საკრებულოს დეპუტატები სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანგარიშს მოისმენენ

თბილისის საკრებულოს დეპუტატები დღევანდელ სხდომაზე 12 მაისს  სტიქიის შედეგად ქალაქისათვის მიყენებული ზარალის ანგარიშს მოისმენენ. ამის შესახებ საკრებულოს ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა” თავმჯდომარემ განაცხადა. როგორც ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა აღნიშნა, საკრებულოს ინიციატივით სხდომაზე მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები არიან მიწვეულნი.  
"დღევანდელ სხდომაზე ფრაქციის "ნაციონალური მოზრაობა” ინიციატივით მოწვეული გვყავს თბილისის მერიიის საქალაქო სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელები, რომლებისგანაც ბოლო დროს თბილისში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებითდეტალურად მოვისმენთ ანგარიშს. ასევე შევიტყობთ, თუ რა ზარალი მიიღო დედაქალაქმა, რა პრევენციული  ღონისძიებებია გატარებული დღეის მდგომარეობით და რას ვგეგმავთ სამომავლოდ. ვფიქრობ, მსგავსი შეხვედრები და ყოველთვიური ანგარიშის მოსმენა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არ გამოგვრჩეს არც ერთი დეტალი, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისათვის არის მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა ნიკოლოზ ხაჩირიშვილმა. 
მისივე თქმით, ზარალი ჯერ საბოლოოდ დათვლილი არ არის.
თბილისის საკრებულოს სხდომა 16.00 საათზე დაიწყება. 

 


bedava film izle hd film izle oyun oyna cocuk oyunlari edevlet web tasarim yabanci dizi izle astroloji yemek tarifleri sohbet spor