ზაზა გაბუნია წყალდიდობის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარებას ითხოვს

თბილისის საკრებულოს “ქრისტიან-დემოკრატი” დეპუტატი ზაზა გაბუნია თბილისში მოსალოდნელი უხვნალექიანობის გამო პრევენციული ღონისძიებეის გატარებას ითხოვს.

"აქამდე თბილისის შესაბამისი სამსახურები პოსტფაქტუმ, მომხდარი მოვლენის შემდგომ რეაგირებდნენ, რაც ნაკლებ ეფექტურია და საჭიროა პრევენციული ღონისძიებების მიღება რომ 12 მაისის ღამის მსგავსად არ განვითარდეს მოვლენები.
ასევე, ვითხოვთ, ქალაქის იმ ნაწილში, სადაც სანიაღვრე ქსელები გაუმართავია, კრწანისში, ელიას მთის დასახლებაში, მთაწმინდის ზედა ნაწილში, ჩუღურეთში და სხვა რაიონებში, წინასწარ განთავსდეს სამაშველო ჯგუფები, საჭიროების შემთხვევაში სწრაფი რეაგირებისთვის”,- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
მისივე თქმით,  უსაფრთხოების მიზნით, საცხოვრებლად საშიში, მესამე კატეგორიის ავარიული სახლებიდან აუცილებელია მოსახლეობის გაყვანა.    


bedava film izle hd film izle oyun oyna cocuk oyunlari edevlet web tasarim yabanci dizi izle astroloji yemek tarifleri sohbet spor