ახალი ამბები
საკრებულოს ინტერფრაქციული ჯგუფი საქალაქო სამსახურებთან შეხვედრას განაგრძობს
ინტერფრაქციული ჯგუფის წევრებს ინფორმაცია თბილისის მერიის შ.პ.ს. "თბილსერვისის ჯგუფის’’, ასევე აიპ "თბილისელების ადვოკატის“, მერიის შ.პ.ს. "ლაბორატორიისა’’ და ასევე მერიის შ.პ.ს. "თბილისის პარკების’’ დირექტორებმა წარუდგინეს.
თბილისის საკრებულოს ინტერფრაქციული ჯგუფი მერიის სამსახურებთან მორიგ შეხვედრას მართავს
დღევანდელი შეხვედრა 6 საათს გაგრძელდა. შეკითხვები ძირითადად საქალაქო და შ.პ.ს.–ების სამსახურების სამეთვალყურეო საბჭოებს შეეხებოდა.
თბილისის საკრებულოს ინტერფრაქციული ჯგუფი მერიის სამსახურების მოსმენას განაგრძობს
თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა, საკრებულოს ოპოზიციას, გაწეული სამუშაოს ანგარიში წარუდგინა. სამეთვალყურეო საბჭოები და უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლები – ეს ის საკითხები იყო, რაზეც ირაკლი აბესაძეს ყველაზე დიდხანს მოუწია საუბარი.
თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების მოსმენა თბილისის საკრებულოში გრძელდება
საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს კითხვები საგანგებო სიტუაციების, საიდუმლო სამობილიზაციო და უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელებს დაუსვეს.
საკრებულოს ორგანიზებული აქცია თბილისის ზღვაზე
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 6-მა პირმა თბილისს გადაუფრინა. თბილისის ზღვაზე გამართული აქციის ფარგლებში, ეტლით მოსარგებლე ადამიანებმა პარაპლანით ჰაერში რამდენიმე წუთი გაატარეს.
თბილისის საკრებულოს აქცია
საკრებულოს პატრონაჟითა და კომპანია "თეგეტა მოტორსის'' მხარდაჭერით, ხვალ თბილისს პარაპლანით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები გადაუფრენენ.
მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებმა საკრებულოს წევრთა შეკითხვებს დღესაც უპასუხეს
საკრებულოს ინტრეფრაქციული ჯგუფის შეკითხვებს დღეს ტრანსპორტის სამსახურისა და სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელები, ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურისა და ჯადაცვის, სოციალური მომსახურებისა და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელები პასუხობდნენ.
საკრებულოს ოპოზიციამ მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს მოუსმინა
საკრებულოს ოპოზიციის ინტერფრაქციული ჯგუფის წევრები დღეს კეთილმოწყობის, გამწვანების, სინათლის ქალაქისა და კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
თბილისის საკრებულოს ინტერფრაქციული ჯგუფი ფსიქიატრიული კლინიკის გასხვისების დეტალებს სწავლობს
ფრაქცია "ქართული ოცნება-თბილისელების’’ ინიციატივით გამართულ შეხვედრას, თბილისის მერიისა და კომპანია "ბიდი პროფერთის’’ წარმომადგენლებთან ერთად ვაჟა ფშაველას ქუჩის მცხოვრებლებიც ესწრებოდნენ.
დედაქალაქის ბიუჯეტი 83 მილიონი ლარით გაიზარდა
დედაქალაქის ბიუჯეტის ცვლილებას საკრებულოს 43 წევრმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი მხოლოდ ორმა დეპუტატმა, ზაზა გაბუნიამ და გულიკო ზუმბაძემ შეიკავა.





