''თბილისის მიკროავტობუსის'' დირექტორი ჯაბა სამუშიას ბრალდებებს პასუხობს
_300.jpg&im_new_w=300)
კომპანიის "თბილისის მიკროავტობუსი" დირექტორი საკრებულოს წევრის, "ქრისტიან-დემოკრატ" ჯაბა სამუშიას ბრალდებებს პასუხობს.
როგორც გიგლა ჯაბიშვილმა აღნიშნა, კომპანიამ ქალაქის მთავრობის წინაშე აღებული ვალდებულებები შეასრულა.
,,თბილისის მთავრობის მიმართ არსებული პირველადი ვალდებულება კომპანიამ პირნათლად და სქემის მიხედვით შეასრულა.
მიკროავტობუსების აუცილებელი რაოდენობა სრულადაა შემოყვანილი. ამჟამად მიმიდინარეობს ხაზების დაკომპლექტება და პროცესი მთლიანად ივნისის თვეში
დასრულდება, რის შემდეგაც უკლებლივ ყველა ხაზზე მხოლოდ ახალი მიკროავტობუსიიმოძრავებს", - განაცხადა ჯაბიშვილმა.
მისივე თქმით, პროცესი ტექნიკური მიზეზების გამო ჭიანურდება.
"ეს პროცედურა ლოჯისტიკურად რთულია და გულისხმობს ნავიგაციის, გადახდის სისტემების, ფირნიშისა და ტაბლოს დამონტაჟებას.
ამასთან, გვაქვს ვალდებულება დავასაქმოთ ყველა ძველი მძღოლი, რის გამოც მათთანაც მიმდინარეობს შეხვედრები და ხელშეკრულებების გაფორმება", – განმარტავს ჯაბიშვილი.
საკრებულოს წევრმა ჯაბა სამუშიამ საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" სატენდერო პირობების დარღვევასა და მოსახლეობის მოტყუებაში დაადანაშაულა. სამუშიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ "თბილისის მიკროავტობუსს" ორჯერ გადაუვადეს ტენდერის პირობების შესრულების ვადა, ამ დროისათვის 2 500 სამარშტურო მიკროავტობუსი ჯერ კიდევ შემოყვანილი არ არის.



.jpg&width=110&height=90)
.jpg&width=110&height=90)
.jpg&width=110&height=90)



