიდან – კუკიისა და სვანეთის უბნის განაშენიანების კონტურით; სამხრეთიდან შემოისაზღვრება ახვლედიანის ხევით; დასავლეთიდან – რკინიგზის ხაზით.
23-ე  ქვეზონა (ჩუღურეთი)
ჩრდილოეთიდან  –  ხუდადოვის ქუჩით; აღმოსავლეთიდან - რეხის ქუჩით; სამხრეთ - დასავლეთიდან შემოისაზღვრება კუკიისა და სვანეთის უბნის განაშენიანების კონტურით; 
24-ე  ქვეზონა (თემქა-ნაძალადევი)
ჩრდილოეთიდან  – ქსნისა და გუდამაყრის ქუჩებით; აღმოსავლეთიდან – ჩარგლის, დიდი ჯიხაიშის და მანჯგალაძის ქუჩებითსამხრეთიდან შემოისაზღვრება ხუდადოვის ქუჩით; დასავლეთიდან – რკინიგზის ხაზით.
25-ე  ქვეზონა (თემქა-ნაძალადევი)
ჩრდილოეთიდან – სვანეთისა და გომარეთის ქუჩებით; ჩრდილო-აღმოსავლეთიდან – ურიდიას ქუჩით; სამხრეთ შემოისაზღვრება მიშა მესხისა და ხუდადოვის ქუჩებით; დასავლეთიდან – მანჯგალაძის ქუჩით.
26-ე  ქვეზონა (თემქა-ნაძალადევი)
აღმოსავლეთიდან - ნაძალადევის, ლოტკინისა და ღრმაღელეს განაშენიანების კონტურით; სამხრეთიდან - ხუდადოვის, ურიდიას და გომარეთის ქუჩებით; დასავლეთიდან შემოისაზღვრება  დიდი ჯიხაიშის, ჩარგლის ქუჩებით.
 27-ე  ქვეზონა (თემქა-ნაძალადევი)
ჩრდილოეთიდან  – შეშელიძისა და დუმბაძის ქუჩებით; აღმოსავლეთიდან  შემოისაზღვრება  ჩარგლის ქუჩით; სამხრეთიდან - ქსნისა და გუდამაყრის ქუჩებით; დასავლეთიდან - მდ, მტკვრის მარცხენა სანაპიროთი;.
28-ე ქვეზონა (თემქა-ნაძალადევი)
ჩრდილო-აღმოსავლეთიდან - დუმბაძის ქუჩით და დუმბაძის ქუჩის გასწვრივი ხევით; სამხრეთ-აღმოსავლეთიდან შემოსაზღვრულია თბილისის ზღვის შემოსავლელი გზით; სამხრეთიდან - მახათას მთის წყალგამყოფი ქედით; დასავლეთიდან - რეხის ჩიხით, ნაძალადევის, ლოტკინისა და ღრმაღელეს განაშენიანების კონტურით, ჩარგლის ქუჩით;.
29-ე ქვეზონა (ცენტრალური ისანი-სამგორი)
სამხრეთიდან შემოსაზღვრულია ქინძმარაულის, მეორე და დოდაშვილის ქუჩებით; დასავლეთიდან – ნავთლუღის ქუჩით; რკინისგზის ხაზით, ახვლედიანის ხევით; ჩრდილოეთიდან – ელიას და მეტრომშენის დასახლებების განაშენიანების კონტურით, ხომლელისა და ბერიაშვილის ქუჩით; აღმოსავლეთიდან – თეთრი ხევით, ქიზიყის და მე-5 ქუჩებით.
30-ე ქვეზონა (ცენტრალური ისანი-სამგორი)
ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია  რკინიგზის ხაზით; აღმოსავლეთიდან - ნავთლუღის ქუჩით; სამხრეთიდან - მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროთი; დასავლეთიდან - თელავის ქუჩით.
31-ე ქვეზონა  (ცენტრალური ისანი-სამგორი)
ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია დოდაშვილის, მეორე და ქინძმარაულის ქუჩებით; აღმოსავლეთიდან – ქინძმარაულ;ის ქუჩით;  სამხრეთიდან და დასავლეთიდან  –    მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროთი.
32-ე ქვეზონა  (ცენტრალური ისანი-სამგორი)
ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია ვაზისუბნისა და ვარკეთილის განაშენიანების კონტურით;  აღმოსავლეთიდან მდ, იორის სარწყავი არხით; სამხრეთიდან - კახეთის გზატკეცილით, ხომლელის ქუჩითა და ელიას და მეტრომშენის დასახლებების განაშენიანების კონტურით.
33-ე ქვეზონა (ცენტრალური ისანი-სამგორი)
ჩრდილოეთიდან - მახათას მთის წყალგამყოფი ქედით; ამხრეთიდან შემოსაზღვრულია ვაზისუბნისა და ვარკეთილის განაშენიანების კონტურით; აღმოსავლეთიდან - თბილისის ზღვის შემოსავლელი მაგისტრალით;ასავლეთიდან - ახვლედიანის ხევით.
34-ე ქვეზონა   (ცენტრალური ისანი-სამგორი)
ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია ქიზიყის ქუჩით, აღმოსავლეთიდან - თეთრი ხევით და  სამხრეთ-დასავლეთიდან - მეხუთე ქუჩით.
35-ე ქვეზონა (ოქროყანა)
მოიცავს ოქროყანის დასახლების განაშენიანებულ ტერიტორიას და მთაწმინდის პარკს.
36-ე ქვეზონა (წყნეთი)
ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია თბილისი-წყნეთის მაგისტრალის სერპანტინით, კაკლების დასახლების გადასახვევით და იმედაძის ქუჩით;ამხრეთ-აღმოსავლეთიდან – ბაგების ხევის კონტურით; დასავლეთიდან – წყნეთის განაშენიანების კონტურით;.
37-ე ქვეზონა  (წყნეთი)
ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია მდ. ვერეს კალაპოტით;, კაკლების დასახლების გადასახვევით და იმედაძის ქუჩით; აღმოსავლეთიდან – წყნეთის განაშენიანების ხაზით და წყნეთი-მანგლისის მაგისტრალით;  სამხრეთიდან - წყნეთი-მანგლისის მაგისტრალით; დასავლეთიდან  – ხიზანაანთხევით.
მესამე ზონა (პერიფერიული)
38-ე ქვეზონა (სოფელი დიღომი – მუხათგვერდი)
ჩრდილო-აღმოსავლეთიდან –  პეტრე სარაჯიშვილის ქუჩით; აღმოსავლეთიდან –  მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროთი; სამხრეთ-აღმოსავლეთიდან შემოისაზღვრება გაგარინის ქუჩით მტკვრის სანაპირომდე; სამხრეთიდან  –  ვაზისუბნის ქუჩით;  სამხრეთ-დასავლეთიდან –  ბუდაპეშტის ქუჩის სერპანტინით ვაზისუბნის ქუჩამდე;  დასავლეთიდან – ლისის ტბის დასახლებისა და ვაშლიჯვარის დასახლების განაშენიანების კონტურითა და ამ დასახლებების დამაკავშირებელი გზით.
39-ე  ქვეზონა (სოფელი დიღომი – მუხათგვერდი)
აღმოსავლეთიდან შემოისაზღვრება  38-ე; მე-16; მე-15; მე-40 ქვეზონებთან საერთო საზღვრით; სამხრეთ-დასავლეთიდან –– თბილისი-ლისის საგარეუბნო გზით; დასავლეთიდან – მცხეთის რაიონის საზღვრით.
მე-40  ქვეზონა (სოფელი დიღომი – მუხათგვერდი)
აღმოსავლეთიდან შემოისაზღვრება  დავით აღმაშენებლის  გამზირით; სამხრეთიდან  –   ხევით; სამხრეთ-დასავლეთიდან –  აგრარული უნივერსიტეტის შემომსაზღვრელი გრუნტის გზით.
41-ე ქვეზონა (გლდანი-მუხიანი)
ჩრდილოეთიდან – ხევით; აღმოსავლეთიდან – საზოგადოებრივი სივრცის გარე კონტურით, ბოჭორიშვილის, მოსულიშვილის, ქერჩის და მეგობრობის ქუჩებით; სამხრეთიდან შემოისაზღვრება შეშელიძისა და დუმბაძის ქუჩებით; დასავლეთიდან -ავჭალის გზატკეცილით.
42-ე ქვეზონა (გლდანი-მუხიანი)
ჩრდილო-აღმოსავლეთიდან და აღმოსავლეთიდან განაშენიანების კონტურით; სამხრეთიდან – დუმბაძის ქუჩით, საზოგადოებრივი სივრცის გარე კონტურით, ბოჭორიშვილის, მოსულიშვილის, ქერჩის და მეგობრობის ქუჩებით უერთდება ხევს და ხევის გასწვრივ ავჭალის გზატკეცილით; დასავლეთიდან  –  მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროთი; ჩრდილო-დასავლეთიდან შემოისაზღვრება მდ. გლდანისხევის კალაპოტით.
43-ე ქვეზონა (გლდანი-მუხიანი)
ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან შემოისაზღვრება მცხეთის რაიონთან საერთო საზღვრით; სამხრეთ -აღმოსავლეთიდან  – მდ. გლდანისხევის კალაპოტით; სამხრეთ -დასავლეთიდან  – მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროთი.
44-ე ქვეზონა (გლდანი-მუხიანი)
ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან – თბილისის ადმინისტრაციული საზღვრით; სამხრეთ-დასავლეთიდან – დუმბაძის ქუჩის გასწვრივი ხევით; დასავლეთიდან  შემოსაზღვრულია მუხიანისა და გლდანის განაშენიანების ხაზით. 
45-ე ქვეზონა (მახათას პლატო)
მოიცავს  მახათას მთის ზედა პლატოს.
46-ე ქვეზონა (დიდი ლილო, პატარა ლილო - აეროპორტი)
ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია სარწყავი არხითა და დიდი ლილოს გზით; სამხრეთ-აღმოსავლეთიდან – თბილისის ადმინისტრაციული საზღვრით;   დასავლეთიდან  –  მდ. მტკვრის მარცხენა კალაპოტით, ქინძმარაულის ქუჩით, თეთრი ხევით, კახეთის გზატკეცილითა და მდ. იორის არხით.
47-ე ქვეზონა (დიდი ლილო, პატარა ლილო - აეროპორტი)
ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია თბილისის ადმინისტრაციული საზღვრით; სამხრეთ-აღმოსავლეთიდან – სარწყავი არხით და დიდი ლილოს გზით; სამხრეთ -დასავლეთიდან  –  პატარა ლილოს გზით.
48-ე ქვეზონა (შავნაბადა)
ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპირო. სამხრეთიდან - გორგასლის ქუჩის განაშენიანებული ტერიტორიის საზღვარი და ვრცელდება გორგასლის ქუჩისა და სანაპიროს გაყოფის ადგილიდან დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ  დაახლოებით  2.0 კმ-იანი მონაკვეთის ფარგლებში.
49-ე ქვეზონა (შავნაბადა)
ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია “დუქნისხევის” კალაპოტით; გორგასლის ქუჩის განაშენიანების საზღვრით; აღმოსავლეთიდან – ფონიჭალა-თელეთის მიმართულების მაგისტრალით; სამხრეთიდან - თბილისის ადმინისტრაციული საზღვრით; დასავლეთიდან  51-ე  ქვეზონასთან საერთო საზღვრით.
50-ე ქვეზონა (შავნაბადა)
მოიცავს ფონიჭალის  განაშენიანებულ ტერიტორიას.
51- ქვეზონა (კიკეთი–წავკისი)
მოიცავს წავკისის, შინდისის და ტაბახმელას  განაშენიანებულ ტერიტორიას.
52-ე ქვეზონა (კიკეთი – წავკისი)
ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია მდ. ვერეს კალაპოტით და ლანდშაფტის ზონის საზღვრით; აღმოსავლეთიდან – 51-ე ქვეზონასთან საერთო საზღვრით; დასავლეთიდან და  სამხრეთიდან - თბილისის ადმინისტრაციული საზღვრით; 
 
 
დანართი №2
დამტკიცებულია
ქ. თბილისის საკრებულოს
2008 წლის --- თებერვლის
№-- გადაწყვეტილებით
დედაქალაქის ტერიტორიაზე სახელმწიფო და დედაქალაქის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის ოდენობა
დასახელება ზონები ქვე
ზონები ლოკალურტერიტორიული ინდექსი მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი (ლარებში)
ძველი თბილისი 1 1 1,9 1096,5 500
ძველი თბილისი 1 2 2 1041,7 500
ძველი თბილისი 1 3 1,8 694,4 300
ძველი თბილისი 1 4 1,7 490,2 200
ვაკე 1 5 2 1041,7 500
ვაკე 1 6 1,8 694,4 300
ვაკე 1 7 1,6 390,6 150
ვაკე 1 8 1,6 299,5 115
საბურთალო 1 9 1,8 694,4 300
საბურთალო 1 10 1,7 490,2 200
საბურთალო 1 11 1,6 390,6 150
საბურთალო 1 12 1,5 236,2 85
კრწანისი-ორთაჭალა 1 13 1,7 490,2 200
კრწანისი-ორთაჭალა 1 14 1,6 390,6 150
დიღომი-დიდუბე 1 15 1,7 490,2 200
დიღომი-დიდუბე 1 16 1,6 390,6 150
დიღომი-დიდუბე 1 17 1,6 390,6 150
დიღომი-დიდუბე 1 18 1,5 236,2 85
დიდი დიღომი 2 19 1,00 229 55
დიდი დიღომი 2 20 0,8 104,2 20
დიდი დიღომი 2 21 0.8 156,3 30
ჩუღურეთი 2 22 1,4 446,5 150
ჩუღურეთი 2 23 1,00 229 55
თემქა-ნაძალადევი 2 24 1,3 368,6 115
თემქა-ნაძალადევი 2 25 1,2 295,2 85
თემქა-ნაძალადევი 2 26 1,00 229 55
თემქა-ნაძალადევი 2 27 1,2 295,2 85
თემქა-ნაძალადევი 2 28 0.8 156,3 30
ცენტრალური ისანი-სამგორი 2 29 1,3 368,6 115
ცენტრალური ისანი-სამგორი 2 30 1,4 446,5 150
ცენტრალური ისანი-სამგორი 2 31 1,00 229 55
ცენტრალური ისანი-სამგორი 2 32 1,00 229 55
ცენტრალური ისანი-სამგორი 

33 0.8 156,3 30
ცენტრალური ისანი-სამგორი 2 34 1,2 295,2 85
ოქროყანა 2 35 1,2 295,2 85
წყნეთი 2 36 1,2 295,2 85
წყნეთი 2 37 1,00 229 55
სოფელი დიღომი-მუხათგვერდი 3 38 0,5 458,4 55
სოფელი დიღომი-მუხათგვერდი 3 39 0,2 250 12
სოფელი დიღომი-მუხათგვერდი 3 40 0,4 312,5 30
გლდანი-მუხიანი 3 41 0,5 458,4 55
გლდანი-მუხიანი 3 42 0,4 312,5 30
გლდანი-მუხიანი 3 43 0,3 277,8 20
გლდანი-მუხიანი 3 44 0,2 250 12
მახათის პლატო 3 45 0,7 506 85
დიდი ლილო-პატარა ლილო-აეროპორტი 3 46 0,3 277,8 20
დიდი ლილო-პატარა ლილო-აეროპორტი 3 47 0,2 250 12
შავნაბადა 3 48 0,5 458,4 55
შავნაბადა 3 49 0,3 277,8 20
შავნაბადა 3 50 0,4 312,5 30
კიკეთი-წავკისი 3 51 0,3 277,8 20
კიკეთი-წავკისი 3 52 0,2 250 12
 
დანართი №3
დამტკიცებულია
ქ. თბილისის საკრებულოს
2008 წლის --- თებერვლის
№-- გადაწყვეტილებით
დედაქალაქის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობა

დასახელება ზონები ქვე
ზონები 1 კვ.მ მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობა (ლარებში)
ძველი თბილისი 1 1 20
ძველი თბილისი 1 2 20
ძველი თბილისი 1 3 15
ძველი თბილისი 1 4 10
ვაკე 1 5 20
ვაკე 1 6 15
ვაკე 1 7 7.5
ვაკე 1 8 7
საბურთალო 1 9 15
საბურთალო 1 10 10
საბურთალო 1 11 7.5
საბურთალო 1 12 6
კრწანისი-ორთაჭალა 1 13 10
კრწანისი-ორთაჭალა 1 14 7.5
დიღომი-დიდუბე 1 15 10
დიღომი-დიდუბე 1 16 7.5
დიღომი-დიდუბე 1 17 7.5
დიღომი-დიდუბე 1 18 6
დიდი დიღომი 2 19 3
დიდი დიღომი 2 20 1,5
დიდი დიღომი 2 21 2
ჩუღურეთი 2 22 7.5
ჩუღურეთი 2 23 3
თემქა-ნაძალადევი 2 24 6
თემქა-ნაძალადევი 2 25 6
თემქა-ნაძალადევი 2 26 3
თემქა-ნაძალადევი 2 27 6,00
თემქა-ნაძალადევი 2 28 2
ცენტრალური ისანი-სამგორი 2 29 6
ცენტრალური ისანი-სამგორი 2 30 7.5
ცენტრალური ისანი-სამგორი 2 31 3
ცენტრალური ისანი-სამგორი 2 32 3
ცენტრალური ისანი-სამგორი 

33 
3
ცენტრალური ისანი-სამგორი 2 34 6,00
ოქროყანა 2 35 6,00
წყნეთი 2 36 6,00
წყნეთი 2 37 3
სოფელი დიღომი-მუხათგვერდი 3 38 3
სოფელი დიღომი-მუხათგვერდი 3 39 1
სოფელი დიღომი-მუხათგვერდი 3 40 2
გლდანი-მუხიანი 3 41 3
გლდანი-მუხიანი 3 42 2
გლდანი-მუხიანი 3 43 1,5
გლდანი-მუხიანი 3 44 1
მახათის პლატო 3 45 6
დიდი ლილო-პატარა ლილო-აეროპორტი 3 46 1,5
დიდი ლილო-პატარა ლილო-აეროპორტი 3 47 1
შავნაბადა 3 48 3
შავნაბადა 3 49 1,5
შავნაბადა 3 50 2
კიკეთი-წავკისი 3 51 1,5
კიკეთი-წავკისი 3 52 1
 
დანართი №4
დამტკიცებულია
ქ. თბილისის საკრებულოს
2008 წლის --- თებერვლის
№-- გადაწყვეტილებით
დედაქალაქის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობა
დედაქალაქის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს „სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №671 ბრძანებულებით დამტკიცებული წესით განსაზღვრული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის არანაკლებ 5%–ის ოდენობით ან/და დამოუკიდებელი აუდიტის (შემფასებელი ექსპერტი) სათანადო დასკვნის საფუძველზე.