ახალი ამბები
საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დღეს კიდევ სამ გამგებელს მოუსმინეს
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები დღეს ვაკის, ჩუღურეთის და მთაწმინიდის გამგებლებს შეხვდნენ და რაიონებში არსებული პრობლემები განიხილეს.
საკრებულოს ინტერფრაქციული ჯგუფის წარმომადგენლები ნაძალადევის, გლდანისა და დიდუბის რაიონების გამგებლებს შეხვდნენ
შეხვედრები კითხვა–პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და როგორც ინტერფრაქციული ჯგუფის წევრები აღნიშნავენ, საუბრისას პრობლემებთან ერთად დადებითი მხარეებიც გამოიკვეთა.
საკრებულოს ინტერფრაქციულმა ჯგუფმა დღეს 3 რაიონის გამგებლს მოუსმინა
საკანონმდებლო ორგანოს ოპოზიციონერი დეპუტატები დღეს ისნის, სამგორისა და კრწანისის გამგებლებს შეხვდნენ და გაწეული სამუშაოების ანგარიში მოისმინეს.
ინტერფრაქციული ჯგუფისა და საქალაქო სამსახურების შეხედრები გრძელდება
საკრებულოს დეპუტატებმა დღეს თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარეს დავით ავალიანს და მერიის ს.ს.ი.პ სასწრაფო დახმარების ხელმძღვანელს შალვა ბრაჭულს მოუსმინეს.
კოკი იონათამიშვილი: სერვისის შენარჩუნების ფონზე მოსახლეობას დასუფთავების დაბალი ტარიფი უნდა შევთავაზოთ
კოკი იონათამიშვილის განცხადებით, მოსახლეობის მთავარი ინტერესი ტარიფის მინიმალურამდე გაიაფებაში მდგომარეობს, თუმცა პარალელურად სერვისის შენარჩუნებაც მაქსიმალურად უნდა იქნას შესაძლებელი.
ზაზა გაბუნია საკრებულოს წევრებს დასუფთავების ტარიფის დადგენისათვის კონსულტაციებისკენ მოუწოდებს
თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ საკრებულოში ბრიფინგი გამართა. ზაზა გაბუნიას განცხადებით, აუცილებელია, საკრებულოში დასუფთავების ტარიფთის ოდენობა ივნისამდე იქნას განსაზღვრული.
თბილისის საკრებულომ საარბრუკენის დელეგაციას უმასპინძლა
დედაქალაქის საკრებულოს წევრები დღეს საარბრუკენის დელეგაციას შეხვდნენ. დელეგაცია ქალაქის მერის შარლოტე ბრიცის ხელმძღვანელობით, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა.
საკრებულოს ინტერფრაქციული ჯგუფი საქალაქო სამსახურებთან შეხვედრას განაგრძობს
ინტერფრაქციული ჯგუფის წევრებს ინფორმაცია თბილისის მერიის შ.პ.ს. "თბილსერვისის ჯგუფის’’, ასევე აიპ "თბილისელების ადვოკატის“, მერიის შ.პ.ს. "ლაბორატორიისა’’ და ასევე მერიის შ.პ.ს. "თბილისის პარკების’’ დირექტორებმა წარუდგინეს.
თბილისის საკრებულოს ინტერფრაქციული ჯგუფი მერიის სამსახურებთან მორიგ შეხვედრას მართავს
დღევანდელი შეხვედრა 6 საათს გაგრძელდა. შეკითხვები ძირითადად საქალაქო და შ.პ.ს.–ების სამსახურების სამეთვალყურეო საბჭოებს შეეხებოდა.
თბილისის საკრებულოს ინტერფრაქციული ჯგუფი მერიის სამსახურების მოსმენას განაგრძობს
თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა, საკრებულოს ოპოზიციას, გაწეული სამუშაოს ანგარიში წარუდგინა. სამეთვალყურეო საბჭოები და უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლები – ეს ის საკითხები იყო, რაზეც ირაკლი აბესაძეს ყველაზე დიდხანს მოუწია საუბარი.





