საზოგადოებრივი საბჭო
საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ სამადაშვილის ინიციატივით, 16-05-2008 წელს საზოგადოებრივი საბჭო დაარსდა. საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭო 20-მდე წევრისაგან შედგება. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას არქიტექტორები, ექიმები, პედაგოგები, თეატრალები, მწერლები, ჟურნალისტები და საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები მიიღებენ და მას რეკომენდატორის ფუნქცია ექნება. საბჭოს წევრები თვეში რამდენჯერმე შეიკრიბებიან და დედაქალაქში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს თბილისის საკრებულოსა და მერიას გააცნობენ.





