This website is under construction!"
შედეგები თარიღისთვის: --

გულიკო ზუმბაძემ ლილოს დასახლებაში მცხოვრებ ლონდარიძეების ოჯახს პატარა ბარბარეს დაბადება მიულოცა

დეპუტატის თქმით, საქართველოში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, სახელმწიფომ კიდევ უფრო მეტად უნდა იზრუნოს ოჯახების წახალისებაზე, რათა ახალგაზრდებს მიეცეთ მეტი სტიმული, რომ ქვეყანაში შობადობა კიდევ  გაიზარდოს.

ლადო ძნელაძის ინიციატივით აქცია ,,გაათბე ბავშვი' მიმდინარეობს

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ლადო ძნელაძის ინიციატივით, მიუსაფარი ბავშვების დასახმარებლად აქცია ,,გაათბე ბავშვი' მიმდინარობს. 

გიორგი ალიბეგაშვილი: ,,ქუჩების სახელდების დროს პრიორიტეტი გამოჩენილი ქართველი ქალების სახელებს მიენიჭებათ '

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ისტორიულ შენობაში დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოსა და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე მერიის სოციალური სამსახურის უფროსის მოადგილეს მოუსმინეს

კომისიის სხდომაზე თბილისის 2015 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულ სოციალურ პროგრამებზე იმსჯელეს და დედაქალაქის მერიაში ქალთა და ბავშვთა დაცვის საკოორდინაციო ცენტრის შექმნის საკითხი განიხილეს.

ქეთევან ჯოხაძე სტუდენტების გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით გერმანელ პროფესორს ზიგფრიდ კრაინერს შეხვდა

როგორც ქეთევან ჯოხაძემ განაცხადა, ზიგფრიდ კრაინერმა საკრებულოს საინტერესო წინადადებები წარუდგინა, რის გამოც ახლო მომავლაში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

ჯაბა სამუშიამ 2015 წლის ბიუჯეტს მოცემული მომენტისთვის ყველაზე სრულყოფილი ფინანსური დოკუმენტი უწოდა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ 2015 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და ,,ნაციონალური მოძრაობის' პოზიცია გააკრიტიკა.

თამარ ცინცაბაძემ 2015 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა

თამარ ცინცაბაძის განცხადებით, აუცილებელია 2015 წლის თბილისის ბიუჯეტის უფრო ეფექტური გადანაწილება და შემდგომი, კომპეტენტური მენჯმენტის განხორციელება.

ირაკლი ნადირაძემ თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის თაობაზე ბრიფინგი გამართა

ირაკლი ნადირაძის განცხადებით, 2015 წლის ბიუჯეტის მიხედვით თბილისილების წინაშე არსებული ბევრი განსაკუთრებით მწვავე  პრობლემა მოუგვარებელი რჩება.

რიმა ბერაძის ინიციატივით კონფერენცია თემაზე არა ძალადობას - ძალადობა დანაშაულია გაიმათა

საკრებულოს დეპუტატის რიმა ბერაძის ინიციატივით, 23-ე საჯარო სკოლაში კონფერენცია გაიმართა, რომელიც ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და აქციაში თბილისის მუნიციპალიტეტებისა და  საზოგადოების ჩართულობის თემას დაეთმო.

თბილისის საკრებულომ 2014 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 49 საკითხი განიხილეს. 

გიორგი ალიბეგაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

მხარეებმა საქართველო–ევროკავშირის ურთიერთთანამშრომლობის პრიორიტეტები მიმოიხილეს და ევროკავშირისა და თბილისის საკრებულოს იმ ერთობლივ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, რომლებიც მნიშვნელოვანია ქალაქის განვითარებისთვის.

ჯაბა სამუშია : ,,11 ათასამდე ოჯახს დასუფთავების დავალიანების გადახდა აღარ მოუწევს'

თბილისში დაახლოებით 11 ათასამდე  ოჯახს დასუფთავების დავალიანება გაუნულდება, - ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ 2014 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა წარმოადგინეს

,,უკვე მეორედ სეკვესტრირებული 2014 წლის თბილისის ბიუჯეტი და თბილისელების პრობლემებთან აბსოლუტურად შეუსაბამო, უამბიციო 2015 წლის ბიუჯეტი - ეს არის დავით ნარმანიასა და "ქართული ოცნების“ თბილისის მთავრობის 4 თვიანი წარუმატებელი მუშაობის შედეგი და მათი სრული მარცხი დედაქალაქის მართვაში',–განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

საკრებულოში სხვადასხვა სპორტული ღონისძიებებისა და პროგრამების დაფინანსების შესახებ იმსჯელეს

საკრებულოს წევრებმა ინდივიდუალურად განიხილეს თითოეული საკითხი და ერთხმად დაუჭირეს მხარი ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით ჭიდაობისა და  კარატის ფედერაციების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს.

ქეთევან ჯოხაძე: ჩვენი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესი ახალგაზრდების პრიორიტეტად ვაქციოთ

საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივითა და ფრისბის ფედერაციის ორგანიზებით თბილისში მფრინავი დისკოს მატჩი მოეწყო. 

კომისიის სხდომაზე ალტერნატიული საცხოვრებლის არმქონე ფაქტობრივი მფლობელებისთვის ფართის დაკანონების გზებზე იმსჯელეს

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების სხვა ალტერნეტიული საცხოვრებლის არმქონე ფაქტობრივი მფლობელებისა და მოსარგებლეებისთვის დაკანონების თაობაზე იმსჯელეს.

საკრებულოში თბილისის მერიის ეკოლიგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ წარდგენილ პროექტზე იმსჯელეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ოთხ საკითხზე იმსჯელეს.

საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიამ მნიშვნელოვანი საახალწლო პროექტები განიხილა

კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, რომ საახალწლო ღონისძიებები მხოლოდ გართობასა და მხიარულებას არ გულისხმობს და მათი უმრავლესობა ზნეობრივ, მორალურ და მაღალკულტურულ ფასეულობებზეა აგებული.

ჯაბა სამუშია: 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი საკრებულოს კანონის შესაბამის ვადებში დაუბრუნდა

ჯაბა სამუშიას განმარტებით, მთავარი ფინანსური დოკუმენტის შესწორებულ ვარიანტზე საკრებულოს წევრები თავდაპირველად კომისიებში იმსჯელებენ, რის შემდეგაც მას უკვე საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ. 

გიორგი ალიბეგაშვილი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებას დაესწრო

გიორგი ალიბეგაშვილმა ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას  სიტყვით მიმართა და შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის მნიშვნელობასა და ანალოგიურ ღონისძიებებში ხელისუფლებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების ჩართულობის მიზნობრიობაზე ისაუბრა. 

,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა' ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა

დედაქალაქის საკრებულოს ფრაქციის ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა' წევრებმა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს პაატა ჯაჭვლიანს და ამავე სამსახურის სხვა წარმომადგენლებს მოუსმინეს.

რიმა ბერაძის ინიციატივით 79 წლის ფერმწერის ლია ბარნაბიშვილის გამოფენა - გაყიდვა მოეწყო

მხატვრის ინიციატივითა და ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის მხარდაჭერით, სამომავლოდ ასევე დაგეგმილია მსურველებისთვის გაიხსნას ბუმბულთწერის ხელოვნების შემსწავლელი უფასო კურსები.

თბილისის საკრებულოს ქალი დეპუტატები კონფერენცია გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად დაესწრნენ

დეპუტატების მხრიდან გაჟღერებული კომენტარები და მოსაზრებები საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაუმჯობესების მიზნით ადვოკატირებისა და სტრატეგიის დაგეგმვისათვის ერთობლივი პლატფორმის შექმნას ეხებოდა.

საკრებულოს თავმჯდომარე სამების ტაძარში ქართველი მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა, მისმა პირველმა მოადგილემ გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს დეპუტატებმა სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს. 

გიორგი ალიბეგაშვილი ბავშთა უფლებების დაცვისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

გიორგი ალიბეგაშვილი: "ჩვენ დღეს გავაჟღერეთ ის ინიციატივები, რომელთა თავდაპირველი ინიცირება საკრებულოში გამართულ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის ერთ–ერთ შეხვედრაზე განხორციელდა". 

ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივით კრწანისის რაიონში 300 არაგველის სკვერი დასუფთავდა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივით, დღეს რაიონში 300 არაგველის სკვერი დასუფთავდა. 

საკრებულოს აპარატის თანამშრომლებისთვის ორდღიანი ტრენინგი გაიმართა

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომლებისთვის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის საკითხებთან დაკავშირებით ორდღიანი ტრენინგი გაიმართა.

რიმა ბერაძემ პ. სააკაძის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს სამომავლო გეგმები გააცნო

დეპუტატის თქმით, 2015 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხები პირველ რიგში გადაუდებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. ამისათვის კი ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარის ბიურო რაიონის გამგებელთან და სხვა შესაბამის სამსახურეთან ერთად აქტიურად მუშაობს ობიექტურად მოხდეს პრიორიტეტების გადანაწილება.

ბექა ნაცვლიშვილმა შშმ პირს ეტლი და მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტები გადასცა

თბილისის საკრებულოს კრწანისის  რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა  ბექა ნაცვლიშვილმა  სოფელ ფონიჭალაში,  სოციალურად დაუცველი   აქტეროვების ოჯახი მოინახულა.

ლადო ძნელაძემ შშმ პირს საჩუქრად სპეციალიზირებული ეტლი გადასცა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ლადო ძნელაძე და რაიონის ბიუროს წევრები ამავე რაიონში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ნოდარ ქუფარაძეს ესტუმრნენ.

საკრებულოს დეპუტატებმა სხდომაზე 39 საკითხი განიხილეს

დეპუტატებმა საკრებულოს აპარატის მოხელეთა საკონკურსო -საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ იმსჯელეს და კომისიის თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს. 

კობა კობალაძემ მერიის საქალაქო სამსახურების უფროსებს ავჭალაში არსებული პრობლემები დეტალურად გააცნო

კობა კობალაძემ და რაიონის გამგებელმა, ბესიკ ქარცივაძემ მერიის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებს ის პრობლემატური ადგილები დაათვალიერებინეს, რომლებსაც რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, მოსახლეობა ყველაზე მეტად უჩივის.

ჯაბა ჯიშკარიანი ზანდუკელის ქუჩის მოსახელობის პრობლემას გაეცნო და საკითხის სამართლებრივი გზით გადაჭრას დაჰპირდა

ზანდუკელის #13-ში აქცია გაიმართა. მოსახლეობა მიმდებარე ტერიტორიაზე თერთმეტ სართულიანი სახლის მშენებლობას აპროტესტებდა. ჯაბა ჯიშკარიანის განცხადებით, აღნიშნულ საკითხს შესაბამისი კომისია განიხილავს და ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანს.

რიმა ბერაძემ ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ შშმ პირებს საჩუქრები გადასცა

რიმა ბერაძის ინიციატივით, დღევანდელი დღე  განსხვავებულ ფორმატში წარიმართა. ჩუღურეთის რაიონის ბიუროს წევრები, სკოლის მოსწავლეები და საზოგადოების წარმომადგენლები, ასაკობრივ ჯგუფებად დაიყვნენ და მთელი დღე თავის თანატოლ შშმ პირებთან ერთად გაატარეს.

თამარ ტალიაშვილმა შეზღუდული შესაძლებობების მქონე ბავშვებს ადაპტირებული საბავშვო ბაღის გახსნა მიულოცა

“განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით საბავშვო ბაღებში სპეციალური საჭიროების მქონე აღსაზრდელებს შვიდ წლამდე სააღმზრდელო პროცესის გახანგრძლივების უფლება მიეცათ” განაცხადა საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა

დედაქალაქის საკრებულოში შშმ პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ტურნირი გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოსთვის" ინიციატივით, დედაქალაქის საკრებულოს და ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით, შშმ პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ტურნირი  უსინათლოთა და საკრებულოს წარმომადგენელთა შორის გაიმართა.

ჯაბა სამუშიამ ვარშავის უნივერსიტეტში ლექციების ციკლი წაიკითხა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის მიწვევით პოლონეთის დედაქალაქში იმყოფება.

გიორგი ალიბეგაშვილმა ჩინეთ-საქართველოს სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრა

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დელეგაცია საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილისხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს.

თბილისის საკრებულოს წევრებსა და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდს შორის შეხვედრა გაიმართა

ფონდის წარმომადგენლებმა გენდერული თანასწორობის საკითხებზე ისაუბრეს და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით მიმართეს

თბილისსა და გუანჯოუს შორის მეგობრობის მემორანდუმი გაფორმდა

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ქალაქის მერი და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატები ქალაქ გუანჯოუს ესტუმრნენ და საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.

საკრებულოს მხარდაჭერით თბილისში გამოფენა ,,თბილისის თვითმმართველობა 1875-1917 წლებში " გაიხსნა

გამოფენაზე წარმოდგენილია ქალაქის თავის სამუშაო ოთახის მემორიალური ნივთები; თვითმმართველობის ისტორიის განვითარების სხვა და სხვა ეტაპის ამსახველი ფოტოები და სხვა დოკუმენტური მასალა

რიმა ბერაძე: ქალთა მიმართ ძალადობის გაშუქებისა და პრევენციული ზომების მიღების პროცესში მედიის როლი უმნიშვნელოვანესია

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, რიმა ბერაძე სასტუმრო რედისონში აშშ–ს განვითარების სააგენტოს USAID–ის და ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ განხორციელებულ პროექტს "ქალები როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის" ფარგლებში ჩატარებული მედიამონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო. 

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' ფრაქციების გაერთიანებული სხდომაზე თბილისში არსებული საცობების თაობაზე იმსჯელეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' ფრაქციების გაერთიანებული სხდომაზე თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს მალხაზ ჭამპურიძეს მოუსმინეს.

გარემოს დაცვის კომისიაზე თბილისში სანიტარულ–ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს

დეპუტატებმა შპს საქართველოს ინდუსტრიალ კომპანი „GIC LTD”–ს მიერ წარმოდგენილ პროექტზე იმსჯელეს, რომელიც თბილისის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების პირობებს ისახავს მიზნად.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საკრებულოსა და მერიის წარმომადგენელთა ვიზიტი გრძელდება

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის დელეგაცია საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილისა და ქალაქის მერის დავით ნარმანიას ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური მიწვევით იმყოფება.

ირაკლი აბესაძემ თბილისის ქუჩებში არსებული საცობების თემასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა

მისი თქმით, თბილისის ქუჩებში არსებული სატრანსპორტო საცობები უმწვავეს პრობლემად იქცა, რომლის წარმოშობასაც, როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური საფუძველი გააჩნია.

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა

თბილისის საკრებულოსა და მერიის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ გუანჯოუში გაემგზავრა.

თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი მერიას შენიშვნებით უკან გადაეგზავნება

მერია ყველა ფრაქციისა და კომისიის მიერ შემუშავებულ დასკვნას მიიღებს და ბიუჯეტის პროექტის შესწორებულ ვარიანტს საკრებულოს დასამტკიცებლად 10 დეკემბრამდე დაუბრუნებს.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას საკრებულოს დეპუტატები და აპარატის თანამშრომლები შეუერთდნენ

საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯომარემ რიმა ბერაძემ  ქალთა მიმართ ძალადობა კიდევ ერთხელ დაგმო. 

ნუგზარ მალაღურაძე: ბიუჯეტის პროექტში ასახაული ადმინისტრაციული ხარჯები სრულად შეესაბამება სხვა ქვეყნების სტანდარტებს

როგორც დეპუტატმა განმარტა, არსებობს მეცნიერული დასკვნა, რომლის მიხედვითაც პუშკინის ქუჩაზე დაგეგმილი ეტაკადის მშენებლობა ნამდვილად განტვირთავს მოძრაობას და ამ საკითხზე არქიტექტორებთან ერთად აქტიურად მუშაობენ მერიის სატრანსპორტო სამსახურები. 

ალექსანდრე ელისაშვილმა 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში გასათვალისწინებელი შენიშვნები წარმოადგინა

თბილსის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს ჩინოვნიკებზე მორგებულს უწოდებს.

ირაკლი აბესაძემ ცენტრალური ხელისუფლება თვითმმართელობების საქმიანობაში ჩარევის მცდელობად შესაფასა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა-თბილისი თავნჯდომარემ ფინანსთა სამინისტროსა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაგეგმილ სახაზინო რეფორმა თვითმმართელობების დამოუკიდებლობის შეზღუდვის მცდელობად შეაფასა.

თამარ ტალიაშვილი სლოვაკეთში ევროკავშირის ეგიდით ორგანიზებულ სამუშაო კვირეულში მონაწილეობს

თამარ ტალიაშვილი მოწვეული სტუმრების წინაშე წარსდგება მოხსენებით ,,ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების ხელშემწყობი მექანიზმები ადგილობრივ დონეზე.’’

2015 წლის ბიუჯეტის პროექტი დედაქალაქის მერიას საკრებულოს ინიციატივებითა და წინადადებებით დაუბრუნდება

საკრებულოს ფრაქციებსა და კომისიებში თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის შედეგად მიღებული დასკვნები და შენიშვნები დეპუტატებმა  ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე წარმოადგინეს. 

ჯაბა სამუშია: ასეთი მოცულობითი ბიუჯეტი დედაქალაქს არასოდეს ჰქონია

თბილისის მინიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ  დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

ზაზამ ვეკუამ მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით ფრაქციის დასკვნა წარმოადგინა

ფრაქცის ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა' თავმჯდომარემ 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში შესატანი ცვლილებებისა და შენიშვნების ნუსხა წარმოადგინა.

ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტზე შენიშვნები წარმოადგინეს

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს და ჟურნალისტებს  თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებული შენიშვნები გააცნეს.

საკრებულოში იტალიელი ბრენდ-ინჟინერ-არქიტექტორის მასიმო მარიანის ნამუშევრების პრეზენტაცია გაიმართა

მასიმო მარიანიმ დეპუტატებს პირადად წარუდგინა მისივე გამოგონილი ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც უკვე დანერგილი და აპრობირებულია ქალაქების ძველი ისტორიული შენობების აღადგენა-რესტავრაციისათვის. 

საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელეს

2015 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, საკრებულოს უმცირესობის მსგავსად, შენიშვნები უმრავლესობის მხრიდანაც გამოითქვა.

საკრებულოს ისტორიულ შენობაში სასკოლო კონკურსი, წიგნის მეგობრები 2014-ის ნახევარფინალი გაიმართა

თამარ ტალიაშვილი: განათლებისა და კულტურის კომისია მხარს უჭერს ამ ღონისძიებას და ჩვენ მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ ასეთ პროექტების მხარდასაჭერად. კოალიცია  "ქართული ოცნების"  უმრავლესობა სწორედ სწავლსა და განათლებაზეა ორიენტირებული.

თბილისის საკრებულოში მერიის საქალაქო სამსახურების უფროსები ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრებს შეხვდნენ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობისა“ და მერიის საქალაქო სამსახურების უფროსების შეხევედრა ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც ისინი 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავდნენ.

ფრაქციის ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა' წევრები მერიის საქალაქო სამსახურების უფროსებს შეხვდნენ

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა' წევრები დედაქალაქის  მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ და  2015 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.

გიორგი ალიბეგაშვილი: თბილისის საკრებულო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს განათლების ათ წლიანი გეგმის განხორციელებას

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ისტორიულ შენობაში განათლების სფეროს ათ წლიანი გეგმის პრეზენტაცია გაიმართა.

ფრაქცია ,,თავისუფალმა დემოკრატებმა' მერიის წარმომადგენლებთან ერთად ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელეს

შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა, დასრულების შემდეგ კი მხარეებმა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კომენტარები გააკეთეს. 

საკრებულოში 2015 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელეს

საკრებულოს კოალიცია ,,ქართულ ოცნებაში' შემავალი ფრაქციების დეპუტატები და დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლები ბიუჯეტის პროექტში ასახულ ძირითად პრინციპებზე შეთანხმდნენ, თუმცა, მათივე თქმით, განხორციელდება გარკვეული ცვლილებები.

გიორგი ალიბეგაშვილი ნანტისა და თბილისის დაძმობილების 35 წლის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო

გიორგი ალიბეგაშვილი: ეს მეგობრობა ყოველთვის იყო განმსჭვალული სიკეთით და იმედი მაქვს, რომ დღევანდელი ღონისძიებაც ჩვენი მეგობრობის გაგრძელების საწინდარი იქნება.

საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების განცხადება

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’  წარმომადგენლები თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

თამარ ტალიაშვილი : ბავშვთა უფლება განათლებაზე უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია

ბავშვის უფლებათა კონვენციის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, ასევე მთავრობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ბავშვებთან ერთად  იღებდნენ მონაწილეობას.

გიორგი ალიბეგაშვილმა ლეგენდარული ფეხბურთელის, მიხეილ მესხის ძეგლი გახსნა

გიორგი ალიბეგაშვილი: "ასეთი ღირსეული პიროვნებების დაფასება უპირველეს ყოვლისა ჩვენ და ჩვენს მომავალ თაობებს სჭირდებათ. ეს ეხება არა მხოლოდ სპორტს, არამედ ნებისმიერ სფეროს, რომელიც ქართველი ხალხის სულიერ, კულტურულ და ფიზიკურ ღირებულებებსა წარმოაჩენს."

თამარ ტალიაშვილმა აქციაში ,,მე ვამწვანებ ქალაქს” მონაწილეობა მიიღო

“მე ვამწვანებ ქალაქს” -  აქციის ფარგლებში დედაქალაქის საბავშვო ბაღებში 4 ათასამდე ხე დაირგვება. აღნიშნული პროექტი დღეს 170-ე ბაგა-ბაღიდან დაიწყო და ეტაპობრივად ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების აუთვისებელ სივრცეს მოიცავს. 

,,ოქროს ბიჭების' პატივსაცემად საკრებულოს განახლებულ შენობაში საზეიმო მიღება გაიმართა

ღონისძიება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გახსნა. გიორგი ალიბეგაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ 1964 წლის 18 ნოემბერი ქართული სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა.

,,ოქროს ბიჭების' იუბილესთან დაკავშირებით დედაქალაქში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა

ოქროს ბიჭებად წოდებული ვეტერანი ფეხბურთელების დასაფასებლად თბილისის საკრებულოს ორგანიზებით დედაქალაქში რამდენიმე ღონისძიება დაიგეგმა.

ნუგზარ მალაღურაძე: 2015 წლის ბიუჯეტი სოციალურ პროექტებზეა ორიენტირებული

"ჩვენი პრიორიტეტი პირველ რიგში ადამიანია და ძირითადად ორიენტირებულები ვართ მათ კეთილდღეობაზე.ჩვენს გუნდს აქვს კონკრეტული ამოცანები და გეგმა, დადებითისკენ შეცვალოს დედაქალაქის მოსახლეობის ყოფა და ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ“,- განაცხადა ნუგზარ მალაღურაძემ.

 

თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა განცხადება გააკეთეს

თემურ გრიგალაშვილმა ჟურნალისტებს მომავალი წლის  ფინანსური დოკუმენტის პროექტის რამდენიმე მუხლი გააცნო, რომელიც მისი განცხადებით, ქალაქის ეკონომიკის ზრდაზე უარყოფითად აისახება.

საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები კომუნალურ ვაუჩერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის’’  წევრები დედაქალაქის მერიის 17 ნოემბრის განცხადებას გამოეხმაურნენ, რომელშიც თბილისის მთავრობა საკრებულოს უმცირესობას კომუნალურ ვაუჩერებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

საკრებულოს მხარდაჭერით თბილისში დღენაკლთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ღონისძიებაზე  საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი სიტყვით გამოვიდა და საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს ია დავიათაიას საჩუქრად ,,ოქროს ფონეიდოსკოპი’’ გადასცა.

ჯაბა სამუშიამ მედიის წარმომადგენლებს თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტები გააცნო

საკრებულოს ქონების მართვისა და საბიუჯეტო–საფინანსო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ თბილისის მერიიდან შემოსული დედაქალაქის 2015 წლის  ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტებზე მედიასთან ისაუბრა. 

საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს

თამაზ შოშიაშვილის თქმით, აღნიშნული დოკუმენტი დედაქალაქის მერის და მისი გუნდის წინასაარჩევნო დაპირებებს არ შეესაბამება. 

ფრაქცია ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა' 2015 წლის ბიუჯეტს მხარს არ უჭერ

დედაქალაქის საკრებულოში ფრაქციის ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა' თავმჯდომარემ თბილისის 2015 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

გიორგი ალიბეგაშვილი: თითოეული ჩვენთაგანის ვალია, ვიაროთ ევროპული ღირებულებების გზით

"ევროპის მოედანზე" მდებარე ერთ-ერთ სკვერს "ტოლერანტობის სკვერი" ეწოდება.
გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, ამ იდეის ინიციატორი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია და მის განხორციელებას დედაქალაქის საკრებულო ხელს შეუწყობს.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა

დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რვა საკითხი განიხილეს.

ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს

თბილისის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა და ქონების მართვისა და საფინანსო–საბიუჯეტო კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა 6 საკითხი განიხილეს.

განათლებისა და კულტურის კომისიის ხელშეწყობით N 7-ე ხელოვნების სკოლის პრობლემა გადაიჭრა

კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის განცხდებით, ხელოვნების სკოლები განათლების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და ბოლო ათწლეულის მანძილზე სწორედ ეს სფერო დაზარალდა განსაკუთრებით.

საკრებულოსა და საზოგადოება „თბილისელს“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმი თბილისის კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრების ხელშეწყობასა და შემოქმედებით და სამეცნიერო წრეებთან აქტიურ ურთიერთთანამშრომლობას ისახვს მიზნად. 

განათლებისა და კულტურის კომისიასთან არსებულ სათათბიროს სხდომაზე დარგის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებზე იმსჯელეს

სხდომას კომისისათან არსებულ სათათბიროში ჩართული განათლებისა და კულტურის სფეროს 11 მნიშვნელოვანი ორგანიზაცია და მათი წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ შორის საქართველოს  პარლამენტის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები.

საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი ძაღლების თავშესაფრის თემასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

გვინდა გამოვეხმაუროთ ქალაქ თბილისში ვაკის რაიონში მდებარე უპატრონო ცხოველთა კერძო თავშესაფრთან დაკავშირებულ თემას. სამწუხაროდ, ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომ თითქოს თბილისის საკრებულო აღნიშნული თავშესაფრის დახურვის მომხრეა და გარემოს დაცვის კომისიის სხდომა სწორედ ამ მიზნით გაიმართა.

რიმა ბერაძის და თამარ ტალიაშვილის ინიციატივით ბაგა–ბაღების დირექტორებთან შეხვედრა შედგა

საკრებულოს წევრებმა ჩუღურეთის რაიონის ბაგა-ბაღების დირექტორებს თბილისის მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს სამომავლო გეგმები გააცნეს.

თემურ გრიგალაშვილმა დედაქალაქის მერიას ინფრასტრუქტურული პროექტები შესთავაზა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს " ნაციონალური მოძრაობა - თბილისის“ წევრმა თემურ გრიგალაშვილმა ბრიფინგი გამართა. 

ძაღლების თავშესაფრის საკითხის განხილვა ინციდენტის გამო ჩაიშალა

დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის გაფართოებული სხდომა გაიმართა, სადაც მოქალაქეთა განცხადების საფუძველზე ვაკეში, სვანიძის ქუჩაზე არსებული ცხოველთა თავშესაფრით გამოწვეული სხვადასხვა პრობლემების განხილვა მიმდინარეობდა.

გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე უპატრონო ცხოველთა კერძო თავშესაფრის თაობაზე იმსჯელებენ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართება, რომელზეც ერთი საკითხი, კერძოდ, ქალაქ თბილისში ვაკის რაიონში მდებარე უპატრონო ცხოველთა კერძო თავშესაფრის პრობლემებს განიხილავენ.

ორგანიზაცია - ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და Oxfam-ის მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაზე გენდერული თანასწორობის საკითხებზე იმსჯელეს

საკრებულოს დეპუტატმა, რიმა ბერაძემ საბჭოს ეფექტიანი მუშაობისა და გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით, გენდერულ საკითხებზე მომუშავე გამოცდილ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კოლეგებს თანამშრომლობა შესთავაზა.

ჯაბა სამუშიამ ნაციონალური მოძრაობის წინადადებებს ღიმილისმომგვრელი უწოდა

ქ. თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა ბრიფინგს ეხმიანება.

საკრებულოში უსახლკაროთა თავშესაფრის მშენებლობაზე იმსჯელეს

გულიკო ზუმბაძე: აგრეთვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დიდი ლილოს დასახლება უფრო მიმზიდველი გავხადოთ, განვავითაროთ სოციალური, კულტურული და ინფრასტრუქტურული მიმართულებები.

საკრებულოში ლილოს ნაგავსაყრელთან დაკავშირებით მერიის მიერ წარმოდგენილი წინადადებათა პაკეტი განიხილეს

შპს "თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის პირველმა მოადგილემ ლევან ჯღარკავამ დეპუტატებს პოლიგონის სრულყოფის გეგმა წარუდგინა, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი იმ სამუშაოების გატარების თანხები, რაც არსებული ნაგავსაყრელის  მოწესრიგებას შეუწყობს ხელს.

ბიუჯეტი 2015 - საკრებულოს ფრაქციების: ,,ნაციონალური მოძრაობა - თბილისი' და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განცხადება'

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციების- ,,ნაციონალური მოძრაობა - თბილისი' და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა' წარმომადგენლები 2015 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

საკრებულოს აპარატის თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარდათ

"მართვისა და ორგანიზაციულ ქცევასთან“ დაკავშირებით, 8-9 ნოემბერს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის განყოფილებებისა და სამდივნოების უფროსებისთვის ორდღიანი სემინარი ჩატარდა.

თამარ ტალიაშვილი ოკუპირებული ტერიტორიიდან ჩამოსული მოსწავლეების შემოქმედებას გაეცნო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. 

დიღმის ტყე-პარკის გამწვანების აქციაში მონაწილეობა თბილისის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებმა მიიღეს

საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, გარემოს დაცვისა და სარევიზიო კომისიების თავმჯდომარეებმა შორენა ბუხრაშვილმა და ნუგზარ მალაღურაძემ, ასევე საკრებულოს დეპუტატებმა დიღმის ტყე-პარკის გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა.

ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტები შეითანხმეს

დღეს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა ჩატარდა, რომელზეც დეპუტატებმა ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამები და ქვეპროგრამები განიხილეს. 

თბილისის საკრებულოში 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტები მერიის საქალაქო სამსახურის უფროსებთან ერთად განიხილეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრები მერიის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდნენ და 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.

საკრებულოში „UNESCO–ს მეცნიერების დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის“ ფარგლებში მიმდინარე აქცია დასრულდა

აქციის ფარგლებში წიგნების გარდა სკოლას საბავშვო შემეცნებითი მასალა – ქართული ანიმაციური ფილმები და საბავშვო მხატვრული ფილმები გადაეცემა. 

საკრებულოს დეპუტატებმა ამერიკელ სტუმრებს უმასპინძლეს

ამერიკელმა სტუმარმა დეპუტატებს ორგანიზაციის საქმიანობა პრეზენტაციის სახით გააცნო და ნიუ იორკის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნების მექანიზმებზე დეტალურად ისაუბრა.  

საკრებულოში სახელოვნებო დარგის წარმომადგენლებს შეხვდნენ

კომისიას პროექტები ა(ა)იპ „თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი“–ს ხელმძღვანელმა, ზურაბ წერეთელმა წარუდგინა. 

თამარ ტალიაშვილი: შესაქმნელია ბიბლიოთეკების განვითარების ახალი კონცეფცია

ჩვენ მივმართეთ თბილისის მერიას, რათა 2015 წლის ბიუჯეტში მაქსიმალურად მოხერხდეს იმ მექანიზმების ასახვა, რომლებიც არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელადაა საჭირო.

საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ძველი თბილისი დაათვალიერებინეს

საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები სტუმარს დედაქალაქის ისტორიული იერსახის შენარჩუნებაზე ესაუბრნენ და ძველ თბილისში არსებული მოედნების რეაბილიტაციის გეგმები გააცნეს. 

საკრებულოს დეპუტატებმა გაერთიანებულ სხდომაზე ბაგა-ბაღებში ჯანდაცვისა და კვების ჰიგიენის ნორმების შესახებ ანგარიში მოისმინეს

კომისიების წევრების განცხადებით, ბაგა-ბაღებში ექიმის შტატის დამატებით, გრძელვადიანი ეფექტის მიღწევა გახდება შესაძლებელი. არსებობს მთელი რიგი დაავადებები, რომელთა დიაგნოსტიკა შესაძლებელია 2–დან 5 წლამდე და დროული მკურნალობა შესაძლებელს გახდის მათ სრულად აღკვეთას.

თბილისის საკრებულოში, განათლებისა და კულტურის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიების წევრებმა ბაგა-ბაღების პრობლემებზე იმსჯელეს

"ამ მუშაობის შედეგი კი უკვე სახეზეა: 8 ახალი ბაგა–ბაღის მშენებლობა 2015 წლის ბოლომდე დასრულდება.  2014 წლის ბოლომდე კი 1165 აღსაზრდელისთვის გამოიძებნება დამატებითი ადგილები“,  - განცხადა თამარ ტალიაშვილმა.

ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა კოლელიშვილი პროექტ ზღაპარიყოს გახსნას დაესწრო

ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა კოლელიშვილის ბიუროს ინიციატივით, მოზარდებში წიგნისა და ხელოვნების პოპულარიზაციის,  წარმოსახვის, აზროვნებისა და ანალიზის უნარის განვითარების მიზნით, პროექტი“ზღაპარიყო” დაიწყო.

საკრებულოში ხმაურის დასაშვები ნორმების დარღვევის ფაქტებზე რეაგირების თაობაზე იმსჯელეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე დედაქალაქის ტერიტორიაზე საცხოვრებელ და საზოგადოებრივ ზონებში ხმაურის შემცირების გადაუდებელი ღონისძიებების გატარების თაობაზე იმსჯელეს.

საკრებულოში ფრაქციის ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოსთვის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა

სხდომაზე დეპუტატებს ფრაქცია „ ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“  ხელმძღვანელმა რიმა ბერაძემ მონიტორინგის ანგარიში წარადგინა. 

კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის რიგი უბნების ინტერნეტით უზრუნველყოფის პერსპექტივები განიხილეს

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც თბილისის რიგ უბნებში პროვაიდერის არარსებობასა და მსგავსი არეალების ინტერნეტით უზრუნველყოფის პერსპექტივები განიხილეს.

თამარ ტალიაშვილი:კულტურისა და განათლების მომავალი დიდწილად სახელოვნებო განათლებაშია

თამარ ტალიაშვილი ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის N19 ხელოვნების სკოლაში გამართულ მოსწავლეთა საანგარიშო კონცერტს დაესწრო.

საქველმოქმედო აქცია, UNESCO–ს მეცნიერების დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის ფარგლებში, საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა სიმბოლურად გახსნა

აქცია, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ხელშეწყობით განხორციელდა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის სომხური საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის ფონდის შესასვებად იმართება. 

რიმა ბერაძის შუამდგომლობით დევნილთა საცხოვრებელი კორპუსის გაზიფიცირება მოხდა

ჯავახიშვილის 118–ში მცხოვრებმა რაისა გელენიძემ რიმა ბერაძეს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. 

თბილისის საკრებულომ ჩინეთის დელეგაციას უმასპინძლა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, მისმა მოადგილეებმა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა ანხუის პროვინციის სახალხო კონგრესის წარმომადგენლებს უმასპინძლეს.

თამარ ტალიაშვილი მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა თბილისის პანთეონის ხელმძღვანელობას შეხვდა

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა თბილისის პანთეონის ხელმძღვანელობას მოუსმინეს.

განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე მუნიციპალური თეატრების პრობლემები მოისმინეს

თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც მუნიციპალური თეატრების, ქართული ფოლკლორის მოსწავლეთა სასახლის და  თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრის "ბიგ-ბენდის’’ ხელმძღვანელთა  პრობლემები მოისმინეს.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ისნის რაიონში მდებარე ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩისთვის ბერი გაბრიელის სახელის მინიჭების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბოგდან ხმელნიცკის ნაწილისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩას ბერი გაბრიელის სახელი მიენიჭა. აღნიშნული გამზირისათვის ბერი გაბრიელის სახელის მინიჭების თხოვნით საკრებულოს წმინდანის დამ და ასევე 3 ათასზე მეტმა ადამიანმა მიმართა.

დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სხდომა გაიმართა

სხდომაზე, რომელსაც  არასამთავრობო ორგანიზაციებისა და  აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდენენ, ქალთა და ბავშვთა უფლებებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებში მათი დაცვის მექანიზმებზე იმსჯელეს. 

ისნის რაიონში ბერი გაბრიელის სახელობის ეკლესიის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი

ჯვრის კურთხევას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ეწრებდოდნენ.

საკრებულოს დეპუტატებმა ეროვნულ კონფერენციაში “სამოქალაქო საზოგადოება ადგილობრივი დემოკრატიისთვის” მიიღეს მონაწილეობა

კონფერენციის მონაწილეებმა  2013-14 წლების ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შედეგები შეაჯამეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. 

რიმა ბერაძემ აბაშის ქუჩის მაცხოვრებლებს გზის რეაბილიტაციის შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება გააცნო

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ტენდერის გარეშე აბაშის ქუჩის რეაბილიტაციის ჩატარების საკითხი დეპუტატებმა ერთხმად დაამტკიცეს. 

თამარ ტალიაშვილი: ,,ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ წარმოდგენილი ინიციატივა მცდარი და ბუნდოვანია

,,პირველ ყოვლისა, საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს ადგილობრივ თვითმართველობის მოხელეთა გასაუბრების ჩაწერის, შენახვის და გაცემის პროცედურას. ამიტომ, ეს ფორმულირება ყოველგვარ იურიდიულ მნიშვნელობას მოკლებულია",- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

თბილისის საკრებულომ ნაციონალური მოძრაობის ინიციატივა, ატესტაციის მეორე ეტაპის ვიდეოგადაღების წარმოების შესახებ არ დააკმაყოფილა

საკრებულოს სხდომაზე ამ საკითხს მხარი მხოლოდ ოპოზიციის 8 დეპუტატმა დაუჭირა, ერთმა თავი შეიკავა, ხოლო 25 წინააღმდეგი იყო.

ლილოს ნაგავსაყრელთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად საკრებულო მერიას წინადადებათა პაკეტის შემუშავებას სთხოვს

თბილისის მუნიციპალიტეტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილეს.

საკრებულოს ქალ დეპუტატთა ინიციატივით დღეს არასამთავრობო სექტორთან ერთად ძალადობის თემაზე იმსჯელეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კოალიცია ,,ქართულ ოცნებაში" შემავალი ქალი დეპუტატების ინიციატივით, შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ოჯახურ ძალადობაზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ყაზბეგის გამზირზე არსებულ სკვერს რეკრეაციული ზონის სტატუსი დაუბრუნდება

საბურთალოს რაიონის მაცხოვრებლებს კიდევ ერთი სკვერი შეუნარჩუნდება. 

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა

სხდომაზე დეპუტატებმა  დღის წესრიგით გათვალისწინებული  საკითხი განიხილეს, რომელიც ქეთევან დედოფლის გამზირზე, სასტუმრო მეტეხის მიმდებარე ფერდობის მოწყობა–აღდგენით სამუშაოებს ეხებოდა.

სამი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა რამდენიმე მიმდინარე საკითხი განიხილეს

დღეს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა და ქონების მართვისა  და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე გასატანი რამდენიმე საკითხი განიხილეს.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ნაციონალური მოძრაობა' განცხადება

,,თბილისის მერიაში მომუშავე ადამიანების შრომის უფლებების დაცვისა და ატესტაციის მეორე ეტაპის – გასაუბრების ობიექტურად ჩატარების მიზნით, "ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს ფრაქციების მოთხოვნით ეს პროცესი უნდა წარიმართოს ვიდეო გადაღების თანხლებით, რაც უფლებაშელახული ადამიანებისთვის საკუთარი ინტერესების დაცვის მექანიზმი იქნება",- ნათქვამია განცხადებაში.

თამარ ტალიაშვილი: განხორციელდა ბაგა–ბაღების დეპოლიტიზაცია

თამარ ტალიაშვილმა ყურადღება იმ მემკვიდრეობაზე გაამხვილა, რომელიც მისი თქმით ხელისუფლების ცვლილების შემდგომ დახვდა კოალიცია „ქართულ ოცნებას“. კერძოდ კი გასხვისებულ და დახურულ ბაგა–ბაღებზე, მოუწესრიგებელ  და სტანდარტებთან შეუსაბამო გარემოზე, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების გათავისუფლება–დაწინაურებაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით თბილისის ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს ანგარიში მოისმინეს

დღეს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც კომისიის თავმჯდომარის, თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, თბილისის ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის, თემურ თორდინავას ანგარიში მოისმინეს. 

გიორგი მუსხელიშვილმა წყნეთში სასმელი წყლის ახალი სისტემის მშენებლობა დაათვალიერა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი მუსხელიშვილმა და კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის’’ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გაჩეჩილაძემ დღეს დაბა წყნეთის წყალმომარაგების სისტემისტემის მშენებლობა დაათვალიერეს.

დავით უთმელიძემ გლდანის მოსახლეობის პრობლემები მოისმინა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ნინო გოგუაძის ბიუროში მოქალაქეების ტრადიციული შეხვედრა გაიმართა. გლდანის მოსახლეობის პრობლემები ამჯერად საკრებულოს ფრაქციის  "ქართული ოცნება – კონსერვატორები”თავმჯდომარემ დავით უთმელიძემ მოისმინა.

დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატები ევროპის პროფკავშირების გენერალურ მდივან ბერნადეტ სეგოლს შეხვდნენ

შეხვედრაზე განხილულ იქნა შრომისა და დასაქმების სფეროში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები. აგრეთვე,  ეროვნულ დონეზე  სოციალური დიალოგის განვითარების ხელშეწყობის და გაძლიერების საკითხები.

ქეთევან ჯოხაძემ სოციალურად დაუცველ ქალბატონს გაზის გამათბობელი გადასცა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა მუხიანში მცხოვრები მარტოხელა ქალბატონი თამარ ხაჩიკიანი მოინახულა და საჩუქრად გაზის გამათბობელი გადასცა. 

რიმა ბერაძემ მის რაიონში მცხოვრები დევნილების პრობლემების შესახებ ინფორმაცია დევნილთა მინისტრის მოადგილეს გააცნო

რიმა ბერაძე ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც იგი დეპუტატობის კანდიდატი იყო, აქტიურად ხვდება რაიონში ჩასახლებულ დევნილებს და მათ პრობლემებს ადგილზე ეცნობოდა. ბევრ მათგანს მაჟორიტარის შუამდგომლობით სხვადასხვა სახის ყოფითი პრობლემები მოუგვარდა. 

ია მაკასარაშვილი: რაიონში მწვავედ დგას საკანალიზაციო სისტემისა და სანიაღვრე ქსელის პრობლემები

რაიონში კორპუსების უმრავლესობა ავარიულ მდგომარეობაშია და სასწრაფო გამაგრებას საჭიროებს, აგრეთვე მწვავედ დგას საკანალიზაციო სისტემისა და სანიაღვრე ქსელის პრობლემები.

ჯაბა ჯიშკარიანის ბიუროში მოსახლეობის მიღებას თამარ ტალიაშვილი დაესწრო

დღეს, მთაწმინდის რაიონის ბიუროში მოსახლეობის პრობლემები რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან ჯაბა ჯიშკარიანთან ერთად თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა მოისმინა.

გიორგი ალიბეგაშვილმა სანზონის მოსახლეობის პრობლემები მოისმინა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი მაჟორიტარებთან ერთად მოქალაქეების ტრადიციულ მიღებას განაგრძობს.

თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა

დღეს, თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც განხილული იქნა 2009 წ. დამტკიცებული დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალურ გეგმაში ცვლილებების შეტანის საკითხი. 

დღეს საკრებულოში პროგრამული ბიუჯეტის თაობაზე იმსჯელეს

საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ შეხვედრის მიზანი განმარტა და აღნიშნა, პირველ ეტაპზე სასურველია, საფინანსაო ჯგუფთან და მერის მოადგილეებთან შეხვედრა. 

რიმა ბერაძემ სოციალურად დაუცველ ოჯახს დახმარება გაუწია

დღეს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი, რიმა ბერაძე უზნაძის ოთხ ნომერში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრა და შეზღუდული შესაძებლობების მქონე პირს, ბესიკ გიორგობიანს ინვალიდის ეტლი და ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა

დეპუტატებმა თბილისის მერიის სამი საქალაქო სამსახურის უფროსისა და ერთი საქალაქო სამსახურის  მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის შესახებ იმსჯელეს. 

დეპუტატებმა რამდენიმე ქუჩისთვის სახელის მინიჭების თაობაზე იმსჯელეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგარეშე სხდომაზე რამდენიმე ქუჩისა და სკვერისათვის სახელის მინიჭებაზე იმსჯელეს. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლია ჯახველაძემ საკრებულოს დეპუტატებს სამი საკითხი წარუდგინა.

რიმა ბერაძის შუამდგომლობით აბაშის ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდება

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე რაიონის გამგებელთან, ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად აბაშის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა.

საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა მათ რაიონებში ჩატარებულ თბილისობის საზეიმო ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა

წელს თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებში სიახლეა. კერძოდ, თუკი აქამდე თბილისობა დედაქალაქის მხოლოდ ცენტრალურ ნაწილში აღინიშნებოდა, წელს მოხდა საზეიმო ღონისძიებების მთელი თბილისის მასშტაბით აღნიშვნა.

თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში დღეს რესტორან ქალაქურში ქართული ღვინის კონკურსი –თბილისი 2014-ში გამარჯვებული ღვინოები დააჯილდოვეს

გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში ღვინის კულტურის არსებობა არაერთ საუკუნეს ითვლის, რაც ქვეყანას ღვინის სამშობლოს სტატუსს ანიჭებს.

საკრებულოს ისტორიულ შენობაში თბილისზე მზრუნველის დაჯილდოება გაიმართა

ცერემონიალზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა "თბილისზე მზრუნველის" მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელიც მრავალი წლის მანძილზე უანგაროდ ემსახურება თავის პროფესიას და ქალაქს. 

თბილისის საკრებულოს ისტორიულ შენობაში ახალგაზრდა პოეტებს უმასპინძლეს

დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ ქეთევან ჯოხაძემ საერთაშორისო პოეტური ფესტივალი „ცისარტყელა პოეზიის სიყმაწვილე“– გამარჯვებულ ახალგაზრდა პოეტებს საკრებულოს ისტორიულ შენობაში უმასპინძლა.

გიორგი ალიბეგაშვილი ოთარ მეღვინეთუხუცესის სახელობის მოედნის გახსნას დაესწრო

დღესვე საკრებულოს თავმჯდომარე თბილისის მერთან და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ჩაისა და თაფლის საერთაშორისო ფესტივალს დაეწრო. გიორგი ალიბეგაშვილმა და დავით ნარმანიამ ფესტივალზე სხვადასხვა სახეობის თაფლი და ჩაი დააგემოვნეს.

თბილისში ავტომუზეუმი გაიხსნა

უსახელო ქუჩას, რომელზეც მუზეუმის შენობაა განთავსებული თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით და საკრებულოს თავმჯდომარის მხარდაჭერით ავტომუზეუმის ქუჩა დაერქვა, რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც მუზეუმის დამფუძნებელს გიორგი ალიბეგაშვილმა საზეიმო ვითარებაში გადასცა.

ბექა ნაცვლიშვილმა კრწანისის მოსახლეობას თბილისობა მიულოცა

კრწანისის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა, რაიონის გამგებელმა გიორგი კოპალეიშვილმა და მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა მოსახლეობას თბილისობის დღესასწაული მიულოცეს და რაიონში გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა. 

ბექა ნაცვლიშვილი საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ყრილობას დაესწრო

დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი სოციალ-დემოკრატების სახელით ყრილობის დელეგატებსა და სტუმრებს  მიესალმა . `დღევანდელი დღესასაწაული კიდევ ერთი მანიფესტაციაა იმისა თუ როგორ დემოკრატიულად ვითარდება თქვენი ორგანიზაცია რადგან მისი და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ალტერნატივა არ აქვს~ განაცხადა დეპუტატმა. 

გიორგი ალიბეგაშვილი ღვინის ფესტივალის საზეიმო გახსნას დაესწრო

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი შალვა ხეცურიანი და საკრებულოს წევრები რიყეზე  ღვინის ფესტივალის საზეიმო გახსნას დაესწრნენ.

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ისტორიულ შენობაში ,,თბილისობა 2014' - ის საზეიმო გახსნა და საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

ღონისძიება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა გახსნა, რომელმაც შეკრებილ საზოგადოებას თბილისობა მიულოცა და აღნიშნა, რომ სასიხარულოა თბილისობის ღონისძიებების გახსნა სწორედ საკრებულოს განახლებულ ისტორიულ შენობაში. 

გიორგი ალიბეგაშვილი ოლივერ უორდროპის სახელობის სკვერის გახსნას დაესწრო

საკრებულოს თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დედაქალაქის მერი, ასევე განათლებისა და კულტურის მინისტრები, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი მთაწმინდაზე ოლივერ უორდროპის სახელობის სკვერისა და მემორიალური დაფის გახსნას დაესწნენ.

დედაქალაქს ათი საპატიო თბილისელი შეემატა

ღონისძიების ფარგლებში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო. ასევე გაიმართა კონცერტი, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნის ელჩებმა მოწვეულ სტუმრებს სასიამოვნო სიურპრიზი მოუმზადეს და თბილისს ქართველ მომღერლებთან ერთად  უმღერეს.

საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა თბილისელებს ,,თბილისობა' მიულოცა

გიორგი ალიბეგაშვილი: ჩვენი ამოცანაა, გავზარდოთ თბილისელების როლი საკუთარი ქალაქის მართვაში, შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ნებისმიერი თანამოქალაქე დაცული იქნება და ღირსეულად იგრძნობს თავს

თბილისის მუნციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა თბილისი მარათონში მიიღეს მონაწილეობა

როგორც საკრებულოს დეპუტატებმა აღნიშნეს, ისინი მხარს უჭერენ მსგავს პროექტებს და ანალოგიურ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას მომავალშიც გეგმავენ. 

თბილისობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საკრებულოში საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონიალით გაიხსნება

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია საკონცერტო პროგრამა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა. აღნიშნულ ღონისძიებას მასპინძლობს თბილისის მინიციპალიტეტის საკრებულო და თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.

კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა ოთხი საქალაქო სამსახურის უფროსის დანიშვნას დაუჭირეს მხარი

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა ოთხი საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, მათ შორის ერთის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნას დაუჭირეს მხარი.

თბილისის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა

დღეს, თბილისის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გატანილი იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი, რომელთაც დეპუტატებმა დადებითი რეკომნდაციები მისცეს, შეაბამისად ეს საკითხები შეტანილი იქნა მომავალი კვირის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში. 

თბილისის მუნციპალიტეტის საკრებულო „თბილისი მარათონისთვის“ ემზადება

„თბილისი მარათონი“ არის რიგით მესამე ნახევარმარათონი, რომელიც საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ემსახურება  და ამავდროულად საქველმოქმედო ხასიათისაა. 

განათლებისა და კულტურის კომისიაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს საკრებულოს ბიუროს სხდომაზე დასამტკიცებლად გაიტანენ

სხდომას ა(ა)იპ „თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის“ თავმჯდომარე ზურაბ წერეთელი და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მმართველი, მსახიობი და რეჟისორი ზურაბ გეწაძე ესწრებოდნენ, რომლებმაც კომისიას ა(ა)იპ „თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრთან“ არსებული საკონსულტაციო ჯგუფის მიერ განხილული და მოწონებული საკითხები წარუდგინეს. 

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის რიგგარეშე სხდომა გაიმართა

კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა  დღის წესრიგით გათვალისწინებული 3 საკითხი განიხილეს.

ურბანული კომისიის სხდომაზე საკრებულოს დეპუტატებმა რამდენიმე რაიონის ინფრასტრუქტურული პროექტები შეითანხმეს

კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა იმსჯელეს და დადებითად გადაწყვიტეს ისეთი მიმდინარე საკითხები, როგორიც იყო: ,,ქ. თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ დიდუბის, მთაწმინდის, გლდანის, ჩუღურეთის, საბურთალოს და კრწანისის  რაიონებში განსახორციელებელ ღონისძიებებზე თანხმობის მიცემა.

რიმა ბერაძის შუამდგომლობით ჩუღურეთის რაიონში უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი რამდენიმე ქუჩაზე გზის შეკეთება მიმდინარეობს

დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა, რიმა ბერაძემ და რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ ჩუღურეთის რაიონში რამდენიმე ქუჩაზე მიმდინარე გზის შეკეთებითი სამუშაოები დაათვალიერეს. 

დღეს,თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განახლებულ ისტორიულ შენობაში საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და თბილისის მერი დავით ნარმანია უმრავლესობას შეხვდა

შეხვდრის ფარგლებში განხილული იყო აქტუალური თემები, მათ შორის, მიმდინარე პროექტები, თბილისის ბიუჯეტი და „თბილისობასთან“ დაკავშირებით დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებები.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები სამუშაო ვიზიტით ნორვეგიაში იმყოფებიან

გიორგი ტყემალაძე და მალხაზ მჭედლიშვილი საქართველოს თვითმმართველობების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ სტავანგერში, საქმიანი ვიზიტით, ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნორვეგიის ასოციაციამ მიიწვია.

ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობა' საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევას მოითხოვს

ქ. თბილისის მერიაში დაგეგმილ ატესტაციასთან დაკავშირებით საკრებულოს 2014 წლის 10 ოქტომბრის  სხდომაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციებმა მერიის თანამშრომელთა ატესტაციის ერთეტაპად, მხოლოდ ტესტირების გზით ჩატარებას მოითხოვეს.

საკრებულომ მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეთა ფინანსური ასოციაცია GFOA–ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეთა ფინანსურ ასოციაცია GFOA-ს წარმომადგენლებს და ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორსა და მთავარ აღმასრულებელ ხელმძღვანელს, ჯეფრი ესერს უმასპინძლა.

პეგ ბრინი: ვულოცავ საკრებულოს ამ ძალზედ მნიშვნელოვანი შეხვედრის ჩატარებას

შეხვედრის მეორე ნაწილში პეგ ბრინმა წარმოადგინა პრეზენტაცია, რომლის თემა იყო კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ეკონომიკური მნიშვნელობა. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მან შეხვედრასა და მასზე განხილული საკითხების მნიშვნელობაზე ისაუბრა . 

თამარ ტალიაშვილმა დიპკორპუსის წარმომადგენლებს საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის საქმიანობის რეფორმა გააცნო

თამარ ტალიაშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის კულტურის ატაშეებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს განათლებისა და კულტურის კომისიის საქმიანობის მიმდინარე რეფორმა და ინიციატივები გააცნო.

გოჩა ბაბუნაშვილი და ქეთევან ჯოხაძე მუხიანი 2-ის მაცხოვრებელთა პრობლემებს ადგილზე გაეცნენ

საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის გოჩა ბაბუნაშვილისა და საკრებულოს მუხიანის მაჟორიტარი დეპუტატის ქეთევან ჯოხაძის ძალისხმევით, მუხიანი 2-ის დასახლებას წყლის, ბუნებრივი აირისა და გზის პრობლემები მოეხსნებათ.

ირაკლი აბესაძემ ატესტაციებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა

დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა-თბილისი’’ თავმჯდომარემ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მერიის თანამშრომლებზე ვიცე-მერ ალექსანდრე მარგიშვილის მხრიდან ზეწოლა ხორციელდება.

გიორგი ალიბეგაშვილი ქართულ-ებრაული მეგობრობის აღსანიშნავად გამართულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო

როგორც  დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ აღნიშნა, დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ  ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ქართველ და ებრაელ ხალხს შორის მეგობრობას მტკიცე საფუძველი აქვს.

რიმა ბერაძემ ჩუღურეთის სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს სამშენებლო მასალები გადასცა და გზის შესაკეთებელი სამუშაოები მოინახულა

დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, რიმა ბერაძემ და რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ ჩუღურეთში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს სამშენებლო მასალები გადასცეს.

თამარ ტალიაშვილი: გავაძლიეროთ პროგრამები, რომლებიც ძალადობის პრევენციის ფუნდამენტს შექმნის

თბილისის საკრებულოს წევრის თამარ ტალიაშვილის განცხადებით, იგეგმება არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა, რომელზეც ქალთა უფლებების დაცვის კუთხით თვითმმართველობის როლის გაძლიერებაზე იქნება საუბარი.

ლილოს ნაგავსაყრელთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად საკრებულო მერიას სპეციალური პროგრამის შემუშავების მიზნით მიმართავს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა, ასევე გარემოს დაცვის კომისიების ერთობლივ სხდომაზე  დიდი ლილოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის მიერ წარმოქმნილ პრობლემებსა და მათი აღმოფხვრის გზებზე იმსჯელეს. 

ზაარლანდსა და თბილისს შორის ახალი გაცვლითი პროგრამები ამოქმედდება

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი საქართველოსა და გერმანიას შორის გაცვლითი პროგრამები ამოქმედების ცერემონიალს დაესწრნენ.

საკრებულო ქალთა მიმართ ძალადობას გმობს

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომლითაც ქალთა მიმართ ძალადობას გმობს.

დინამო თბილისის „ოქროს ბიჭები“–ის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით საკრებულო ვეტერან ფეხბურთელებს უმასპინძლებს

დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიის სხდომა ჩატარდა. დეპუტატებმა პროექტი „1964 წლის 18 ნოემბრის  „ოქროს ბიჭები“–ს 50 წლის იუბილის აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართეს. 

თბილისის საკრებულოს ,,ნაციონალური მოძრაობის,, წარმომადგენლები ნარმანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ,,ნაციონალური მოძრაობის,, წარმომადგენლები ბიუჯეტის შევსებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით ტრენინგი გაიმართა

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებისა და საკრებულოს აპარატის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებისთვის  ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე გუდაურში ორდღიანი ტრენინგი გაიმართა.

თბილისის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა

დღეს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გატანილი იქნა ორი საკითხი: პირველი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პატრონაჟით განსახორციელებელი ღონისძიების, „სასკოლო კონკურსი - წიგნის მეგობრები 2014“ გამართვის შესახებ და მეორე, ქ. თბილისის 2014 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების და ქვეპროგრამების ფარგლებში განსახორციელებელ სხვადასხვა ღონისძიებებზე თანხმობის მიცემის შესახებ.

საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრებმა აღნიშნული პროექტი მოიწონეს და  მერიის ოპერატიული მუშაობა დადებითად შეაფასეს. 

თამარ ტალიაშვილი თბილისობის ღონისძიებების ეფექტიანობისა და პოპულარულობის მონიტორინგის ინიციატივით გამოდის

საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა მერიის  სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებს თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული ღონისძიებების მონიტორინგის ინიციატივით მიმართა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიამ თბილისობასთან დაკავშირებით ღონისძიებების პროექტი მოიწონა

პროექტის ფარგლებში რიყეზე, სპორტისა და ახალგაზრდობის სივრცეში, 25-26 ოქტომბერს, მოეწყობა გასართობი სახის ღონისძიებები

საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიაზე მერიის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე  "თბილისობა 2014“ სახალხო დღესასწაულის 35 წლის საიუბილეო თარიღის აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიებები განიხილეს.

ია მაკასარაშვილი თბილისობის ღონისძიებებში მოსახლეობის ჩართულობის ინიციატივით გამოვიდა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა ია მაკასარაშვილმა თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებს თბილისობის ღონისძიებებში მოსახლეობის მეტი ჩართულობისაკენ მოუწოდა.

გიორგი მუსხელიშვილი აზერბაიჯანის ერთ–ერთი უმსხვილესი კომპანიის ხელმძღვანელობას შეხვდა

ფრაქცია „ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატები“–ს თავმჯდომარე, გიორგი მუსხელიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ახვლედიანი დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ერთ–ერთი უმსხვილესი კომპანიის ხელმძღვანელობას შეხვდნენ. 

ღვინის ფესტივალი თბილისელებს თეატრალიზებულ სანახაობას პირდება

ფესტივალი ორდღიანია და თბილისელებს უპრეცედენტო სანახაობას პირდება. მსვლელობა, რომელიც  თეატრალიზებული ხასიათისაა, ევროპის მოედანზე დაიწყება და ღვინის ქალაქში  საზეიმო გახსნით დასრულდება. 

დავით ზურაბიშვილმა დოლიძის ქუჩის მაცხოვრებლებს წინასაარჩევნო დაპირება შეუსრულა

საბურთალოს რაიონის მაჟორიტარის, დავით ზურაბიშვილის განცხადებით, დოლიძის და ჩიქოვანის ქუჩების შეერთების ადგილას მიმდინარე სამუშაოები კარგი მაგალითია იმის, რომ ქალაქის მთავრობის შეცვლის შედეგად მიდგომები იცვლება და წავიდა ის დრო, როდესაც ასეთი უბნები არავის ახსოვდა.

ორგანიზაცია საქართველოს ზრუნვის პლატფორმამ, საკრებულოს წარმომადგენლებისათვის სოციალურ და ჯანდაცვის პრობლემებზე პრეზენტაცია გამართა

შეხვედრის მიზანი იყო  ერთის მხრივ თბილისის საკრებულოს წევრებსა და მთავრობის წარმომადგენლებს და  მეორეს მხრივ ზრუნვის პლატფორმას შორის თბილისში ზრუნვის სისტემისა და შესაბამისი სერვისების განვითარების შესახებ დიალოგისათვის საფუძვლის ჩაყრა.

თამარ ტალიაშვილი: რეზოლუციის თანახმად, ხელისუფლებამ დემოკრატიის ახალი სტანდარტი დაამკვიდრა

თამარ ტალიშვილმა საქართველოში ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის რეზოლუციის თაობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ  ევროსაბჭოს მიერ  მიღებული რეზოლუცია რამდენიმე უმნიშვნელოვანეს გზავნილს შეიცავს.

თბილისის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს დადგეს ქიზიყურაშვილის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი

2014 წლის 16 ოქტომბერს გაიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და "ნაციონალური მოძრაობა – თბილისი“–ს ფრაქციების გაერთიანებულ სხდომა, სადაც მოწვეული იყო ისნის რაიონის გამგებელი– ვახტანგ ქიზიყურაშვილი, რომელსაც აღნიშნულ სხდომაზე მოწვევის შესახებ ეცნობა 2014 წლის 8 ოქტომბერს გაგზავნილი წერილით.

საკრებულოში მიწის ლეგალიზაციის კომისიის პირველი სხდომა გაიმართა

სხდომას ბექა ნაცვლიშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც საკრებულოს დეპუტატებმა კომისიის თავმჯდომარედ ერთი თვის წინ აირჩიეს. მისი მოადგილის პოსტი კი, დიღმის მაჟორიტარმა დეპუტატმა თარაშ შურღაიამ დაიკავა.

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი კოჯრის მოსახლეობას გუშინ გვაინ ღამემდე ხვდებოდა

მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი კოჯრის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დეპუტატის თქმით, დაბა კოჯრის პრობლემები მრავალფეროვანია და აბსოლუტურად ყველა სფეროს მოიცავს.

ჯაბა ჯიშკარიანი და თამარ ტალიაშვილი ტაბახმელაში ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის ,,სემა' შვიდი წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

დეპუტატებმა სკოლის ადმინისტრაციას მიწვევისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ საქმე, რომელსაც ეს ადამიანები აკეთებენ ნამდვილად მნიშვნელოვანი და დასაფასებელია.

დღეს საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის ფრაქციების გაერთიანებული სხდომა გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციების "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და "ნაციონალური მოძრაობა – თბილისი“ გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებს ისნის რაიონის გამგებლის მოსმენა ჰქონდათ დაგეგმილი. 

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიასთან არსებულმა სათათბირომ მუშაობა დაიწყო

სათათბირო დაკომპლექტებულია ქალაქ თბილისში კულტურის, მეცნიერებისა და განათლების დარგში მოღვაწე ექსპერტებისა და პროფესიონალებისაგან.

რიმა ბერაძისა და არასამთავრობო ორგანიაზია ჩუღურეთელის დახმარებით 67 მოქალაქეს კომუნალური დავალიანება მოეხსნა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, ბიუროს დახმარებით ასევე დასაქმდა  37 ადამიანი.

რიმა ბერაძის შუამდგომლობით მოქალაქეებს მიწისქვეშა კომუნიკაციის პრობლემა მოუგვარდათ

მოქალაქეებთან შეხვედრას თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძე დაესწრო და დეპუტათთან ერთად მოქალაქეების პრობლემებს გაეცნო. 

თბილისის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობა კომუნალური ვაუჩერის გაორმაგებას მოითხოვს

დღეს მერიის სოციალური სამსახურის უფროსის, გელა ჩივიაშვილის მიერ გაკეთდა განცხადება კომუნალური ვაუჩერების დარიგების შესახებ,  სადაც აღნიშნავს, რომ "იგეგმება ვაუჩერების გაცემა, გაცილებით გაუმჯობესებული ადმინისტრაციული რესურსებით. კონკრეტული ციფრი მოგვიანებით გახდება ცნობილი“.

გიორგი ალიბეგაშვილი: სვეტიცხოვლობა არის დღესაწაული როდესაც საქართველო რწმენით, სულიერად და ეროვნულად ერთიანდება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს წევრებთან ერთად მცხეთაში სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილ წირვა-ლოცვას დაესწრო. საზეიმო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა. 

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შ.პ.ს. ,,ჰერმესის’’ ხელმძღვანელს მოუსმინეს

 შპს „ჰერმესის“ ხელმძღვანელმა მიხეილ ძაგანიამ თბილისის საკრებულოს დეპუტატებისგან დავალებები მიიღო.

თამარ ტალიაშვილი სამების ტაძარში კონკურსის წიგნის მეგობრები 2014 პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა

ამა წლის 25 სექტებმერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიამ ახალგაზრდულ მოძრაობა „დავითიანნთან“ მემორანდუმი გააფორმა

საკრებულოს სხდომაზე მიმდინარე საკითხები განიხილეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე  სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათავალისწინებული რვა საკითხი განიხილეს

საკრებულოში მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელობას მოუსმინეს

გეგი ნიჟარაძემ დეპუტატებს ანგარიში წარმოუდგინა და წინა ხელისუფლების მიერ გაცემული უკანონო ნებართვებისა და შესაბამისად, არსებული დარღვევების გამო ესაუბრა.

საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე უახლოეს მომავალში განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს

ოთხი ძირითადი თემა, რომელიც დღევანდელ სხდომაზე გავიდა, უახლოეს მომავალში განსახორციელებელ ღონისძიებებს ეხებოდა. თამარ ტალიაშვილის თქმით, აღნიშნული პროექტები თბილისის კულტურული ცხოვრების აღორძინებას  შეუწყობს ხელს.

საკრებულოს თავმჯდომარე მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში მიმდინარე საზეიმო წირვას დაესწრო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში მიმდინარე საზეიმო წირვას დაესწრო.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა ოთხი საკითხი განიხილეს

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს.

მეცნიერებმა გარემოს დაცვის კომისიას საკუთარი პროექტი წარუდგინეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის წევრები „ეკო რეგულირების ასოციაციისა“ და  შპს „ქართული ტექნოლოგიების“ წარმომადგენლების ახალ პროექტს გაეცნენ. 

გარემოს დაცვის კომისიაზე სხვა საკითხებთან ერთად მოქალაქეების წერილებიც განიხილეს

საქმე ეხება ვაკის რაიონში არსებულ უპატრონო ძაღლების თავშესაფარს, რომელიც დასახლებულ ადგილზე მდებარეობს. წერილში საუბარია ეკოლოგიურ საშიშროებაზე და  სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველ ფაქტორებზე.

თბილისის საკრებულომ მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის მიერ განსახორციელებელი პროგრამა დაამტკიცა

პროგრამა დედაქალაქის ტერიტორიაზე ხმელი და ავარიული ხეების მოჭრას, მოჭრილი კუნძების ამოღებასა და გატანას ეხება. აღნიშნული საკითხი, კომისიის ერთსულოვანი გადაწყვეტილებისა და კენჭისყრის საფუძველზე დადებითი რეკომენდაციით იქნა დამტკიცებული. 

გიორგი მუსხელიშვილი დღეიდან მოქალაქეებს საკუთარ ბიუროშიც შეხვდება

გიორგი მუსხელიშვილი დღემდე მოქალაქეთა მიღებას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ყოველ ორშაბათს მართავდა. დღეიდან კი დეპუტატი მოქალაქეთა მიღებას სხვა მაჟორიტარების მსგავსად ყოველ ოთხშაბათს საკუთარ ბიუროშიც ჩაატარებს. 

მაჟორიტარების დახმარებით რამდენიმე ძვირადღირებული ოპერაცია დაფინანსდა და მოქალაქეებს სხვადასხვა ტიპის პრობლემები მოუგვარდათ

დეპუტატებს მოქალაქეები ძირითადად სოციალური ხასიათის პრობლემებით მიმართავენ. მათ შორის ყველაზე აქტუალურია მკურნალობისთვის, ან გადაუდებელი ოპერაციებისთვის საჭრო თანხები, რომელსაც ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა ვერ ფარავს.

საკრებულოში მუხიანი 2 დასახლების პრობლემებზე იმსჯელეს

სხდომა მუხიანის მაჟორიტარი დეპუტატის ქეთი ჯოხაძის ინიციატივით გაიმართა. როგორც საკრებულოს წევრმა განმარტა, მას აღნიშნული დასახლების მაცხოვრებელთა ნაწილი წყლის, გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდების თხოვნით მიმართავს. 

გიორგი ალიბეგაშვილის ინიციატივით, სოფელ ბავრის სკოლის ბიბლიოთეკას ქართულენოვანი წიგნები გადაეცემა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა კომისიაში შემოსული ორი წერილი განიხილეს. 

თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა

კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილმა  შეხვედრის მიზანზე, მუზეუმებში არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მუზეუმები დედაქალაქის კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე მუნიციპალური მუზეუმების შენობების საკუთრების საკითხზე იმსჯელეს

კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის თქმით,  გაკეთდება მიმართვა ეკონომიკის სამინისტროსადმი, რათა აღნიშნული მუზეუმები მუნიციპალურ დაქვემდებარებაში გადმოვიდეს.

რიმა ბერაძე მერიის თანამდებობის პირებზე დანამატის გაცემის შესახებ განცხადებას აკეთებს

საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობის ლიდერის თქმით, საჯარო მოხელეს 24 საათიან რეჟიმში უწევს მუშაობა და მისი შრომა შესაბამისი ანაზღაურებით უნდა დაფასდეს.

ძველი თბილისის რეაბილიტაციის მონიტორინგის მიზნით თბილისის საკრებულოში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ გოჩა ბაბუნაშვილმა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელობა საკრებულოს დამოუკედებელ დეპუტატ ალეკო ელისაშვილს შესთავაზა. ჯგუფში ასევე ჩართულები იქნებიან საკრებულოს სხვა დეპუტატები.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გუდიაშვილის სკვერის რეაბილიტაციის საკითხზე იმსჯელეს

შეხვედრა რომელიც გუდიაშვილის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაობის ჩატარებისათვის აუცილებელი და გადაუდებელი ღონისძიებების საკითხს მიეძღვნება, მომდევნო ოთხშაბათს გაიმართება.

საკრებულოში თბილისის განვითარების ფონდის ანგარიში მოისმინეს

 როგორც ხომერიკმა განაცხადა, აღნიშნულ ფონდს წინა ხელისუფლებიდან განულებული ბიუჯეტი დახვდა და მაგალითისთვის საბანკო ანგარიშებიდან ნაღდი ფულის სახით თანხების გატანა და არამიზნობრივი ხარჯვა მოიყვანა. 

ჯაბა სამუშია თემქის რამოდენიმე უბანში მოსახლეობას შეხვდა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, „ქართული ოცნების“ თემქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ჯაბა სამუშიამ  მოსახლეობას თემქის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე უჩა კელაპტრიშვილი წარუდგინა.

საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა საკონკურსო -საატესტაციო კომისიის თავმჯდომარედ ალექსანდრე მარგიშვილის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი

"ქართული ოცნების"დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა ხაზი გაუსვა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დროული ჩამოყალიბების მნიშვნელობას და  კიდევ ერთხელ აღნიშნა თუ, რაოდენ მნიშვნელოვანია ადგილობრივ თვითმმართველობაში  კვალიფიციური კადრების არსებობა.

ზურაბ ნეფარიძემ 99–ე საჯარო სკოლის პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი სკოლაში გამართულ ღონისძიებას დაესწრო და 99–ე საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს წარმატებები უსურვა.

საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა

დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი განიხილეს.

საკრებულოში სანიტარული უსაფრთხოებისა და ზედამხედველობის სამსახურის შექმნის თაობაზე იმსჯელეს

თბილისის საკრებულოში დეპუტატებმა საქართველოს სანიტარული უსაფრთხოებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობის ეროვნული სამსახურის შექმნასთან დაკავშირებით ექიმ-ჰიგიენისტის და სამედიცინო ეკოლოგიის პრეზიდენტის მარინა გიორგობიანის განცხადება განიხილეს.

საკრებულოში შ.პ.ს „ა.ს. ჯგუფი 1990“–ის წარმომადგენლებს მოუსმინეს

კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ავთანდილ საყვარელიძემ, კომისიის წევრებს დედაქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტით აღჭურვასთან დაკავშირებით ინოვაციური პროექტი წარუდგინა

თბილისის საკრებულოსა და GWP - ს წარმომადგენლებმა სოფელ გლდანში წყალსადენის მაგისტრალურ მილზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს

საკრებულოს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი  კობა კობალაძე და თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი სოფელ გლდანს ეწვივნენ და 26 მაისის ქუჩაზე მაგისტრალური მილის განახლების პროცესი დაათვალიერეს. 

რიმა ბერაძის მოსახლეობასთან შეხვედრა განსხვავებულ ფორმატში წარიმართა

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ ბიუროში (ტურგენევის ქ.#5) მოქალაქეებთან შეხვდა განსხვავებულ ფორმატში წარმართა. მოქალაქეები შეხვედრის ამ ფორმატზე წინასწარ იყვნენ ინფორმირებულები.

ლია ჯახველაძემ ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღო

მაჟორიტარი დეპუტატი იაშვილის კლინიკაში არსებულ სისხლის ბანკში ბიუროსა და საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სამდივნოს 20-მდე თანამშრომელთან ერთად მივიდა. 

ზურაბ ნეფარიძემ ისნის მოსახლეობასთან ტრადიციული შეხვედრების მორიგი ეტაპი შეაჯამა.

ნავთლუღში მდებარე  109-ე ბაგა-ბაღი მალე დამატებით 150 ბავშვის მომსახურებას შეძლებს, ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ ნეფარიძემ განაცხადა.

რიმა ბერაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციის მიზნით, ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის ბიუროში მოქალაქეებთან შეხვედრები გრძელდება. 

ჯაბა სამუშია მოქალაქეთა მიღებას განაგრძობს

ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებში მოქალაქეთა მიღება გრძელდება. დღეს დილიდან თემქის მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა სამუშია მოსახლეობას ხვდება და მათ პრობლემებს პირადად ეცნობა. 

საკრებულოში ,,სინათლის ქალაქის' ხელმძღვანელს მოუსმინეს

გოჩა ბაბუნაშვილმა სხდომა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ  ანალოგიური შეხვედრები ამა თუ იმ სამსახურების მუშაობის სპეციფიკის საერთო სურათს ქმნის, რაც, სამომავლოდ, აღნიშნულ კომპანიებში არსებული პრობლემების აღმოფხვრას შეუწყობს ხელს. 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ,,ნაციონალური მოძრაობის' წარმომადგენელთა განცხადება

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ,,ნაციონალური მოძრაობის' წარმომადგენელები ფინანსთა მინისტრის მიერ ბიუჯეტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას თვითმმართველობის დაკნინების მცდელობად აფასებენ.

თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული და ადგილობრივ ხელისუფლებათა მეოთხე კონფერენცია გაიხსნა

„ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარე CORLEAP-ის ყოველწლიურ შეხვედრას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე  გიორგი ალიბეგაშვილი და დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები ესწრებიან. 

დღეს საკრებულოს თავმჯდომარემ და დეპუტატებმა დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს

საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა სრულიად საქართველოს ჯვართამაღლების დღესასწაული მიულოცა  და კიდევ ერთხელ გაიხსენა ომში დაღუპული გმირები.

დღეს საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა

დღეს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ საკრებულოში შემოტანილი ქ. თბილისის 2014 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების და ქვეპროგრამების ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე თანხმობის მიცემის საკითხები განიხილეს.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე საკალათბურთო კლუბ სოხუმის წერილი განიხილეს

დღეს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე, რომელსაც ქეთევან ჯოხაძე თავმჯდომარეობდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი, კონკრეტულად, კი საკალათბურთო კლუბ „სოხუმის“ წერილი განიხილეს.

გიორგი ალიბეგაშვილმა ჩინეთის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოსა და ჩინეთს შორის, შესაძლოა პირდაპირი რეისები დაინიშნოს, ასევე დაგეგმილია საქართველოში ჩინეთის კულტურის დღეების ჩატარება. ამასთან, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის, ტურიზმისა და საქალაქო დაგეგმარების ორმხრივ განვითარებას.

,,ნაციონალური მოძრაობის,, წარმომადგენლები ბიუჯეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

რამდენიმე დღის წინ დავით ნარმანიას მიერ წარმოდგენილი და საკრებულოში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი ბიუჯეტი დედაქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტად იქცა.

საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა

გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე ბიძინა გიორგობიანმა დედაქალაქის გამწვანებისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების ხედვები წარმოადგინა.

კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა ავთანდილ სუდაძეს მოუსმინეს

დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარების კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო  სამსახურის უფროსს ავთანდილ სუდაძეს მოუსმინეს.

დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა

დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს. 

ჩუღურეთის რაიონში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ახალი უფასო სასადილო გაიხსნა

სასადილოს გახსნას მაჟორიტარ დეპუტატთან და რაიონის გამგებელ ზურ ჩიკვილაძესთან ერთად  საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი  ირაკლი ფავლენიშვილი და ქ. თბილისის მერის მოადგილე გიორგი სოლომონია ესწრებოდნენ.

დღეს საკრებულოში ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა

დღეს  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააქტო დარბაზში  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საქართველოს საპატრიქრქოს ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნი’’-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა.

შორენა ბუხრაშვილი მოქალაქეებთან შეხვედრას განაგრძობს

მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებში ოთხშაბათობით მოქალაქეთა მიღება გრძელდება. თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი შორენა ბუხრაშვილი საკუთარ ბიუროში მოქალაქეებს დილის ათი საათიდან ხვდებოდა.

ჯაბა სამუშია თემქის მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს

საკრებულოს წევრი  ჯაბა სამუშია თემქელებს დილიდან ხვდება და მათ პრობლემებს ისმენს. მაჟორიტარ დეპუტატთან შეხვედრაზე მოსულთა უმეტესობას სოციალური პრობლემები აწუხებთ. 

კრწანისობისადმი მიძღვნილ დღესასწაულს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და გამგებელი დაესწრო

წელს, კრწანისის ბრძოლიდან 219 წელი შესრულდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, კრწანისის რაიონში, 300 არაგველის მემორიალთან, გაიმართა ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი, გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი, სასულიერო პირები და მრევლი.  

ლია ჯახველაძე საკუთარ ამომრჩეველს შეხვდა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ლია ჯახველაძე თავის ამომრჩეველთან შეხვედრებს განგრძობს. 

გიორგი მუსხელიშვილი წყნეთის სახელოვნებო სკოლას ეწვია

ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი წყნეთში არსებულ ჰამლეტ გონაშვილის სახელობის სახელოვნებო სკოლას ეწვია. 

საკრებულოს სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი სამი ახალი სამსახურის დებულება დაამტკიცეს

დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 14 საკითხი განიხილეს, მათ შორის საკრებულოს წევრებმა სამი ახალი საქალაქო სამსახურის შესაქმნელად დებულებების და საშტატო ნუსხის დამტკიცების საკითხებზე იმსჯელეს. 

თბილისის საკრებულოს ,,ნაციონალური მოძრაობის' წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების განცხადება:

რიმა ბერაძე მზრუნველობას მოკლებულ პირთა დახმარებას აგრძელებს

დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ჩუღურეთის რაიონში, რიმა ბერაძემ კიდევ ერთი სოციალურად დაუცველი ოჯახი მოინახულა და დაპირებული საჩუქრებიც გადასცა. 

ბაქოს ქუჩაზე კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების საცხოვრებელი ტერიტორიის გაზიფიცირების პროცესი დაიწყო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ლადო ძნელაძე კოლეგასთან რიმა ბერაძესთან, ასევე ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილესთან შოთა რეხვიაშვილთან, თბილისის ვიცე–მერ  გია სოლომონიასა  და დიდუბისა და ჩუღურეთის გამგებლებთან ერთად ბაქოს ქუჩას ეწვია. 

დღეს ჩეხეთის დელეგაციამ ვაკის რაიონის გამგეობის სკვერში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

დღეს დელეგაცია ვაკის რაიონის გამგეობას ესტუმრა, რომლის მიმდებარე სკვერშიც  ქ. პრაღა 6-ის მერის, ქ. თბილისის საკრებულს თავმჯდომარის, დეპუტატების და ვაკის რაიონის გამგებლის მონაწილეობით ჩეხოსლოვაკეთის ბოლო და ჩეხეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის და გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის ვაცლავ ჰაველის მემორიალური დაფა გაიხსნა. 

ზურაბ ნეფარიძე150-ზე მეტ კორპუსის თავმჯდომარეს შეხვდა

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ზურაბ ნეფარიძე 2 დღის განმავლობაში 19 და 20 სექტემბერს ისნის რაიონის, ნავთლუღის ოლქის, 150-ზე მეტ კორპუსის თავმჯდომარეს შეხვდა. 

დღეს ჩეხეთის დელეგაცია თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტს ეწვია

ქ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახლემწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ლევან ალქსიძემ ჩეხეთის  მე-6 –ე რაიონის მერი ქ.ნ. მარი კუსალიკოვას, თბილისის საკრებულოს მუნიციპალიტეტის მაჯორიტარ დეპუტატს გიორგი მუსხელიშვილს და ვაკის გამგებელი გივი ჭიჭინაძეს უმასპინძლა.

სამი კომისიის გაერთიენებულ სხდომაზე სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის რეორგანიზაციის თაობაზე იმსჯელეს

დღეს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიების ერთობლივი სხდომა გაიმართა.

ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა მიმდინარე საკითხები განიხილეს

პირველ საკითხად, განხილული იქნა ქ. თბილისისი მერის დავით ნარმანიას მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომლის საფუძველეც იგეგმება უწყებათაშორისი კომისიის შექმნა, რომელშიც შევლენ სხვადასხვა სამინისტროების და ქ. თბილისის მერიის წარმომადგენლები, აგრეთვე დედაქალაქის საკრებულოს სამი წევრი

საკრებულოს თავმჯდომარემ დღეს ჩეხეთის დელეგაციას უმასპინძლა

დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ქალაქ პრაღა 6-ის მერს ქალბატონ მარია კოუსალიკოვას შეხვდა. 

ლადო ძნელაძე დიდუბის რაიონის მოსახლეობას შეხვდა

დღეს დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი ლადო ძნელაძე რაიონის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. 

ზაზა კოლელიშვილმა ახალგაზრდობის დასაქმების თაობაზე შეხვედრა გამართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა კოლელიშვილი დღეს მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე კოლეჯს "იკარუსი’’ ეწვია და  სასწავლებლის ადმინისტრაციას შეხვდა.

ოთხი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა მიმდინარე საკითხები განიხილეს

დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ოთხი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიიების წევრებთან ერთად მერიის საქალაქო სამსახურის უფროსები და ქალაქის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების თაობაზე იმსჯელეს

საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც არასამთავრობო  და საერთაშორისო ორგანიზაციების  წარმომადგენლები, ასევე  მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლისა და მისი ფილიალების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. 

საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა

დეპუტატებმა დედაქალაქის მერიის მიერ 2014 წლის ბიუჯეტით პროგრამების და ქვეპროგრამების ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე იმსჯელეს.

ბექა ნაცვლიშვილმა კრაწანისის მოსახლეობას საზოგადოებრივი საბჭოს შექმნასა და მის ფუნქციებზე ესაუბრა

თბილისის საკრებულოს კრწანისის რაიონი მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი 67-ე საჯარო სკოლაში მოსახლეობას შეხვდა და საზოგადოებრივი საბჭოს შექმნის თაობაზე ინფორმაცია მოაწოდა.

უზნაძის ქუჩის მაცხოვრებელთა პრობლემების შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნება

ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის ინიციატივით, უზნაძის ქუჩის #2-4-6 კორპუსების მაცხოვრებლებს მალე სარდაფებში არსებული ანტისანიტარიის პრობლემა მოეხსნებათ. 

ლია ჯახველაძის განმარტებით, თამაზ ნადარეიშვილის სახელობის ქუჩას სახელი არ შეცვლია

ლია ჯახველაძემ დღეს საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ თამაზ ნადარეიშვილის სახელობის ქუჩას დასახელება არ შეცვლია.

მუხიანის მაჟორიტარი დეპუტატი, ქეთევან ჯოხაძე ბიუროში მოქალაქეებთან შეხვედრას განაგრძობს

ქეთევან ჯოხაძის თქმით, მოსახლეობა ძირითადად  განათლების დაფინანსებას, ინფრასტრუქტურის მოწყობასა და  დასაქმებას ითხოვს.

მთაწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ჯაბა ჯიშკარიანმა მოსახლეობასთან ტრადიციული შეხვედრების მორიგი ეტაპი შეაჯამა.

დღეს მოსახლეობის აქტივობა იყო მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ჯაბა ჯიშკარიანის ბიუროში. მოქალაქეები ძირითადად სოციალური და ყოფითი საკითხებით მივიდნენ შეხვედრაზე.

 

საკრებულოს მიწის ლეგალიზაციის კომისიას ბექა ნაცვლიშვილი უხელმძღვანელებს

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე და კომისიის წევრების შემადგენლობა დაამტკიცეს.

საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა 2014 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირეს

დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ რამდენიმე საკითხზე, მათ შორის თბილისის 2014 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.

თბილისის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა

საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან განსაკუთრებით დიდი ყურადღება  დაემთო  ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს, დიღმის მასივში მდებარე სპორტული ბაზის „ავაზა“ გასხვისების თემას, ქართული ნაკრების მივლინებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

თბილისის 2015 წლის ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებული იქნება

ჯაბა სამუშიას თქმით, საკრებულო და დედაქალაქის მთავრობა ორ მნიშვნელოვან პროექტს იწყებს, რაც  მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერასა და სოციალურ დახმარებას ითვალისწინებს. 

საკრებულოს 'ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' განცხადება

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ,,ნაციონალური მოძრაობის"  წარმომადგენლებმა ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე ისაუბრეს. 

საკრებულოში ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი 35-ე სახელოვნებო სკოლის ხელმძღვანელს შეხვდა.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა კომპანია ,,GWP'-ს ანგარიში მოისმინეს

ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომას ოცდახუთივე მაჟორიტარი დეპუტატი ესწრებოდა, რომლებმაც  საკუთარ  უბნებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და წყლის კომპანიას მათი მოგვარება სთხოვეს.

რიმა ბერაძემ სასწავლო წლის დაწყება ჩუღურეთის რაიონის სკოლების აღსაზრდელებს მიულოცა

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება ჩუღურეთის რაიონში მდებარე სკოლების მოსწავლეებს, მშობლებასა და პედაგოგიურ კოლექტივს მიულოცა.

თამარ ტალიაშვილი და მურთაზ შელია #25 ხელოვნების სკოლას ეწვივნენ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი მურთაზ შელია და  კულტურისა და განათლების კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი ახალი  სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით გიორგი ცაბაძის სახელობის #25ხელოვნების სკოლას ეწვივნენ.

კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა მერიასა და სს. ,,ლიბერთი' ბანკს შორის დადებული ხელშეკრულება განიხილეს

დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფონანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზე დეპუტატებმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და სს. "ლიბერთი’’ ბანკს შორის დადებულ ხელშეკრულების თაობაზე იმსჯელეს. 

ბექა ნაცვლიშვილი 70-ე საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის გახსნის ცერემონიალს დაესწრო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა  ფონიჭალაში არსებულ 70-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და ბავშვებს წარმატებები უსურვა.

გულიკო ზუმბაძემ N 215-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

დეპუტატმა წარმომადგენლობით ორგანოებში არსებულ სამეთვალყურეო საბჭოებზეც ისაუბრა.

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელეს

საკრებულოში ოთხი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც მთავარ მომხსენებლებად მერიის საქალაქო სამსახურების უფროსები იყვნენ წარმოდგენილნი.

საკრებულოს ეგიდით ღონისძიება ,,...დღე როცა ვერ მოკლეს ილია' გაიმართა

ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან 107 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეგიდით სახალხო საყოველთაო მსვლელობა მოეწყო.

რიმა ბერაძე ნაციონალურ მოძრაობას მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს

თბილისის საკრებულოს ფრაქციის "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე "ნაციონალურ მოძრაობის“ წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს  უსაფუძვლოს უწოდებს. 

საკრებულოს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' წარმომადგენლებმა განცხადება გაავრცელეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბრიფინგი გაიმართა, სადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს ბიუჯეტის პროექტის ანალიზი წარუდგინეს. 

„...დღე როცა ვერ მოკლეს ილია“

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეგიდით, 12 სექტემბერს (ილიას მკვლელობის დღეს), მოეწყობა სახალხო, საყოველთაო მსვლელობა „...დღე როცა ვერ მოკლეს ილია“.

გარემოს დაცვის კომისიაზე მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ წარმოდგენილ საკითხებზე იმსჯელეს

დედაქალაქის მთავრობამ საკანონმდებლო ორგანოს თბილისის ათივე რაიონში 2014 წლის შემოდგომისთვის განსახორციელებელი დარგვების ნუსხა წარუდგინა. 

ბექა ნაცვლიშვილმა ამომრჩევლებს საზოგადოებრივი სათათბიროს მუშაობის სფეციფიკა გააცნო

როგორც დეპუტატმა განმარტა, მის  ბიუროსთან  შეიქმნება  საზოგადოებრივი სათათბირო, რომელიც  რაიონის მაცხოვრებლებსა და მაჟორიტარის ბიუროს შორის მჭიდრო კავშირის დამყარებას უზრუნველყოფს . 

დღეს საკრებულოში ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის გაფართოვებული სხდომა გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც  მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები იყვნენ მოწვეული. 

ნაციონალური მოძრაობის განცხადებას საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ უპასუხა

ჯაბა სამუშია თამაზ შოშიაშვილის მიერ ბიუჯეტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, სამწუხაროდ,  კვლავ ციფრებზე აპელირებენ. მანვე მათ მიერ გაკეთებულ განცხადებას ტყუილი უწოდა.

საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრები დედაქალაქის მერს ცრუ განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებენ

საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრმა თამაზ შოშიაშვილმა საკრებულოში ბრიფინგი გამართა, სადაც დედაქალაქის 6 თვის ბიუჯეტის შესრულებაზე ისაუბრა. 

საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების განცხადება

,,მოვუწოდებთ საკრებულოს "ქართული ოცნების“ უმრავლესობას ნუ იქნებიან ცენტრალური ხელისუფლების დანამატი, იზრუნონ თბილისისა და თბილისელების ინტერესებზე და არავის მისცენ უფლება გაანიავონს თბილისის ქონება",- ნათქვამია განცხადებაში. 

საკრებულოს ეგიდით სახალხო საყოველთაო მსვლელობა დღე როცა ვერ მოკლეს ილია მოეწყობა

სახალხო მსვლელობა 12 სექტემბერს 14:00 საათზე თბილისში, მარჯანიშვილის მოედნიდან დაიწყება და მთაწმინდის პანთეონში დასრულდება. 


თბილისის საკრებულოში შპს 'ყაზტრანსგაზის' ანგარიში მოისმინეს

კომისიის წევრების გარდა სხდომას მრავლად ესწრებოდნენ მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებიც  ძირითადად მათ რაიონებში არსებულ პრობლემებს შეეხნენ და დაინტერესდნენ, თუ რა ბერკეტები გააჩნია აღნიშნულ კომპანიას მათ აღმოსაფხვრელად.

საკრებულოს დეპუტატი ია მაკასარაშვილი სამგორის რაიონში მცხოვრებ დევნილებს დახმარებას დაჰპირდა

დევნილები საცხოვრებელი ფართის დაკანონებას, საცხოვრებლად გაუსაძლისი პირობების გაუმჯობესებასა და კომუნალური გადასახადების ეტაპობრივად გადახდას რამდენიმე წელია უშედეგოდ ითხოვენ. 

თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ბიუროებში მოქალაქეების მიღებას განაგრძობენ

კოლეგების მსგავსად დღეს მოქალაქეებთან შეხვედრას მართავს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი.ბექა ნაცვლიშვილმა ამ დროისათვის უკვე რამდენიმე ათეული  ამომრჩევლის პრობლემა მოისმინა. 

საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრებს დედაქალქის საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობა პასუხობს

ფრაქციის " ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე ოპონენტი კოლეგების ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და იმ დარღვევებზე საუბრობს, რომელიც დედაქალქის მუნიციპალიტეტის მერიას წინა ხელისუფლებიდან დახვდა.

თბილისის საკრებულოს ფრაქციის 'ერთიანი ნაციონალური მოძრაობა' განცხადება

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წევრმა ირაკლი აბესაძემ თანაგუნდელების სახელით განცხადება გააკეთა.

გულიკო ზუმბაძემ 116-ე ბაგა ბაღის აღსაზრდელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

საზეიმო ცერემონიალს  ქალაქ თბილსის ვიცე მერი–ალუდა გოგლიჩიძე  და სამგორის რაიონის გამგებელი–მამუკა ჩოქური ესწრებოდნენ.

წლის ბოლოს თბილისს კიდევ ერთი საბავშვო ბაღი შეემატება

თბილისის მერმა და საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა რიმა ბერაძემ 2007 წელს ოპტიმიზაციის შედეგად დახურული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება მოინახულეს და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს მისი პირვანდელი ფუნქციის აღდგენა დაავალეს.

ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადება

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები დედაქალაქის მერიის თანამშრომლების სამსახურებიდან გათავისუფლებას ეხმაურებიან.

საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე ხეების გადაბელვის ტენდერის თაობაზე იმსჯელეს

მერიის სამსახურმა აღნიშნული პროექტი თავდაპირველად საკრებულოს ერთი თვის წინ წარუდგინა, თუმცა გარემოს დაცვის კომისიის წევრების გადაწყვეტილებით ის უკან იქნა დაბრუნებული.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ბიუროებში მოსახლეობის მიღებას განაგრძობენ

დღეს განსაკუთრებული ხალხმრავლობით გამოირჩეოდა ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის–რიმა ბერაძის , სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის–ია მაკასარაშვილის და გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის–კობა კობლაძის ბიუროები. 

თბილისის საკრებულომ მერიას 30 მლნ ლარის სესხის აღების თანხმობა მისცა

როგორც დედაქალაქის მერის მოადგილემ გიორგი ხელაიამ დეპუტატებს განუმარტა, კომერციული ბანკებიდან სესხის აღების აუცილებლობა 2014 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის დროს არსებულმა ხარვეზებმა განაპირობა.

საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისის სხდომა გაიმართა

დეპუტატებმა ბიუჯეტისთვის 30 მილიონი ლარის სესხის აღების შესახებ თანხმობის საკითხი განიხილეს.

12 სექტემბერს საკრებულოს ეგიდით გაიმართება ღონისძიება „...დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია...“

პროექტის მიზანია ილია ჭავჭავაძის ღვაწლის დაფასება და საზოგადოებაში მისი ღირებულებების უკვდავყოფა.

თბილისის საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება - რესპუბლიკელები' განცხადება

საკრებულოს ფრაქციის “ქართული ოცნება - რესპუბლიკელები” წევრები საკრებულოს სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებენ.  

საკრებულოს ფრაქციების ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა' და ,,ნაციონალური მოძრაობა - თბილისის' განცხადება

საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები თბილისის ბიუჯეტისთვის 25 მილიონი ლარის სესხის აღებას მხარს არ დაუჭერენ.

 

დღეს საკრებულოში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

თბილისის საკრებულოში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებთან ერთად მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქლაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი და მისი მოადგილე გოგა სანიკიძე ესწრებოდნენ.

ფრაქციების ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ,,ნაციონალური მოძრაობა - თბილისის“ განცხადება

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა თბილისის ბიუჯეტის თაობაზე დავით ნარმანიას გაკეთებულ განცხადებას უპასუხეს.

დღეს საკრებულოში ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს მოუსმინეს

დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს პაატა ჯაჭვლიანს მოუსმინეს. 

სევდია უგრეხელიძე ცენტრალური ბიუჯეტიდან 40 მილიონი ლარის დაბრუნებას ითხოვს

ჯაბა სამუშიას საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარე სევდია უგრეხელიძე გამოეხმაურა.

ჯაბა სამუშია თბილისის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას ითხოვს

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია თბილისის ბიუჯეტში არსებულ რთულ ვითარებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ თბილისის გამგეობები და საქალაქო სამსახურები თავისუფალი დასახარჯი თანხის გარეშე არიან დარჩენილები. 

დღეს საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის გაფართოებული სხდომა გაიმარა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელზეც  კომისიის წევრებმა სახელდებულ და უსახელო ქუჩებთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობაზე მოხსენებები მოისმენეს.

ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე ავთანდილ სუდაძეს მოუსმინეს

დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის გაფართივებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ახალ უფროსს მოუსმინეს.

თბილისის საკრებულოში ბაგა-ბაღებთან დაკავშირებულ პრობლემებზე იმსჯელეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე დედაქალაქის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა

დეპუტატებმა შპს ,,თბილქალაგქანათების“ ყოფილი თანამშრომლების კოლექტიური განცხადება განიხილეს, სადაც გულიკო ზუმბაძის განცხადებით, სისხლის სამართლის დანაშაული გამოიკვეთა. დეპუტატები არ გამორიცხავენ საქმე გამოსაძიებლად სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნოთ.

საკრებულომ არქიტექტურის სამსახურისა და ქონების მართვის სააგენტოს უფროსების მოვალეობის შემსრულებლები დაამტკიცა

დედაქალაქის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობას ნინო ღოღობერიძე, ხოლო დედაქალაქის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოვალეობას  გიორგი გაგოშიძე შეასრულებს.  

გულიკო ზუმბაძე დიდი ლილოს მოსახლეობას შეხვდა

საკრებულოს დეპუტატმა ლილოს ტერიტორიაზე მდებარე ნაგავსაყრელზე ისაუბრა. გულიკო ზუმბაძემ   მოსახლეობას მისი კონსერვაციის პირობა მისცა და ნაგავსაყრელის ალტერნატიული ადგილის მოძიებას დაჰპირდა.  

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' განცხადება

საკრებულოს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების განცხადება.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სამი კომისიის ერთობლივი სხდომა გაიმართა

დეპუტატებმა დედაქალაქის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის თანამდებობიდან დავით ჭედიას გადაყენების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ და აღნიშნულ თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად გიორგი გაგოშიძის დანიშვნაზე იმსჯელეს.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა

14 აგვისტოს 15:00 საათზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის თაობაზე იმსჯელეს.

საკრებულოს დეპუტატებმა დედაქალაქის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე წარმოდგენილ კანდიდატს მოუსმინეს

ნინო ღოღობერიძე დეპუტატებს დედაქალაქის მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა წარუდგინა. 

ფრაქციების ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა' და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - თბილისი' განცხადება

თბილისის მთავრობის დამტკიცებისთანავე დაიწყო ზეწოლა თბილისის მერიის თანამშრომლებზე, სამსახურების უფროსების და გამგებლების მოადგილეებზე, განყოფილებების უფროსებზე, რიგით თანამშრომლებზე, იმისათვის რომ მათ დაწერონ განცხადებები და "საკუთარი ნებით“ წავიდნენ სამსახურიდან.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის გაფართოებული სხდომა გაიმართა

სხდოამს საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებთან ერთად გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხზე იმსჯელეს. 

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობამ აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს

საკრებულოს წევრებმა დაღუპული მეომრების გმირობაზე ისაუბრეს და მათი ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს. 

ჯაბა სამუშიამ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს უპასუხა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი ჯაბა სამუშია გამგეობების  ბიუჯეტთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა განცხადებას გამოეხმაურა. 

საკრებულოს ,,ნაციონალური მოძრაობის' წევრები ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებულ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დედქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ბიუჯეტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურნენ.

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა

დავით ნარმანიას შეფასებით, მისი მოადგილეები, მერიის საქალაქო სამსახურების უფროსები და გამგებლები პროფესიონალიზმის, მაღალი კვალიფიკაციისა და მრავალმხრივი სამუშაო გამოცდილების მიხედვით შეარჩნენ.

დედაქალაქის მერმა საკრებულოს წევრებს მთავრობის ახალი შემადგენლობა გააცნო

დავით ნარმანიას განცხადებით, ძირითადი პრიორიტეტები დედაქალაქის განვითარებაზეა ორიენტირებული, რომელიც თბილისს ეკონომიკურ-კულტურულ ცენტრად გადააქცევს და თითოეულ თბილისელს  საცხოვრებლად კომფორტულ გარემოს შეუქმნის.

ნაციონალური მოძრაობის განცხადებას თედო კობახიძემ პროვოკაცია უწოდა

ნაციონალური მოძრაობის წევრების ბრალდებას საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რეალურად მათი ოპოზიციონერი კოლეგების განცხადება პროვოკაცია და თითიდან გამოწურული პრობლემაა.

ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დღეს საკრებულოში ბრიფინგი გამართეს

დღეს საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს და აღნიშნეს, რომ დედაქალაქის ახალმა მერმა დავით ნარმანიამ მათი ფრაქციების წევრებთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.

საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის პირველი სხდომა გაიმართა

დეპუტატებმა ეკლესია-მონასტრებისთვის თანხობრივი დახმარებისა და თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მიერ განსახორციელებელ ღონისზიებებზე იმსჯელეს. 

საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა

თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის წევრებთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად ქ.თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი გიორგი ქორქაშვილიც ესწრებოდა.

თბილისის საკრებულოში თავმჯდომარის მოადგილეები, ასევე კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები აირჩიეს

თბილისის საკრებულოში სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, ასევე კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები აირჩიეს. გიორგი ალიბეგაშვილის მოადგილეების პოსტები ხმათა უმრავლესობით გიორგი ახვლედიანმა და მალხაზ მჭედლიშვილმა დაიკავეს.

თბილისის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებმა საკრებულოს რეგლამენტზე იმსჯელეს

დეპუტატებმა პრემირების საკითხზეც იმსჯელეს, რომლის შედეგადაც გადაწყდა, რომ საკრებულოს თანამდებობის პირები პრემიას არ აიღებენ. თუმცა, აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე არ ვრცელდება.

თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

გიორგი ალიბეგაშვილის კანდიდატურა დედაქალაქის საკრებულოს წევრებს „ქართულმა ოცნებამ“ წარუდგინა.

თბილისის საკრებულოს ახლად არჩეულმა წევრებმა თავმჯდომარე და პირველი მოადგილე აირჩიეს

დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოში მეხუთე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა, რომელიც  საკრებულოს ისტორიულ დარბაზში გაიმართა, უხუცესმა დეპუტატმა სევდია უგრეხელიძემ გახსნა.

საკრებულოში დღეს ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებული ბავშვები დააჯილდოვეს

დღეს საკრებულოში ბერი დავითის (ჭაბუა ამირეჯიბი) პრემიის საბჭოს წევრებმა თბილისის საკრებულოს თანადგომით ჩატარებულ ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებულ ბავშვებს დიპლომები გადასცეს.

თბილისის საკრებულოს განცხადება

თბილისის საკრებულო ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც შეეხება სოფელ თხინვალას მიმდებარე ტერიტორიაზე და საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობას. 

თბილისის საკრებულოს ინიციატივით საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

ქ.თბილისის საკრებულოს ინიციატივით   ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ქართული ნაციონალური ბალეტის "სუხიშვილების”  და ანსამბლ რუსთავის ერთობლივი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. 

ირაკლი შიხიაშვილმა საზოგადოებას საკრებულოს საქმიანობის ანგარიში ჩააბარა

საკრებულოს თავმჯდომარემ მისი მოღვაწეობის პირობებში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებსა და პროექტებზეც ისაუბრა და ამასთან, აღნიშნა, რომ დედაქალაქის მომავალ მერსა და საკანონმდებლო ორგანოს ახლად არჩეული წევრებს ამ მხრივ მეტად მნიშვნელოვან მემკვიდრეობას უტოვებს.

საკრებულოს თავმჯდომარე პეკინის #25 ში მდებარე ავარიული კორპუსის მოსახლეობას შეხვდა

ირაკლი შიხიაშვილმა მოსახლეობას საკრებულოს ინიციატივით ამოქმედებული ის პროექტი გააცნო, რომლის ფარგლებშიც მწვავე ავარიული სახლების გამაგრებით სამუშაოებს დიდწილად დედაქალაქის ბიუჯეტი დააფინანსებს

ჯაბა სამუშიამ გიგი უგულავა კომპანია ”სითი პარკთან” გარიგებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია "ქართული ოცნება –დემოკრატიული საქართველოს’’ წევრმა ჯაბა სამუშიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე დედაქალაქის ყოფილი მერი, გიგი უგულავა კომპანია ”სითი პარკთან” გარიგებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა

გიორგი მუსხელიშვილი ჩინეთში საერთაშორისო კონფერენციას ესწრება

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სინჯიანის ავტონომიის ქალაქ ურუმჩიში "აბრეშუმის გზის’’ საერთაშორისო კონფერენტია ტარდება, რომელშიც მონაწილეობას 14 ქვეყნის წარმომადგენლები ღებულობენ.

ბერი ანდრიას ფონდიდან და ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიციიდან საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე მადლობის წერილები მოვიდა

ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე საკრებულოში ორი მადლობის წერილი შემოვიდა. 

თბილისის საკრებულოს საგანგებო განცხადება

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტომონტაჟი და დეზინფორმაცია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის შესახებ. კერძოდ, თითქოს საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია სათაურით „ირაკლი შიხიაშვილი: ბერი ანდრია დამესიზმრა და მთხოვა ფონდში ფული გადამერიცხა“. 

ირაკლი შიხიაშვილი ბერი ანდრიას სახელობის ფონდს ესტუმრა

საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შიხიაშვილი და საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები ბერი ანდრიას სახელობის ფონდს ესტუმრნენ და სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვები მოინახულეს.

ნათელა მაჭავარიანმა საკუთარი პრემიიდან თანხა ჯაბა ბოჯგუას დასახმარებლად გადარიცხა

ქ.თბილისის საკრებულოს  სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ნათელა მაჭავარიანმა, მომღერალი ჯაბა ბოჯგუა მოინახულა, რომელიც უკვე ექვსი წელია, თავის ტვინის ჰიპოქსიური დაზიანების დიაგნოზით კომაში იმყოფება. 

ირაკლი შიხიაშვილმა პრემია ბერი ანდრიას ფონდში სრულად გადარიცხა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა  კუთვნილი პრემიის სრული ოდენობა დღეს ბერი ანდიას საქველმოქმედო ფონდში გადარიცხა.

გულიკო ზუმბაძის განცხადებით, დედაქალაქი ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დგას

საკრებულოს დეპუტატის გულიკო ზუმბაძის ინიციატივით საკრებულოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც დედაქალაქის, კონკრეტულად ლილოს ტერიტორიაზე ნარჩენების პოლიგონის დახურვას ეხებოდა.

საკრებულოს ,,ნაციონალური მოძრაობის' დეპუტატები პრემიების გაცემის პროცესს ემიჯნებიან

მათი განცხადებით, მაჟორიტარ დეპუტატებს თანამდებობის პირებისაგან განსხვავებით ბევრად დატვირთული რეჟიმი აქვთ, თუმცა 4 წლის განმვალობაში არცერთ მათგანს არ აუღია პრემია, არ ყოფილა მივლინებაში და ქველმოქმედებასაც საკუთარი სახსრებით აკეთებდნენ.

საკრებულოს დეპუტატებმა პრემიების თემასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს

"საკრებულოს თავმჯდომარეს პრემიებთან დაკავშირებით ერთპიროვნული გადაწყვეტილება არ მიუღია და ამ საკითხს ბიუროს ყველა წევრმა დაუჭირა მხარი ‘’ - ეს განცხადება საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებმა საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს.

გულიკო ზუმბაძემ თბილისის საკრებულოში სამუშაო შეხვედრა გამართა

საკრებულოს წევრმა,  გულიკო ზუმბაძემ დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოში სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელიც  ქ.თბილისში, ქვემო ალექსეევკის ტერიტორიზე მდებარე ალუმინის საწარმოს (შპს „გეგმეტი“) მავნე ზემოქმედებას და ამ პრობლემის გადაჭრის საკითხს ეხებოდა.

ირაკლი შიხიაშვილმა პრემიების თემასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა

საკრებულოს თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა:

თბილისის საკრებულოს განცხადება

მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია პრემიის რაოდენობის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან თანამდებობის პირებისთვის ხელფასის არა 350, არამედ 300% გაიცემა, ხოლო აპარატის თანამშრომლებისთვის არა 150, არამედ 200%–იანი პრემიის გაცემა იგეგმება.

”მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების” კომისიის სხდომაზე 141 საკითხი იქნა განხილული

დედაქალაქის  საკრებულოში "მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების’’ კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 141  საკითხი განიხილეს. 

მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

თბილისის  საკრებულოში "მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების’’ კომისიის ყოველკვირეული სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით დღევანდელ სხდომაზე 108  საკითხი განიხილებოდა. 

თბილისის საკრებულოში იტალიელ და ქართველ არქიტექტორებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საკრებულოში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ერთი მხრივ ქ. თბილისის საკრებულოს, მეორე მხრივ, იტალიური კომპანიებს „კინგ საიზ არქიტეკტს - მაურიციო ფავეტა“, „გლამურ კამინიტი“, “სტუდიო ლიპარინნი“, „სტუდია მარკო პივა“, „სტუდიო ლუკა სკაკეტი“ და საქართველოს არქიტექტორთა კავშირს შორის.

წამყვანმა იტლიელმა არქიტექტორებმა და დიზაინერებმა ქარვასლაში აქცია-პერფომანსი გამართეს

საკრებულოს ინიციატივით, საქართველოში ჩამოსულმა წამყვანმა იტლიელმა არქიტექტორებმა და დიზაინერებმა თბილისის ისტორიის მუზეუმში -ქარვასლა აქცია-პერფომანსი გამართეს.

იტალიელი არქიტექტორები თბილისის განვითარების სტრატეგიული კონცეფციის შემუშავებაში მიიღებენ მონაწილეობას

თბილისის საკრებულოს ინიციატივით, დღეს საქართველოს იტალიის წამყვანი არქიტექტორებისა და დიზაინერების დელეგაცია ეწვია.

თბილისის საკრებულოს ინიციატივით დედაქალაქს იტალიის წამყვანი არქიტექტორებისა და დიზაინერების დელეგაცია ეწვია

დელეგაციის შემადგენლობაში არიან ისეთი ცნობილი მსოფლიო მასშტაბის არქიტექტორები, როგორიცაა; მაურო ლიპარინი, მარკო პივა, ჯანპაოლო ტიბალდო, მაურისიო ფავეტა, ლუკა სკაჩეტი, ტიციანო კამინიტი და სხვ.

საკრებულოში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

დედაქალაქის საკრებულოში "მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების’’ კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით დღევანდელსხდომაზე 116 მთავარი საკითხი განიხილება. აღნიშნული დღის წესრიგიდან 90 ძირითადი, ხოლო 26 გადადებული საკითხია.

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის გზავნილი საფრანგეთის ქართულ სათვისტომოს

ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებმა საქართველოდან წიგნები, ჩოხები, ჟილეტები, ქუდები და სხვა ტრადიციული აქსესუარები  მიიღეს საჩუქრად. 

ზაზა გაბუნია სტუდენტებს შეხვდა და საკრებულოს მუშაობის სპეციფიკას გააცნო

საკრებულოს, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ზაზა  გაბუნია, თბილისის ღია უნივერსიტეტის,  სულხან-საბას სახელობის უნივერსიტეტისა და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და თბილისის საკრებულოს მუშაობის სპეციფიკას გააცნო. 

თბილისის საკრებულომ აზერბაიჯანისა და უნგრეთის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს უმასპინძლა

ქ. თბილისის საკრებულოსა და აზერბაიჯანის მხარის ინიციატივით, მიმდინარე წლის 16–17 მაისს საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანისა და უნგრეთის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები ეწვივნენ. 

საკრებულოში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

დღევანდელ სხდომაზე დღის წესრიგით  113  საკითხი განიხილება. მათ შორისაა ის ნაკვეთები, რომლის შესწავლაც კომისიის წევრებს ადგილზე მოუხდათ.

საკრებულოს უმცირესობა ირაკლი შიხიაშვილის განცხადებას ეხმაურება

როგორც დეპუტატი აცხადებს, ირაკლი შიხიაშვილს სურვილი აქვს  ამ ინიციატივის ექსკლუზიურ ავტორად საკუთარი თავი წარმოაჩინოს, მაშინ როცა, ამ საკითხის  წამოწყება 2008 წლიდან დედაქალაქის ყოფილ მერს, გიგი უგულავას ეკუთვნის. 

ირაკლი შიხიაშვილი ეკლესია-მონასტრების დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის მიერ გაკეთებულ ბრალდებებს გამოეხმაურა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ბრიფინგი გამართა. ირაკლი შიხიაშვილი საკრებულოს მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის თაობაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ მაჭავარიანის განცხადებას გამოეხმაურა და იგი "ბინძური პიარკამპანიის აგორებაში" დაადანაშაულა.

თბილისის საკრებულოს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია დღეს ასზე მეტ საკითხს განიხილავს

აღნიშნული კომისიის თავმჯდომარის ბესარიონ ბენდელიანის თქმით, განცხადებებიდან  41 საკითხი წინა სხდომებიდან უფრო დეტალურად განხილვის მიზნით გადაიდო  და მათი დამტკიცება დღეს მოხდება, დანარჩენ 87 საკითხზე კი კომისიის წევრები პირველად იმსჯელებენ.

თბილისის საკრებულოს დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში გრძელდება

ბრიუსელის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან შეხვედრის შემდეგ საკრებულოს დელეგაციამ შეხვედრები მსხვილ ბიზნეს კომპანია - „დემეს“ წარმომადგენლებთან გამართა. 

თბილისის საკრებულოს დელეგაცია, თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით ქ. ბრიუსელს ეწვია

ვიზიტის მსვლელობისას, რომელიც მოიცავს 11–13 მაისის პერიოდს, საკრებულოს თავმჯდომარეს დაგეგმილი აქვს ქვეყნის აღმასრულებელი და სახელისუფლებო ორგანოებისა და ბელგიური სამშენებლო–ინფრასტრუქტურული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრები 

საკრებულოს თავმჯდომარემ უცხოელ ბიზნესმენებს უმასპინძლა

საქართველოს დედაქალაქს ორდღიანი ვიზიტით უცხოელი ბიზნესმენები ესტუმრნენ და ამ ვიზიტის ფარგლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი შიხიაშვილს შეხვდნენ.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაში, მცირე მეწარმეთათვის, ბიუჯეტში გამოყოფილი თანხების სწორად დახარჯვის შესახებ იმსჯელეს

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა და პროგრამის ფარგლებში თბილისის მერიაში წარდგენილი განცხადებები განიხილეს. 

ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიასთან არსებული გამზირის მონაკვეთს ,,ქართულ – ამერიკული მეგობრობის' გამზირის სახელი მიენიჭა

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საკრებულოს თავმჯდომარემ, რომელმაც ქართულ – ამერიკულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი. 

საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის სხდომა გაიმართა

საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც თბილისის ტერიტორიაზე სადგომით კეთილსინდისიერად მოსარგებლე პირების, ე.წ. ”ატსუპნიკების” პრობლემების სამართლებრივი მოგვარების გზებზე ისაუბრეს. 

დედაქალაქის საკრებულომ მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტი - თბილისის ადვოკატი არ დაამტკიცა

დედაქალაქის საკრებულო მერიის მოვალეობის შემსრულებელს სევდია უგრეხელიძეს პროექტის - "თბილისის ადვოკატის“ თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. 

გულიკო ზუმბაძემ სოფელ ნასაგურში კომპანია 'GWP' - ს მიერ ჩატარებული სამუშაოები დაათვალიერა

როგორც დეპუტატმა განაცხადა, აღნიშნული დასახლების მოსახლეობა წლების განმავლობაში ელოდა წყლის გაყვანას, რაზეც საკრებულომ და მერიამ სერიოზული მუშაობა გაწიეს და სოფლების  წყლით უზრუნველსაყოფად 2014 წლის ბიუჯეტში 13 მლნ. ლარი გამოყვეს.

საკრებულოს დეპუტატების ვიზიტი იტალიაში

საკრებულოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა იტალიის წამყვანი საინჟინრო–არქიტექტურული კომპანიებისა და ქალაქის დაგეგმარების კორპორაციის ხელმძღვანელებთან. 

ზაზა გაბუნია სამუშაო ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფება

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია დიდი ბრიტანეთის დედაქალაქსა და სხვა თვითმმართველ ქალაქებში სამუშაო შეხვედრებს მართავს.

საკრებულოს თავმჯდომარე ურბანისტებს, არქიტექტორებს და ექსპერტებს შეხვდა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოში ურბანისტებს, არქიტექტორებს და ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრაზე დედაქალაქის ახალი სტრატეგიული კონცეფციის სამომავლო განვითარება და დღეს არსებული გამოწვევები განიხილეს.

გულიკო ზუმბაძე დღეს თბილისის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების სააგენტოს მუშაობას გაეცნო

საკრებულოს წევრი გულიკო ზუმბაძე დღეს თბილისის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების სააგენტოს ისანი-სამგორის რაიონული განყოფილების მუშაობას გაეცნო.

საკრებულოში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

დღის წესრიგით დღევანდელ სხდომაზე 75 საკითხი განიხილება. მათ შორისაა ის ნაკვეთები, რომლის შესწავლაც კომისიის წევრებს ადგილზე მოუხდათ.

ირაკლი შიხიაშვილი ექსპერტებს, არქიტექტორებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

როგორც ირაკლი შიხიაშვილმა აღნიშნა, აუცილებელია კონცეფციის შექმნაზე გამოცხადდეს კონკურსი და ამასთან, მნიშვნელოვანია, უძრავი წერტილიდან დაიძრას ის პროცესი, რომელიც ქალაქის განვითარების სტრატეგიულ გეგმას ითვალისწინებს.

გულიკო ზუმბაძე კახაბერ ფირუაშვილის განცხადებას არაადეკვატურს უწოდებს

კახა ფირუაშვილის განცხადებას საკრებულოს ფრაქციის "ქართული ოცნება–თბილისელები“ თავმჯდომარე გამოეხმაურა.

კახაბერ ფირუაშვილი ფრაქციის ,,ქართული ოცნება–თბილისელები' შესაძლო დატოვებას არ გამორიცხავს

საკრებულოს ფრაქციის "ქართული ოცნება–თბილისელები“ თავმჯდომარის უშინდელ განცხადებას ამავე ფრაქციის წევრი კახაბერ ფირუაშვილი გამოეხმაურა.

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის გზავნილი აშშ-სა და საფრანგეთის ქართულ სათვისტომოებს

ირაკლი შიხიაშვილისა და თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ინიციატივით, აშშ-სა და საფრანგეთში მცხოვრებ ქართველებს წიგნები, ჩოხები, ჟილეტები, ქუდები და სხვა ტრადიციული აქსესუარები გაეგზავნათ. 

ირაკლი შიხიაშვილი მიცკევიჩის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს და ავარიულ სახლებსა და კორპუსებში მცხოვრები მოქალაქეების პრობლემებს ადგილზე ეცნობა.  დღეს ირაკლი შიხიაშვილი   მიცკევიჩის ქუჩის #1 კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და საცხოვრებელი სახლის ავარიული მდგომარეობა დაათვალიერა. 

გულიკო ზუმბაძის ინიციატივით, ლილოს დასახლებაში №111– ე საბავშვო ბაღის ტერიტორიის გამწვანების აქცია მოეწყო

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - თბილისელების“ თავმჯდომარემ ბაღის აღსაზრდელებთან ერთად 47 ძირი ფიჭვი დარგო. აქციაში პედაგოგები და მშობლებიც ჩაერთვნენ.

ირაკლი შიხიაშვილი: ,,ავამუშავოთ უგულავას გაჩერებული თბილისი,,

ირაკლი შიხიაშვილი ე.წ. „ხრუშჩოვკების“ თემასთან დაკავშირებით სხვადასხვა პირების მიერ გაკეთებულ უარყოფით კომენტარებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს განცხადებები ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მხრიდან თბილისის საკრებულოს დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. 

საკრებულოს სხდომაზე მერიის მიერ წარმოდგენილი 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილება

თბილისის საკრებულოში სხდომა გაიმართება, რომელზეც დეპუტატები დედაქალაქის მერიის მიერ წარმოდგენილი 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს განიხილავენ.

რამდენიმე ქვეყნის საინვესტიციო კომპანიებთან მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის საკრებულომ რამდენიმე ქვეყნის საინვესტიციო კომპანიებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის სხდომა გაიმართა

საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც თბილისის ტერიტორიაზე მიმდინარე უკანონო და სადავო მშენებლობები განიხილეს.

თბილისის საკრებულომ რამდენიმე ქვეყანასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცების მემორანდუმი თბილისის საკრებულოსა და რამდენიმე ქვეყნის უმსხვილეს სავაჭრო-სამრეწველო ქალაქებს შორის გაფორმდა. 

საკრებულოს წარმომადგენლები დღეს ევროპული მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებსა და ინვესტორებს შეხვდნენ

როგორც ირაკლი შიხიაშვილმა აღნიშნა, შეხვედრა ხუან ბაგრატიონის, დავით ნემსაძისა და საკრებულოს მიერაა ინიცირებული და მისი მიზანია დედაქალაქში არსებული ყველა პრობლემისა და ჯერჯერობით გადაუწყვეტელი საკითხების აქტუალიზაცია. 

გულიკო ზუმბაძე თბილისელ უსინათლოებს შეხვდა

თბილისის საკრებულოს ფრაქციის  „ქართული ოცნება - თბილისელები“ თავმჯდომარე  დედაქალაქში მცხოვრებ უსინათლოებს შეხვდა. 

ირაკლი შიხიაშვილი დღეს ერაყის რეგიონალური მთავრობის წარმომადგენელს შეხვდა

ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილი  ერაყის რეგიონალური მთავრობის ვაჭრობისა და ინდუსტრიის სამინისტროს კომპანიების რეგისტრაციის და დირექტორატის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს შეხვდა.

დედაქალაქში ავარიული სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

საკრებულოს ინიციატივით, თბილისში ავარიული სახლების სარებილიტაციო პროცესი იწყება.

თბილისში არსებულ ტაძრებს ფულადი ლიმიტი გამოეყოთ

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქში არსებულ ტაძრებს მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა და ასევე სხვა მიზნებისთვის განესაზღვრათ ფულადი ლიმიტი 10.000 ლარის ოდენობით. 

გულიკო ზუმბაძე № 111 საბავშვო ბაღის მდგომარეობას გაეცნო

დღეს ქ. თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება–თბილისელების“ თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე ლილოს დასახლებაში მდებარე № 111 საბავშვო ბაღს ეწვია და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

გულიკო ზუმბაძე: ”თბილისის მერიასა და სი–თი პარკს შორის საეჭვო გარიგებები არსებობს”

თბილისის მერიასა და  სი–თი პარკს შორის საეჭვო გარიგებების შესახებ, საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება - თბილისელების” თავმჯდომარემ -გულიკო ზუმბაძემ სპეციალური განცხადება გაავრცელა

მოსახლეობა დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯიხურების განთავსებას აპროტესტებს

ვითარების ადგილზე გასაცნობად საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-თბილისელების’’ თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე მივიდა.

საკრებულოში ”მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების” კომისიის სხდომა გაიმართა

თბილისის საკრებულოში "მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების’’ კომისიის ყოველკვირეული სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა 71 საკითხი განიხილეს.

საკრებულოს დეპუტაცია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის' ღრმაღელის სათავო ნაგებობის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის’’ ღრმაღელის სათავო ნაგებობა და იქ განთავსებული სასმელი წყლის ხარისხის მაკონტროლებელი ლაბორატორია დღეს თბილისის საკრებულოს წევრებმა დაათვალიერეს.

საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა 9 აპრილის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

დეპუტატებმა 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილთა მემორიალი ყვავილებით გვიან ღამით შეამკეს და 25 წლის წინ მომხდარი ტრაგედია კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

გულიკო ზუმბაძემ საბავშვო ბაღებში არსებული მდგომარეობა დაათვალიერა

გულიკო ზუმბაძე  რამაზ სულამანიძესთან ერთად აეროპორტისა და ორხევის დასახლებებში # 12 და # 76 საბავშვო ბაღებს ეწვია და იქ არსებული მდომარეობა დაათვალიერა.  

სარევიზიო კომისიის თავმჯდომარეს საკრებულოს უმცირესობა გამოეხმაურა

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა-რეფორმატორების" თავმჯდომარემ თემურ გრიგალაშვილმა სარევიზიო კომისიის დასკვნა პოლიტიკური მესიჯების კრებულს შეადარა და აღნიშნა, რომ  თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისია სამართლებრივი ველიდან გაქცეულ საფრთხობელად გადაიქცა.

მიხეილ ქავთარაძე ხათუნა ბერძენიშვილს სოციალურად დაუცველი პირების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს

კრწანისის რაიონში სოციალური შემწეობის მიმღებ პირებს, თბილისის საკრებულო დახმარებას არ შეუწყვეტს. ამის შესახებ დღეს თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ქავთარაძემ განაცხადა. 

საკრებულოს დეპუტატებმა 9 აპრილის ბაღში 50 ნერგი დარგეს

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, თბილისის უბნებისა და სკვერების  გამწვანება გრძელდება. აქციაში  თბილისის საკრებულოც ჩაერთო. 

საკრებულოსა და ქართულ-ამერიკული კომპანიის ერთობლივი ძალისხმევით შშმ პირთათვის ტრენინგები ჩატარდება

ირაკლი შიხიაშვილი ქართულ-ამერიკული კომპანია "S-Cad Group’’-ის მიერ გამართულ ტრენინგს დაესწრო, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის კომპიუტერული პროგრამა  "ავტოკადის’’ შესწავლას ითვალისწინებს.

ზაზა გაბუნია – ,,თბილისში გარემოს დაბინძურების მრავალი კერა არსებობს'

დღეს საკრებულოში ფრაქცია “ქართულ იოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გაფართოებული სხდომაგაიმართა,სადაც თბილისის სხვადასხვა რაიონებში გარემოს დაბინძურების კერების შესახებ ისაუბრეს.

მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 6 თვის განმავლობაში 1300 განცხადება დააკმაყოფილა

თბილისის საკრებულოში "მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების’’ კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც  დეპუტატებმა, ასევე მერიისა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა 71 საკითხი განიხილეს.

თბილისის საკრებულოსა და აშშ-ს ქართული თემის სათვისტომოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

დოკუმენტი ქალაქებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის, ასევე გამოცდილების ორმხრივ ურთიერთგაზიარებას ისახავს მიზნად. 

თბილისის საკრებულომ არქეოლოგიური სამუშაოების ჩასატარებლად დედაქალაქის ბიუჯეტში 250 ათასი ლარი გამოყო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა და მისმა მოადგილემ ჯაბა სამუშიამ აბანოთუბანში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების სამუშაოები დაათვალიერეს. 

ირაკლი შიხიაშვილი სოფელ დიდგორის მოსახლეობას შეხვდა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე სოფელ დიდგორის მოსახლეობას შეხვდა და მათ ბიუჯეტში გზის საფარისთვის ჩადებული თანხისა და ასფალტის დაგების ვადებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაეოდა.

ზაზა გაბუნია საირმის გორის მოსახლეობას შეხვდა

ზაზა გაბუნია მოსახლეობის თხოვნით, საირმის გორაზე მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა, რომლებიც მათ საცხოვრებელ ზონაში მერიის მიერ გაცემული ნებართვის თანახმად, მრავალსართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებენ.

დედაქალაქში კიდევ რამდენიმე უსახელო ქუჩას ახალი სახელწოდება მიენიჭა

საკრებულოში სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა 28 საკითხი განიხილეს.

ირაკლი შიხიაშვილი გამგებლებს პროექტების ერთობლივი განხილვისკენ მოუწოდებს

კრწანისის რაიონში აღმოჩენილ დარღვევსთან დაკავშირებით დღეს განცხადება საკრებულოს თამვჯდომარემ გააკეთა. 

მერაბ რაფავას განცხადებას საკრებულოს უმცირესობა გამოეხმაურა

საკრებულოს უმცირესობა საკანონმდებლო ორგანოს ფრაქცია "თავისუფლების“ თავმჯდომარის მერაბ რაფავას განცხადებას უზნეოს უწოდებს და "ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს "ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენლების ზეწოლაში ადანაშაულებს.

მერაბ რაფავამ სარევიზიო კომისიის მიერ აღმოჩენილ დარღვევებზე ისაუბრა

დღეს საკრებულოს ფრაქციის "თავისუფლება’’ თავმჯდომარემ  საკრებულოში ბრიფინგი გამართა და სარევიზიო კომისიის მიერ კრწანისის რაიონში აღმოჩენილ დარღვევებზე ისაუბრა.

საკრებულოში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

დღვანდელი სხდომის დღის წესრიგში 87 საკითხია შესული, კომისიის თავმჯდომარის ბესარიონ ბენდელიანის განმარტებით, თითოეული საკითხი ინდივიდუალურ რეჟიმში განიხილება და მათი დამტკიცება კანონის ფარგლებში მოხდება. 

კომისიის სხდომაზე სამარშრუტო ხაზის მძღოლებისთვის დღიური გეგმის გაზრდის შესახებ ისაუბრეს

დღეს საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც ერთ–ერთი სამარშრუტო ხაზის მძღოლებისთვის დღიური გეგმის გაზრდის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრეს.

თბილისის საკრებულოს დელეგაციის ვიზიტი სტრასბურგში გრძელდება

თბილისის საკრებულოს დელეგაციამ საფრანგეთის ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებს საქართველოში მიმდინარე მოვლენები და „ქართული ოცნების“ ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ სოციალურ სფეროში არსებული მიღწევები გააცნო.

საკრებულოს დეპუტატები მედიათეკის მუშაობის პრინციპებს გაეცნენ

საკრებულოს ფრაქციის " ქართული ოცნება– თბილისელების’’ თავმჯდომარის გულიკო ზუმბაძის ინიციატივით, საკრებულოს დეპუტატები ვაკის პარკში მდებარე მედიათეკას ეწვივნენ.

თბილისის საკრებულოს დელეგაცია სტრასბურგში ვიზიტს განაგრძობს

თბილისის საკრებულოს დელეგაციის ვიზიტი სტრასბურგში, ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური თვითმართველობის 26–ე პლენარულ სესიის ფაგლებში გრძელდება

გიორგი მუსხელიშვილმა ზემო და ქვემო ფონიჭალაში წყალსადენის მაგისტრალურ ქსელებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

როგორც გიორგი მუსხელიშვილმა აღნიშნა, აუცილებელია მინიმუმამდე იქნას დაყვანალი უწყლოობის პრობლემა, როგორც დედაქალაქში, ასევე მის მიმდებარე სოფლებში და ამ პროექტის განხორციელებაში დედაქალაქის საკრებულო ყველანაირად დაეხმარება მოსახლეობას.

თბილისის საკრებულოს დელეგაცია, თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით ქ. სტრასბურგს ეწვია

ქართული დელეგაცია ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური თვითმართველობის 26–ე პლენარულ სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

ირაკლი შიხიაშვილი საბურთალოს, კრწანისისა და ისნის რაიონების გამგებლების მოხსნას ითხოვს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელს, სევდია უგრეხელიძეს თბილისის სამი გამგებლის გათავისუფლების მოთხოვნით მიმართავს.

საკრებულოს ბიუროს სხდომაზე 2014 წელს მერიის მიერ განსახორციელებელი პროექტები განიხილეს

დედაქალაქის მერიამ საკანონმდებლო ორგანოს 200 გვერდიანი დოკუმენტი წარუდგინა, რომელზეც საკრებულოს წარმომადგენლებმა დეტალურად იმსჯელეს.

საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე კრწანისის რაიონის გამგებელს თანამშრომლებზე ზეწოლაში ადანაშაულებს

თბილისის საკრებულოს სარევიზვიო კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ქავთარაძემ საკრებულოში ბრიფინგი გამართა, რომელზეც კრწანისის რაიონის გამგეობაში არსებულ დარღვევებზე ისაუბრა. 

ირაკლი შიხიაშვილს საკრებულოს უმცირესობის წევრები გამოეხმაურნენ

თემურ გრიგალაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებას წინასაარჩევნო ბლეფი უწოდა.

ირაკლი შიხიაშვილმა მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა

ირაკლი შიხიაშვილმა ე.წ. "ხრუშჩოვკების’’ თემაზე გამართული ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ირაკლი შიხიაშვილმა ე.წ. ,,ხრუშჩოვკების'' თემაზე განცხადება გააკეთა

საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა დღეს საკრებულოში ბრიფინგი გამართა, რომელზეც საზოგადოებას ე.წ. ,,ხრუშჩოვკების'' თემაზე ინფორმაცია მიაწოდა.

საკრებულოში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით 2014 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული მუხლები განიხილეს

თბილისის საკრებულოში ადამიანის უფლებათა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

ირაკლი შიხიაშვილის მიერ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრისას წარმოთქმული სიტყვა

საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმოადგენლებს შეხვდა.

კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა ორ საკითხზე იმსჯელეს

დღეს საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა დამსწრე საზოგადოებასთან ერთად ორ საკითხზე იმსჯელეს.

საკრებულოში ვაკის პარკში მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით იმსჯელეს

გარემოს დაცვის კომისიას მერიის გამწვანებისა და ეკოლოგიის სამსახურის უფროსი გიორგი ქორქაშვილი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და მოძრაობა "პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გულიკო ზუმბაძე სოფ. დიდ ლილოში წყალმომარაგებასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

"ჯორჯია უითერ ენდ ფაუერი’’ თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების 24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად მუშაობას განაგრძობს.

ნიკოლოზ ხაჩირაშვილი საკრებულოსთან შეკრებილ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეხვდა

შშმ პირთა განცხადებით, დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული ადაპტირებული მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც მათთვის უფრო კომფორტულს გახდის მგზავრობას. 

გულიკო ზუმბაძე სამგორის რაიონის შემოერთებული სოფლების მოსახლეობას შეხვდა

თბილისის საკრებულოს ფრაქციის  „ქართული ოცნება - თბილისელები“ თავმჯდომარე  ქ. თბილისის სამგორის რაიონის შემოერთებული სოფლების მოსახლეობას შეხვდა. 

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე მოძრაობა ,,პარტიზანული მებაღეობის'' წარმომადგენლებს შეხვდა

ირაკლი შიხიაშვილი და კახაბერ ფირუაშვილი მოძრაობა "პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც უკვე 2 თვეა, ვაკის პარკში ყოფილ რესტორან „ბუდაპეშტის“ ტერიტორიაზე შვიდსართულიანი სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ.

ჯაბა სამუშია თბილისის მერიას საბოტაჟში ადანაშაულებს

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია დღეს ქუთაისის ქუჩას სტუმრობდა, სადაც გზის საფარზე არსებულ მძიმე ვითარებას გაეცნო.

თბილისის საკრებულოში დემოგრაფიული განვითარების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

ინიციატივები  დეპუტატებს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან ვასაძემ და გამგეობის თავმჯდომარემ თამარ ჩიბურდანიძემ წარუდგინეს. 

ზაზა გაბუნია ბიუჯეტის მხრიდან მხარდაჭერილ საკითხებთან დაკავშირებით ,,ჰემოფილიით დაავადებულთა კავშირის'' წევრებს შეხვდა

ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ბიუჯეტის მხრიდან მხარდაჭერილ საკითხებთან დაკავშირებით ”ჰემოფილიით დაავადებულთა კავშირის” წევრებს შეხვდა.

წყნეთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ობიექტი გაიხსნა

დღეიდან წყნეთის  ტერიტორიაზე სასწრაფო სამედიცინო  დახმარების ობიექტი ამოქმედდება.
ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნული ობიექტის გახსნის დროს განაცხადა.

თბილისის საკრებულოსა და გაერთიანებული საემიროების ერთ– ერთ საინვესტიციო ჰოლდინგს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

თბილისის საკრებულოსა და გაერთიანებული საემიროების ერთ ერთ საინვესტიციო ჰოლდინგს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, თბილისში ე.წ. "ხრუშჩოვკების'' სანაცვლოდ კომფორტული საცხოვრებელი სახლები აშენდება.

მიხეილ ქავთარაძემ საბურთალოს რაიონში სათათბიროს შექმნის თაობაზე გააკეთა განცხადება

საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ დღეს საკრებულოში ბრიფინგი გამართა, რომელზეც საბურთალოს რაიონის გამგეობაში ჩატარებული შემოწმების შედეგებზე ისაუბრა.

შეხვედრა კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებთან

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია დღეს კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებს შეხვდა და მათ 2014 წლის თბილისის ბიუჯეტში პრობლემის მოგვარებისთვის განსაზღვრული თანხების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა სპორტსმენ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავმჯდომარის გელა ომანიძის მიერ ინიცირებულ ღონისძიებას ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ქალბატონები ესწრებოდნენ.

დედაქალაქის ბიუჯეტის ძირითად ნაწილზე მერიამ და საკრებულომ შეთანხმებას მიაღწიეს

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა, ფინანსური დოკუმენტის პროექტის რეგულაციების ნაწილი ერთადერთი შესათანხმებელი საკითხია. 

ზაზა გაბუნია მიიჩნევს - საკრებულოს მიერ შემუშავებული ბიუჯეტის პროექტი მერიის მხრიდან კორუფციის რისკებს შეამცირებს

ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის თქმით, მთავარი ამოცანა არის ის, რომ საბიუჯეტო რესურსის 100% თბილისელების ინტერესებისათვის დაიხარჯოს და ახლა სწორედ ამ ტიპის ბიუჯეტის პროექტზე მიდის მუშაობა.

კახაბერ ფირუაშვილი კახა კუკავას პასუხობს

თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ფირუაშვილი საკრებულოს წევრის კახა კუკავას მიერ ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში, გადაცემა "ბარიერში" გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და იგი სიცრუეში დაადანაშაულა.

ჯაბა სამუშია და მამუკა კაციტაძე საბიუჯეტო კრიზისის დაძლევას მიესალმებიან

თბილისის მერიისათვის საკრებულოს მიერ შემუშავებული ბიუჯეტის პროექტის შეთავაზების ფაქტს საკრებულოს დეპუტატები გამოეხმაურნენ. 

თემურ გრიგალაშვილი შიხიაშვილის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს

ირაკლი შიხიაშვილის განცხადებას საკრებულოს ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა–რეფორმატორები“ თავმჯდომარე გამოეხმაურა. 

თბილისის საკრებულომ ბიუჯეტის პროექტის საკუთარი ვერსია შეიმუშავა

თბილისის საკრებულომ ბიუჯეტის პროექტის საკუთარი ვერსია შეიმუშავა, რომელიც დედაქალაქის მერიას რეგულაციებს უწესებს. 

,,დაუ +'' თბილისის საბავშვო ბაღებს მომსახურეობას უძვირებს

საკრებულოს ფრაქციის  „ქართული ოცნება - თბილისელები“ თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე საბავშვო ბაღებში მერიის კორუფციულ თემაზე საუბრობს.

თბილისის საკრებულომ მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცა

ჯაბა სამუშიამ თბილისის საკრებულოს სახელით მრავალშვილიან დედებასა და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მეომართა მეუღლეებს დედის დღე მიულოცა.

,,დედაქალაქის - თბილისის შესახებ'' კანონში ცვლილებებს თბილისის საკრებულო პარლამენტს განსახილველად არ წარუდგენს

საკანონმდებლო ორგანოში გამართულ დღევანდელ სხდომას საკრებულოს უმცირებამ ბოიკოტი გამოუცხადა, რის გამოც  მამუკა კაციტაძემ ინიციატივა უკან გაითხოვა.

მამუკა კაციტაძისა და კახა კუკავას ინიციატივას საკრებულო 2 მარტს განიხილავს

დღევანდელ სხდომაზე დღის წესრიგით პირველ საკითხად დეპუტატების კახა კუკავასა და მამუკა კაციტაძის ინიციატივა განიხილებოდა, თუმცა საკითხის დეტალურად  გასაცნობად უმცირესობამ დრო ითხოვა.

დედაქალაქში კიდევ რამდენიმე უსახელო ქუჩას ახალი სახელწოდება მიენიჭა

დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა სხვა საკითხებთან ერთად თბილისში რამდენიმე უსახელო ქუჩისთვის ახალი სახელების მინიჭების თაობაზე იმსჯელეს.

ჯაბა სამუშია: ,,ბიუჯეტთან დაკავშირებულ ყველა ინიციატივას განვიხილავთ''

მაუკა კაციტაძისა და კახა კუკავას ინიციატივას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია გამოეხმაურა.

მამუკა კაციტაძემ 2014 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივები წარმოადგინა

მამუკა კაციტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე 2014 წლის ბიუჯეტის მიღებასთან დაკავშირებით მისი და კახა კუკავას ერთობლივი ინიციატივები წარმოადგინა. 

გიორგი მუსხელიშვილმა კომპანია ,,GWP'' - ს ანგარიში მოისმინა

გიორგი მუსხელიშვილი კომპანია "GWP”-ს და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა და ბაგებში მდებარე კომპაქტურად დასახლებულ დევნილთა კორპუსებში წყლის ცენტრალური მილის მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიში მოისმინა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ქ. გუანჯოუს სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა

შეხვედრაზე, რომელიც საკრებულოში გაიმართა საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში განსახორციელებელ პროექტებს შეეხებოდა.

ჯაბა სამუშიამ აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეებს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში უმასპინძლა

სამუშიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მოზარდებმა იცოდნენ თავიანთი ქვეყნის ისტორია, განსაკუთრებით ის სისხლიანი უახლესი ფურცლები, თუ როგორ იბრძოდნენ ჩვენი გმირები საქართველოს დამოუკიდებლობისათვის

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და დეპუტატებმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, მისმა მოადგილეებმა და საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობის წარმომადგენლებმა 1921 წლის 24 თებერვალს გმირულად დაღუპულ იუნკერებს პატივი მიაგეს და მათი მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ირაკლი შიხიაშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

დღეს ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ‘’შერატონ მეტეხ პალასში’’ საქართველოში აკრედიტირებული დოპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. 

გიორგი მუსხელიშვილი სახელწიფო უნივერსიტეტის ყოფილ საერთო საცხოვრებელში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს თავად დაესწრო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი მუსხელიშვილი ბაგებში სახელწიფო უნივერსიტეტის ყოფილ საერთო საცხოვრებელში შესახლებულ დევნიელბს შეხვდა და იქ მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა.

თბილისის საკრებულოს სხდომას უმცირესობა არ დაესწრო

საკრებულოს დღევანდელ სხდომას ბოიკოტი  საკრებულოს "ადამიანის უფლებათა დაცვის და საზოგადოებასთან ურთიერთობის" კომისიის თავმჯდომარემ, კახა კუკავამაც გამოუცხადა.

საკრებულოს სხდომაზე რამდენიმე უსახელო ქუჩას ახალი სახელი დაერქვა

დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა რამდენიმე უსახელო ქუჩისთვის ახალი სახელების მინიჭების თაობაზე იმსჯელეს. საკითხი განსახილველად საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნათელა მაჭავარიანმა გამოიტანა.

მიხეილ ქავთარაძის ინფორმაციით, გიგი უგულავა საკრებულოს წევრობას გეგმავს

საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ დღეს საკრებულოში ბრიფინგი გამართა, რომელზეც მოახლოვებული თვითმმართველობის არჩევნების თაობაზე ისაუბრა.

საკრებულოს დეპუტატები რიგაში ქალაქის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ

კონსტანტინე იონათამიშვილი და  ბესარიონ ბენდელიანი ოფიციალური ვიზიტით ლატვიის დედაქალაქ რგაში იმყოფებოდნენ.

ირაკლი შიხიაშვილი სოფელ პატარა ლილოს 24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

როგორც ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა, საკანონმდებლო ორგანო დაინტერესებულია, თუ რამდენად ეფექტურად და გეგმა-გრაფიკის მიხედვით ხორციელდება მიმდინარე სამუშაოები.

ზაზა გაბუნიას ინიციატივით, ბერი ანდრიას ფონდში საკრებულოს დეპუტატებისა და თანამშრომლების ხელფასებიდან ყოველთვიურად გარკვეული თანხა ჩაირიცხება

ლეიკემიით დაავადებული ადამიანების გადასარჩენად თბილისის საკრებულოს, მერიისა და ცენტრალური მთავრობის ჩართულობაზე ისაუბრა საკრებულოს ჯანდაცვის და სოციალურ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემაც.

თემურ გრიგალაშვილი: ,,უმრავლესობა ბიუჯეტის პროექტის დაგეგმვაზე უარს აცხადებს''

თემურ გრიგალაშვილის თქმით, უმრავლესობა უმცირესობის შეთავაზებაზე –თვითონ დაგეგმონ ბიუჯეტის პროექტი, უარს აცხადებს, მოტივად კი თბილისის მომქმედი მთავრობის მიმართ არსებულ უნდობლობას ასახელებს.

საკრებულოში ზედაპირული წყლების გადაყვანის ევროსტანდარტული სისტემების პრეზენტაცია გაიმართა

ჰოლანდიურმა კომპანია "MEA“-მ საკანონმდებლო ორგანოსა და საქართველოში არსებული სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებს საკუთარი პროდუქცია წარუდგინა. 

ირაკლი შიხიაშვილი სავაჭრო-საინვესტიციო ჰოლდინგის ხელმძღვანელს შეხვდა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე საერთაშორისო სავაჭრო-საინვესტიციო ჰოლდინგის (არაბეთის გაერთიანებული საემიროები) ხელმძღვანელს სალემ ჰუმეიდ ალ შამსის და აღმასრულებელ დირექტორს მარია სანჩესს შეხვდა. 

მიხეილ ქავთარაძის ინფორმაციით, ამხანაგობების თავმჯდომარეებს წახალისების ნაცვლად ხელფასები დაერიცხათ

მიხეილ ქავთარაძის განცხადებით, ისნისა და სამგორის რაიონებში ამხანაგობების თავმჯდომარეებს წახალისების ნაცვლად თანხა ხელფასის სახით დაერიცხათ.

საკრებულოს უმცირესობამ უმრავლესობას კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით სარგებლობისკენ მოუწოდა

დღეს  საკრებულოსში უმცირესობამ ბრიფინგი გამართა, რომელზეც მათ საკრებულოს თავმჯდომარესა და "ქართული ოცნების“ უმრავლესობას საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 78–ე მუხლის მე–6 პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილებით სარგებლობისკენ მოუწოდეს.

დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის'' გენერალურ დირექტორს შეხვდა

ირაკლი შიხიაშვილმა თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე მიმდინარე სამუშაოებზე დეტალური ინფორმაცია პირადად ალექსეი კუზნეცოვისგან მოისმინა.

ირაკლი შიხიაშვილი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის ,,Kongolia''- ს პრეზიდენტს შეხვდა

ესპანეთში მცხოვრები საქართველოს სამეფო კარის წარმომადგენელის, თავადიშვილის ჯუან ბაგრატიონის ინიციატივით, ქ. თბილისის საკრებულოში გაიმართა შეხვედრა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია  “Kongolia”- ს პრეზიდენტს ბენჯამინ ვან იოდენჰოვისა და საკრებულოს თავჯდომარე ირაკლი შიხიაშვილს შორის.

თბილისის საკრებულომ მზრუნველობამოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატარებს რუსთაველის თეატრში უმასპინძლა

საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, მზრუნველობამოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატარები რუსთაველის თეარტში სპექტაკლს "უფლისწული და მათხოვარი” დაესწრნენ.

დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტი საკრებულოში ხელმეორედ ჩავარდა

22 ხმით 17–ის წინააღმდეგ–თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე თბილისის 2014 წლის ბიუჯეტი ხელმეორედ ჩავარდა.

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის განცხადება

თბილისის საკრებულოს უმრავლესობა აღარ დაუშვებს თბილისელების კუთვნილი ქონების ასე განიავებას იმისთვის, რომ შემდეგ მივიღოთ ბიუჯეტი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს პარტიული მიზნებისთვის გამოიყენოს. 

საკრებულოს უმრავლესობის განცხადება

საკრებულოს უმრავლესობამ დედაქალაქის 2014 წლის  ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

საკრებულოს უმრავლესობამ დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტის ახალი პროექტი დაიწუნა

თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მიერ 65 მლნ ლარით გაზრდილი ბიუჯეტის პროექტის წარმოდგენას სხდომაზე სიტყვიერი დაირისპირება მოყვა. 

100 მლნ ლარის არაფინანსური აქტივობების კლების შესრულებაზე თბილისის მერია პასუხისმგებლობას იღებს

თბილისის მერიისა და საკრებულოს უმცირესობის წევრები არ გამორიცხავენ, რომ საკრებულოს უმრავლესობა სხდომაზე ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს. 

მიხეილ ქავთარაძე: ,,საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს''

საკრებულოს უმრავლესობა საკანონმდებლო ორგანოს ნაციონალური მოძრაობის წევრების მიერ დღეს საკრებულოსთან დაანონსებული აქციის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და უმცირესობას მათ მიერ ორგანიზებულ პროვოკაციულ აქციებს ახსენებს.

თამაზ შოშიაშვილი: ,,ბიუჯეტის არმიღების არანაირი არგუმენტი აღარ არსებობს''

დღეს საკრებულოს ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა–განახლებული თბილისი“ თავმჯდომარემ 2014 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

ირაკლი შიხიაშვილი მერიისგან ბიუჯეტის პროექტის დღესვე წარმოდგენას მოითხოვს

ირაკლი შიხიაშვილი აღნიშნავს, რომ თუკი დოკუმენტი თბილისის საკრებულოს დღესვე არ მიეწოდება, თბილისის ბიუჯეტის მიღება ხვალინდელ სხდომაზე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

საკრებულოს თავმჯდომარე დღეს რაიონების გამგებლებს შეხვდა

დღეს საკრებულოს თავმჯდომარე სხვადასხვა რაიონის  გამგებლებს შეხვდა და ბიუჯეტთან დაკავშირებით მათი მოსაზრებები მოისმინა. 

საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის სხდომა მერიის თხოვნით გადაიდო

იმ მიზეზით, რომ დღეს 19:00 საათზე დაგეგმილია თბილისის მთავრობის სხდომა, საკრებულოს კომისიამ ბიუჯეტის პროექტის განხილვა ხვალ, 12 თებერვალს 11:00 საათისთვის გადადო.

საკრებულოს უმცირესობა საკანონმდებლო ორგანოს ფრაქციების მიერ ბიუჯეტის პროექტში გასათვალისწინებელ შენიშვნებს ეხმაურება

უმცირესობის წარმომადგენლების განცხადებით უმრავლესობის მიერ წარდგენილ შენიშვნებში არ არის ჩაშლილი თუ რომელი პროექტები უნდა შეჩერდეს ან რომელი მათგანიდან უნდა განხორციელდეს თანხების გადანაწილება.

გულიკო ზუმბაძე ბიუჯეტის პროექტში დაუმთავრებელი საცხოვრებელი კორპუსების დასრულების გათვალისწინებას ითხოვს

აღნიშნული მოთხოვნებით ფრაქციამ  „ქართული ოცნება – თბილისელები“ ოფიციალურად უკვე მიმართა თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელს სევდია უგრეხელიძეს.

მიხეილ ქავთარაძემ მერიის მიერ ჩატარებულ ტენდერთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა

მიხეილ ქავთარაძემ დღეს საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ აუქციონი, რომელიც  თბილისში შეგროვებული არასორტირებული ნაგვის მასის გასხვისებას ითვალისწინებდა, გამარჯვებული პირის მიერ ვალდებულების არშესრულების გამო ჩაიშალა.

დავით ჯინჭარაძე მერიის განცხადებას ეხმაურება

დავით ჯინჭარაძის განცხადებით, საკრებულოს უმრავლესობას სურვილია, დედაქალაქის ბიუჯეტის მიღებულ იქნას, თუმცა ეს უნდა იყოს ბიუჯეტი, რომლის ხარჯვითი ნაწილიც კითხვის ნიშნებს არ იწვევს. 

საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსს ეხმაურებიან

თბილისის საკრებულოს იურდიული კომისიისა და  ფრაქცია „დედაქალაქის" თავმჯდომარეებმა – დავით ჯინჭარაძემ და  კოკი იონათამიშვილმა, „რეპორტიორის" პრესკლუბში, თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის შესახებ ისაუბრეს.

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრთა განცხადება

თბილისის მერიის მიერ მთავრობის წევრთა თანამდებობებზე გამოცხადებულ ვაკანსიებთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებმა ზაზა გაბუნიამ, დავით ჯინჭარაძემ და კოკი იონათამიშვილმა სპეციალური განცხადება გააკეთეს.

საკრებულოში 2014 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებული კონსულტაციები გრძელდება

დღეს საკრებულოს ფრაქციების თავმჯდომარეები საქალაქო სამსახურების უფროსებს შეხვდნენ და 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის თაობაზე იმსჯელეს.

ფრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველომ'' საბიუჯეტო პრიორიტეტების პაკეტი მოამზადა

სხდომას იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სისხლის ბანკის სამედიცინო დირექტორი, “ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა დახმარების კავშირი” და და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ.

თბილისის საკრებულო ბიუჯეტის განხილვის პროცესში არასამთავრობო სექტორთან აქტიურად თანამშრომლობს

არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ისინი მზად არიან თბილისის მერიასა და საკრებულოს შორის ბიუჯეტის განხილვის პროცესში ჩაერთონ, რისთვისაც თბილისის საკრებულო მადლობას უხდის არასამთავრობო სექტორს.

საკრებულოში ბუნებრივი აირის გაორმაგებული გადასახადის ირგვლივ გამოწვეულ პრობლემებზე იმსჯელეს

საკანონმდებლო ორგანოს  წევრები შ.პ.ს. "ყაზტრანსგაზის’’ წარმომადგენლებს  შეხვდნენ და აბონენტების გარკვეული ნაწილის ქვითრებზე  დარიცხულ გადასახადებზე განმარტება მოისმინეს. 

გიორგი მუსხელიშვილი ,,ყაზტრანსგაზს'' საკრებულოში იბარებს

როგორც საკრებულოს ტავმჯდომარის პირველი მოადგილე აცხადებს, ბუნებრივი აირის გადასახადის გამო, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მას ათობით ადამიანმა მიმართა და დახმარება სთხოვა.

ზაზა გაბუნიამ ქალაქის გზებზე არსებული მდგომარეობა შეამოწმა

"იმის მიუხედავად, რომ გასულ დღეებში შესაბამისი სამსახურები 24 საათის მანძილზე მუშაობდნენ, მერიის მიმართ საზოგადოების მხრიდან მაინც გამოითქმოდა პრეტენზიები, ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალეთ, საკრებულოსაც მოეხდინა პროცესზე დაკვირვება”,-აცხადებს გაბუნია.

თბილისის საკრებულოს დელეგაცია ამერიკაში გაემგზავრა

თბილისის საკრებულოს დელეგაცია, საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი ორი მოადგილის შემადგენლიბით ოფიციალური ვიზიტით  ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

ირაკლი შიხიაშვილი მერიის განცხადებას არაადეკვატურს უწოდებს

ირაკლი შიხიაშვილი საკრებულოს აპარატის ყოფილი ხელმღვანელის მარინა დათუკიშვილის ბრალდებასაც გამოეხმაურა, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის დიპლომის არქონას ეხებოდა. 

საკრებულოს უმრავლესობა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

საკანონმდებლო ორგანოს  თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა სტუმრებს ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების პრობლემასთან დაკავშირებული წინაპირობები გააცნო და დღეს მის მიერ გამოთქმული შეთავაზება კიდევ ერთხელ გააჟღერა.

საკრებულოში მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ანგარიში მოისმინეს

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. მიმდინარე ღონისძიებების გარდა მხარეებმა  2014 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებითაც იმსჯელეს. 

ირაკლი შიხიაშვილის პასუხი მერიას

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შიხიაშვილი საკრებულოს უმცირესობას მიმართავს და ითხოვს, ქალაქის ახალი მთავრობა მრავალპარტიული საკრებულოსთან შეთანხმებით იქნეს ჩამოყალიბებული. 

საკრებულოში ბიუროს გაფრთოვებული სხდომა გაიმართა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი თბილისის მთავრობის გადადგომის ინიციატივით საკრებულოს ბიუროს გაფართოებული ბიუროს სხდომაზე  გამოვიდა. 

კახა ბროკიშვილი: კონსულტაციები საბოლოოდ ორივე მხარეს შესაბამის კონსესუსამდე მიიყვანს

საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის განცხადებას  ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი წარმოადგენელი კახა ბროკიშვილი გამოეხმაურა.

თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტზე საკრებულოში 12 თებერვალს იმსჯელებენ

ირაკლი შიხიაშვილის თქმით, ვინაიდან დედაქალქში დიდია ინტერესი ბიუჯეტის მიღება- არმიღებასთან დაკავშირებით, საკრებულოს თავმჯდომარე იყენებს მის უფლებამოსილებას და 12 თებერვალს რიგგარეშე სხდომას ნიშნავს. 

საკრებულოში მიწის ლეგალიზაციის კომისიის ყოველკვირეული სხდომა გაიმართა

სხდომის დღის წესრიგით 78 საკითხი იყო გათვალისწინებული, რომელიც მოქალაქეთათვის მიწის და მასზე არსებული ქონების დამტკიცების განხილვას მოიცავდა.

საკრებულოს წევრები თბილისის მერის მოადგილეს შეხვდნენ

დღეს საკრებულოს წევრები თბილისის მერის მოადგილეს შეხვდნენ და 2014 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გააცნეს.

დავით ჯინჭარაძე კახა კუკავას პასუხობს

დავით ჯინჭარაძის განცხადებით, საკრებულოს უმრავლესობა მოტივირებულია მიიღოს დედაქალაქისთვის სასარგებლო ბიუჯეტი და ამ მიზნით საკანონმდებლო ორგანომ მერიასთან უკვე დაიწყო დოკუმენტის მუხლობრივი განხილვა. 

კახა კუკავა ,,ქართულ ოცნებას'' ბიუჯეტის ჩაგდების გეგმის შემუშავებაში ადანაშაულებს

კახა კუკავას თქმით, თუ ბიუჯეტი 11 მარტამდე არ დამტკიცდება, ცენტრალურ მთავრობას საშუალება ექნება დაითხოვოს თბილისის საკრებულო და დანიშნოს მერის მოვალეობის შემსრულებელი. მისი ინფორმაციით, ამ პოსტზე ირაკლი შიხიაშვილის კანდიდატურა განიხილება.

საკრებულოში დღეს ბიუჯეტთან დაკავშირებით უმრავლეოსობასა და მერიას შორის კონსულტაციების პირველი რაუნდი გაიმართა

საკრებულოში  ბიუჯეტთან დაკავშირებით უმრავლეოსობასა და მერიას შორის კონსულტაციების პირველი რაუნდი გაიმართა, რომელზეც საუბარი ბიუჯეტის პროექტის შეჯერებული ვარიანტის განხილვის სამომავლო პროცედურებს შეეხო. 

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა თბილისის საკრებულო დატოვა

დღეს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - ახალი თბილისის“ თავმჯდომარემ, ხვიჩა სანაიამ პირადი განცხადების საფუძველზე თბილისის საკრებულო დატოვა.

უმრავლესობის ფრაქციების თავმჯდომარეებმა სევდია უგრეხელიძეს მიმართეს

დღეს გამართულ ბრიფინგზე ქ. თბილისის საკრებულოს უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების თავმჯდომარეებმა  ქალაქ თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელს მიმართეს.

ირაკლი შიხიაშვილი თბილისელებს მიმართავს

,,ყველასათვის ნათელი ხდება, რომ დღესაც თბილისის მერიას მართავს გიგი უგულავა თავისი მარიონეტების, სევდია უგრეხელიძისა და ირაკლი აბესაძის ხელით’’ - აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე.

თბილისის საკრებულოს და გადაცემა „ეტალონის“ საჩუქარი 2014 წელს დაბადებულ პირველ ახალშობილს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია და მედიაპროექტ „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი, გოჩა ტყეშელაშვილი დღეს სანიკიანების ოჯახს ეწვივნენ და საჩუქრები გადასცეს.

თბილისის საკრებულოს პასუხი თბილისის მერიის განცხადებაზე

ქ. თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პასუხი ქ. თბილისის მერიის განცხადებაზე ქ. თბილისის საკრებულოს 2014 წლის 24 იანვრის რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით.

საკრებულოს თავმჯდომარე ფრაქცია ,,ქართული ოცნება – თბილისელების'' თავმჯდომარის, გულიკო ზუმბაძის ინიციატივას ეხმაურება

ირაკლი შიხიაშვილი თბილისის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვის საგნად ქცევასთან დაკავშირებით გულიკო ზუმბაძის მიერ წამოყენებულ წინადადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ბიუჯეტის განხილვის პროცესის მაქსიმალურ საჯაროობას უზრუნველჰყოფს.

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა

უმცირესობის წევრები ბიუჯეტის განსახილველად არ გამოცხადდნენ. სხდომას უმრავლესობის 15 დეპუტატი ესწრებოდა. 

ირაკლი შიხიაშვილმა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დანიშნა

თბილისის საკრებულო ქალაქის ბიუჯეტს დღეს, 20:30 საათზე რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს. აღნიშნული გადაწყვეტილება ირაკლი შიხიაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც საკრებულოს უმცირესობამ რიგგარეშე სხდომის დანიშვნის მოთხოვნით განცხადება წარადგინა.

დეპუტატებმა რამდენიმე ქუჩისთვის ახალი სახელების მინიჭების თაობაზე იმსჯელეს

სხდომაზე ზაზა გაბუნია ინიციატივით გამოვიდა და დეპუტატებს, მეტეხის ხიდისთვის  “წმინდა ასი ათასი ქართველი მოწამის სახელობის მეტეხის ხიდის” დარქმევისაკენ მოუწოდა.

საკრებულოს უმცირესობა დღევანდელ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს

საკრებულოს უმცირესობის წარმომადგენლებმა დღეს ჩანიშნულ სხდომასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს, რომელზეც სხდომაზე დაუსწრებლობის მიზეზი განმარტეს.

თამაზ შოშიაშვილი დავით ნარმანიას განცხადებას ეხმაურება

საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა-განახლებული თბილისის“ თავმჯდომარე  ქართული ოცნების მერობის კანდდატის განცხადებას ეხმაურება, სადაც თამაზ შოშიაშვილის თქმით, დავით ნარმანიამ მერია საბოტაჟში დაადანაშაულა.

დავით ჯინჭარაძე ბიუჯეტის განხილვის პროცედურებს კიდევ ერთხელ განმარტავს

იურიდიული კომისიის თავმჯდომარის დავით ჯინჭარაძის განცხადებით, საკრებულოში პროცესები რეგლამენტის დაცვით მიმდინარეობს და ბიუჯეტი სხდომაზე სწორედ კომისიებში განხილვის დასრულების შემდეგ გავა.

თემურ გრიგალაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერ მინისტრს მიმართავს

ქ.თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფნგზე, უმცირესობის წარმომადგენელმა, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა-რეფორმატორების” თავმჯდომარემ თემურ გრიგალაშვილმა დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტის მიღებასთან დაკავშირებულ მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

თამაზ შოშიაშვილი ნიკოლოზ ხაჩირაშვილს ეხმაურება

თამაზ შოშიაშვილმა საკრებულოს უმრავლესობას დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის  თვის ბოლომდე განხილვისკენ მოუწოდა.

 

ნიკოლოზ ხაჩირაშვილი: საკრებულო მხოლოდ თბილისელების ინტერესებზე მორგებულ ბიუჯეტს დაამტკიცებს

დღეს გამართულ ბრიფინგზე საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ხაირაშვილმა 2014 წლის ბიუჯეტის თაობაზე განმარტებები გააკეთა.

გულიკო ზუმბაძე არასამათავრობო ორგანიზაციებს თბილისის ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესში ჩართულობისაკენ მოუწოდებს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება - თბილისელების'' თავჯდომარის თქმით, აუცილებელია საკრებულოს საიტზე მოხდეს ბიუჯეტის პროექტის განთავსება და საჯარო განხილვების მოწყობა.

საკრებულოს უმრევლესობა ბიუჯეტის განხილვის პროცედურებს განმარტავს

უმრაველესობის განმარტებით, საკრებულოს სხდომაზე გატანამდე ბიუჯეტი პროექტი კომისიებსა და ფრაქციებში უნდა იქნას განხილული.

საკრებულოს უმცირესობა 24 იანვრის სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს

საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობას 2014 წლის ქალაქის ბიუჯეტის განხილვის გაჭიანურებაში ადანაშაულებენ. 

თამაზ შოშიაშვილი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ჯაბა სამუშიას განცხადებას გამოეხმაურა

თამაზ შოშიაშვილის განმარტებით, მოსახლეობის ინფორმირება დედაქალაქის მერიის პირდაპირი მოვალეობაა და ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში წარმოქმნილი პრობლემების შესახებ  მოსახლეობამ უნდა იცოდეს.

ჯაბა სამუშია: ,,ქალაქში ყველა ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტი გაგრძელდება''

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ჯაბა სამუშიამ დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართა და იმ ვიდეო რგოლზე ისაუბრა, რომელიც თბილისის მერიის დაკვეთით ქართულ ტელეარხებზე გადის.

ირაკლი შიხიაშვილი: ,,როგორ უნდა მიგვეღო ბიუჯეტი, როცა მერიამ ბიუჯეტის პროექტი მხოლოდ გუშინ შემოიტანა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილმა სატელევიზიო ანძის გამორთვაზე განცხადება „პრაიმტაიმის“ პრეს–კლუბში გააკეთა. მისი თქმით, ანძის განათების გამორთვის გადაწყვეტილება თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი აბესაძემ, გიგი უგულავასთან ერთად მიიღო.

თამაზ შოშიაშვილი საკრებულოს უმრავლესობას დედაქალაქში სიტუაციის დაძაბვაში ადანაშაულებს

თბილისის მთავრობის დათხოვნის თაობაზე საკრებულოს უმრავლესობის მიერ გაკეთებულ განცხადებას, საკანონმდებლო ორგანოს უმცირესობა გამოეხმაურა. 

საკრებულოს უმრავლესობა თბილისის მთავრობას უნდობლობას უცხადებს

დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლებმა დედაქალაქის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადეს და მისი გადადგომა მოითხოვეს.

ირაკლი შიხიაშვილი: ,,ასე ავანთებთ, რასაც ჩააქრობენ და ასე ავაშენებთ, რასაც გააფუჭებენ’’

ირაკლი შიხიაშვილი საკრებულოში შპს „სინათლის ქალაქი“–ს დირექტორს შეხვდა. ნიკოლოზ ტოგონიძესთან გასაუბრების შედეგად დადასტურდა, რომ ანძის განათებასთან დაკავშირებით არ არსებობს ფინანსური პრობლემები.

თბილისის საკრებულო ტელეანძის გამორთვას ეხმაურება

საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლებმა მერიის მიერ ტელეანძის გამორთვასთან დაკავშიორებით საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს.

გიორგი მუსხელიშვილმა ჩინეთის ქალაქ ურუმჩის ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი მუსხელიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. 

დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტს სხდომამდე საკანონმდებლო ორგანოს ყველა კომისია განიხილავს

როგორც ირაკლი შიხიაშვილმა განმარტა, საკრებულო მოტივირებულია ქალაქს ჰქონდეს თბილისელებისათვის სასარგებლო ბიუჯეტი და ის არ იყოს მორგებული კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციის საარჩევნო კამპანიაზე.

თბილისის მერიამ საკრებულოში დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტი შეიტანა

როგორც საკანონმდებლო ორგანოს უმცირესობის წევრები აცხადებენ, წარმოდგენილი დოკუმენტი მაქსიმალურად ოპტიმალურია და მათ იმედი აქვთ რომ საკრებულო ამ ვარიანტს თვის ბოლოს დაამტკიცებს. 

ირაკლი შიხიაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იუე ბინს შეხვდა.

საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ გლდანი–ნაძალადევის რაიონის გამგეობის შემოწმების შედეგები წარმოადგინა

თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის მიერ  გლდანი–ნაძალადევის რაიონის გამგეობის ფინანსური საქმიანობის შესწავლის შედეგადაც გამოვლენილი კონკრეტული დარღვევები კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ქავთარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე წარმოადგინა.

საკრებულოს უმრავლესობა მერიის სამსახურებსა და გამგეობებს საბოტაჟში ადანაშაულებს

თბილისის საკრებულოს უმრავლესობა დღეს საკანონმდებლო ორგანოში უმცირესობისა და გამგებლების შეხვედრისას გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

უმცირესობის წარმომადგენლები მერიის საქალაქო სამსახურების უფროსებსა და რაიონების გამგებლებს შეხვდნენ

დღეს საკრებულოს უმცირესობის წამომადგენლები თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების უფროსებსა და რაიონების გამგებლებს შეხვდნენ და ბიუჯეტის ხელმეორედ არმიღების შემთხვევაში მოსალოდნელი პრობლემები განიხილეს.

თბილისის საკრებულოს დელეგაციის შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გუანდ დონგის პროვინციის გუბერნატორთან

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვლმა და მისმა პირველმა მოადგილემ გიორგი მუსხელიშვილმა შეხვედრა გამართეს გუანდ დონგის პროვინციის გუბერნატორ შუი შაო ჰუასთან. 

თბილისის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის სხდომა გაიმართა

საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად დღის წესრიგით გათვალისწინებულ  საკითხებზე იმსჯელეს.

გიორგი ტყემალაძე და ჯაბა სამუშია ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს პასუხობენ

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტის თაობაზე საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს.

საკრებულოს უმცირესობის წარმომადგენლები მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდნენ

შეხვედრაზე 2014 წლის ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ჩავარდნით შესაძლო საფრთხეებზე ისაუბრეს.

საკრებულოში მიწის ლეგალიზაციის კომისიის 2014 წლის პირველი სხდომა გაიმართა

კომისიის წევრების ინფორმაციით, უკვე გაწერილია იმ საკითხთა გეგმა, რომლის მიხედვითაც უახლოესი თვეების განმავლობაში განმცხადებლებს კომისიის მომსახურებით სარგებლობა უფრო მოქნილი და მარტივი ფორმატით შეეძლებათ.

ნიკოლოზ ხაჩირაშვილის ინფორმაციით, ხელოვნურსაფარიანი მოედანი მერიამ ავტოსადგომად გადააქცია

კოსტავას ქუჩის #47 მაცხოვრებლები კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავტოსადგომის გაუქმებას და სპორტული მოედნის მოწყობას ითხოვენ.

მამუკა კაციტაძე საკრებულოში მერიის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის ჩავარდნის მიზეზებზე საუბროს

თბილისის საკრებულოს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე ქალაქის მთავრობას 2014 წლის ბიუჯეტის თითოეულ მუხლზე კონკრეტული პასუხის გაცემას სთხოვს.

ჯაბა სამუშია საკრებულოს უმცირესობის განცხადებას პასუხობს

საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია თბილისის მერიას საკრებულოში ჩაშლილი ბიუჯეტის პროექტის წარმოდგენას სთხოვს

საკრებულოს უმცირესობა დედაქალაქის ბიუჯეტის ჩავარდნას კიდევ ერთხელ აპროტესტებს

თბილისის საკრებულოს უმცირესობის წარმომადგენლებმა დღეს საკრებულოში ბრიფინგი გამართეს, რომელზეც დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტის არმიღების გამო წარმოქმნილ პრობლემებზე ისაუბრეს.

თამაზ შოშიაშვილი და ნიკო ხაჩირაშვილი დედქალაქის ბიუჯეტის განხილვის საკითხს გამოეხმაურნენ

თამაზ შოშიაშვილის განმარტებით, თბილისის დაუმტკიცებელი ბიუჯეტი დედაქალაქს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება ნიკო ხაჩირაშვილი.

ჯაბა სამუშიამ სევდია უგრეხელიძის განცხადების საპასუხოდ ბრიფინგი გამართა

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, დედაქალაქის მერია თბილისელების პრობლემებს არასერიოზულად უყურებს.

თბილისის საკრებულომ ომის ვეტერანებს ძველით ახალი წელი მიულოცა

საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს ეწვივნენ და პაციენეტბს საახალწო ნობათები მიუტანეს. 

თბილისსა და ჩინეთის ქალაქ გუანგჯოუს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დოკუმენტს  თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა და ქალაქ გუანჯოუს მერმა ჩენ ჯია ჰუანმა  მოაწერეს ხელი.

ზაზა გაბუნია საკრებულოს უმცირესობის წევრების განცხადებას ეხმაურება

ზაზა გაბუნია "პირველი რადიოს’’ დღევანდელ ეთერში საკრებულოს უმცირესობის წევრების მიერ საკრებულოს თავმჯდომარის სამივლინებო ხარჯებთან და 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ვაკე–საბურთალოს რაიონის გამგეობის შემოწმების შედეგები წარმოადგინა

თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის მიერ თბილისის რამდენიმე გამგეობის ფინანსური დოკუმენტაციის შემოწმების შედაგად გამოვლენილი კონკრეტული დარღვევების ამსახველი მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სამართალდამცავ უწყებებს გადაეგზავნება.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ჩინეთის უმსხვილეს სამრეწველო ქალაქთან ხელშეკრულებას გააფორმებს

ირაკლი შიხიაშვილის ინიციატივით ჩინურ მხარეს მიეწოდა წინადადება, რომ მიმდინარე წელს ქ. თბილისში და ქ. უანგუოპში განხორციელდეს ორმხრივი ეკონომიკური და სავაჭრო გამოფენები.

ზაზა გაბუნია – ,,ვაკის პარკში სასტუმრო არ უნდა აშენდეს''

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, თბილისის მერიის წინ გამართულ აქციას გამოეხმაურა, სადაც ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობა გააპროტესტეს.

საშობაო ალილოს თბილისის საკრებულო თავისუფლების მოედანზე შეეგება

ალილოს მსვლელობის მონაწილეებს დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე, მისი მოადგილეები და საკრებულოს დეპუტატები  შეეგებნენ, მათ საშობაოდ გამზადებული კალათები ურმებზე თავად დააწყვეს და საქართველოს მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცეს.

საკრებულომ და საქველმოქმედო კავშირმა ,,კეთილი ფონდი'' შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს უმასპინძლეს

გასართობ ცენტრ “დადუს სახლში” შეზღუდული შესაზლებლობების მქონე   ბავშვებისათვის  საახალწლო ზეიმი მოეწყო. მსახიობებთან ერთად ღონისძიებაში პატარებიც აქტიურად ჩაერთვნენ. 

თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებმა უცხოელ ინვესტორებს ახალი კორპუსების საპილოტე პროგრამა გააცნეს

თბილისის საკრებულომ არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან წარმოდგენილ ინვესტორებს უმასპინძლა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილეებმა ილია მეორეს 81-ე იუბილე მიულოცეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი, ასევე მისი მოადგილეები გიორგი მუსხელიშვილი, ჯაბა სამუშია და გიორგი ტყემალაძე უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს საპატრიარქოში ეწვივნენ და დაბადების დღე პირადად მიულოცეს.

თბილისის საკრებულოს მოწვევით საქართველოს უცხოური საინვესტიციო ჯგუფის წარმომადგენლები ეწვივნენ

უცხოელ სტუმრებთან შეხვედრა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაიმართა და ამ შეხვედრაში მინისტრი, დავით ნარმანია და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შიხიაშვილი მონაწილეობდნენ.

ზაზა გაბუნია გიგი უგულავას პასუხობს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას განცხადებას ეხმაურება.

მამუკა კაციტაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების კომისიის წლის შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა

ქ.თბილისის საკრებულოს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების კომისიის თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ მიმდინარე წლის მუშაობა შეაჯამა.

დედაქალაქის მთავრობის აზრით, ბიუჯეტის ჩაგდებით პრობლემები თბილისს შეექმნება

თბილისის მთავრობის წარმომადგენელთა შეფასებით, 2014 წლის ბიუჯეტის ჩაგდებით, საკრებულომ თბილისი ახალი პრობლემის წინაშე დააყენა.

ირაკლი შიხიაშვილი - საკრებულოს გადაწყვეტილება თბილისს პრობლემას არ შეუქმნის izmir escort bayan | escort izmir | escort ankara escort izmir escort istanbul hediyelik eÅŸyalar sevgiliye hediye hediye

2014 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილების მიუხედავად, თბილისსა და თბილისელებს არანაირი პრობლემა არ ემუქრებათ–განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

თბილისის საკრებულომ წლის ბოლო სხდომა ისტორიულ შენობაში გამართა

თბილისის საკრებულომ წლის ბოლო სხდომა ისტორიულ შენობაში გამართა. ეს ინიციატივა საკრებულოს თავმჯდომარემ საკრებულოს წინა სხდომაზე გააჟღერა.

ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზატკეცილს ჭაბუა ამირეჯიბის სახელი მიენიჭა

ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზატკეცილს ჭაბუა ამირეჯიბის სახელი მიენიჭა. შესაბამისი დადგენილება თბილისის საკრებულო წევრებმა საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.

მერაბ რაფავამ გიგი უგულავას კომენტართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

ფრაქციის "თავისუფლება" თავმჯდომარე მერაბ რაფავამ გიგი უგულავას მიერ 21 დეკემბერს სასამართლო სხდომის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.

თბილისის საკრებულომ და ამერიკის მეგობართა კლუბმა დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს უმასპინძლეს

საკრებულოს დეპუტატების შვილებმა თანატოლებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს და მათთან ერთად გასართობ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა. 

უმცირესობის წარმომადგენლებმა მერაბ რაფავას პროკურატურაში ვიზიტის თაობაზე ბრიფინგი გამართეს

თბილისის საკრებულოში უმცირესობის წარმომადგენელთა ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა უმრავლესობის წევრის– მერაბ რაფავას პროკურატურაში ვიზიტის თაობაზე ისაუბრეს.

თამაზ შოშიაშვილიმა საკრებულოს უმრავლესობის წევრები ჩინური კომპანიის ლობირებაში დაადანაშაულა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა–განახლებული თბილისი’’ -ს თავმჯდომარე თამაზ შოშიაშვილი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის - ჯაბა სამუშიას მიერ გაკეთებულ ასი ახალი ავტობუსის შეძნასთან დაკავშირებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ჯაბა სამუშიამ თბილისის მერიის მიერ ჩატარებულ ტენდერზე ისაუბრა

დღეს საკრებულოს თავნჯდომარის მოადგილემ ჯაბა სამუშიამ საკრებულოში ბრიფინგი გამართა, რომელზეც თბილისის მერიის მიერ ავტობუსების შესყიდვის ტენდერთან დაკავშირებით ისაუბრა.

დღეს მიწის ლეგალიზაციის კომისიის 2013 წლის ბოლო სხდომა გაიმართა

საკრებულოში დღეს მიწის ლეგალიზაციის 2013 წლის ბოლო სხდომა გაიმართა. ბესო ბენდელიანის თქმით, 1700 განხილული განცხადებიდან 1300–ზე დადებითი დასკვნა გაიცა.

თემურ გრიგალაშვილი თბილისის სარევიზიო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ აქტებს უნდობლობას უცხადებს

საკრებულოს ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა–რეფორმატორები’’ თავმჯდომარე თემურ გრიგალაშვილი თბილისის ბიუჯეტიდან თანხების ფლანგვის თაობაზე ფრაქციის ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებას გამოეხმაურა.

ზაზა გაბუნია - ვეკითხები სხვის მორალზე მოსაუბრე უგულავას, რამდენად მორალურია 100 000 ლარის მობილურით მომსახურებაზე დახარჯვა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ, თბილისის ბიუჯეტიდან თანხების ფლანგვის მორიგ შემთხვევებზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ირაკლი შიხიაშვილი: მერიის თანამშრომლებს უგულავას მხარდამჭერ აქციებზე დასწრებას აიძულებენ

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, მერიის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება და მათ გიგი უგულავას მხარდამჭერ აქციებზე მისვლას აიძულებენ.

გარემოს დაცვის კომისიის წევრები მოძრაობა ,,პარტიზანული მებაღეობის'' წევრებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

გარემოს დაცვის კომისიის წევრები მოძრაობა ”პარტიზანული მებაღეობის” წევრებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ზაზა გაბუნია – იმისთვის რომ დასრულდეს სპეკულაციები ობიქტურმა გამოძიებამ უნდა იმსჯელოს სარევიზიო დასკვნის მონაცემებზე

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ, საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე სარევიზიო კომისიის დასკვნის შესწავლის თხოვნით საგამოძიებო ორგანოებს მიმართა.

თემურ გრიგალაშვილი მიხეილ ქავთარაძის განცხადებებს ზღაპარს უწოდებს

თბილისის საკრებულოს ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა–რეფორმატორები’’ თავმჯდომარემ თემურ გრიგალაშვილმა ამ დღეებში სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებებს პროკურატურის დაკვეთა უწოდა.

მიხეილ ქავთარაძემ ,,ნაციონალური მოძრაობის'' მიერ გახარჯულ თანხებზე ისაუბრა

საკრებულოში დღეს გამართულ ბრიფინგზე სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ „ნაციონალური მოძრაობის“ უმრავლესობაში ყოფნის პერიოდში გაცემულ პრემიებსა და მივლინებებზე გაცემული თანხების თაობაზე განცხადება აგაკეთა

სარევიზიო კომისიამ თბილისის მერიის ს.ს.ი.პ. ,,ქონების მართვის სააგენტოს'' შემოწმების შედეგები გამოაქვეყნა

თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ საკრებულოში ბრიფინგი ჩაატარა, რომელზეც თბილისის მერიის ს.ს.ი.პ. „ქონების მართვის სააგენტოს“ შემოწმების შედეგებზე ისაუბრა.

თამაზ შოშიაშვილი სარევიზიო კომისიის დასკვნას გამოეხმაურა

თბილისის საკრებულოს ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა–განახლებული თბილისი’’ თავმჯდომარემ სარევიზიო კომისიის დასკვნას გამოეხმაურა და საკითხთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა წარმოადგინა.

მიხეილ ქავთარაძემ სარევიზიო კომისიის დასკვნა წარმოადგინა

თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის მიერ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საქმიანობის შესწავლის შედეგად გამოვლენილი დარღვევების თაობაზე კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ქავთარაძემ დღეს საკრებულოში ბრიფინგი გამართა.

ნიკოლოზ ხაჩირაშვილის განცხადება

ნიკოლოზ ხაჩირაშვილი სასამართლო პროცესის დასრულების შემდგომ გიგი უგულავას მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

თემურ გრიგალაშვილმა დედაქალაქში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა

საკრებულოს ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა–რეფორმატორები’’ თავმჯდომარემ დღეს საკრებულოში ბრიფინგი გამართა, რომელზე ქალაქის მერთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

საკრებულოს უმრავლესობამ უმცირესობის საპასუხოდ განცხადება გაავრცელა

თბილისის საკრებულოს უმრავლესობა ნაციონალური მოძრაობის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ირაკლი შიხიაშვილმა და საკრებულოს დეპუტატებმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს საჩუქრები გადასცეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შიხიაშვილმა და დეპუტატებმა დღეს სასჯელაღსრულების სამინისტროს არასრულწლოვანთა მე-11 დაწესებულების მსჯავრდებულები მოინახულეს, მათ საჩუქრად მაგიდის ჩოგბურთის ინვენტარი, წიგნები და ფეხბურთის ბურთები გადასცეს.

თბილისის საკრებულოს უმცირესობის განცხადება

თბილისის საკრებულოს უმცირესობა უმრავლესობის მიერ გუშინ საწვავის ხარჯის ზრდასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის განცხადება

გვსურს გამოვეხმაუროთ არასამთავრობო ორგანიზაცია "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც თბილისის საკრებულოს მიერ გაღებულ სხვადასხვა ხარჯებს უკავშირდება.

გიორგი მუსხელიშვილმა ვაკის საერთო საცხოვრებელში შესახლებულ დევნილებს ნიკოლოზობა მიულოცა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვაკის რაიონში მდებარე საერთო საცხოვრებელში შესახლებულ დევნილებს შეხვდა და ნიკოლოზობა მიულოცა.

საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა 2013 წლის ბიუჯეტში ცვლილებები მიიღეს

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა "ქ. თბილისის 2013 წლის ბიუჯეტის შესახებ’’ საკრებულოს 2012 წლის 15 დეკემბრის # 15–49 გადაწყვეტილებაში ცვლილებების თაობაზე იმსჯელეს.

საკრებულოს სხდომაზე რამდენიმე უსახელო ქუჩასა და სკვერს ახალი სახელები დაერქვა

საკრებულოს დღეს გამართულ სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 20 საკითხი განიხილეს, რომელთაგან 13 უსახელო ქუჩებისთვის ახალი სახელების მინიჭებას დაეთმო.

ზაზა გაბუნია - ავტობუსების შესყიდვისთვის გამოცხადებული ტენდერი კითხვებს იწვევს და მისი შედეგები უნდა გაუქმდეს

თბილისის საკრებულოს ფრაქაცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ პრესკონფერენცია გამართა და მერიის მიერ ასი ახალი ავტობუსის შეძნასთან დაკავშირებულ ტენდერზე ისაუბრა.

საკრებულოში დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური საფრთხეების აღმოფხვრის შესახებ იმსჯელეს

საკრებულოში ფრაქციის "ქართული ოცნება-თბილისელების’’ გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს წევრებთან ერთად ქ.თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის წარმომადგენლობა, არასამთავრობო ორგანიზაციები და  ექსპერტები დაესწრნენ.

საკრებულოს უმცირესობა დავით ნარმანიასგან შეხვედრის კონკრეტული თარიღის დასახალებას მოითხოვს

თბილისის საკრებულოს უმცირესობის წევრები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან და დავით ნარმანიას შეხვედრის კონკრეტული თარიღის დასახელებას სთხოვენ.

თბილისში ერთ-ერთ ქუჩას ჭაბუა ამირეჯიბის სახელი მიენიჭება

ირაკლი შიხიაშვილი აცხადებს, რომ მათი სურვილია, შეირჩეს ისეთი ქუჩა, რომელიც მწერილის სახელთან ყველაზე შესატყვისი იქნება. ამ თემაზე გადაწყვეტილების მიღებას საკრებულოს თავმჯდომარე მიმდინარე წლის ბოლომდე ვარაუდობს. 

თბილისის საკრებულომ ერევნის დელეგაციას უმასპინძლა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა და უმრავლესობის წევრებმა  ერევნის დელეგაციას უმასპინძლეს, რომელსაც სომხეთის დედაქალაქის მერი ტარონ მარქარიანი ხელმძღვანელობდა.

გიორგი მუსხელიშვილი აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა

როგორც საკრებულოს დეპუტატმა აღნიშნა, იძულებით გადაადგილებული პირები წლებია გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. გიორგი მუსხელიშვილი მათ პრობლემების მოგვარებას დაპირდა.

მამუკა კაციტაძემ დავით უსუფაშვილსა და ირაკლი ტრიპოლსკის წერილით მიმართა

საკრებულოს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების კომისიის თავმჯდომარის სახელით საქ. პარლამენტისა და ასევე პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეებს წერილი გადაეგზავნათ.

კახა კუკავა: მერიამ მორიგი კორუფციული ტენდერი ჩაატარა

თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის თავმჯდომარემ კახა კუკავამ მერიის მიერ ჩატარებულ მორიგ ტენდერთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

ჯაბა სამუშია ილიაუნის სტუდენტებს შეხვდა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, პროფესორი ჯაბა სამუშია დღეს ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

ნიკო ხაჩირაშვილი: დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი ყველა პროექტი აუცილებლად გაგრძელდება

ნიკო ხაჩირაშვილი უმცირესობის მიერ "ვეფხისა და მოყმის'' ძეგლთან დაგეგმილი მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების შემაერთებელი ხიდის მშენებლობის შეჩერების თაობაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

საკრებულოს უმცირესობა დავით ნარმანიას თბილისში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელებისაკენ მოუწოდებს

საკრებულოს უმცირესობის წევრები ,,ვეფხისა და მოყმის'' ძეგლთან ხიდის მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილებას უსუსურს უწოდებენ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან მუშა შეხვედრას მოითხოვენ. 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს უმცირესობა განცხადებას ავრცელებს

თბილისის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის ფრაქციების წარმომადგენლები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან.

ქუჩას, რომელზეც წმ. დიდმოწამე ქეთევან დედოფლის სახელობის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს აბულის სახელი მიენიჭა

თბილისის საკრებულოში სხდომა გაიმართა, რომლზეც დეპუტატებმა 5 საკითხი განიხილეს. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა სხვა საკითხებთან ერთად რამდენიმე ქუჩისთვის სახელების მინიჭების თაობაზე იმსჯელეს.

ირაკლი შიხიაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე და ქართული ოცნების მერობი