,, წასაკითხი წიგნების" ჩამონათვალი უმცროსი, საშუალო და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის
უმცროსი ასაკი
. იაკობ გოგებაშვილის ,, საგანძური”
. რევაზ ინანიშვილის ,,შორი, თეთრი მწვერვალი”
. ალან ალექსანდრ მილნის ,,ვინი პუჰი”
. ერიხ რასჰეს ,,მიუნჰაუზენის თავგადასავალი”
. კარლო კოლოდის ,,პინოქიოს თავგადასავალი”
. ასტრიდ ლინდგრენის ,,პეპი - გრძელი წინდა”
. ჯანი როდარის ,,ჩიპოლინოს თავგადასავალი”
. პამელა ტრავერსის ,, მერი პოპინსი”
. ჰანს ქრისტიან ანდერსენის ,, ზღაპრები”
. რედიარდ კიპლინგის ,,მაუგლი”
. ანე მარია ვესტლეს ,,დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა”
. სელმა ლაგერლოფის ,,ნისლისა და გარეული ბატების საოცარი მოგზაურობა”
. ძველი საბერძნეთის მითები და ლეგენდები.
საშუალო ასაკი
. ჟიულ ვერნის ,, კაპიტან გრანტის შვილები”
. ლუი-ანრი ბუსენარის ,, ჩხუბისთავი კაპიტანი”
. მარკ ტვენის ,, ტომ სოიერის თავგადასავალი “ და ,,ჰელკბერი ფინის თავგადასავალი”
. ჯონათან სვიფტის ,, გულივერის მოგზაურობა”
. ართურ კონან დოილის ,, ჩანაწერები შერლოკ ჰოლმსზე”
. უოლტერ სკოტის ,, აივენჰო”
. ალექსანდრ დიუმას ,,სამი მუშკეტერი”
. რობერტ ლუი სტივენსონის ,,განძთა კუნძული”
. ჯეკ ლონდონის ,,სმოკ ბელიუ”
. დანიელ დეფოს ,,რობიზონ კრუზოს თავგადასავლები”
. იაროსლავ ჰაშეკის ,,გულადი ჯარისკაცი შვეიკის თავგადასავალი”
უფროსი ასაკი
. პლუტარქეს ,,პარალელური ბიოგრაფიები”
. მიგელ დე სერვანტესის ,,დონ კიხოტი”
. ჰერმან მელვილის ,,მობი დიკი”
. ანტონ ჩეხოვის ,,მოთხრობები”
. ვიქტორ ჰიუგოს ,,საბრალონი”
. ერნესტ ჰემინგუეის ,,მშვიდობით იარაღო”
. გაბრიელ გარსია მარკესის ,,მარტოობის ასი წელი”
. ჯერომ სელინჯერის ,,თამაში ჭვავის ყანაში”
. ჯონ სტაინბეკის ,,ტორტილლა ფლეკი”
. ვინსენტ ვან გოგის ,,წერილები”
. ქართული ხალხური პოეზია.
,,წასაკითხი წიგნები” თბილისის ყველა საჯარო სკოლისთვის
თბილისის საკრებულოსა და განათლების სამინისტროს ეგიდით ბუკლეტის "წასაკითხი წიგნები“ პრეზენტაცია მოეწყო. საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი და განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი 23-ე საჯარო სკოლას ესტუმრნენ და მოსწავლეებს ბუკლეტები თავად დაურიგეს. მწერალი ზაალ სამადაშვილი სკოლის მოსწავლეებს და მათ მშობლებს იმ წიგნების ჩამონათვალს სთავაზობს, რომელთა წაკითხვა აუცილებელია ყოველი ადამიანისთვის. წიგნები სამი ასაკობრივი ჯგუფისთვისაა გათვალისწინებული - უმცროსი, საშუალო და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის. ბროშურა "წასაკითხი წიგნები“ დიდ დახმარებას გაუწევს ყველა
ოჯახს, ვისაც უნდა, რომ მათი ბავშვებისთვის წიგნის კითხვა არ იყოს თავსმოხვეული ვალდებულება.
"ეს არის იმ წიგნების ჩამონათვალი, რომლის წაკითხვაც ყველა ასაკის მოსწავლისთვისაა სასარგებლო. ეს არ არის ახალი მეთოდი. ყველა ჩემს საყვარელ მწერალს ჰქონდა ანალოგიური სია, რომლითაც ურჩევდა თავის უმცროს მეგობრებს თუ რა წიგნის წაკითხვა შეეძლოთ მათ. ეს არის ერთ-ერთი მცირე ნაწილი იმ საგანმანათლებლო პოლიტიკისა, რომელსაც განათლების სამინისტრო აწარმოებს. ამ პროგრამის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება. თუ ჩემი ბროშურით მცირეოდენი წვლილი მაინც შევიტანე ამ საქმეში ძალიან ბედნიერი ვიქნები”, - განაცხადა ზაალ სამადაშვილმა.
წასაკითხი წიგნების სამი მოკლე სია სამი წინასიტყვაობით ზაალ სამადაშვილმა 2006 წლის გაზაფხულზე, 53-ე სკოლის დირექტორობის დროს დაწერა, დღეს კი განათლების სამინისტროს დახმარებით ამ წიგნების ჩამონათვალი ყველა საჯარო სკოლას გადაეცემა.
"ბატონმა ზაალმა ძალიან საინტერესო და რაც მთავარია, სასარგებლო საჩუქარი გაუკეთა სკოლის მოსწავლეებს, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას”,- განაცხადა დიმიტრი შაშკინმა და დასძინა, რომ ერთ თვეში იგი ბატონ ზაალთან ერთად კვლავ ესტუმრება ამ სკოლას და მოსწავლეებთან და ბროშურის ავტორთან ერთად განიხილავს იმ ნაწარმოებებს, რომლებიც ამ ბუკლეტშია ჩამოთვლილი.
საკრებულოსა და განათლების სამინისტროს ერთობლივი პროექტი
ყველა მოსწავლისთვის წიგნის სიყვარულს და ასაკის მიხედვით მოზარდებისთვის წიგნის სწორად მიწოდებას ისახავს მიზნად.
ბუკლეტები გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF მხარდაჭერით დაიბეჭდა და ეტაპობრივად ყველა სკოლას დაურიგდება.






