კომისიის დებულება
2. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და საკრებულოს წარუდგენს სამართლებრივი აქტების პროექტებს.
3. კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს ამ დებულებით, საკრებულოს რეგლამენტითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
თავი II
წევრთა უფლებამოსილებანი
2. კომისიის შემადგენლობას, კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
3. კომისიის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საკრებულოს წევრი.
4. კომისიის თავმჯდომარის მიერ საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, კომისიაში სამუშაოდ დროებით ან კომისიის უფლებამოსილების ვადით, შეიძლება მოწვეულნი იქნენ სხვა პირებიც ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე.
ა) შეიმუშავებს, განიხილავს და ამზადებს საკრებულოს გადაწყვეტილებებისა და დადგენილებების პროექტებს;
ბ) მონაწილეობს საკრებულოში შემოსული პროექტების განხილვაში, ამზადებს დასკვნებს და გადასცემს საკრებულოს შესაბამის ორგანოებს;
გ) განიხილავს იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურებს, რომლებსაც ირჩევს ან ნიშნავს საკრებულო, რის თაობაზეც შესაბამის დასკვნებს წარუდგენს საკრებულოს;
დ) ახდენს ქ. თბილისის საფინანსო-საბიუჯეტო სისტემაში გასატარებელ ღონისძიებათა მოსალოდნელი შედეგების შეფასებას და აღნიშნულის თაობაზე ამზადებს შესაბამის დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ე) ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე, კანონმდებლობით დადგენილ წესით და ვადებში, იხილავს ქ. თბილისის მერის მიერ წარმოდგენილ ქ. თბილისის ბიუჯეტისა და მიზნობრივი პროგრამების პროექტებს და ამზადებს შესაბამის დასკვნებს;
ვ) საკრებულოს წარუდგენს დასკვნებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზღვრული განაკვეთების ფარგლებში ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების დაწესების (შემოღების), აგრეთვე მათი გაუქმების ან მათში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
ზ) ამზადებს დასკვნებს ქ. თბილისის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშზე, ახდენს ქ. თბილისის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის (საგადასახადო, არასაგადასახადო და კაპიტალური შემოსავლების) შესრულების მიმდინარეობის ანალიზს;
თ) დედაქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნით ხელს უწყობს ურთიერთობების დამყარებას სხვადასხვა ორგანიზაციებთან და ახდენს ინფორმაციის ურთიერთგაცვლას;
ი) შეიმუშავებს საჭირო რეკომენდაციებს ქ. თბილისში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისათვის;
კ) ისმენს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირთა ახსნა_განმარტებებს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს;
ლ) წყვეტს თავისი საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს.
2 კომისია განიხილავს და სათანადო რეაგირებას ახდენს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებებსა და საჩივრებზე.
3. კომისია ახორციელებს ამ დებულებით და სამართლებრივი აქტებით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს.
ა) თანაბარ საწყისებზე მონაწილეობდეს კომისიის მუშაობაში, განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები;
ბ) აირჩიოს და არჩეულ იქნეს კომისიის თანამდებობებზე;
გ) ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან;
2. კომისიის წევრი ვალდებულია:
ა) მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში;
ბ) არ გაახმაუროს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ან კონფიდენციური ინფორმაცია;
გ) შეასრულოს კომისიის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობები
თავი III
2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
3. კომისიის წევრები ვალდებულნი არიან დაესწრონ კომისიის სხდომას და მონაწილეობა მიიღონ მის მუშაობაში. ამ მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს რეგლამენტით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
4. გადაწყვეტილება მიიღება ღია ან ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით, ღია კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
5. კომისიის სხდომა საჯაროა. განსაკუთრებულ შემთხვევაში კომისია ატარებს დახურულ სხდომას. დახურული სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
6. კომისიის სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ საკრებულოს წევრები, მთავრობის წევრები და სხვა მოწვეული პირები. კომისიის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დაინტერესებული პირები, რომელთაც სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მიეცემა სიტყვით გამოსვლის უფლება. კომისიის სხდომაზე დასასწრებად ასევე შეიძლება მოწვეულ იქნენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა დადგენილი წესით აკრედიტებული წარმომადგენლები.
2. კომისია იღებს რეკომენდაციას, დასკვნას, წინადადებას.
3. კომისიის დასკვნები, როგორც წესი, წარედგინება საკრებულოს სხდომას ან იგზავნება დანიშნულებისამებრ.
4. საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა საჭირო მასალები.
5. საკრებულოს მიერ არჩეული და დანიშნული თანამდებობის პირი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს კომისიამ.
2. კომისიის თავმჯდომარე:
ა) იწვევს, ხსნის და წარმართავს კომისიის სხდომებს;
ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით დადგენილი პროცედურების დაცვას;
გ) ადგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;
დ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;
ე) ხელს აწერს კომისიის სხდომის ოქმს;
ვ) მოქმედებს კომისიის სახელით;
ზ) ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. კომისიის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
4. კომისია თავის წევრთაგან, უფლებამოსილების ვადით, ღია კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს (მოადგილეებს).
5. კომისიის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვთ კომისიის თავმჯდომარეს და კომისიის წევრს.
6. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე (მოადგილეები):
ა) ასრულებს კომისიის ცალკეულ დავალებებს;
ბ) კომისიის (სიითი შემადგენლობის უმრავლესობის) დავალებით ასრულებს კომისიის მოვალეობებს, კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში.
2. კომისიის თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ წინადადებას მისი გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.
3. კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე განაცხადოს თავისი გადადგომის შესახებ. შესაბამისი განცხადება წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც მას გააცნობს საკრებულოს. კომისიის თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება განცხადების საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარდგენის დღიდან.
4. კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საკრებულო უახლოეს სხდომაზე, რეგლამენტით გათვალისწინებული წესით ირჩევს კომისიის ახალ თავმჯდომარეს.
2. კომისიის სამდივნო:
ა) ორგანიზებას უწევს კომისიის სხდომების მომზადებას, მიღებული გადაწყვეტილებებისა და სხდომათა ოქმების გაფორმებას;
ბ) ახორციელებს საკონსულტაციო და ანალიტიკურ ფუნქციებს, ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებასა და საქმისწარმოებას;
გ) მუშაობს კომისიის დებულებით განსაზღვრული დარგობრივი მიმართულებების საკითხებზე, ასრულებს კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის დავალებებს;
დ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს აპარატის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
3. კომისიის თავმჯდომარე წარუდგენს საკრებულოს აპარატის უფროსს კომისიის სამდივნოს სტრუქტურასა და საშტატო ერთეულთა რაოდენობას.
4. კომისიის სამდივნოს შემადგენლობაში შედიან კომისიის სამდივნოს სპეციალისტები (საშტატო განრიგით გათვალისწინებული მოსამსახურეები) და შტატგარეშე მოსამსახურეები (მოწვეული სპეციალისტები).
5. კომისიის თავმჯდომარე კომისიის სამდივნოს მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების წინადადებებს წარუდგენს აპარატის უფროსს.
6 კომისიის სამდივნოს თანამშრომლებს, კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, `საჯარო სამსახურის შესახებ~ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს საკრებულოს აპარატის უფროსი.
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა ,,ქ. თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და საინვესტიციო პოლიტიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 20 ნოემბრის #2-10 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები: დ) გადაწყვეტილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ე) გადაწყვეტილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. ვ) გადაწყვეტილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველის პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
,,ქ. თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და საინვესტიციო პოლიტიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 20 ნოემბრის #2-10 გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
ა) გადაწყვეტილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ქ. თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ”
ბ) გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის ,,ა” პუნქტის თანახმად დამტკიცდეს ქ. თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თანდართული დებულება”.
გ) გადაწყვეტილებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ქ. თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულება”
,,1. ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისია (შემდგომში კომისია) შექმნილია ქ. თბილისის ფინანსურ სისტემაში - საბიუჯეტო სისტემების შესახებ საკანონმდებლო ნორმატიული აქტების, ქალაქისა და რაიონების ბიუჯეტების ფორმირების, ფულადი სახსრების მობილიზაციის, ბიუჯეტის შემოსავლების მიზნობრივად განკარგვისა და სხვა საკითხებზე საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტებისა და დასკვნების მომზადების მიზნით, რაც მიმართული იქნება დედაქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისაკენ”.
,,ე) ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე, კანონმდებლობით დადგენილ წესით და ვადებში, იხილავს ქ. თბილისის მერის მიერ წარმოდგენილ ქ. თბილისის ბიუჯეტის პროექტს და ამზადებს შესაბამის დასკვნას”.
ზ) გადაწყვეტილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. საკრებულო კომისიის უფლებამოსილების ვადით ირჩევს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს (არა უმეტეს 2 მოადგილისა);
5. კომისიის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვთ კომისიის თავმჯდომარეს და კომისიის წევრს”.
საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი





