ზაზა გაბუნიას განცხადებას გოგი ჩაჩანიძე გამოეხმაურა

ზაზა გაბუნიას განცხადებას საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გოგი ჩაჩანიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ახალი სამუშაო ჯგუფის შექმნა თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სათანადო სამსახურების მიერ უკვე დიდი ხნის შესწავლილი პრობლემების შესასწავლად არ არის მიზანშეწონილი.
"პრობლემა საკმაოდ სერიოზული და მტკივნეულია და მის აღმოსაფხვრელად, ანუ თუნდაც თბილისის ავარიული საბინაო ფონდის მიერ მხოლოდ ბეტონის სამუშაოების ჩასატარებლად დაახლოებით მილიარდ ლარამდე არის საჭირო. მერია პრობლემის მოსაგვარებლად არაერთი ინიციატივით გამოვიდა და მათ შორისაა "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე’’. ამ ეტაპზე, დაახლოვებით, 670 ოჯახი ქირით გვყავს გაყვანილი.ამ წუთებშიც 60 ობიექტზე გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს და რაც შეეხება იმ ინიციატივას, რომელმაც კერძო ბიზნესს ჩვენს მოქალაქეებთან თანამშრომლობას მისცა იმპულსი,  "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე მაქვს მხედველობაში’’, მის ფარგლებში, დაახლოებით, 422 ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული”,-განაცხადა გოგი ჩაჩანიძემ.
მისივე თქმით, პრიგრამის ფარგლებში, 200-მდე ოჯახი საცხოვრებელი ფართით უკვე დაკმაყოფილებულია, ხოლო დანარჩენების ახალ საცხოვრებელში  გადაყვანა1 წელიწადში დასრულდება. ამდენად, ამ მიმართულებით გაწეული საქმიანობისთვის ხელისუფლება საყვედურს ყველაზე ნაკლებად იმსახურებს.
"ბოლო 20 წლის სტატისტიკის უკანსაკნელ 2-3 წლის სტატისტიკასთან  შედარება ცხადყოფს, რომ ამ მასშტაბის სამუშაოები ქვეყნის  დამოუკიდებლობის ისტორიის მანძილზე არ ჩატარებულა. პრობლემა არსებობს, და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა მის მოგვარებასა და გადაჭრას უფრო მეტად დააჩქარებს”,-აღნიშნა გოგი ჩაჩანიძემ.

ზაზა გაბუნიას განცხადებას გოგი ჩაჩანიძე გამოეხმაურა

News-4/10-05-12/gogi/800/gg_c_(1).jpg
News-4/10-05-12/gogi/800/gg_c_(2).jpg
News-4/10-05-12/gogi/800/gg_c_(3).jpg
News-4/10-05-12/gogi/800/gg_c.jpg

bedava film izle hd film izle oyun oyna cocuk oyunlari edevlet web tasarim yabanci dizi izle astroloji yemek tarifleri sohbet spor