სრულყოფილი დეველოპმენტის პირველი პროექტი საქართველოში
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მამუკა ახვლედიანმა მაზნიაშვილის #4-ში მიმდინარე პირველი სრულად დაზღვეული მშენებლობა დაათვალიერა.
დეველოპერული კომპანია “ეპიკ დეველოპმენტი” 15 ბინიან სახლს აშენებს, რომელიც დედაქალაქის მერიასთან შეთანხმებით, პროგრამის "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“ ფარგლებში ხორციელდება.
პროექტში "დაზღვეული სახლი პლეხანოვზე’’ ჩართულია სადაზღვევო კომპანია ”არდი ჯგუფი” და ”ბაზისბანკი”.
კლასიკური დეველოპმენტის სტანდარტებით სახლის მშენებლობის დათქმულ ვადებში დასრულება დაზღვეულია. იმ შემთხვევაში თუ დარღვეული იქნება მშენებლობის
ვადები, სადაზღვევო კომპანია ”არდი ჯგუფი” კლიენტის მიერ გადახდილ თანხას სრულად აანაზღაურებს. შესაბამისად, პროექტი მომხმარებლებისთვის გარიგებისუსაფრთხო სქემას წარმოადგენს, იგი სადაზღვევო კომპანიის მონაწილეობით პროექტის ფინანსურ მონიტორინგს აწარმოებს და დათქმულ დროში გარანტირებულად ჩაიბარებს ნაყიდ ბინას. "ბაზის ბანკი’’ კი ბინის შეძენის მსურველებს დაბალ პროცენტიან იპოთეკურ სესხს სთავაზობს, რომელიც სპეციალურად ამ პროექტისათვისაა შემუშავებული.
"ეს მართლაც უნიკალური პროექტია, რომელშიც სამი კომპონენტი მონაწილეობს.
დეველოპერული კომპანიის, ბანკისა და სადაზღვევო კომპანიის ერთობლივი მუშაობით მყიდველი გარანტირებულია, რომ მისი ბინა ნამდვილად აშენდება და დათქმულ დროში ჩაბარდება. ვფიქრობ, სწორედ ეს არის გამოსავალი დედაქალაქში მშენებლობის ბიზნესში არსებული რთული ვითარებისგან თავის დასაღწევად. ეს კონკრეტული მშენებლობა ამ წლის დეკემბრის ბოლოსთვის მთავრდება და შესაბამისად, მფლობელები საკუთარ ბინებში დროულად შეძლებენ შესახლებას ”,– განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
"ეპიკ დეველოპმენტი’’ პირველი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც მშენებლობის პროცესში ნანოტექნოლოგიურ მასალას გამოიყენებს. ნანოტექნოლოგიის გამოყენება სამშენებლო
ხარჯებს გარკვეულწილად შეამცირებს და გასაყიდი ფართების ფასს გააიაფებს. ასევე გაუმჯობესდება ფუნდამენტის მდგრადობა და ჰიდროიზოლაცია. ამ მიმართულებით "ეპიკ დეველოპმენტის’’ პარტნიორია იტალიური კომპანია, რომელიც სამშენებლო ბაზარზე 1979 წლიდან მოღვაწეობს.
"ეპიკ დეველოპმენტის ძირითად მიზანს საქართველოში რაციონალური არქიტექტურის განვითარება წარმოადგენს. ჩვენი პირველი პროექტით გვინდა საზოგადოებაში დავაბრუნით სამშენებლო სექტორისადმი გარკვეულწილად დაკარგული ნდობა. ამისთვის გამოვიყენებთ კლასიკური დეველოპმენტის ისეთ მოდელს, რომელიც
აღმოსავლეთ ევროპაში დიდი ხანია აპრობირებული და რომლის მეშვეობითაც სამი ძლიერი საფინანსო ინსტიტუტი– დეველოპერული კომპანია, სადაზღვევო კომპანია და ბანკი ერთიანდება. ეპიკ დეველოპმენტი არ მისდევს გიგანტომანიას, იგი რისკების დივერსიფიკაციას აკეთებს და სხვადასხვა რაიონებში შედარებით მცირე ექსკლუზიურ პროექტებს ახორციელებს”,– განაცხადა "ეპიკ დეველოპმენტის’’ აღმასრულებელმა დირექტორმა ნუგზარ დვალმა და დასძინა, რომ კომპანია არამხოლოდ ცენტრალური უბნების განვითარებაზეა ორიენტრირებული, არამედ გარეუბნებზეც.
ამ დროისათვის 3 პროექტი ხორციელდება. ესენია: 15 ბინიანი სახლი პლეხანოვზე, საბუდარა და ვაზისუბანი.


.jpg&width=110&height=90)
.jpg&width=110&height=90)
.jpg&width=110&height=90)
.jpg&width=110&height=90)
.jpg&width=110&height=90)
.jpg&width=110&height=90)
.jpg&width=110&height=90)
.jpg&width=110&height=90)
.jpg&width=110&height=90)




