ქრისტიან-დემოკრატებმა უმრავლესობას ახალი ინიციატივით მიმართეს
საკრებულოს დღევანდელი სხდომა ფრაქციის "ქრისტიან-დემოკრატები”-ს თავმჯდომარის გამოსვლით დაიწყო. ინგა გრიგოლიამ დეპუტატებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლედან გადასახადების შემცირების შესახებ ამონარიდი წაუკითხა და უმრავლესობას მისი შესრულებისკენ მოუწოდა.
"ქვეყნის გარკვეული წინსვლის მიუხედავად, მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ სოციალურად დაუცველ ფენად რჩება. ისინი ვერ იხდიან არარეალურად გაზრდილ გადასახადებს, მათ შორის კომუნალურს. შემოსავლის წყარო კი აბსოლუტურად დაბალუნარიანია. გასაგებია, რომ ნაციონალური მოძრაობა არ ითვალისწინებს ამა თუ იმ პარტიის შეთავაზებებს და ინიციატივებს, მაგრამ მაინტერესებს აპირებენ თუ არა გაითვალისწინონ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ეს ინიციატივა და მოწოდება”,- განაცხადა ინგა გრიგოლიამ და დასძინა, რომ არჩევნების წინ მოსახლეობას ტარიფების გადახედვისა და მისი შემცირების დიდი მოლოდინი აქვთ._300.jpg&im_new_w=300)
ინგა გრიგოლიას საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გამოეხმაურა. როგორც მამუკა ახვლედიანმა აღნიშნა, გადასახადების გაზრდის შესახებ გადაწყვეტილებას უმრავლესობა სიტუაციიდან და რეალობიდან გამომდინარე იღებს და იგი არ ხდება, არც არჩევნების წინ და არც არჩევნების შემდეგ.
"უმრაველსობა ვიღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილბებს და ეს გადაწყვეტილებები არ არის დამოკიდებული არჩევნებზე. აქედან გამომდინარე ბუნებრივია, არჩევნებისთვის არ იგეგმება რაიმე სახის ცვლილებები. ჩვენ არ ვდგამთ პოპულისტურ ნაბიჯებს, არამედ თითოელი გადაწყვეტილება ყოველთვის ეფუძვნება არსებულ რეალობას”,- განაცხადა მამაუკა ახვლედიანმა.



.jpg&width=110&height=90)
.jpg&width=110&height=90)
.jpg&width=110&height=90)



